ახალი ამბებითამაშები

ინსაიდერი: Resident Evil 8 იქნება „ყველაზე საშიში და ამაზრზენი“ სერიების ისტორიაში

ინსაიდერი AestheticGamer საკუთარი ბლოგის მეშვეობით გვიზიარებს მორიგ ახალ ინფორმაციას Resident Evil-ის მომავალი ნაწილის შესახებ. 

ინსაიდერის თქმით სამომავლო თამაში იქნება „ყველაზე ბნელი, საშიში და ამაზრზენი“ მთელი ჰორორ-ფრენჩაიზის ისტორიაში. უფრო დეტალურად ინსაიდერს თამაშის შესახებ არ უსაბრია, თუმცა დაინტერესებული მომხმარებლების თხოვნით განაცხადა, რომ Resident Evil 8-ში ოპონენტების დიზაინი მეტად შემზარავი იქნება. 

image.jpeg

ResetEra-ზე ინფორმატორმა აღნიშნა, რომ ამჟამად პროექტი შემუშავების ისეთ სტადიაში, რომელშიც სულ უფრო ხშირად ხორციელდება კარდინალური ცვლილებები, მათ შორის იცვლება სცენარიც. 

„ყველაზე მეტად საკამათო ელემენტები ამ ეტაპზე მუდმივად იცვლება, სიუჟეტმა სერიოზული ცვლილებები განიცადა Revelations 3-დან Resident Evil 8-ზე გადასვლისას. თუმცა ვიტყვი, რომ ყველაზე შოკისმომგვრელი მოვლენები ფინალურ ვერსიაში ვერ მოხვდება“ – განაცხადა ინსაიდერმა. 

image.jpeg

გავცელებული ცნობებით, Resident Evil 8-ში მეშვიდე ნაწილის ისტორია გაგრძელდება. მთავარი გმირი იქნება ითან უინტერსი, რომელიც ამჯერად მოხვდება სოფელში, სადაც ბინადრობენ  სხვადასხვა სახის მონსტრები, მათ შორის „უკვდავი მოხითხითე ჯადოქარი“. 

როგორც ინსაიდერი ამტკიცებს, Resident Evil 8-ის წარდგენა თავდაპირველად დაგემილი იყო E3 2020-ზე, თუმცა Capcom-ის გეგმებში კორექტივები შეიტანა COVID-19-ის პანდემიამ. თამაშის რელიზი მოსალოდნელია 2021 წლისთვის და იგი განკუთვნილი იქნება ამჟამად არსებული და მომდევნო თაობის კონსოლებისთვის. 

Source
https://www.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button