ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

კვლევა: უმეტესობა კრიპტოვალუტებს ხარჯავს საკვებსა და ტანსაცმელში, და არა დარქნეტში

კრიპტოვალუტების მფლობელები მათ ყველაზე ხშირად იყენებენ ყოველდღიური მოხმარების საგნების შესაძენად იმ დროს, როდესაც ბევრი პირისთვის, ვისაც შეხება არ აქვს, ციფრული აქტივები ასოცირდება იარაღისა და ნარკოტიკის შეძენასთან. ამგვარი შედეგები გამოავლინა Visual Objects-ის კვლევამ.

გამოკითხული 983 რესპონდენტიდან მხოლოდ 157 მათგანს ჰქონდა კრიპტოვალუტის შეძენისა და ანგრიშსწორების გამოცდილება.

სტატისტიკამ გამოავლინა, რომ ყველაზე ხშირად ციფრული აქტივების მფლობელები აქტივებს ხარჯავდნენ საკვებში (38 %), ტანსაცმელსა (34 %) და აქციებში (29 %).

მსგავსი პასუხები კონტრასტშია ისეთ პირთა წარმოდგენებთან, რომელთაც კავშირი არასდროს ჰქონიათ კრიპტოვალუტებთან. როგორც Visual Objects-ში აღნიშნეს, ამ ჯგუფში აღმოჩნდა მათი 30 %, ვინც თვლის, რომ ციფრული აქტივები მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო საქონლის შესაძენადაა საჭირო.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ კრიპტოვალუტების მიღების მხრივ ზრდაა. წინა გამოკითხვამ, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, გამოავლინა, რომ კრიპტოვალუტების მფლობელები გამოკითხულთა მხოლოდ 6 %-ს შეადგენდა, ახალი გამოკითხვის შედეგად კი მათი რაოდენობა 16 %-ია.

ყველაზე მეტად პოპულარული კრიპტოვალუტა მომხმარებლებს შორის Bitcoin-ია (70 %), შემდეგ მოდის Ethereum (27%), Litecoin (LTC) – 20%, Dogecoin (DOGE) – 15% და Dash (DASH) – 14%.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად Bitcoin-ით შეძენილი პირველი პროდუქტი იყო პიცა – 2010 წლის 22 მაისს პროგრამისტმა ლასლო ჰეინიცმა ორი პიცა 10 000 BTC-ად შეიძინა.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button