Facebook-მა ჩამოაყალიბა ახალი საგადახდო ქვეგანყოფილება
სოციალურმა ქსელმა Facebook-მა განაცხადა ახალი ქვეგანყოფილების შექმნის შესახებ, რომელიც ფოკუსირდება კომპანიის საანგარიშსწორებო ინიციატივებზე. ახალ გუნდს უხელმძღვანელებს ციფრული ვალუტა Libra-ს თანადამფუძნებელი დევიდ მარკუსი – წერს Bloomberg.
ქვეგანყოფილების დასახელებაა Facebook Financial (F2 კომპანიის შიგნით). მისი პასუხისმგებლობის სივრცეში იქნება საგადახდო პროექტები, მათ შორის სერვისი Facebook Pay – სოციალური ქსელი მის ჩასმას თავის ყველა აპლიკაციაში აპირებს.
Facebook ელის, რომ საგადახდო გადაწყვეტილების ინტეგრაცია Instagram-ში, Messenger-სა და WhatsApp-ში გაზრდის რეკლამის ღირებულებას, მომხმარებლები კი მეტ დროს გაატარებენ თავად აპლიკაციაში.
დევიდ მარკუსი გააგრძელებს საანგარიშსწორებო გადაწყვეტილება Novi-ს მართვას, რომელიც საფუძვლად უდევს Libra-ს ეკოსისტემას.
საფულე Calibra-ს რებრენდინგი კომპანიამ განახორციელა 2020 წლის მაისში. Novi გახდება ავტონომიური აპლიკაცია და ინტეგრირდება WhatsApp-სა და Messenger-ში. როგორც კომპანია ამტკიცებს, Novi-ს წყალობით მომხმარებლებს მიეცემათ თანხის მომენტალურად და დაფარული საკომისიოების გარეშე გადაცემის შესაძლებლობა.