ჩარლი შრემი, ენტონი პომპლიანო, ძმები უინკლუოსები გვიზიარებენ თავიანთი პირველი მაინერების ფოტოებს
კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ცნობილმა მონაწილეებმა – ჩარლი შრემმა, ჩარლი და ბობი ლიმ, ძმებმა უინკლვოსებმა და ენტონი პომპლიანომ მაინინგის თავიანთი პირველი მოწყობილობების ფოტოები გაუზიარეს Decrypt-ს.
11 წელზე მეტი გავიდა Satoshi Nakamoto-ს მიერ Bitcoin-ის გენეზის-ბლოკის წარმოქმნიდან. მისი შემდგომი მოპოვება ხდებოდა ლიბერტარიანებისა და ტექნიკური ენთუზიასტების მიერ, რომლებმაც დღეისათვის უკვე მოიპოვეს პოპულარობა, სიმდიდრე და ათასობით გამომწერი სოციალურ ქსელებში.
ფოტოზე: ჩარლი შრემი და – ASIC-ის გამომგონებელი იფუ გოუ ციფრული ოქროს მომპოვებელ ისტორიაში მეორე მოწყობილობასთან. წყარო: Decrypt
Bitcoin Foundation-ის დამფუძნებელმა ჩარლი შრემმა რთული გზა გაიარა ამჟამად უკვე არარსებული ბირჟა BitInstant-ის გახსნისას, ასევე გაიარა პატიმრობა Silk Road-ზე ფულის გათეთრების ბრალდებით და შემდგომი სირთულეები რამდენიმე კრიპტოსტარტაპისა და Untold Stories პოდკასტის გამოშვებისას.
მომდევნო ფოტო დათარიღებულია 2011 წლით და მასზე ასახულია ჩარლი ლის მაინინგ-მოწყობილობა. ფოტოზე ჩანს დედა დაფაზე მიერთებული ვიდეო დაფები.
ფოტოზე: ჩარლი ლის მაინერი, 2011 წელი. წყარო: Decrypt
Google-ში პროგრამისტად მომუშავე ჩარლი ლიმ 2011 წლის ოქტომბერში შექმნა „ციფრული ვერცხლი“ Litecoin (LTC). 2017 წლის დეკემბერში იგი მთლიანად გათავისუფლდა კუთვნილი მონეტისგან ხარული ბაზრის პიკის დროს.
ფოტოზე: ბობი ლის მაინერი, 2011 წელი. წყარო: Decrypt
ჩარლი ლის ძმა, ბობი ლი იმავე წლებში გატაცებული იყო Bitcoin-ის მაინინგით და შექმნა ერთ-ერთი პირველი კრიპტო ბირჟა ჩინეთში. ფოტოზე ხედავთ მის მიერ 2011 წელს აწყობილ მაინერს.
ფოტოზე: ძმები უინკლუოსების მაინერი, 2013 წელი. წყარო: Decrypt
კიდევ ორი პირი, რომელთა გარეშე კრიპტოინდუსტრია წარმოუდგენელია, ტაილერ და კემერონ უინკლვოსები არიან, რომლებიც მაინინგით 2013 წელს იყვნენ დაკავებული, თუმცა მთავარ აქცენტს ინვესტიციებზე აკეთებდნენ.
2013 წელს მათ პირველი კირპტოვალუტის ინვესტირება მოახდინეს 11 მლნ აშშ დოლარით, რაც Facebook-ის ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგთან მოგებული სასამართლო დავის შედეგად მიიღეს. თავდაპირველად ძმები მუშაობდნენ ShapeShift-ის გენერალურ დირექტორ ერიკ ვორჰესსა და ჩარლი შრემთან ერთად BitInstant-ზე, მოგვიანებით კი ფოკუსირდნენ საკუთარი Bitcoin-ბირჟა Gemini-სა და Stablecoin Gemini Dollar-ის განვითარებაზე.
ფოტოზე: ენტონი პომპლიანოს მაინინგ-ფერმა, 2015 წელი. წყარო: Decrypt
Bitcoin-მაინინგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელ ენტონი პომპლიანოს. მან მაინერობა ზემოთხსენებულ პირებზე გვიან დაიწყო, თუმცა 2015 წელს უკვე საკუთარ მაინინგ-ფერმას ფლობდა.
იმ დროს პომპლიანო Facebook-ის პროდუქტ-მენეჯერი იყო, მან დაიწყო Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინინგი თავის მომავალ პარტნიორ ჯეისონ უილიამსთან ერთად.
პომპლიანო აგრეთვე უძღვება პოპულარულ პოდკასტს, რომელიც მისსავე სახელს ატარებს.