ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

ანალიტიკოსებმა შეაფასეს ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ქცევის მოსალოდნელი ხუთი პოპულარული სცენარი

კომპანია CoinShares-მა შეაფასა ჰალვინგის შემდგომი Bitcoin-ის ქცევის ხუთი პოპულარული სცენარი – კატასტროფული და ნეგატიურიდან პოზიტიურ და ნეიტრალურ შედეგამდე. 

მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიამ უკვე ორი ჰალვინგი გამოიარა და მათი შედეგი კარგადაა ცნობილი, ექსპერტების აზრი კვლავ იყოფა იმის შესახებ, თუ რა შედეგები ექნება მაინერებისთვის მომდევნო კვირაში მოსალოდნელ ჰალვინგს. 

Bitcoin-ის ისტორიაში რიგით მესამე ჰალვინგი ბევრად განსხვავებული იქნება წინა ორისგან. ხუთი ყველაზე პოპულარული თეორია გახლავთ შემდეგი: 

კატასტროფული:  ჰალვინგი გამოიწვევს მაინერების „სიკვდილის სპირალს“.  ამ ნაკლებად სარწმუნო სცენარის თანახმად ფასი ეტაპობრივად დაიწყებს კლებას და მაინერები იძულებულნი გახდებიან გათიშონ აღჭურვილობა. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს Bitcoin-ის ქსელის სტაგნაციას: ჰეშრეითის შემცირება, ბლოკების ნელი გენერაცია და ა.შ. ციკლი გამეორდება სრულ შეწყვეტამდე. 

უკიდურესად პოზიტიური: Stock-to-flow მოდელის შესაბამისი. სცენარი შედარებით სარწმუნო ჩანს, თუმცა გარკვეული მომენტები საკამათოდ რჩება. 

ნეგატიური: ტრეიდერები, რომლებიც ხმას აყვნენ და კრიპტოვალუტა იყიდეს, გაყიდვას დაიწყებენ ასევე ახალი ამბების ფონზე –  ეს სცენარი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. CoinShares-ი იხსენებს Litecoin-ის შარშანდელ ჰალვინგს, როდესაც მონეტის ფასი ოთხი თვის განმავლობაში მკვეთრად დაეცა. ამასთან, Bitcoin-ის ფასი სპეკულანტების ხელში იქნება. 

მეორე ნეგატიური სცენარი: Bitcoin-ის ფასზე მაინერების დამატებითი ზეწოლა – საკმაოდ სარწმუნო თეორია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ სპეკულანტებთან კავშირს წინა სცენარის მიხედვით. ეფექტი გაძლიერდება კოტირებების შემცირებისას. 

სცენარი მინიმალური შედეგებით: არ მოხდება არაფერი განსაკუთრებული, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. ეს სცენარი დამაჯერებლად მიიჩნევა და მასში არასტაბილურობა დაახლოებით 1-5 % იქნება. 

CoinShares-ში  მიიჩნევენ, რომ Bitcoin-ის ფასის მცირე ხნის წინანდელმა კლებამ და მოსალოდნელმა ჰალვინგმა მაინერებს უბიძგა აღჭურვილობის ხელახალი ინვესტირებისა და მოდერნიზაციისკენ. პერსპექტივაში ეს გამოიწვევს მონეტების გაყიდვის საშუალებით Bitcoin-ის ფასზე გავლენის შემცირებას. 

ადრე ცნობილმა ტრეიდერმა Joe007-მა გამოთქვა აზრი, რომ მოსალოდნელი ჰალვინგი გამოიწვევს კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულების მკვეთრ მატებას და მიმდინარე ფასს „გადაჭარბებული“ უწოდა. 

თუ ვისაუბრებთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, hedge-ფონდ Pantera Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ მორჰედი მიიჩნევს, რომ 2021 წლის აგვისტოში Bitcoin-ის ფასი 115 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button