Metacritic-მა შეაჯამა 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგები და გამოაქვეყნა მითითებული დროის საუკეთესო თამაშების ჩამონათვალი პროფილური პრესის ვერსიით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, The Last of Us Part II-მა, რომელმაც უმეტესობა გამომცემლობისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა, ჩამონათვალში მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, ლიდერი კი გახდა PlayStation 4-ის სხვა ექსკლუზივი.
მაშ ასე, კრიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საუკეთესო პროექტის წოდება ერგო Persona 5 Royal-ს – 2016 წლის ორიგინალი თამაშის გაფართოებულ ვერსიას. მან მიიღო 95 ქულა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ 71 რეცენზიის შემდეგ. მომხმარებლებმა მას მიანიჭეს 8.1 ქულა 10-დან, ხმა მისცა 2008 ადამიანმა.
მეორე პოზიციაზე, როგორც ზემოთ ითქვა, განთავსდა The Last of Us Part II, რომელმაც გეიმერების მხრიდან უარყოფითი რეცენზიები მიიღო Metacritic-ზე რელიზიდან მცირე დროშივე. მესამე ადგილზეა Half-Life: Alyx – Valve-ს ფლაგმანური VR-პროექტი. რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შედის Ori and the Will of the Wisps, Animal Crossing: New Horizons, Dreams და სხვები. 2020 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო თამაშების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
- Persona 5 Royal — 95 ქულა;
- The Last of Us Part II — 94 ქულა;
- Half-Life: Alyx — 93 ქულა;
- Ori and the Will of the Wisps — 90 ქულა;
- Animal Crossing: New Horizons — 90 ქულა;
- Xenoblade Chronicles: Definitive Edition — 89 ქულა;
- Dreams — 89 ქულა;
- DOOM Eternal — 88 ქულა;
- Legends of Runeterra — 87 ქულა;
- Final Fantasy VII Remake — 87 ქულა;
- Monster Train — 86 ქულა;
- Desperados III — 86 ქულა;
- Nioh 2 — 85 ქულა;
- Streets of Rage 4 — 84 ქულა;
- Panzer Corps 2 — 84 ქულა;
- Lair of the Clockwork God — 84 ქულა.