
ახალი ამბებითამაშები
Cyberpunk 2077-მა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა Gamescom Awards 2020-ზე
დასრულდა გამოფენა gamescom 2020. მის ფარგლებში გაჟღერდა უამრავი სასიამოვნო სიახლე, დასასრულს კი ორგანიზატორებმა გაახმაურეს Gamescom Awards 2020-ის პრემიის მრავალრიცხოვანი ნომინაცია. ღონისძიების ტრადიციის თანახმად, ნომინაციებში ძირითადად მონაწილეობას იღებდენ ჯერ კიდევ არგამოსული თამაშები.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი – 5 ჯილდო აიღო CD Project RED-მა წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტში – Cyberpunk 2077, რომელსაც განსაკუთრებულად ელის დაინტერესებული საზოგადოება. ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი მოწყობილობა გახდა Xbox Series X. ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:
- საუკეთესო სათავგადასავლო ბოევიკი — Watch Dogs Legion;
- საუკეთესო ბოევიკი — Star Wars: Squadrons;
- საუკეთესო თამაში დამოუკიდებელი დეველოპერებისგან — Curious Expedition 2;
- საუკეთესო მულტიფლეიერი — Operation: Tango;
- საუკეთესო მხარდაჭერილი თამაში — Borderlands 3;
- საუკეთესო რბოლური თამაში — DIRT 5;
- საუკეთესო როლური თამაში — Cyberpunk 2077;
- საუკეთესო სტრატეგიული თამაში — Humankind;
- საუკეთესო რემასტერი — Mafia: Definitive Edition;
- საუკეთესო სიმულატორი — Project CARS 3;
- საუკეთესო სპორტული თამაში — Tony Hawk’s Pro Skater 1+2;
- საუკეთესო საოჯახო თამაში — KeyWe;
- საუკეთესო თამაში PC-ისთვის — Cyberpunk 2077;
- საუკეთესო თამაში PlayStation-ისთვის — Cyberpunk 2077;
- საუკეთესო თამაში Xbox-ისთვის — Tell Me Why;
- საუკეთესო თამაში Nintendo Switch-ისთვის — Little Nightmares II;
- ჯილდო ორიგინალურობისთვის — Voidtrain;
- საუკეთესო ანონსი — Unknown 9: Awakening;
- Gamescom-ზე წარმოდგენილი საუკეთესო პროექტი — Cyberpunk 2077;
- საუკეთესო პრეზენტაცია — Little Nightmares II;
- Heart of Gaming-ის სპეციალური ჯილდო — Indie Arena Booth.
- ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი თამაში — Cyberpunk 2077;
- ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი მოწყობილობა — Xbox Series X.