SEC-მა ფუნქციონირების ნებართვა მისცა ციფრული ფასიანი ქაღალდების ბაზაზე მოქმედ Ethereum-ფონდს
ციფრული აქტივების მართვის ამერიკულმა კომპანია Arca-მ აამოქმედა დახურული ტიპის ფონდი, რომლის აქციები გამოშვებულია Ethereum-ის ბლოკჩეინზე.
Arca U.S. Treasury Fund-მა გაიარა რეგისტრაცია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC). ArCoin-ის აქციების 80 %-ის ინვესტირება იგეგმება აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო ობლიგაციებში, დანარჩენი 20 %-ის ინვესტირება კი მოხდება სასესხო ფასიან ქაღალდებსა და ვექსილებში. ამგავრი მიდგომა პოტენციურად საშუალებას იძლევა გარანტირებულ იქნას აქტივების მინიმალური არასტაბილურობა.
ინვესტორებისთვის გადახდები განხორციელდება ყოველ კვარტალში, აქციები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ანგარიშსწორებისთვის, კრედიტირებისა და ვაჭრობის მართვისთვის.
ERC-1404 სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი კონტროლი ArCoin ტოკენების მფლობელებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ ტრანზაქციებს, დაბლოკონ ან შეცვალონ აქტივები დაჰაკვის ან გასაღების დაკარგვის შემთხვევაში.
Arca-მ ფონდის ამოქმედების შესახებ განაცხადი 2019 წლის აპრილში შეიტანა. მასში მითითებული იყო, რომ მინიმალური ინვესტიცია შეადგენს 1000 აშშ დოლარს, ერთი აქციის ფასი კი 1 აშშ დოლარია.