ახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

Genesis-ის მინიატურული ელექტრომობილი სამომავლო საქალაქო პირობებისთვის

Genesis – ეს არ არის საყოველთაოდ ცნობილი ბრენდი, თუმცა კომპანია აქტიურად აგრძელებს თავისი ყველაზე „კაშკაშა“ კონცეპტების დემონსტირებას ამერიკულ ავტოსალონებში. გასულ წელს გამოვიდა Genesis Essentia, მთლიანად ელექტრო კუპე, რომელიც მინის რეტრო-ფუტურისტული სახურავითაა წარმოდგენილი. მიმდინარე წელს კი გამოვიდა კონცეპტი Mint – საქალაქო მსუბუქი ელექტრომობილი, რომელსაც სახელწოდებიდან და ფოტოებიდან როგორც ვხედავთ, პიტნისფერი, ღია მწვანე შეფერილობა აქვს.

image.png

ეს „საქალაქო ავტომობილი“ გათვლილია იმაზე, რომ მჭირდოდ დასახლებული ქალაქების ცენტრებში ვიწრო მოსახვევებსა და გადატვირთულ გზებზე გამარტივდეს მანევრირება. მანქანა ორკარიანია და გაბარიტებში შემცირებული სედანის ტიპისაა, თუმცა არ აქვს ტრადიციული ტიპის საბარგული. მის ნაცვლად წარმოდგენილია ე.წ. „ამანათების თარო“ (parcel shelf), რომელიც პერიოდულად გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.  

image.png

ავტომობილის დებიუტი შედგა მიმდინარე კვირაში ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოსალონში. Mint-ის კომერციულ წარმოებაში ჩაშვება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. ავტომწარმოებელი ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და აღნიშნავს, რომ ელექტრომობილში განთავსებულ ბატარეას შეუძლია უზრუნველყოს 200 მილი მანძილის დაფარვა და ხელმისაწვდომია 350 კილოვატიანი სწრაფი დატენვა. 

კომპაქტური ზომა – აი, ეს არის Mint-ის მთავარი მომგებიანი მხარე. გარეგნული დიზაინიდან გამომდინარე, იგი საკმაოდ სპორტულად გამოიყურება. ავტოსალონზე წარდგენისას მას ავტომწარმოებელმა “Mini”-ც უწოდა.  

Genesis თავის Mint-კონცეპტს უწოდებს „ახალ სატრანსპორტო ტიპოლოგიას“, რამდენადაც ორკარიანი სპორტული ელექტრომობილები ამჟამად ბაზარზე საკმაოდ ცოტაა. 

image.png

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button