![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/05/დისკრეტული-გრაფიკა-Intel-Xe-DG1-შეიცავს-768-ბირთვს.jpeg?fit=750%2C480&ssl=1)
დისკრეტული გრაფიკა Intel Xe DG1 შეიცავს 768 ბირთვს
კომპანია Intel-მა უკვე დაიწყო Xe DG1 დისკრეტული ვიდეო დაფების გავრცელება პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს შორის. შედეგად დაფების შესახებ მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი, რადგანაც ადაპტერების ტესტირებების შედეგად ინფორმაცია ხვდება ისეთ ბაზებში, როგორიცაა Geekbench 5 ბენჩმარკი.
ამჯერად ახალი ინფორმაცია გამოჩნდა SiSoftware-ის ბაზაში, სადაც მოხდა მე-12 თაობის არქიტექტურის მქონე ამაჩქარებლის ტესტირება. ამაჩქარებელი წარმოდგენილია 96 EU-თი, რომლებიც მუშაობენ 1,5 გჰც-ზე (სავარუდოდ DG1 მოდელი). ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ადაპტერს აქვს 768 გამომთვლელი ბირთვი. გატესტილ ნიმუშს 3 გბ მეხსიერება აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სერიულ პროდუქტსაც იდენტური მახასიათებლები ექნება.
ამაჩქარებელი – ეს გახლავთ დესკტოპ ვერსიად სახეცვლილი ინტეგრირებული მობილური გრაფიკული ადაპტერი. ამაზე მიუთითებს OpenCL ტესტი, რომელშიც იგი განისაზღვრა, როგორც „მე-12 თაობის მობილური გრაფიკული“ კონტროლერი. აქედან გამომდინარე, Xe LP ჩიპზე აგებული DG1 მოდელი საწყისი დონის ვიდეო დაფაა.
![image.png](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/05/image.png.e8aa44d16a5e5d1121c3156f9fe580e2.png?w=780&ssl=1)
ადაპტერი DG2 საშუალო სეგმენტში მოხვედრის კანდიდატია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ მას 2048 ბირთვი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის გრაფიკული ადაპტერების შესახებ ცნობები რეგულარულად ხმაურდება, ამჟამად უცნობია რომელი სეგმენტის განვითარებაზეა კომპანია ორიენტირებული მიმდინარე წელს.