![](/wp-content/uploads/2020/09/მსოფლიოში-უდიდესმა-სენსორმა-გადაიღო-ისტორიაში-პირველი-ფოტო-3200-მპ-გაფართოებით.jpeg)
მსოფლიოში უდიდესმა სენსორმა გადაიღო ისტორიაში პირველი ფოტო 3200 მპ გაფართოებით
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ეროვნულ ლაბორატორიაში გადაიღეს სატესტო ფოტოები ახალი ფოტოკამერის შემოწმების მიზნით. მიღებულ კადრს რეკორდული – 3200-მეგაპიქსელიანი გაფართოება აქვს. მაგალითად, თუკი ამ კამერით ციდან დედამიწის ზედაპირს გადაუღებთ ფოტოს, გოლფის ბურთის ზომის ობიექტს 24 კილომეტრის დაშორებიდან დაინახავთ.
კამერა წარმოდგენს პროექტ Legacy Survey of Space and Time-ის (LSST) ნაწილს, რომელიც კოსმოსის კვლევას ეძღვნება. იგი განთავსდება ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპზე, ჩილეში. პროექტის ამოცანა ამბიციურია: ამ კამერის მეშვეობით ასტრონომებმა უნდა დაიჭირონ სამყაროს შორეული სივრცეებიდან არეკლილი სინათლე, რომელიც 100 მილიონჯერ მკრთალია, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ხილული სინათლე.
![image.jpeg](/wp-content/uploads/2020/09/image.jpeg.d287ce7057534bdd0c55296442ee4eb0.jpeg)
![image.jpeg](/wp-content/uploads/2020/09/image.thumb_.jpeg.47518a057e8d6705b087654ce958c6e7.jpeg)
მსოფლიოში უდიდესი ფოტოსენსორით გადაღებული ბროკოლის ფოტო
კამერის კონსტრუქციას საფუძვლად უდევს 189 მატრიცა, თითოეული მათგანის გაფართოება 16 მეგაპიქსელია. კამერის მუშაობა ხორციელდება კრიოსტატში -101,1 °C-ზე გაციებისას, გადაღებული ასლების ანალიზისთვის კი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება. მიღებული ფოტოს მარტივად ნახვა შეუძლებელია – ამისთვის საჭირო იქნება 4K ფორმატის 378 მონიტორი.
![image.jpeg](/wp-content/uploads/2020/09/image.jpeg.f9808998f37f86926902cc801f31cd8f.jpeg)
მას შემდეგ, რაც ხსენებული ფოტოსესია წარმატებით ჩატარდა, მკვლევარების გუნდი იწყებს მთლიანი კამერის აწყობას. მის შემადგენლობაში იქნება ლინზების ნაკრები, სხვადასხვა ფილტრი, ჩამკეტი – მთლიანი კონსტრუქცია დაახლოებით ყველგანმავალი მანქანის ზომის იქნება. 2021 წლის შუა პერიოდში ჩატარდება ფინალური ტესტირებები, შემდეგ კი კამერა ობსერვატორიაში, ჩილეს უდაბნოში გაიგზავნება.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2RihEjN