ყველაფერი რაღაცის გამო ხდება, და შემთხვევითობები არ არსებობს
ადამიანების უმეტესობას უჭირს ამ ფაქტისთვის თვალის გასწორება. ყველას ცხოვრებაში ხდება კარგი მოვლენებიც და ცუდიც, როცა ცუდი ხდება, ხშირად ვერ ვახერხებთ საერთო სურათის აღქმას და გვიჭირს მათი გადატანა. არსებობს უფრო დიდი სურათიც, რომელშიც ყველაფერი წესრიგზეა. რომ არ გამოგვეცადა, ვერასდროს ვისწავლიდით, მას რაც გვჭირდებოდა.
ცხოვრებაში, არ არსებობს შემთხვევითობები. ყველაფერი რაც ხდება რაღაც მიზანს ემსახურება. სამყარო ათასგვარ რამეს გვაცდევიებს, მართალია ვერ ვგებულობთ, რატომ. მაგრამ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ცხოვრებაში არაფერია მუდმივი და მას ცვალებადობა ასაზრდოებს.
თითოეული ფაქტი, ახალი გაკვეთილია, რომელიც უნდა ვისწავლოთ. როცა ერთი კარი იხურება, არ ნიშნავს რომ სხვები არ გაიღო. ყველაფრის უკან მიზეზია დამალული და რაღაცას იქეთ მივყავართ, სადაც ჩვენი ადგილია.
ცხოვრება პროგრესის გარეშე წარმოუდგენელია. ყველაზე მძიმე პრობლემებიც კი გვაძლიერებენ, იმ გზებს გვიჩვენებენ, რომლებიც ადრე დაკეტილი იყო. ყველაფერი რასაც ახლა განიცდი, წარსულში შენივე მოქმედებების ლოგიკური გაგრძელებაა.
იპოვე ძალა საკუთარ თავში, მაშინ როცა ყველა იმედი გადაგეწურება. ნუ მისცემ მოვლენებს შენი გატეხის საშუალებას. ყველაფერი ერთი დიდი პროცესის ნაწილია. თუ მოთმინებით მიუდგები ცხოვრებას დაინახავ, რისთვის გადაიტანე ყველაფერი განცდილი. შენ ამას იმსახურებ.!
სტატია მომზადებულია awarenessact.com-ის მიხედვით
წყარო: eon.ge