ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ძმები უინკლუოსები: Bitcoin-ის ფასი 500 ათასი აშშ დოლარი გახდება

ტაილერ და კემერონ უინკლუოსებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი Bitcoin-ის მზარდ საიმედოობას აშშ-ის ოქროსთან, ნავთობსა და დოლართან დაკავშირებული „ფუნდამენტალური პრობლემების“ ფონზე. 

თავიანთ ბლოგში მილიარდერმა ძმებმა ივარაუდეს პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა 500 ათას აშშ დოლარამდე: 

„ისეთ აქტივებში ჩადებული ფული, როგორებიცაა უძრავი ქონება ან საფონდო ბაზარი, დროს ფეხს აუწყობს. ოქროში ჩადებულ ფულს კი ინფლაცია ელის. რაც შეეხება Bitcoin-ში  განხორციელებულ ინვესტიციებს, ისინი ყველაზე სწრაფად მოიტანს მოგებას და ოქროს გაუსწრებს“. 

კრიპტოენთუზიასტები მიიჩნევენ, რომ პრაქტიკულად ყველა აქტივი ამჟამად ციფრულ ვალუტასთან შედარებით წაგებაშია. ტყუპები მიგვითითებენ იმაზე, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა აგრძელებს ტრილიონობით სახელმწიფო ფულის ბეჭდვას. 

„ჯერ კიდევ COVID-19-მდე ბეჭდავდა ხელისუფლება ფულს, ბანანის რესპუბლიკასავით“. 

ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსის ეპიდემიის გავლენით გაიზრდება აშშ-ის ვალის მიმართება მშპ-თან იმაზე მეტად, ვიდრე ბოლო ათი წლის განმავლობაში. ძმები აღნიშნავენ, რომ პრობლემები არსებობს როგორც ნავთობთან, ისე ოქროსთან დაკავშირებით. 

ნავთობი ზარალდება იმით, რომ მისი შეთავაზება იმაზე მეტია, ვიდრე რეალიზებულ იქნებოდა ჰიდრავლიკური ნარღვევი. COVID-19-მა ცალსახად აჩვენა, რომ ინდუსტრია მოწყვლადია „მოთხოვნის შოკისადმი“. 

Hydraulic fracturing, fracking – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ჭაბურღილებიდან ნავთობის ამოღებისა და ნაკადის ინტენსიფიკაციისთვის. მეთოდი გულისხმობს შესაბამის შრეებში მაღალი გამტარობის ბზარის შექმნას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოპოვებული ფლუიდის (აირი, წყალი, კონდენსატი, ნავთობი ან მათი ნაერთი) მიწოდება ჭრილის ფსკერისკენ. 

„ოქრომ, რომელიც ამჟამად წარმოადგენს დაგროვების საიმედო საშუალებასა და „ინფლაციისგან დაცვის კლასიკურ საშუალებას“, შესაძლოა სტატუსი დაკარგოს ასტეროიდებზე კომერციული მოპოვების გამო. 

გარდა ამისა, ძვირფასი ლითონის ტრანსპორტირება რთულია, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. Bitcoin-ს ამგვარი პრობლემა არ გააჩნია. 

Bitcoin-ი, საბოლოო ჯამში, წარმოდგენს ერთადერთ გრძელვადიან დამცველს ინფლაციისგან“. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button