Hi-Techავტომობილიახალი ამბებიტექნოლოგია

Huawei და 18 ჩინური მანქანათმშენებელი კომპანია მუშაობს „საავტომობილო 5G ეკოსისტემის“ შექმნაზე

ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია მეხუთე თაობის კავშირის ქსელებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის შემუშავებაში. 5G აღჭურვილობისა და ამ მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად Huawei გაერთიანდა თვრამეტ ჩინურ მანქანათმშენებელ კომპანიასთან, რათა შექმნან „საავტომობილო 5G ეკოსისტემა“, რომელიც ხელს შეუწყობს 5G ტექნოლოგიის კომერციალიზაციას საავტომობილო წარმოებაში.

ამ მიმართულებით Huawei იმუშავებს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა FAW Group, Changan Automobile, Dongfeng Group, SAIC Group, BYD, Great Wall Motor და სხვები. Huawei-ში მიიჩნევენ, რომ 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ინოვაციები განვითარებისთვის ბიძგს მისცემს საავტომობილო ინდუსტრიას. მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე, მინიმალური შეფერხება და სიმედოობა ახლ შესაძლებლობებს იძლევა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ავტონომიური მართვის სისტემების შემუშავებისთვის და ა.შ.

გასულ წელს Huawei-მ წარადგინა წარმოებაში პირველი 5G მოდული MH5000 ავტომობილების დაკავშირებისთვის, მის საფუძველს წარმოადგენს საფირმო მოდემი Balong 5000, რომელიც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის ქსელში მუშაობას. ჩინური კომპანია აგრძელებს სხვადასხვა მანქანათმშენებელ კომპანიასთან თანამშრომლობას და ქმნის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ საავტომობილო წარმოების ხელშეწყობა. კომპანიის ერთ-ერთი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს შესაძლებლობა – დადებითი გამოცდილება მიიღონ ქსელთან დაკავშირებული ავტომობილებით.

საინფორმაციო წყარო ასევე აღნიშნავს, რომ Huawei მონაწილეობისთვის იწვევს სხვა საავტომობილო კომპანიებსაც, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ სამომავლოდ “საავტომობილო 5G ეკოსისტემის“ შექმნაში ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ ჩინური კომპანიები.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button