ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Mastercard-მა აამოქმედა ვირტუალური სივრცე ეროვნული ციფრული ვალუტების ტესტირებისთვის

ფინანსურმა კორპორაცია Mastercard-მა წარადგინა ვირტუალური სივრცე ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების ტესტირებისთვის. 

პროექტი წარმოადგენს კონტროლირებად სივცეს, რომელშიც ბანკები შეძლებენ ეროვნული ციფრული ვალუტების გამოშვების მოდელირებას. შედეგად ხელმისაწვდომი იქნება მათი თავსებადობის შეფასება ამჟამად მოქმედ საგადახდო სისტემასთან, ასევე CBDC-ის გამოყენების პრაქტიკულობის შეფასება. 

„ეს ახალი პლატფორმა მხარს უჭერს ცენტრალურ ბანკებს ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის განვითარების გადაწყვეტილებების მიღებაში” – განაცხადა Mastercard-ის ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინ-პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტმა. 

Mastercard-ს არ დაუკონკრეტებია რომელი პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება პროექტში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მასში ჩართულია განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია. 

ადრე ინტიტუტ dGen-ის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 3-5 ქვეყანა მთლიანად უარს იტყვის ფიატზე ეროვნული ციფრული ვალუტის სასარგებლოდ. ანგარიშის ავტორებს ზუსტი მტკიცებულებები არ მოჰყავთ, თუმცა მიანიშნებენ ჩინეთსა და ბაჰამის კუნძულებზე. 

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისში ცენტრალური ბანკების 70% დაკავებული იყო CBDC სფეროში კვლევებით. ამგვარი ინტერესი აიხსნება გაძლიერებული კონკურენციითა და ფინანსური ჩართულობით, აგრეთვე ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების გაფართოებით. 

შეგახსენებთ, ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო PIX-მყისიერი გადახდების შემუშავება და დისტანციური სერვისების ინტეგრირება ღია ბანკინგის პროექტის ფარგლებში. მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს ციფრული რეალის გამოშვება 2022 წლის ბოლოს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button