![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/05/Glassnode-წინა-ჰალვინგის-შემდეგ-Bitcoin-ის-ქსელის-მასშტაბი-მნიშვნელოვნად-გაიზარდა.jpeg?fit=800%2C448&ssl=1)
Glassnode: წინა ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ქსელის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა
ანალიტიკურ კომპანია Glassnode-ში გამოიკვლიეს პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ევოლუცია წინა ჰალვინგის შემდეგ და დააფიქსირეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მის ძირითად პარამეტრებში.
2016 წლის 9 ივლისის ჰალვინგის შემდეგ დღემდე Bitcoin-ის მფლობელების რაოდენობა არა მარტო 234%-ით გაიზარდა, არამედ იმ მნიშვნელობას გადააჭარბა, როდესაც ფასი 20 ათას დოლარიან ნიშნულთან ახლოს იმყოფებოდა. მოსალოდნელი მესამე ჰალვინგის წინ მათმა რიცხვმა 30 მილიონს მიაღწია.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/05/image.thumb_.jpeg.0637b663de48cb1c150634150aeab475.jpeg?w=780&ssl=1)
ასევე გაიზარდა დეცენტრალიზებული ქსელის მაჩვენებელიც, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მფლობელების რიცხვის მატებით, არამედ Bitcoin-ის ფასის ზრდითაც. ზრდის ფონზე ≥ 0,1 BTC და с ≥ 1 BTC მისამართების რიცხვი ამ პერიოდში გაიზარდა 64% და 142%-ით, შესაბამისად, 1000 BTC და მეტის მფლობელი „ვეშაპების“ რაოდენობა 7%-ით შემცირდა, მათი საფულეების რაოდენობა კი მხოლოდ 13%-ით გაიზარდა.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/05/image.thumb_.jpeg.7e5ab1ad3a3a02cdb13c389765128b91.jpeg?w=780&ssl=1)
წინა ჰალვინგის შემდეგ ასევე გაიზარდა ტრანზაქციების რიცხვი (44%-ით) და მათი მოცულობის საშუალო ცვლადი (682%-ით), რამაც 2.11 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მაჩვენებელი სტაბილური დარჩა მიუხედავად მიმდინარე წლებში BTC-ის ფასის მკვეთრი ცვლილებებისა.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/05/image.thumb_.jpeg.c8f0d27ca3284c93c6afaac5d5a08af5.jpeg?w=780&ssl=1)
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჰეშრეითის ზრდა: 1,57 EH/s-დან 109,03 EH/s-მდე ანუ 6837%-ით ზრდა ოთხი წლის განმავლობაში, რაც ასევე მიგვითითებს, თუ როგორ გაიზარდა ქსელის უსაფრთხოების დონე.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/05/image.thumb_.jpeg.5c406512087ccf3fb8a6d94cad722e20.jpeg?w=780&ssl=1)
რიგით მესამე ჰალვინგი რამდენიმე საათის წინ მოხდა. სწორედ ჰალვინგს უკავშირებს ბევრი პირველი კრიპტოვალუტის ახალი ტემპით ზრდას, თუმცა ამავე დროს დაუშვებელია არ აღინიშნოს მაინერების შეშფოთება, რომელთა შემოსავალი ორჯერ შემცირდება.