Hi-Techახალი ამბებიმეცნიერება

NASA-ში შექმნეს უძველესი პირობები, რომლის მსგავსშიც შესაძლოა სიცოცხლე წარმოქმნილიყო

დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ დედამიწა მოცული იყო მომაკვდინებელი ულტრაიისფერი გამოსხივებით, ამიტომ მეცნიერები თვლიან, რომ პირველად სიცოცხლე ღრმა წყლის ქვეშ გაჩნდა. რა გახდა სიცოცხლის წარმომშობი მიზეზები, ჯერ კიდევ უცნობია, NASA-ს ასტრობიოლოგები უკვე რამოდენიმე წელია უწყვეტად მუშაობენ ამ ამოცანის გასარკვევად. სპეციალურად ამ მიზნით მათ ააგეს აკვარიუმები, რომლებიც ზუსტად იმიტირებენ ოკეანის უძველეს პირობებს. საბოლოოდ, ბიოლოგებმა შეძლეს შეექმნათ ორგანული რეაქცია, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო სიცოცხლის წარმოშობის საწყისი.

მიიჩნევა, რომ ცოცხალი ორგანიზმები დიდ სიღრმეებში წარმოიშვნენ იმ ნაპრალების სიახლოვეს, რომლებიც ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოიქმნა. რამდენადაც ღრმა წყლის ქვეშ არ არის სინათლე და შეუძლებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფოტოსინთეზის მოხდენა, პირველი ქმნილებები გათვლილი იყო მხოლოდ ჰემოსინთეზზე. ამ პროცესის მიმდინარეობისას პირველი ბაქტერიები იკვებებოდნენ ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილი შაქრით. ამ ბაქტერიებს კი უფრო მსხვილი ორგანიზმები ჭამდნენ და ამგვარად ეტაპობრივად განვითარდა კვებითი ჯაჭვი.

ნივთიერებები, რომლებიც უძველესი წყლების მთავარ შემოადგენლობას ქმნიდა, აღმოჩენილ იქნა გაქვავებული მასალების კვლევისას. ამგვარად, ლაბორატორიული რეზერვუარები მკვლევარებმა გაავსეს წყლით, პირუვატითა და ამიაკით – ეს ორი ნივთიერება აუცილებელია ამინომჟავების წარმოსაქმნელად. წყლიდან ამოტუმბეს მთელი ჟანგბადი და დაუმატეს რკინის ჰიდროქსიდი, რომელიც მეტად გავრცელებული იყო დედამიწაზე არსებობის საწყის პერიოდში. მოხდა წყლის გათბობა 70 გრადუს C-მდე – დაახლოებით ასეთი ტემპერატურის იყო წყალი ვულკანური ნაპრალების სიახლოვეს.

წყალში ჟანგბადის დამატების შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს ამინომჟავა ალანინისა და ლაქტატის ალფაჰირდომჟავის წარმოქმნა. ამ უკანასკნელს შეუძლია გაერთიანდეს რთულ ორგანულ მოლეკულებთან და შედეგად მოგვცეს ცოცხალი ფორმის დასაწყისი.

ითვლება, რომ ამგვარადვე შესაძლოა განვითარებულიყო სიცოცხლე სხვა პლანეტების ყინულოვან თანამგზავრებზეც, მაგალითად იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ან სატურნის ენცელადზე. მათი გამყინვარებული ზედაპირების ქვეშ შესაძლოა იფარებოდეს ვულკანური ნაპრალები, რომელთა სიახლოვესაც ცოცხალი უცხოპლანეტური ორგანიზმები დაცურავენ. მკვლევარების თქმით, მას შემდეგ, როდესაც ზუსტად გაარკვევენ რა პირობებია სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო, მათ დანამდვილებით ეცოდინებათ რომელ პლანეტებზე უნდა ეძებონ სიცოცხლე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button