გამორჩეული ადამიანები

ბავშვი, რომელიც კიბოს ნახატებით ებრძვის

არიან მებრძოლნი და არიან მებრძოლად დაბადებულნი. ეს 5 წლის ბიჭუნაც კანზასიდან სწორედ ასეთია. აიდან რიდი კიბოთია დაავადებული და ოპერაციის ფული რომ იშოვოს, თავის ნახატებს ყიდის. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია მას გასული წლის 13 სექტემბერს დაუდგინეს.

ამის შემდეგ აიდანმა რამდენიმე კვირიანი მკურნალობის კურსი გაიარა – ქიმიოთერაპია, ინფექციის საწინააღმდეგო აცრები, წელის პუნქტურა და სხვა მტკივნეული პროცედურები. მისი მშობლებისთვის დიაგნოზი შოკი იყო, თუმცა ცოტათი დაამშვიდათ ექიმის ნათქვამმა, რომ ოპერაცია ამ დაავადების შემთხვევების 90%-ს შველის. თუმცა ოჯახს მოუწია შეჭიდება უზარმაზარ თანხებთან, რომელიც მკურნალობისთვის იყო საჭირო. ამისთვის სახლის გაყიდვაზე ფიქრიც დაიწყეს.

საბედნიეროდ სახლის გაყიდვა არ დასჭირდათ, რადგან აიდანმა საკუთარი ნახატების გაყიდვა გადაწყვიტა სიცოცხლის გადასარჩენად. მან მოახერხა რამდენიმე კვირაში უამრავი ნახატის გაყიდვა, რითაც ჯამში $84,000-მდე მოაგროვა. ნახატებიდან ბევრი საავადმყოფოშია შექმნილი, დამღლელი პროცედურების გადატანის შემდგომ. ნახატების მყიდველთა უმეტესობა არაა ხელოვნების გულშემატკივარი ან ექსპერტი, არც შედევრებს ეძებენ. მათ უბრალოდ სურთ, აიდანს დაეხმარონ.

ნახატები ინტერნეტით იყიდება ოქტომბრიდან მოყოლებული. დასაწყისში მათი რაოდენობა 2000-მდე იყო. ბიჭის მშობლები ფიქრობდნენ, რომ ეს იდეა არც ისე წარმატებული იქნებოდა, მაგრამ შეცდნენ. 5 წლის ბავშვმა ისეთი წარმატება მოიხვეჭა, როგორზეც ბევრი პროფესიონალი მხატვარი იოცნებებდა. იდეა მის მამიდას მოუვიდა თავში. ძმისშვილთან შეთანხმების შემდეგ განათავსა განცხადებები პოპულარულ საიტზე, etsy.com-ზე და ჯამში დაახლოებით 7000 ნახატი გაყიდა, თითო 12 დოლარად. როგორც თავად ამბობს, ნამუშევრები “ფენომენალურად კარგად” იყიდება. ეს კი არამარტო ფინანსურად ეხმარება ოჯახს, არამედ ფსიქოლოგიურადაც ამხნევებს.

ყველაზე ხშირად ბიჭი ხატავს რაინდებს, კლოუნებს, მონსტრებსა და უცხოპლანეტელებს. თავადაც უყვარს მათთან მიმსგავსება და მათსავით გამოწყობა. თამაშისას უმეტესად მგელი ან ზომბია. კომიქსის პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად უყვარს მწვანე გობლინი, რომელიც ჰელოუინის გოგრის ფორმის ბომბებს ისვრის. როცა გაიზრდება, სურს, რომ ნიღბების გაკეთებით დაკავდეს.

ესეც აიდანის ნამუშევრები:

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button