![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/08/გამოკითხვა-ინვესტორების-72-შეინახავს-Bitcoin-ს-მაშინაც-კი-თუკი-მისი-ფასი-ნულამდე-ჩამოვა.png?fit=447%2C462&ssl=1)
გამოკითხვა: ინვესტორების 72% შეინახავს Bitcoin-ს მაშინაც კი, თუკი მისი ფასი ნულამდე ჩამოვა
ათიდან შვიდი კრიპტო-ინვესტორი მზადაა არ მოიშოროს Bitcoin-ი მისი ფასის ნულამდე ჩამოსვლის შემთხვევაშიც კი. ამას მოწმობს Stock-to-Flow მოდელის ავტორის, PlanB-ს ანალიტიკოსის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22 635-მა მომხმარებელმა.
კითხვაზე – „რა ფასზე იტყვით უარს Bitcoin-ზე, თუკი იგი მკვეთრად არ მოიმატებს უახლოეს რამდენიმე წელში?“ – რესპონდენტების 5.8 %-მა განაცხადა, რომ მზადაა კრიპტოვალუტა მოიშოროს მისი ფასის 1000 აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაში. დაახლოებით ამდენივე მზადაა უარი თქვას 1000-3000 აშშ დოლარის დიაპაზონში ყოფნისას.
გამოკითხულთა 16.2 % მზადაა Bitcoin-ი გაყიდოს 6 ათას აშშ დოლარის დონეზე.
გამოკითხვის მონაწილეთა დანარჩენმა 72-მა პროცენტმა განაცხადა, რომ Bitcoin-ს იმ შემთხვევაშიც კი შეინარჩუნებენ, თუკი მისი ფასი ნულს მიუახლოვდება.
დაახლოებით ამდენივე „თავდაჯერებული hodl-ერი“ (57.5%) აღმოჩნდა პირველი კრიტიკოსის, პიტერ შიფის ივლისის გამოკითხვაში, რომელში მონაწილეობა 28 ათასმა ადამიანმა მიიღო.