ნუგზარ შატაიძე – 9 მარტი
ნავთის სუნით აქოთებულ ცივ ოთახში დედა ბიჭს აბანავებს ბიჭი არც ისეთი პატარაა ეს ამბავი დღესაც ორმოცდასამი წლის შემდეგაც არ ახსოვდეს და არც ისეთი დიდი რომ შიშველს დედისა შერცხვეს
ქალს გასაპნული ბავშვი ხის ვარცლში ჩადგმულ სველ ტაბურეტზე დაუსვამს და ჭინჭით ზურგს უხეხავს
ბიჭი ძალიან გამხდარია დედას ებრალება და სწორედ ამიტომ ბრაზით რაღაცნაირი ჯიბრითაც კი ხეხავს ბავშვს თვალებში საპნის ქაფი ჩასვლია და ეწვის მაგრამ დედის შიშით ხმას ვერ იღებს
– ადექი! – ეუბნება ქალი.
ბიჭი წამოდგება და ლამპის შუქზე სულ ცარიელი ძვალი და ტყავი გამოჩნდება
ქალი ახლა ფეხებს უხეხავს ფეხებიც გაჩხინკული აქვს მუხლის თავებზე ძველი სისხლები შეხმობია ამის დანახვაზე ქალი სულ გაცოფდება გაუსვამს და გამოუსვამს იმ სისხლებზე გაუსვამს და გამოუსვამს!
– დადიხარ მთელი დღე დაეხეტები – ამბობს იგი სუნთქვა აჩქარებულს ლაპარაკი უჭირს – აღარ დაგინახო იმ ოხერ ბიჭთან გავლილი გესმის აღარ დაგინახო!
– მტკივა – წამოიკნავლებს ბავშვი
– ახია!
ბიჭს თვალები ეწვის მუხლები სტკივა და ვარცლიდან ამოხტომა უნდა მაგრამ შიშველი სად წაუვა ამიტომ ითმენს ითმენს რადგან იცის რომ ეს ყველაფერი ოდესმე აუცილებლად დამთავრდება
ბოლოს მართლაც მთავრდება დედა სარეცხის დიდი ქვაბიდან ალუმინის ჯამით გადანელებულ წყალს ამოიღებს და თავზე დაასხამს
ბიჭი შვებით ამოისუნთქავს თვალებში ხელებს ამოისვამს ცდილობს საპნიანი წყალი ცხვირში არ შეუვიდეს
– ყურები ყურები გამოიბანე! – უყვირის ქალი და თან წყალს ასხამს
ცხელი წყალი სასიამოვნოდ ევლება თავზე მხრებზე ზურგზე მკლავებზე და ბიჭიც ფრუტუნებს წყლიან ვარცლში თვინიერად დგას
ბოლოს როცა ის ქვაბი სულ ამოიცლება ქალი შვილს ხელს მოჰხვევს ასწევს საპნიანი მოლურჯო წყლით სავსე ვარცლიდან ამოიყვანს ფეხებზე უკანასკნელ ჯამ წყალსაც გადაავლებს და ეუბნება
– აივსე ჯანითა ღონითა სიცოცხლითა სიხარულითა დათვი მჭლე და შენ – მსუქანი! დათვი მჭლე და შენ – მსუქანი! დათვი მჭლე და შენ მსუქანი!
ბიჭი გრძნობს როგორ თანდათანობით ულბება ხმა დედას როგორი ალერსიანი და თბილი უხდება
სულ ბოლოს ქალი ჯამს დაცარიელებულ ქვაბში ჩააგდებს ბიჭს სკამის საზურგეზე გადაფენილ განიერ პირსახოცს შემოახვევს და ხელში ატატებულს გაშლილი ლოგინისკენ წაიყვანს
მერე ბიჭი ლოგინში წევს ტანთ ბამბაზიის გრძელი ღამის პერანგი აცვია თავზე ნაქსოვი ქუდი ახურავს და ახლადგამოცვლილი გახამებული თეთრეულის სასიამოვნო სურნელს ხარბად ისუნთქავს – უყვარს გახამებული თეთრეულის სუნი და გრილი ღუნღულა ლოგინი
წევს და გრძნობს როგორ ეწვის გადატყავებული მუხლები რანაირად უბჟუის მთელი სხეული როგორ ნელ-ნელა უმძიმდება ქუთუთოები ბურანში წასულს ესმის წყლის ჩქაფუნიც და როცა სიძილედ მიბლეტილი თვალებით დედას გახედავს დაინახავს რომ ის მთლად შიშველი ვარცლში ზის ცალი ხელით თავზე წყალს ისხამს და მეორეთი მხრებზე ჩამოშლილ სველ თმას ივარცხნის
ღამით სანამ ბიჭს ტკბილად სძინავს მახათას მთიდან წამოვა სქელი ნოტიო ნისლი რომელიც მთვარის შუქზე ნისლს კი არა თეთრ კვამლს უფრო ჰგავს გეგონება მახათას მთის გადაღმა ვიღაცას დიდი სველი ბულულისთვის ცეცხლი
წაუკიდებიაო იდენს ის ნისლი იდენს და ბოლოს მთელი უბანი ჯანღში გაეხვევა გარშემო აღარაფერი ჩანს
შუაღამე რომ გადავა აცივდება ყინვა ნისლს შეადედებს მერე რძესავით აჭრის და ნაფლეთებად აქცევს ქუჩიდან ჯანღი აიკრიფება მარტო ქარსაცავ ზოლში და სასაფლაოს ჩამოსწვრივ ფიჭვის კორომშიღა დარჩება ხის ტოტებში გაბლანდული გარინდებული ბური დილამდე გასძლებს დილით გაუჩინარდება მაგრამ უკვალოდ როდი გაქრება სიფრიფანა ყინულის გარსად გადაეკვრება ფოთოლგაცლილი ხეების რტოებს მიწაზე გაფართხულ ყვითელ ბალახს ფიჭვის მუქმწვანე წიწვებს და დილით როცა დედა სახლის კარს გასაღებით დაკეტავს და სკოლისაკენ მიმავალნი ქუჩაზე დაეშვებიან ბიჭი თვალს ვერ აცილებს თეთრად შეჭირხლულ მზეზე აბრჭყვიალებულ იმ რტოებს ბალახებსა და წიწვებს
მართლაც ისეთი ლამაზი და საკვირველი სანახავია იქაურობა რომ მთელი დღის საზრუნავით წინასწარ აფორიაქებულ შუბლშეკრულ ქალსაც კი გაეღიმება ბიჭი იმ ღიმილს ვერ დაინახავს მაგრამ იგრძნობს და დედას თეძოზე გაეხახუნება
– მოხვედი ბიჭო-ჯან – ეუბნება სკოლის დარაჯი კოჭლი სედრაკა და დედის დასანახავად თავზე ხელს უთათუნებს
დედა დგას და აივნის კიბისკენ მიმავალ შვილს ჩუმი შეფიქრიანებული მზერით მიაცილებს
საკლასო ოთახებიდან ბავშვების საშინელი ღრიანცელი ისმის როგორც ჩანს ზარი ჯერ არ დარეკილა
ბიჭი კლასში შედის
იქ ყურთასმენის წამღები გნიასი დგას ბავშვები ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან ერთმანეთს ურტყამენ ჭიდაობენ ოფლში გახვითქულები ტანსაცმელამოჩაჩულები გორავენ იატაკზე მაისურაძე მერხებზე დარბის უკან კავლელიშვილი დასდევს სკამებზე მსხდომ გოგოებს თავზე ახტებიან და ისინიც ისეთი შემზარავი ხმით კივიან თითქოს არ იცოდნენ რომ ეს ყველაფერი მათთვის ხდება მათ დასანახავად ჩხუბობენ ჭიდაობენ მათი ხათრით უნაყავენ ერთმანეთს ცხვირპირს და მაისურაძე და კავლელიშვილიც სწორედ მათი გულის მოსაგებად დარბიან მერხებზე
ბიჭი პალტოს გაიხდის და სხვა პალტოებით დახუნძლულ საკიდზე ჩამოკიდებს მერე მოიხდის ქუდს მოიხსნის კაშნესაც და ერთს პალტოს ცალ სამკლავეში ჩაჩურთავს მეორეს – მეორეში
ისმის ზარის ხმა და საკლასო ოთახი წამით ჩაცხრება მაგრამ თითქოს ვიღაცის ჯიბრზე უმალ ახალი ძალით აგნიასდება – ბავშვები სიგიჟეწამოვლილებივით წივიან კივიან გაჰყვირიან
იმ ორ ბიჭს ახლა მესამეც ასდევნებია – სულელებივით დარბიან მერხებზე და ზედ ფეხსაცმელის ნაკვალევს ტოვებენ
ოთახში ქართულის მასწავლებელი ილო პაპა შემოდის მოხუცი კაცია გამხდარი გაძვალტყავებული შავი მრავალჯერ დაკემსილ-დაუთოებული კოსტუმი აცვია თეთრი თმა ყალყზე უდგას და გადარეულ კლასს შეშინებული უყურებს
ბავშვები იმას აინუნშიც არ აგდებენ გამწარებულები ჭიდაობენ ღრიალებენ ის ბიჭები ისევ ისე დარბიან მერხებზე და ველური ყიჟინით დასდევენ ერთმანეთს
ილო პაპა ხმას ვერ იღებს თვალები უწითლდება თმა უარესად ებურძგნება და დიდი თეთრი ლურჯად დაძარღვული ხელები უკანკალებს
ამის შემხედვარე ბიჭს რაღაც უცნაური ველური სურვილი უჩნდება თავს ვერ იკავებს შემზარავი ღრიალით შეხტება მერხზე და კავლელიშვილს ფეთიანივით დაედევნება ახლა ვეღარც ილო პაპას ხედავს ვეღარც ამხანაგებს მარტო კავლელიშვილის ზურგი უფრიალებს ცხვირწინ და ისე აგიჟებს როგორც ხარს წითელი ნაჭერი მირბის ყიჟინით მისდევს გოგოებს თავზე ახტება მათი წივილ-კივილი სასიამოვნოდ უღიტინებს ყურებში და როცა ვიღაცის ღონიერი ხელი მერხიდან გადაითრევს ჩათეთქვავს და იატაკზე დაახეთქებს მაშინღა გამოერკვევა თავზე კლასის დამრიგებელი გაბუნია – უშველებელი – ორასკილოიანი ქალი ადგას და საშინელი ხმით უყვირის
– სად იზრდები გამაგებინე რა ოჯახში იზრდები შე მხეცო შე გადარეულო – ფერდში წიხლს ჩააზელს – ადექი აეთრიე და ხვალ დილით მშობელი მომიყვანე თორემ არ ვიცი რას გიზამ – კიდევ ჩააზელს მერე მკლავში ხელს წაავლებს ასწევს ფეხზე დააყენებს და ახლა სახეში შემოულაწუნებს – წადი გაეთრიე თვალით არ დამენახო!
ბიჭი ხელიდან გაუსხლტება ჩანთას ეცემა საკიდიდან პალტოს ჩამოხსნის და კლასიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდება
– დაგხოცავთ ერთ დღეს დაგხოცავთ ყველაას! – ახლა აივანზე ესმის გაბუნიას კივილი და თვალცრემლიანი ყელში გორგალგაჩრილი ჩარბის კიბეზე
– ვა გამოგაგდეს ბიჭო-ჯან! – დამცინავი ღიმილით ეკითხება კოჭლი სედრაკა და ცდილობს თავში წამოარტყას მაგრამ ბიჭი გაექცევა სირბილით გადაივლის ასფალტიან ეზოს გალავანთან მივა ჩანთას და პალტოს ღობის იქით გადაყრის და მერე თვითონაც ზედ გადაძვრება
ფეხბურთის ცარიელ მინდორზე ქარი გაზეთის ნაგლეჯს დააფრიალებს
ბიჭი კედლის ძირში ჩაჯდება და აზლუქუნდება კარგახანს ტირის გულამომჯდარს ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები აგონდება მამა რომელიც უკვე მივიდოდა შინ და ახდა ღამის ნამორიგალს ალბათ სძინავს გაახსენდება დედაც ყურში ჩაესმის მისი მკაცრი ნაღვლიანი ხმა – შენ მოუკვდი შვილო დედაშენს! – უფრო მეტად ამოუჯდება გული ტირის ტირის
უეცრად ზემოდან ჩანთა გადმოვარდება და ზედ მის ცხვირწინ ბრახუნით დაეცემა
ბიჭი ტირილს შეწყვეტს ცრემლით ჩამოსველებულ სახეზე მაჯას გაისვამს და მაღლა აიხედავს გალავანზე კავლელიშვილი გადმოფოფხდება კედელს ხელებით დაეკიდება და ძირს ჩამოხტება
ბიჭი ჩუმად უყურებს
– გიჟია ეგ ჩემისა! – იკრიჭება კავლელიშვილი
ბიჭს ეღიმება – უხარია რომ გაბუნიას ესეც გამოუგდია და ახლა ორნი არიან
კავლელიშვილი გვერდით მიუჯდება
ქარი ჩამდგარა კედელს მარტის მზე მისდგომია თბილა ბიჭები მხრებით ეხებიან ერთმანეთს მოშორებით ნაპირებმოყინულ გუბეში ბეღურები ჭყუმპალაობენ
კავლელიშვილი ჩანთას მოიწევს გახსნის და იქიდან ლოყაწითელ ვაშლს ამოიღებს
– გინდა
– ჰო
– დაგიტოვებ – ვაშლს ჩაკბეჩავს და გემრიელად შეექცევა ნახევარზე რომ დაიყვანს ბიჭს მისცემს
ახლა ის ჩაკბეჩავს ძალიან კარგი ტკბილი ვაშლია
– რა ვქნათ – ეკითხება კავლელიშვილი
– რა ვიცი – ბიჭი ვაშლის ნაჭამს გუბისკენ გაისვრის დამფრთხალი ბეღურები ჟივილხივილით წამოიშლებიან და ფოთოლგაძარცვულ ჭადარზე შემოსხდებიან
– წამო გინდა სანაპიროზე წავიდეთ!
ადგებიან ჩანთებს აიღებენ ფეხბურთის მოედანს გადაჭრიან და გამონგრეულ გალავანში გაძვრებიან
ალექსანდროვის ბაღში სტალინის ძეგლთან უამრავი ხალხი შეყრილა
მაღალი კვარცხლბეკი ყვავილის გვირგვინებს დაუფარავს დაბლა მარმარილოს ტრიბუნაზე საპატიო ყარაულში პიონერები დგანან იქვე მიკროფონია გამართული
– ლე-ნინ სტა-ლინ! ლე-ნინ სტა-ლინ! – წამოიწყებს უეცრად ხალხის ნაწილი და მათი ყურთასმენის წამღები გუგუნი მთელს ქალაქს მოედება – მტკვარგაღმა ვორონ-ცოვსა და სვანეთის უბანს მტკვარგამოღმა ორბელიანების მოედანსა და მთაწმინდას
თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო ახლა ბაღის მეორე კიდეში ატყდება ძახილი – ჯუ-დე! ჯუ-დე!
ბაღში ჩასასვლელი კიბე ხალხით გაჭედილა ამიტომ ბიჭები ქვემოთ ვიწრო ტალახშემშრალი ბილიკით ჩავლენ ხალხში ხვლიკებივით გაძვრებიან კვარცხლბეკისკენ გაიკვლევენ გზას და ბოლოს როგორც იქნება მიუახლოვდებიან
ტრიბუნაზე ახალგაზრდა პოეტი დგას და მიკროფონში ლექსს კითხულობს
ხალხი სულგანაბული მისჩერებია ჩუმი სევდანარევი დრტვინვა გადასდის თავზე და უეცრად თითქოს მილიონი მტრედი ერთდროულად აფრინდაო იქაურობას ტაშის ქუხილი გააყრუებს
– ლენინ-სტალინ! ლენინ-სტალინ! – მარტო ესღა ისმის რადგან ახლა აქეთურებიცა და იქითურებიც მხოლოდ ამას გაჰყვირიან
– ლენინ-სტალინ! – იჭაჭებიან ბიჭებიც აღარც გაბუნია ახსოვთ აღარც წეღანდელი ცემა-ტყეპა და არც ის რომ ხვალ დილით სკოლაში მშობლები ჰყავთ მისაყვანი
მოულოდნელად კავლელიშვილი სადღაც გაქრება!
ბიჭი ეძებს აქეთ-იქით იცქირება და უეცრად დაინახავს რომ ის მაღლა ტრიბუნაზე საპატიო ყარაულში დგას და პიონერული სალმის ნიშნად გაშლილი ხელი შუბლთან მიუტანია
ბიჭი ტრიბუნის უკან გაძვრება
კიბესთან უფროს გოგოებსა და ბიჭებს პიონერები რიგში ჩაუყენებიათ ყელსახვევებს უმოწმებენ ბავშვებს საპატიო ყარაულისთვის არჩევენ
ბიჭი ყელსახვევზე დაიხედავს ამით ვერ დაიწუნებენ დილით დედამ გაურეცხა და გაუუთოვა მართლაც ერთი გოგო რომელსაც გადაღეღილი პალტოდან მკერდზე მიბნეული კომკავშირელის ნიშანი მოუჩანს ბიჭს შეამჩნევს და ხელს დაუქნევს
ბიჭი მიუახლოვდება
– ახვალ ბიჭი – ეკითხება გოგო
– დიახ
– იცოდე ხუთი წუთი გაუნძრევლად უნდა იდგე შესძლებ
– როგორ არა!
– კარგი გაიხადე!
ბიჭი პალტოს გაიხდის და კიბის ძირში დაყრილ სხვა პალტოებზე ზემოდან მიაგდებს დასდებს ჩანთასაც
გოგო ყელსახვევს უსწორებს
შავგვრემანი გოგოა ზედა ტუჩზე ღინღლი მოსდებია ლოყაზე კი პატარა კოხტა ხალი აზის ბიჭი ყურთან გრძნობს მის თბილ სუნთქვას და რატომღაც გული ეწურება
– იცოდე არ გაინძრე და ხელიც აი ასე მაღლა გეჭიროს გაიგე – ეუბნება იგი
– დიახ
– აბა შენ იცი!
ბიჭი გრანიტის კიბეზე ადის იქ ვიღაც წითელსამკლავურიანი კაცები ტრიალებენ
– ეგ ბიჭი გაატარეთ ამხანაგებო! – ეძახის ქვემოდან გოგო
– მოდი! – ეუბნება წითური დიდულვაშა კაცი და ბიჭს მსუბუქი ხელისკვრით ბაქანზე შეაგდებს
თითქოს არ ელოდებოდაო მოზიმზიმე ხალხის დანახვაზე ბიჭი შეკრთება დაიბნევა უკან გამობრუნებასაც კი დააპირებს მაგრამ ბოლოს თავს დასძლევს გაშლილ ხე-ლისგულს შუბლთან მიიტანს და სუნთქვაშეკრული გაშეშდება
დგას და ფრთხილად მხოლოდ თვალების შეუმჩნეველი მოძრაობით ათვალიერებს ხალხს ამდენი უცნობი სახე ერთად არასოდეს უნახავს – კაცები ქალები ბავშვები მოხუცები ახალგაზრდები ეჩვენება რომ ყველანი მას მისჩერებიან ყველა მას უყურებს ნუთუ ამდენ ხალხში ერთი ნაცნობიც არ ურევია!
– დიდება დიდ სტალინს! – ისმის გამაძლიერებლიდან ვიღაცის ომახიანი შეძახილი და უეცრად
– სტა-ლინ! სტა-ლინ! სტა-ლინ!!!
ეს ყურთასმენის წამღები გუგუნი ბიჭს აჩლუნგებს რაღაცნაირად ათაყვანებს საულვაშეზე ოფლს ასხამს ეჩვენება რომ თანდათანობით პატარავდება პატარავდება და ბოლოს სულ ერთი ციცქნა რაღაც ნამცეცისოდენა ხდება სამაგიეროდ იზრდება ის ბაღი უსაშველოდ იზრდება გვირგვინებით შემკული მარმარილოს კვარცხლბეკი იზრდებიან ადამიანებიც ხეებიც ეს გრძნობა ნაცნობია ასეთი რამ ავადმყოფობის დროს ემართება ხოლმე მაშინ როცა დიდი სიცხე აქვს და ლოგინში წევს
ყვირილი რომ ჩაცხრება ყველაფერი თავის ადგილზე დგება ბიჭი ისევ არჩევს ადამიანებს მათ ანთებულ თვალებს მომღიმარ სახეებს
როგორც ჩანს ხუთი წუთი უკვე გასულა რადგან მხრებზე ხელს უთათუნებენ და ძირს ჩაჰყავთ იქ კავლელიშვილი ელოდება
– არ მოგშივდა – ეკითხება იგი
– ჰო შენა
– მეცა წამო მამიდაჩემთან ავიდეთ გინდა
ბიჭს მართლაც შია მაგრამ კავლელიშვილის მამიდასთან ასვლისა ერიდება აქეთ-იქით იცქირება უნდა გაიგოს რომელი საათია ბოლოს შეამჩნევს რომ იმ გოგოს კომკავშირელს მაჯაზე საათი უკეთია მივა და ჰკითხავს თურმე უკვე ორია – მალე გაკვეთილები დამთავრდება!
მზე ღრუბლებში შეიმალება საიდანღაც ცივი ქარი დაუბერავს და ბაღში შარშანდელ ფოთლებს ააფრიალებს
– წამოხვალ – ეკითხება კავლელიშვილი
– სადა
– მამიდაჩემთან
– არა შინ წავალ
– კარგი როგორც გინდა საღამოს ხო ჩამოხვალ
– ჰო შენა
– ი მე სულ აქ არა ვარ!
ეზოს წინ ლოვა და ჯემალა ავჭალურს კენწლავენ სადარბაზოს ქვის კიბეზე ალბერტა ჩამომჯდარა
ბიჭი ეზოს გადაივლის თავისი სახლის კარს შეაღებს და ოთახში ფრთხილად შევა მამას სძინავს დედა სამსახურიდან ჯერ არ მოსულა სამზარეულოში ცივ კატლეტსა და პურს შეჭამს წყალს დააყოლებს და ისევ გარეთ გამოვა
ლოვა და ჯემალა სადღაც წასულან
– ბიჭები სად არიან – ეკითხება ალბერტას
– ვინა ლოვიკა
– ჰო
– პერეეზდზე წავიდა
მიდის პერეეზდზე სადაც ლახტს თამაშობენ ხოლმე
მაგრამ იქ არავინ დახვდება მერე ფეზეოს ეზოშიც შეიხედავს და ბოლოს ბაღისკენ დაეშვება
ბაღთან დიდი ბიჭები დგანან იცინიან ლაზღანდარობენ ერთი მათგანი ბიჭის ნათლიაა – თარხანა სკოლა შარშან დაამთავრა და ახლა საშოფროზე სწავლობს
– ე გესმის – ეძახის ის – მოდი აქ!
ბიჭი მიუახლოვდება
– ჩემი ნათლულია – ეუბნება ამხანაგებს თარხანა
– ვა! – გაუკვირდებათ მათ
თარხანა სიგარეტს გააბოლებს
ბიჭს სიამოვნებს მის გვერდით დგომა ამაყად იხედება აქეთ-იქით
ქვემოდან მაისურაძე მოდის ბიჭის დანახვაზე გაეღიმება და მისკენ წამოვა
– რა გიყო ბიჭო გაბუნიამ! – ეუბნება იგი
ბიჭსაც ეღიმება ახლა რატომღაც ფეხებზე ჰკიდია ეს ამბავი
– შენი კლასელია – ეკითხება თარხანა
– ჰო
– თქვი ეხლა რომელი ერევით!
– მე ვერევი! – აცხადებს მაისურაძე არადა ტყუის არასოდეს უჩხუბიათ
თარხანა იბოღმება
– წამოდით აბა ბაღში!
– ვაჩხუბოთ – უხარია თარხანას ამხანაგს
ბიჭს სულაც არ ეპიტნავება ჩხუბი მაისურაძე კი უკვე მამლაყინწასავით აბრიალებს თვალებს
– ჰა ხო არ გეშინია ბიჭო – ღიმილით ეკითხება თარხანა
– რისი უნდა მეშინოდეს
– მაშინ წამო!
ბაღში შეხორავდებიან და ბიჭებს ერთმანეთის პირისპირ დააყენებენ
– მიდით ეხლა ჰა! – ეუბნება იმათ თარხანას ამხანაგი
ბიჭი მაისურაძეს შესცქერის აღელვებულს ეღიმება
– მიდით ბიჭო! – აქეზებენ დანარჩენებიც
მაისურაძეს რაღაც ცუდად უელავს თვალები
– დავაი გლიჯე! – ეუბნება თარხანა ბიჭს
– ეე მაიცა რა უნდა ვგლიჯო
სხვები მაისურაძეს აქეზებენ
– მიდი ბიჭო სველი თითი წაუსვი!
უეცრად მაისურაძე საჩვენებელსა და შუათითს დაინერწყვავს და სახეზე ჩამოუსვამს ბიჭი მაშინვე დაარტყამს მაგრამ საპასუხო დარტყმასაც უმალ მიიღებს ეცემიან ერთმანეთს და გაგორდებიან მიწაზე ბიჭი ქვეშ მოექცევა მაისურაძე ზემოდან დასწოლია და გამეტებით უქნევს მუშტებს
ბიჭი ხან სახეზე მკლავებს იფარებს ხანაც ცდილობს მოწინააღმდეგეს ხელები დაუჭიროს არ დაარტყმევინოს მაგრამ მაისურაძე ქვასავით მაგარ მუშტს მაინც ახვედრებს ცხვირში
ბიჭს თვალებიდან ნაპერწკლები წამოსცვივდება გამწარებული ძალამოცემული მეტოქეს ააყირავებს ძირს დასცემს ზემოდან გადააჯდება და ყელში ხელებს წაუჭერს
მაისურაძე ხროტინებს ღმუის თვალებს კარკლავს და ხელ-ფეხს იქნევს მაგრამ ბიჭი არ ეშვება სულ უფრო და უფრო მაგრად უჭერს ყელში
უეცრად შეამჩნევს რომ მაისურაძეს მთელი სახე სისხლით აქვს მოსვრილი! ხელებს გაუშვებს შეშინებული დააჩერდება მაგრამ მაშინვერ მიხვდება რომ ეს თავისი სისხლია თვითონა სდის გატეხილი ცხვირიდან და გაბრაზებული ახლა მუშტებს დაუშენს სახეში
– მოკლა ტო მოკლა ამ ვირიშვილმა! – ყვირის თარხანას რომელიღაც ამხანაგი
თარხანა ბიჭს მხრებში დასწვდება მსხვერპლს ძალით ააგლეჯს და შემცბარი ღიმილით ეუბნება
– ე შენ ვინა ყოფილხარ ბიჭო! – მერე ჯიბიდან ცხვირსახოცს ამოიღებს და მიაწოდებს – აჰა მოიწმინდე!
ბიჭი ცხვირსახოციან ხელზე ხელს აუკრავს და ბაღიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდება
– დედაშენი გეძებს – ეუბნება სადარბაზოს კიბეზე ჩამომჯდარი ალბერტა – ვა ეგ რა არი ტო იჩხუბე!
ბიჭი ცხვირზე ხელს მოისვამს – ნესტოები შედედებული გამხმარი სისხლით აქვს გამოტენილი
– პალტო ნახე პალტო!
პალტოც ალაგ სისხლით ალაგ აგურის ფხვნილით მოთხვრია
– ნახე ეხლა დედაშენი რას გიზამს! – ამბობს ალბერტა
პალტოზე დაიცქირება არა ასე შინ მისვლა არ იქნება არადა სად წავიდეს კავლელიშვილს მაინც გაჰყოლოდა მამიდასთან
– შენ მოუკვდი შვილო დედაშენს შენ ჩაგდე კუბოში დაგაყარე გულზე მიწა! – ესმის დედის ხმა და უმალ დაინახავს კიდეც – პერეეზდის მხრიდან მოდის ხელში მატყლის საწკეპლი ჯოხი უჭირავს
ქუჩაში ხომ არ ეცემინება ჭიშკარს შეაღებს და ეზოში შევარდება
იქ მამა ელოდება ყურში ხელს წაავლებს და შინ შეათრევს ამასობაში დედაც შემოვა
– რა გინდა შვილო რა დაგიშავე გაჭმევთ გაცმევთ გახურავთ – ეუბნება იგი თან ნელა უახლოვდება და უეცრად ბახ! – ჯოხს მოსდებს თავში
ბიჭი ტკივილისგან შეჰყვირებს კარისკენ გავარდება მაგრამ იქ მამა დგას და ავად უელავს თვალები
– რა გინდათ რა!
– რა ქენი შენ დღეს სკოლაში რა ქენი! – უყვირის დედა და ჯოხს ახლა ფერდში მოუნაცვლებს
ბიჭი განზე გახტება და თავზე ხელებს დაიფარებს
– შეხედე რას გავს შეხედე – ტირილნარევი ხმით ამბობს დედა – წუხელ მაინც არ მებანავებინა ხომ გითხარი იმ ოხერ ბიჭთან აღარ დაგინახო-მეთქი არ გით-ხარი – და ისევ ჩასცხებს ჯოხს თავში უმარჯვებს და ამიტომ ხელებში ხვდება
– ვინ ბიჭთან ვაა ვინ ბიჭთან!
– ვისთან და კავლელიშვილთან სად იყავით სად და-ეთრეოდით!
– გამანებეთ თავი გამანებეთ! – დაიღრიალებს უეცრად ბიჭი და რაკი დაინახავს რომ მამა ბრტყელ ოქროსფერაბზინდიან ქამარს იხსნის გავეშებული კარისკენ დაიძრება წინ შემოგებებულ ხელებგაშლილ მამას ცრუ მოძრაობით გვერდს აუვლის ღრიჭოდ დარჩენილ კარს დაეჯახება და გარეთ გავარდება
– არ გაუშვა არ გაუშვა! – ესმის დედის კივილი მაგრამ უკვე გვიანია ეზოს გადაირბენს ქუჩაში გავა და ქვემოთ დაეშვება
მზე ჩასულა ცივა ჩერქეზოვზე პურის მაღაზიასთან მანქანას ცლიან ცხელი პურის საამო სურნელი ედება საღამოს ბინდში ჩაძირულ ქუჩას მოედანს მთელი დღის უგზოუკვლოდ ნახეტიალევი დაღლილი და მოშიებული ბიჭი დგას და პირზე ნერწყვმომდგარი უყურებს როგორ შეაქვთ მუშებს მაღაზიაში ხის ბადიებზე დალაგებული პური იქვე შორიახლოს მაწანწალა ძაღლი ჩაწოლილა – ეტყობა იმასაც შია რადგან პურის მზიდავებს თვალს არ აცილებს
უეცრად მანქანის კაბინის კარი გაიღება იქიდან შოფერი გადმოვა და ბიჭს მოწყალე ღიმილით მიაჩერდება
– რა იყო ბიჭო გშია
ბიჭი უკან დაიხევს მაგრამ არ გაეცლება დგას და უცნობ კაცს შუბლშეკრული კუშტად უყურებს
შოფერი წავა მანქანიდან ერთ ცალ ბუხანკას გადმოიღებს და ბიჭს მოუტანს
– ჭამე გენაცვალე შინ შენოდონა ბიჭი მყავს
ბიჭი ფეხს უხერხულად მოინაცვლებს
– ჰა გამომართვი რაღა! – პურს თითქმის ძალით ჩასჩრის ხელებში მანქანის კაბინაში ავა დაჯდება და კარს მიიჯახუნებს
ბიჭი წავა სირცხვილისგან ლოყებზე ალმური ასდის უნდა რაც შეიძლება ჩქარა გაეცალოს იქაურობას მოედანს გადაირბენს და ჩაბნელებული ქუჩით ტრამვაის ხაზისკენ დაეშვება
მიძუნძულებს და ეჩვენება რომ ვიღაც მისდევს თითქოს ეს პური კი არ აჩუქეს მოიპარა და ახლა თავქუდმოგ-ლეჯილი გარბის რადგან ეშინია ხელი არ სტაცონ და მილიციაში არ გააქანონ
არადა ნამდვილად მოსდევს ვიღაც!
ნაბიჯს შეანელებს და უკან მიიხედავს ის მაწანწალა ძაღლი ასდევნებია წეღან პურის მაღაზიასთან რომ იწვა
ბიჭი გაჩერდება ძაღლიც დადგება და კუდის ქიცინით მიაჩერდება ხელებში უეცრად ბიჭი საშინელი ხმით დასჭყივლებს და სიბნელეში ტროტუარს მოათვალიერებს – ქვას ეძებს რომ ამ ქეციანს თავი გაუჭეჭყოს შეშინებული ძაღლი წკავწკავით გაეცლება და სიბნელეში დაიკარგება
სანაპიროზე უფრო მეტი ხალხი მოგროვებულა ძეგლი პროჟექტორების შუქით გაუბრდღვიალებიათ საპატიო ყარაულში ახლა უკვე ხანშიშესული კაცები და ქალები დგანან რომლებსაც მკერდზე უამრავი მედლები და ორდენები ჰკიდიათ
ბიჭს ეჩვენება რომ აქ რაღაც შეცვლილა დილანდელი საზეიმო განწყობილება გამქრალა და მის ნაცვლად ბაღში რაღაც ავი შემაშფოთებელი გუგუნი ისმის
ბაღის კიდიდან სუსტი არეული ძახილი წამოვა
– ლენინ-სტალინ! ლენინ-სტალინ!
ხალხი ამას აღარ ჰყვება ადამიანები კუშტი მოღუშული სახეებით შეჰყურებენ ტრიბუნაზე გამომსვლელებს უეცრად რაღაც უცნაური შიშისმომგვრელი დრტვინვა გადაუვლით თავზე და ყურთასმენის წამღებ გუგუნში ნელ-ნელა თანდათანობით იკვეთება ერთი ერთადერთი სიტყვა
– სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!
მოულოდნელად ბიჭს ვიღაც წამოუთაქებს მიიხედავს და კავლელიშვილი არ შერჩება ხელში!
– სადა ხარ შეჩემა! – ეუბნება იგი
ბიჭს მისი დანახვა უხარია იღიმება
– ე იჩხუბე! – ეკითხება კავლელიშვილი
– ჰო
– ვინ იყო
– მაისურაძე
– მერე გცემა!
– არა რა მცემა
– მა ეგ რა არი
ბიჭი ცხვირზე ხელს მოისვამს
– დიდმა ბიჭებმა გვაჩხუბეს და მუშტი ჩამარტყა
– მაიცა მოვიდეს სკოლაში! – გაბრაზდება კავლელიშვილი
ბიჭს რაღაც მაგარი და ხორკლიანი მოაწვება ყელში
– წამო დაიბანე
– სადა
– წამო წამო!
ხალხში გაძვრებიან და ბაღის ბოლოში შადრევანთან მივლენ
ბიჭი დაიხრება იბანს და კავლელიშვილი ეუბნება
– გორში ვიყავი ხო იცი!
– გორში!
– ჰო დიდი მანქანით წავედით – ჯიბიდან ცხვირსახოცს ამოიღებს და აძლევს – აჰა გაიწმინდე
ცხვირსახოცს კავლელიშვილის სუნი უდის ბიჭი თავს ვეღარ შეიკავებს და თვალებიდან ცრემლები წამოსცვივა მაგრამ კავლელიშვილი ვერაფერს ამჩნევს რადგან აქ შადრევანთან ბნელა
– ხალხს პურმარილი გამოჰქონდა – განაგრძობს იგი – ღვინო რამე ნეტა წამოსულიყავი!
ბიჭი წარმოიდგენს როგორ სვამდა კავლელიშვილი გორში ღვინოს და ეღიმება
– შენც დალიე
– მარა! იცი რა ხდებოდა აუ წამოსულიყავი რა ბიჭო რა გინდოდა სახლში!
– დედაჩემს გაბუნია უნახავს
– ვინა
– გაბუნია
– ერთი იმის წამო ხო დაიბანე!
ძეგლთან არეულობა დახვდებათ ტრიბუნიდან ვიღაც თმაგაწეწილი საკინძეშემოხეული ქალი გაჰკივის
– გვესვრიან ხალხო გვხოცავენ!
ხალხი შეჩოჩქოლდება აირევა ახმაურდება ატყდება ქალების წივილ-კივილი კაცების ყვირილი ბავშვების წიოკი და ეს ყველაფერი ერთ მთლიან შემზარავ გუგუნად მოედება იქაურობას
უეცრად ხალხის ერთი მოზრდილი ტალღა ქუჩაში ასასვლელ კიბეს მიაწყდება და ბიჭებსაც თან გაიტაცებს გაივლიან მშრალ ხიდს მარჯვნივ გაუხვევენ და ჯორჯიაშვილის ქუჩის აღმართს შეუყვებიან სწრაფად მიდიან სიბნელეში მარტო მათი მძიმე სუნთქვა და ნაბიჯების ხმა ისმის
ბიჭს უცნაური აღტკინება ეუფლება – ეჩვენება თითქოს უკვე დიდია და ამ ხალხთან ერთად რაღაც მნიშვნელოვან გადაუდებენ საქმეზე მიდის გამქრალან შორეულ წარსულში გადახვეწილან დედა მამა გაბუნია თარხანა ილო პა-პა მაისურაძე და სხვებიც დანარჩენები ყველანი სადღაც ბავშვობაში დარჩენილან მას შემდეგ ზუსტად ორმოცდასამი წელი გასულა ორმოცდასამი და თითქოს ახლა თერ-თმეტისა კი არა უკვე ორმოცდათოთხმეტი წლისაა ან იქნებ პირიქით იქნებ ამ ორმოცდათოთხმეტი წლის კაცს ეჩვენება რომ ჯერ ისევ წლის მარტია მას შემდეგ წამიც არ გასულა დრო გაყინულა და ისიც ჯერ ისევ თერთმეტი წლის ბიჭი სხვებთან ერთად არბის ჯორჯიაშვილის ქუჩაზე რუსთაველის პროსპექტს უახლოვდება და აი სულ მალე გამოჩნდება სასტუმრო თბილისიც იქ ჩამიჩუმი არ ისმის არავინ მოჩანს კაციშვილი არსად ჭაჭანებს და ესენიც გულმოცემულნი უფრო აუჩქარებენ ნაბიჯს რუსთაველზე სირბილით ავლენ და კავშირგაბმულობის შენობის წინ ჩამწკრივებულ ტროლეიბუსებს დაინახავენ
ხალხი შედგება შეჯგუფდება ერთხანს მდუმარედ უყურებენ იმ ტროლეიბუსებს ათვალიერებენ ფოსტა-ტელეგრაფის მაღალი შენობის ჩაბნელებულ ფანჯრებს და უეცრად ისე რომ არავინ ელოდება ვიღაც გამყინავი ისტერიული ხმით წამოიწყებს
– ლე-ნინ! სტა-ლინ! ლე-ნინ! სტა-ლინ!
– ლენინ! სტალინ! – აჰყვება ხალხიც მაგრამ ამას სულ მალე ისევ ის შეენაცვლება ისევ ის ერთი ერთადერთი სიტყვა აგუგუნდება
– სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!
სა-ქარ-თვე-ლო! – ყვირის ბიჭიც %ბიჭი თუ კაცი? და აღლუმზე ნაყიდი ფერადი ბუშტივით ამჩატებული რაღაცით უსაზღვროდ გახარებული და გაბედნიერებული ადგილზე ხტის კავლელიშვილს მხარზე ხელს ურტყამს და მასთან ერთად მთელი ხმით გაჰკივის
– სა-ქარ-თვე-ლო!
– სა-ქარ-თვე-ლო! – და თითქოს სწორედ ამას ელოდებოდნენო უეცრად იქვე სულ ახლოს ხალხის თავსზემოთ ტყვიამფრქვევები აკაკანდება!
ახლა ძნელია იმის აღწერა რაც მაშინ მოხდა – ახლა ბუნდოვნადღა ახსოვს ის ამბავი – მაშინ უცებ ვერც კი მიხვდა რომ იმ ღრიანცელში იმ საშინელ წივილ-კივილში ნამდვილად ეცემოდნენ დაჭრილები ნამდვილად კვნესოდნენ ყვიროდნენ ნამდვილი სისხლი იღვრებოდა თავიდან ეგონა რომ ამას ყველაფერს კინოში
უყურებდა – კინოში კაკანებდა ტყვიამფრქვევი კინოში იხოცებოდა ხალხი ხოლო თვითონ იმ კინოში შემთხვევით მოხვედრილივით იდგა და დაბნეული იცქირებოდა აქეთ-იქით
ტყვიები წივილით დაქრიან ჰაერში ასფალტზე სეტყვის მარცვლებივით ხტიან კაკუნობენ ისმის კვნესა გმინვა ყვირილი
– რუსებო თქვენი დედა!!!
ტყვიამფრქვევები კი კაკანებენ – მაღლიდან შენობის სახურავებიდან ისვრიან და ადამიანებს ჯვარედინი ცეცხლით ცელავენ
ვიღაც დაჭრილი ბიჭს შარვლის ტოტზე ეპოტინება და ტკივილისაგან სახედამანჭული ჩახლეჩილი ხმით ეუბნება
– გაიქეცი ბიჭი რას დგეხარ!
და ისიც თითქოს ახლაღა მიხვდება რომ ყველაფერი სინამდვილეა – ჰაერში ნამდვილი ტყვიები დაქრიან ნამ-დვილია ეს შავი სისხლი ასფალტზე ღვარად რომ მიედინება და ამ აღმოჩენით თავზარდაცემული გულგახეთქილი გარბის წაქცეულებს ზედ ახტება წინ ჩაურბენს ტროლეიბუსებს და სასტუმრო თბილისის მომრგვალებულ კუთხესთან ჯორჯიაშვილის ქუჩაზე დაეშვება
მირბის და საკუთარი გულის ბაგაბუგის მეტი აღარაფერი ესმის – აღარც ტყვიამფრქვევების კაკანი აღარც დაჭრილების კვნესა და არც სასოწარკვეთილი ხალხის ყვირილი
უეცრად სადარბაზოდან ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამოხტება და მკლავში ხელს სტაცებს
– სად მიდიხარ ე სადა!
ბიჭი გაოგნებული მიაჩერდება
– რას მიყურებ ბიჭო შემოდი იქაც ისვრიან! – და სადარბაზოში თითქმის ძალით შეათრევს
ჭერში ჩამოკიდებული მტვრიანი ნათურა იქაურობას ოდნავ ანათებს იატაკზე ვიღაც წევს და კვნესის ზემოთ ამავალი კიბის საფეხურები ბნელში იკარგება
– შენ აქ იყავი გესმის – ეუბნება ის კაცი – მე წავალ ექიმს მოვიყვან – და გარეთ ისე გავარდება პასუხს არც კი დაელოდება
ბიჭი დაჭრილს დააკვირდება – ქალია თვალებდახუჭუ-ლი მძიმედ სუნთქავს გულისპირი სისხლით მოსვრია და უეცრად იცნობს! – ის გოგოა დილას ძეგლთან პიონერებს საპატიო ყარაულისთვის რომ არჩევდა – აგე ხალი! აგე კომკავშირის ნიშანი! – და იატაკზე ჩაცუცქდება ზურგით სადარბაზოს კედელს მიეყრდნობა
გოგო თვალებს გაახელს ნათურის შუქზე ის თვალები შავად უელავს ბიჭს მიაჩერდება და ეუბნება
– მოხვედი დედა
ბიჭი გრძნობს როგორ ნელ-ნელა თაყვანდება როგორ ჩლუნგდება და ეჩვენება რომ თანდათანობით პატარავდება პატარავდება და ბოლოს სულ ერთი ციცქნა რაღაც ნამცეცისოდენა ხდება სამაგიეროდ მის გარშემო იზრდება ყველაფერი – სადარბაზო ქუჩა მთელი ქალაქი
– შენა ხარ დედა
– მისუსტებული ხმით ეკითხება გოგო და უეცრად ბიჭი ხვდება რომ ამ შეკითხვაზე ახლა მხოლოდ ერთადერთი სწორი პასუხი არსებობს და ამიტომ ამბობს
– ჰო მე ვარ
– დედა – ჩურჩულებს გოგო და ეღიმება თვალებს დახუჭავს სახე დაუმშვიდდება გაყუჩდება სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობა გაფითრებულ სახეზე შავად მოუჩანს თმა წარბები ზედა ტუჩზე აშლილი ღინღლი და ხალი ის ხალი!
ბიჭი ჩუმად დასცქერის მისი ჩამუქებული თვალის უპეებს ჩაცვენილ ლოყებს წამწვეტებულ ცხვირს და გრძნობს შიშისა და სასოწარკვეთილებისაგან როგორ ნელ-ნელა ეთოშება რანაირად უხევდება მთელი სხეული
გარედან აღარც სროლის ხმა ისმის აღარც ხალხის წივილ-კივილი ღამის სიბნელეში ჩაძირული ქალაქი გაყუჩებულა დამნაშავესავით გატრუნულა თითქოს სულაც გამქრალა და მის ადგილზე ერთი უშველებელი პირდაღებული სიცარიელე დარჩენილა ბიჭს ეჩვენება რომ ის სიცარიელე აქაც შემოდის ღრიჭოდ დარჩენილ კარში მოიპარება და თანდათან ისრუტავს იმ მიუსაფარ ნახევრად ბნელ სადარბაზოსაც სადაც ქვის იატაკზე მკვდარი ჩიტივით ასვენია ეს სრულიად უცნობი და იმავე დროს ძალზე ახლობელი ადამიანი
უეცრად გარედან ლაპარაკი შემოესმება და სადარბაზოში ორნი შემოვლენ ერთი ის არის წეღან ექიმის მოსაყვანად რომ გაიქცა მეორე ალბათ – ექიმი იგი დაჭრილის წინ ჩაცუცქდება ხელში იმის მაჯას აიღებს მომყვანს ახედავს და თავს პირუჩუმრად გადააქნევს
– რა იყო – ჩახრინწული ხმით ეკითხება იგი
– იცნობდი
– ჩემი უბნელია სამი თვის წინ დედა მოუკვდა
ბიჭს ფეხები გაუცივდება უხმოდ დგას და ხან ერთ კაცს უყურებს ხანაც – მეორეს
ექიმი წამოდგება და ბიჭს მიაჩერდება
– ეს ვინ არი
– არ ვიცი ბიჭია
კაცი შუბლს მოისრისავს
– ცოტა მოვიცადოთ და მერე ახლობლებს შევატყობინოთ
ბიჭი გარეთ გავა და ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ანგარიშმიუცემლად დაეშვება
მიდის ნელ-ნელა უმატებს ნაბიჯს თითქოს უნდა რომ რაც შეიძლება ჩქარა გაეცალოს იქაურობას ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმის კაცი არსად ჭაჭანებს და უეცრად იმ სროლის იმ არეულობის შემდეგ პირველად ახლაღა ახსენდება კავლელიშვილი მოაგონდება რომ სანამ სროლა ატყდებოდა ერთად იყვნენ ერთად ყვიროდნენ მერე კი სადღაც გაქრა და მას შემდეგ აღარ უნახავს გაჩერდება და უკან მიიხედავს ზემოთ რუსთაველზე სიწყნარეა ბნელა და აქედან არაფერი ჩანს მაგრამ ბიჭმა ხომ იცის რომ იქ სისხლით მორწყულ ასფალტზე დაჭრილები და დახოცილები წვანან დგას და არ იცის როგორ მოიქცეს ახლა რუსთაველზე დაბრუნებას სიკვდილი ურჩევნია მაგრამ რაღაც თუ ვიღაც დაჟინებით ურჩევს განუწყვეტ-ლივ ჩასჩიჩინებს რომ დაბრუნდეს და ამხანაგი მოძებნოს რადგან უამისოდ ყოველივეს აზრი ეკარგება უამისოდ ცა ჩამოინგრევა მიწა გასკდება და თან ჩაიტანს
ბიჭი შემობრუნდება და ჯორჯიაშვილის ქუჩის აღმართს შეუყვება სწრაფად მიაბიჯებს შიში და ის წეღანდელი სასოწარკვეთილება სადღაც გამქრალა და ისევ ეჩვენება რომ უკვე დიდია ღონიერი და ქვეყნიერებაზე აღარაფრისა ეშინია მიდის სადაცაა აღმართს აათავებს – აგე სასტუმრო თბილისი მალე ალბათ დაჭრილი ხალხიც გამოჩნდება და უეცრად ნაცნობ სტვენას გაიგონებს გულაჩქროლებული გაჩერდება და უკან მიიხედავს – იქ ქვემოთ სიბნელეში ორნი დგანან – ერთი დედაა მეორე კი კავლელიშვილი!
ბიჭს რაღაც თბილი მძლავრი ტალღა დაეჯახება და ზედ გადაუვლის ქვემოთ დაეშვება გული წინ უსწრებს უნდა რომ გაიქცეს სირბილით ჩაიაროს თავდაღმართი მაგრამ რაღაც უცხო ჯერაც უცნობი ძალა არ უშვებს დინჯად მიაბიჯებს და წინ შემოგებებულ ცრემლით სახეჩამოსველებულ დედას ნელა მძიმედ უახლოვდება