ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ნუგზარ შატაიძე – ვენახის ანგელოზები

ახალშეწამლული, ჯერ ისევ სველი ვაზი მზეზე სხივის. ძირს დაშვებულ, სისველისაგან დამძიმებულ ფოთოლს შაბიამნის წვეთები სცვივადა ფხვიერ მიწაში იჟონება. სიჩუმეს მხოლოდ მათი ტკაპატკუპის ხმა არღვევს.
            უეცრად იმ ხმას წყლის თქაფუნი შეერევა: წელზევით შიშველი, შაბიამნის ხსნარით თავპირშეღებილი გოგია საგუბართან წაკუზულა დახელებს იბანს. წყალს პირზეც რომ შეისხამს და სახეს ჩამოიბანს, მაშინღა გამოჩნდება, რომ შუახნის გამხდარი, სქელულვაშა, ოდნავშემელოტებული კაცი ყოფილა.
            კარგად რომ გაიღვრიჭება, შესაწამლი აპარატისთვის მაშინღა მოიცლის: გარეცხავს, გააჩახჩახებს, მილებსაც დაშლის და საგულდაგულოდგააკრიალებს. ბოლოს აპარატის ნაწილებს გასაშრობად ყორეზე ჩამოამწკრივებს, შაბიამნით გათხუნულ პერანგს აიღებს და ქოხისკენ გასწევს.
            მოკრიალებულ ცაზე ცხრათვალა მზე ღუდღუდებს.
მზვარეზე ჩაფენილ, ლურჯად დაფერილ სველ ვენახს თხელი, სიფრიფანა ორთქლი ასდის.

            შორიდან გუგული იძახის.
            თავდავიწყებით უსტვენს ვერცხლისფერ ფშატზე შემომჯდარი შაშვიც.

            გოგია ქოხში გამართულ ხის ტახტზე ზის, ტანზე სუფთა პერანგი აცვია, ზურგით კედელს მისწოლია და უფილტრო სიგარეტს ნეტარებითაბოლებს.
            ტახტის თავთან ხისგანვე გამოჩორკნილი მაგიდაა მიდგმული, ზედ ერთი ნათალი ჭიქა, საფერფლე (კონსერვის ცარიელი ქილა) და გაზეთშიგახვეული რაღაც დევს. კედელზე ადამისჟამინდელი, გაშავებული ჭრაქი კიდია.
           მოულოდნელად გუგული გაჩუმდება, შაშვიც ხმას გაკმენდს და გარეთ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვება.
            გოგია თავს ასწევს და ვენახს გახედავს.
            იქ ნიავი არ იძვრის. გასუსულები დგანან ვაზები.
            გოგია წამოიწევს, სიგარეტის ნამწვს კონსერვის ქილაში ჩასრესს და თან იმ ვაზებს თვალს არ აცილებს.
            უეცრად, თითქოს ნადირი რამ შემოვარდაო, ვენახში სისინით გაივლის ქარი და იქაურობას აახმაურებს.
            ელდანაკრავი გოგია წამოდგება და გარეთ გავა.
თითქოს პატრონის გამოჩენამ დააფრთხოო, ქარი უმალ ჩადგება. ვენახი ჩაჩუმდება,     

            გაინაბება, ვაზებს ოდნავ, სულ ოდნავღა უთრთის ფოთლები.
            მოულოდნელად იმ სიჩუმეში საშინლად დაიგრუხუნებს და გოგიას მაღლა აახედებს: თრიალეთიდან ერთი უშველებელი, ჩაშავებულ-ჩაბოროტებული ღრუბელი მოდის, თანდათანობით იზრდება, ფუვდება და რუხრუხითა და ჭექა-ქუხილით ახლოვდება.
გოგია უმწეოდ მიიხედ-მოიხედავს, ახალშეწამლულ ზვარს თვალს მოავლებს და თითქოს ამას ელოდებოდაო, ისევ მოვარდება ის გიჟი ქარაშოტი, ვაზებს მიურევ-მოურევს, ვენახის ჭიშკარს გააღებს და მოაჯახუნებს, გააღებს და მოაჯახუნებს.
გოგია ქვემოთ გაიქცევა, ჭიშკარს, რომელსაც ქარი ხელიდან სტაცებს, ჩარაზავს და სწორედ ამ დროს იელვებს, მიწას საშინელი გრუხუნიშეაზანზარებს და მაღლიდან დგრიალით წამოვა წვიმის მსხვილი წვეთები.

            ჰაერში სველი მიწის თბილი ოხშივარი დატრიალდება.
            აქამდე გაჩახჩახებული, განათებული გარემო ახლა ერთბაშად მოიმრუშხება და ჩამობნელდება. ზოგჯერ იქაურობას ღრუბლებშიგაკლაკნილი ელვა თუ გაანათებს.
            წვიმს, ალმაცერად უჟაჟუნებს და თითქოს სული ჩაიდგაო, ვენახი ათასნაირი ხმით ივსება: ისმის შიშინი, წყლის ჩხრიალი, წვიმის ჩქაფუნიდა კიდევ რაღაც უცნაური, შორეული გუგუნი.
            გოგია ნირწამხდარი დგას და წვიმას უყურებს: ცა ფეხად ჩამოდის, ვაზებს წურწურით გასდის შაბიამნიანი წყალი და მიწა წამლისფრადიღებება. გამტკნარებული ხედავს, როგორ ერთბაშად ეყრება წყალში მთელი იმდღევანდელი ნამუშაკარი, რანაირად ირეცხება რის ვაინაჩრობითშეწამლული ვაზი და ნელ-ნელა უსივდება გული.
მაგრამ თურმე ეგ კიდევ არაფერი!
            ჩამუქებულ ცაზე კვლავინდებურად გაიკლაკნება ელვა და დედამიწას შემზარავი გრუხუნი შეარყევს.
            აცახცახდებიან ვაზები, უცნაურად დაიკვნესებს ბებერი, გვერდზე გადახრილი ფშატიც და უეცრად რაღაც ახმაურდება, ახრიალდება დაწვიმას სეტყვა გამოერევა.
სეტყვის მსხვილი მარცვლები კენჭებივით ხტიან ფშატის ტოტებზე, ყორეზე, მიწაზე.
გოგია თავზე ხელებს წაიფარებს და ქოხისკენ გაიქცევა.
            ქოხში თავშეფარებული, კარში ჩამდგარი გასცქერის ციდან დაშვებულ დელგმას.
ვაზები აღარ ჩანს, საშინელი ლაწალუწისა და წვიმის ჩხრიალის მეტი აღარაფერი ისმის.
მიწა სეტყვის თოვლივით თეთრი საბურველით იმოსება.
            გამტკნარებული სახით უყურებს ამ სურათს, უაზროდ მისჩერებია ჰაერში მოხტუნავე ყინულის ნატეხებს და მიწაზე დაფენილ ფოთოლს.
            როდის-როდის ქარი ჩადგება, სეტყვაც გადაიღებს, სამაგიეროდ ახლა წვიმა იმძლავრებს.
            ვენახიდან გამოვარდნილი ნიაღვრები სეტყვის მოლურჯო მარცვლებს ყორის ძირში მიხვეტავს.

            ბოლოს, როგორც იქნება, წვიმაც მოიტეხინებს.
            ახლა ოდნავღა ცრის.
            გოგია წელათრეული გავა და ვაზების მწკრივს ქვემოთ ჩაუყვება.
            ვენახი გატიალებულა. ტალახში ალუფხულა სეტყვის დიდრონი მარცვლები, დაფლეთილი ფოთოლი და ყვავილიდან ახალგამოსულიმტევანი.
            უხმოდ ათვალიერებს გავერანებულ ვენახს, ვაზების მაღლა აფშეკილ, ცარიელ რიკებს, მიწაზე დაფენილ დაგლეჯილ ფოთოლსა და ლერწს.
            ერთგან შედგება, ძირში გადატეხილ, წაქცეულ სარს წამოაყენებს, მაგრამ ხელს გაუშვებს თუ არა, სარი ისევ წაიქცევა და ვაზსაც თანგადაიტანს.
            ახლა მეორეგან გაჩერდება, ჩაცუცქდება და ფრთებგაფართხულ, ტალახში ჩაზელილ შაშვს დააცქერდება.
            კარგა ხანს ზის და მკვდარ ჩიტს ჩუმად ათვალიერებს, მერე ფრთის წვერში სამ თითს წაავლებს, ასწევს, გაიქნევს და ღობის იქით, გზაზეგადააგდებს.
            წვრილი, ნემსივით წვრილი წვეთები სახესა და მელოტს უჩხვლეტენ, მაგრამ გოგია ვერაფერს გრძნობს, გარინდებული დგას დაგაპარტახებულ ვაზებს უსიტყვოდ უყურებს.
ბოლოს ქოხისკენ დაიძრება, კალოშებს მიწაზე უილაჯოდ მიაფრატუნებს, აღარც ტალახს ერიდება და აღარც წყლის გუბეებს.
            ქოხში შესული ტახტზე ჩამოჯდება, მერე გულაღმა გადაწვება, თვალებს დახუჭავს და ხელებს მუცელზე დაილაგებს.
            ავად ჩამოწოლილ სიჩუმეს წვიმის ფაჩუნი არღვევს.

            უეცრად ჭიშკარი გაჯახუნდება და ამას გოგიას ცოლის ტირილნარევი ხმაც ზედ მოჰყვება.
            _ უი, მამიკვდეს თავი, ეს რა უქნია ამ ჩამოსანგრევსა ამასა, რა უქნია ესა, ქაა!
            გოგია არ ინძრევა, წევს და ესმის ცოლის ფლიქვინი, იმისი ფეხის ხმა და როცა ქალი ქოხის კარში შემოიხედავს, თვალებს მაშინღა გაახელს, უსიტყვოდ ახედავს და ისევ დახუჭავს.
            _ რა იყო ესა, ეს რა ღვთის რისხვა იყო, კაცო?!
            რაკი ქმარი პასუხს არ გასცემს, ქალი ქოხში შემოვა და კუთხეში მიდგმულ კუნძზე ჩამოჯდება.
            თვალებდახუჭული გოგია ჩუმად წევს.
            ქალი იდაყვებით მუხლებს დაებჯინება, სახეს ხელისგულებში ჩარგავს, უსიტყვოდ ზუზუნებს და სასოწარკვეთილი ირწევა.
            გარეთ ისევ ცრის.
            ისლის სახურავიდან ჩამონადენ წვიმის წვეთებს გუბეში წკაპუნი გაუდის.
            ბოლოს ქალი თავს ასწევს და მიცვალებულივით გულაღმა გაშოტილ ქმარს მიაჩერდება.
            _ რას გაჩუმებულხარ, კაცო, თქვიი რამე, ხმა ამოიღე!
            გოგია ოდნავ შეირხევა, მაგრამ თვალებს მაინც არ ახელს.
            ქალი წინ გადაიხრება და ტანზე ხელს მოუფათურებს.
            _ აი, დასველებულხარ, გოგი, ადექი, გენაცვალე, აბა, ადექი.
            გოგია არ ინძრევა.
            _ ადექი, ადექი, წავიდეთ შინა, ოხრათაც დარჩენილა აქაურობა.
            გოგია ახლაღა გაახელს თვალებს და ცოლს უსიტყვოდ მიაჩერდება.
            _ ადე, კაცო, უნდა გასცივდე და მოკვდე, არაა?
            _ წადი, ადამიანო, სახლში.
            _ მე უშენოთ არსადაც არ წავალ!
            გოგია ტახტზე წამოჯდება, ფეხებს ძირს ჩამოუშვებს და ცოლს პირგამეხებული მიაჩერდება.
            _ წადი-მეთქი, დედაკაცო, შინა!
            ჩუმად უყურებენ ერთმანეთს.
            ქალს ცრემლიანი თვალები თანდათანობით უშრება, ადგება, ქოხიდან უსიტყვოდ გავა და ქვემოთ დაეშვება.
            ჭიშკრის მოჯახუნების ხმას რომ გაიგონებს, გოგია დაგორგლილ გაზეთს გაშლის, სადაც პურის გამხმარი, გაკოროწებული ნამტვრევებიყოფილა გახვეული, დაიხრება, ტახტქვეშ ხელს შეყოფს, იქიდან ღვინით სავსე სამლიტრიან შტოფს გამოიღებს და წინ დაიდგამს.
            საცობის მოხსნაზე კარგა ხანს იწვალებს, მერე ჭიქას მისწვდება, საჩვენებელი თითით გამოწმენდს და ღვინით გაავსებს.
            გარეთ ისევ ცრის, თუმცა იქით აღარც კი უნდა გახედვა. ჭიქას აიღებს, ქოხის გაშავებულ ჭერს მიაჩერდება, რაღაც გაუგებარს ჩაილაპარაკებსდა დალევს.
            ერთხანს გაუნძრევლად ზის, მერე ხალათის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს ამოიღებს, იქიდან ერთ ღერს ამოაძვრენს, მაგრამ აღარმოუკიდებს, ჭიქას შეივსებს, ისევ დაიჩურჩულებს რაღაცას, გამხმარი პურის ნატეხს რამდენიმე წვეთს დააპკურებს და ღვინოს ნება-ნება დალევს.
            მერე, ფიქრში წასული, სიგარეტის ღერს ჩაიდებს პირში და მოუკიდებს. ჩუმად, ჯავრიანად აბოლებს. ბოლოს მესამედაც დაისხამს.
            უეცრად, თითქოს შუქი აანთესო, მაგიდის ზედაპირს კედლის ჭუჭრუტანიდან შემოჭრილი მზის სხივი დაეფინება და ქოხი განათდება.
გოგია თავს მიაბრუნებს და გარეთ გაიხედავს.
            წვიმას გადაუღია, ცას ღრუბელი გადაუყრია და იქიდან მზე ისე უზრუნველად, ისეთი ალერსით იყურება, თითქოს ამ არემარეზე სულარაფერი მომხდარაო.
            გოგია სიგარეტის ნამწვს თუნუქის კოლოფში ჩააქრობს, სასმისს აიღებს, მაღლა ასწევს, მიიხედ-მოიხედავს, ჩახრინწული ხმით რაღაცგაურკვეველ სიტყვებს ჩაილაპარაკებს, დალევს და ცარიელ ჭიქას მაგიდაზე ხმაურით დადგამს.
            მერე იქაურობას მოაწესრიგებს _ პურის ნატეხებს ქაღალდში შეახვევს, შტოფს საცობს მოარგებს და ისევ ტახტქვეშ შედგამს.
            ერთხანს კიდევ ზის და კარის ღიობიდან ვენახს უყურებს, ბოლოს წამოდგება, ხალათს გაიხდის, ლურსმანზე ჩამოკიდებულ, შაბიამნისხსნარით გათხუნულ, ჯერ ისევ სველ პერანგს ჩამოიღებს და ჩაიცვამს.
            მზეზე ჩამთბარ, გავერანებულ ვენახს სიფრიფანა ორთქლი ასდის, გაღმა ახოებში გუგული იძახის.
            გოგია ჭერის ფიცრებიდან ჯერ წალდს ჩამოიღებს, მერე _ ერთად შეკრული «პრეჟის» კონას, ბოლოს _ სასხლავს, ამ ყველაფერს მაგიდაზედაამწკრივებს და გარეთ გავა.
სეტყვის ნამოქმედარი მზის ნათელში უფრო ცხადლივ მოჩანს _ დალეწილა, გაუბედურებულა ვაზი, მიწა აღარა ჩანს _ იქაურობა ცერისსიმსხო, მსხმოიარე ლერწითა და დაფლეთილი ფოთლით მოფენილა.
            გოგია მწკრივებს დაუვლის, გადამტვრეულ, წაჩეხილ სარებს მოაგროვებს, დაიიღლიავებს, ქოხთან ამოიტანს და ძირს დაყრის. მერე ქოხიდანკუნძს გამოაგორებს, წალდსაც გამოიტანს, ჩაცუცქდება და სარების ჩეკვას (წვერების წათლას) იწყებს.
ამ საქმეს რომ მორჩება, სასხლავს აიღებს და ვენახის განაპირა მწკრივს ჩაუყვება.
სხლავს, ვაზებს ჩამოლეწილ ლერწებს აჭრის, გადარჩენილი, მაგრამ ფოთოლდაგლეჯილი რქა სამ კვირტზე დაჰყავს და იმ ფოთოლსაც მკაცრი, დაუნდობელი დალაქივით პარსავს.
მოსარკულ, მოკარკაცებულ ცაზე დასავლეთისკენ გადახრილი მზე ანათებს და ატალახებულ მიწას თვალდათვალ აშრობს.
            ახოებიდან ისევ იძახის გუგული.
            სხვლას რომ მორჩება, გოგია თავს ასწევს და დაინახავს, რომ მზე ჩასასვლელად დაღერილა _ სულასწრაფებული გადადის დანახვისისსერზე, რაღაცნაირი ზეიმური სიხარულით ეთხოვება აქაურობას, ალერსიანი, ალმაცერი სხივებით ეფერება გაკორტნილ, გასაცოდავებულ ვაზებსდა როცა ბოლოს ჩამუქებულ ქედს ჩაეფარება, ვენახი ჩაყუჩდება, გაირინდება და შიგ ბინდისპირის სიმშვიდე დაისადგურებს.
გოგია აჩქარდება: ახლა მწკრივებიდან ნასხლავი და სეტყვის ნალეწი გამოაქვს და ვენახის ბოლოში ახორავებს.
            სულ მალე იქ მტევნის, ლერწისა და შემჭკნარი ფოთლის უშველებელი გორა დადგება.
            გოგია თავს ასწევს და დასუფთავებულ, დამასმასებულ ვენახს მზერას მოავლებს.
შორიდან ისმის საძოვრებიდან სოფელში მობრუნებული საქონლის ბღავილი და ძაღლების ყეფა.
            დაღლილი და ფეხებდამძიმებული ავა ქოხთან, ცემენტის ავზს სახურავს ახდის და შიგ ჩაიხედავს _ კიდევ ბლომად დარჩენილა შაბიამნისხსნარი.
გოგია აპარატს ააწყობს და წამლით გაავსებს.
            ბინდდება.
            ტყისპირიდან ჭოტი იძახის.
            გოგია ვაზს წამლავს, აპარატის სახელურს მონოტონურად ამოძრავებს და სანამ მთვარე ამოვიდოდეს, ვარაუდით ასხურებს შაბიამანს.
            მერე კი ცაზე დიდი, უშველებელი მთვარეც გამოჩნდება და იქაურობას დღესავით გაანათებს.
            გასხლულ, აქა-იქ ფოთოლშერჩენილ ვაზებს შაბიამნის წვეთები სცვივა და ფხვიერ მიწაში იჟონება. ღამის სიჩუმეს მხოლოდ მათიტკაპატკუპის ხმა არღვევს.
            დაღლილობისაგან გასავათებული გოგია ცემენტის ავზის ძირში ზის, ზურგით მის კედელს მიყრდნობია და სძინავს.
            იქვე გდია დაცლილი, გადაბრუნებული აპარატიც.
            შაბიამნისფრად შეღებილ, სამერმისოდ გასხლულ ვენახს სავსე მთვარე დანათის.
მთვარის ოქროსფერი შარავანდი ადგას თავზე მძინარე გოგიასაც და უეცრად იმ ნათელში, როგორც ფოტოქაღალდზე, ისე თანდათანობით ისახებაჯერ ნაბდისქუდიანი, ულვაშაპრეხილი, მოღიმარი ბერიკაცი, მერე კი ჩიხტიკოპიანი დედაბერიც..

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button