ცხოვრების სტილიჯანმრთელობა
როდის იწყება ორგანზმის დაბერების პროცესი
ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანის დაახლოებითი ზღვრული ასაკი, საიდანაც იგი დაბერებას იწყებს გახლავთ 39 წელი. მათი აზრით სწორედ ამ ასაკიდან ადამიანს ნელ-ნელა უქვეითდება შემეცნების უნარი, აგრეთვე მამოძრავებელი კიდურებიც მეტნაკლებად ხისტი ხდება.
ამ კონკრეტული ციფრის განსაზღვრას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ 39 წლის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი სულ უფრო ნაკლებად გამოიმუშავებს მიელინს. ამ უკანასკნელის დეფიციტური რაოდენობა კი პირადპირ მოქმედების თითოეული ჩვენთაგანის შესაძლებლობაზე.
ამ დროისათვის მეცნიერები შეისწავლიან მიელინის წარმოქმნის პროცესს, იმისათვის რათა მომავალში შეძლონ მისი გამოყოფის კიდევ უფრო გახანგრძლივება.