National Geographicგართობასურათებიფლორა & ფაუნა

National Geographic: ცხოვრება ფერებში – ნარინჯისფერი

ჩიტები გერმანიაში. ვადენის ნაციონალურ პარკში, რომელშიც ცხოველების 3200 სახეობა ბინადრობს, ნარინჯისფერ ცას ჩიტები ფარავენ. ეს პარკი ხშირად ხდება შესვენების ადგილი იმ ფრინველებისთვის, რომლებიც სეზონურ გადაფრენას ახორციელებენ.

კოვბოის ჩექმა. დეზიანი ჩექმა მზის ჩასვლის ფონზე ნიუ მეხიკოში. აქ მცხოვრები ხალხისთვის საამაყოა ასეთ ველური დასავლეთის სტილში გამოწყობა.

ნარინჯისფერი მარჯანი. ინდონეზიის წყლებში მობინადრე მზის მარჯანი თავის წვრილ საცეცებს არხევს. მარჯნის რიფები ოკეანის ფსკერის 1%-ს ფარავენ, თუმცა რაოდენობით ზღვის არსებების მეოთხედს შეადგენენ.

ჟირაფები ბოსტვანაში. სამი ჟირაფი ოკავანგოს მდინარის სიახლოვეს მიდამოს აკვირდება, აგრძელებენ კისრებს და ათვალიერებენ ჰორიზონტს.

იზოლაციური ბოჭკოები. გამდნარი მინისგან დამზადებული ბოჭკოები, რომლებიც ანათებენ ჯონს-მენვილის კორპორაციის შენობის შესასვლელს ნიუ ჯერსიში.

დიდი კანიონი. ფორთოხლისფერი ქვიშაქვის ბორცვების ხედი არეალიდან, რომელიც ცნობილია, როგორც SB Point. კანიონის ქვის შრეები გვიჩვენებენ დედამიწის 2 მილიარდი წლის წინანდელ მდგომარეობას.



დინგოს ღობე. მზის ჩასვლა ნარინჯისფრად აფერადებს ავსტრალიის უდაბნოში 5400 კმ სიგრძის ღობეს, რომელიც ველური ძაღლის, დინგოსგან თავდასაცავად არის აგებული.


სკის ქოხები, სირია. სკის ფორმის საცხოვრებლები თალ მარდიქში, სირიაში. ისინი 200 წლის წინათ აიგო მშენებლობის უძველესი მეთოდით, რომელიც შემდგომში დაიკარგა. განსაკუთრებული ფორმისა და მასალის გამო ზაფხულში გრილია, ზამთარში – თბილი.


ხორბლის ველი. კოპების მსგავსი თივის ძნებით მორთული მინდორი მალაზგირტში, თურქეთში. მზის ჩასვლისას იქაურობა ნარინჯისფრად ნათდება.


მიჩიგანის ტბა. მზის ჩასვლისას იალქნიანი ნავის უკან ნარინჯისფერი ფონი იქმნება. 517 კმ-ის სიგრძის ტბა ერთადერთია “დიდი ტბებიდან”, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მდებარეობს.


მორიელი. მორიელები ასობით მილიონი წელია, რაც არსებობენ. ისტორიის მანძილზე ისინი ადვილად ეგუებოდნენ ახალ გარემოს. ეს სახეობაც, რომელიც დიდი კანიონის ტერიტორიაზე დახეტიალობს, ძირითადად უდაბნოიან ადგილებში ბინადრობს.


მზის ჩასვლა. ბრდღვიალა ნარინჯისფერი მზე პამპასების ბალახის ფოჩების უკანა ფონზე იაპონიაში.


ტიტები. ნიავის დაბერვისას მოქანავე ტიტები მისურის შტატში, სენტ ლუისის ბოტანიკურ ბაღში. ბაღი გაიხსნა 1859 წელს ბოტანიკური კვლევა-ძიების საერთაშორისო ცენტრადაა აღიარებული.


გოდივა. ლოქორას ეს სახეობა შხამიანია და ბინადრობს ინდონეზიის პროვინცია პაპუაში. მისი ნათესავი 3000 ჯიშია ნაპოვნი და მუდმივად ხდება ახლების აღმოჩენაც.


წყარო
ჩრდილოეთის ციალი
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

ასევე იხილეთ

Close
Back to top button
Close
Close