ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

PayPal-მა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს შესაძლებლობების გაფართოება კრიპტოვალუტების სფეროში

საგადახდო გიგანტი PayPal მუშაობს შესაძლებლობების გაზრდაზე კრიპტოვალუტების სფეროში. ამის შესახებ წერს The Block, კომპანიის მიერ ევროპის კომისიაში გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით. 

მარტში გაგზავნილ განაცხადში PayPal აცხადებს, რომ „თვალყურს ადევნებს კრიპტოაქტივების სფეროს ევოლუციას“ და მიიღო „გადაწყვეტილება ამ სფეროში სამომავლო შესაძლებლობების გაზრდისთვის“. ამ ქმედებაში კომპანიას სხვა მოვლენებთან ერთად უბიძგა 2019 წლის ივნისში პროექტ Libra-ზე მუშაობის დაწყებამ. 

PayPal იყო Libra-ს ერთ-ერთი თავდაპირველი მონაწილე, თუმცა 2019 წლის ოქტომბერში Mastercard-სა და Visa-სთან ერთად იგი პროექტიდან გავიდა. 

კომპანიის ზემოთხსენებული წერილი გახდა საჯარო კონსულტაციების ნაწილი, რომელთა ინიცირება ევროკომისიამ მოახდინა 2019 წლის დეკემბერში კრიპტო აქტივების მარეგულირებელი ჩარჩოების შესახებ უკუკავშირის მოსაპოვებლად. 

PayPal ამ გეგმების მხარდაჭერისთვის მზადყოფნას აცხადებს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინი და კრიპტო აქტივები შეძლებენ „აამაღლონ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის დონე და შეამცირონ პრობლემური საკითხები არსებულ საგადახდო სერვისებში“. 

„ამ ტექნოლოგიების განვითარებით გათვალისწინებული რეგულირება, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებსა და გამჭვირვალობას, შეძლებს ინდუსტრიას დაეხმაროს ზრდასა და განვითარებაში“ – ნათქვამია წერილში. 

PayPal-ს სურს, რომ ევროკომისიამ გასცეს მკაფიო განსაზღვრებები კრიპტოვალუტების სფეროში სხვადასხვა სახის საქმიანობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლებისა და ინვესტორების ადეკვატურ დაცვას. პარალელურად, კომპანიას აქვს შემოთავაზება – კრიპტოვალუტების სფეროში შემოღებულ იქნას ფულის გათეთრებასთან ბრძოლის წესები. 

კომპანია არის ლუქსემბურგში გაცემული საბანკო და საგადახდო მომსახურების ლიცენზიის მფლობელი. ეს საშუალებას აძლევს მას ემსახუროს 95 მილიონ მომხმარებელს ევროპის 31 ქვეყანაში. 

PayPal კრიპტოვალუტების სფეროში იმყოფება 2014 წლიდან. რამდენიმე პროცესინგ-კომპანიასთან თანამშრომლობის გაფორმებით, რომელთა შორისაა SatoshiPay და Coinbase, კომპანიამ მერჩანტებს საშუალება მისცა – გამოიყენონ Bitcoin-ი გადახდის საშუალებად. 

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ PayPal და მისი კუთვნილი მობილური საგადახდო სერვისი Venmo ემზადებიან მომხმარებლებს შესთავაზონ ყიდვა-გაყიდვის საშუალება კრიპტოვალუტების გამოყენებით. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button