ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

კვლევა: Bitcoin-ბირჟები ინდუსტრიაში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან

თანამშრომელთა 85%-ზე მეტი კრიპტოვალუტების სივრცეში მუშაობს ისეთ კომპანიებში, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სამ ძირითად მიმართულებაზე: ბირჟები, წარმოება და მაინინგი. ასეთ ინფორმაციას გვაწვდის The Block.

გამომაცემლობის ანალიტიკოსებმა Blockchain Association-ის დაკვეთით ჩაატარეს კვლევა ციფრული ვალუტების სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარების ტენდენციების შესწავლის მიზნით.

ანგარიშის თანახმად სტარტაპების ახლად ამოქმედებული კლასტერიდან 2016 წლიდან დღემდე ინდუსტრია გაიზარდა იმდენად, რომ 20 ათას თანამშრომელს მოიცავს.

დღესდღეობით მასში ირიცხება 48 კომპანია, რომელთა პერსონალი 100 ან მეტი პირისგან შედგება.

უმსხვილესი დამსაქმებელი გახლავთ აზიური ბირჟა Huobi Global, რომელსაც მოსდევს კიდევ ორი – OKEx და Coinbase. ჯამში მოცემულ კატეგორიაში კომპანიებიდან 46% ბირჟაა, 29% კი – ანტრეპრენერ-კომპანიები.

ინდუსტრიის უმსხვილეს დამსაქმებელთა მესამედი აშშ-შია დაფუძნებული. ლიდერი გახლავთ Coinbase, მეორე ადგილზე კი განთავსდა Ethereum-სტარტაპი ConsenSys.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ინდუსტრიის უმსხვილესი დამსაქმებელი გახლდათ მაინინგ-კომპანია Bitmain.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button