ლიტერატურამოთხრობა

გოლი თარაყი – შემირანის ავტობუ­სი

სა­მოც­და­მე­ა­თე მარ­შ­რუ­ტის ავ­ტო­ბუ­სი ჩვენს მის­ვ­ლამ­დე იძვ­რის ად­გი­ლი­დან და გვშორ­დე­ბა, ჩე­მი პა­ტა­რა გო­გო­ნა ცო­ტა ხანს მის­დევს მას და მო­სახ­ვევ­თან იმ­ედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ჩერ­დე­ბა… სხვა ავ­ტო­ბუსს ვე­ლო­დე­ბით.
თო­ვა იწ­ყე­ბა და ჰა­ერ­ში ბრჭყვი­ა­ლა მტვე­რი ტრი­ა­ლებს. ქა­ლა­ქის ჩვე­ულ ხმა­ურს სა­ა­მო სი­ჩუ­მე ცვლის, ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რია და მშვი­დი. ამ რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე, რაც პა­რიზ­ში ვცხოვ­რობთ, პირ­ვე­ლად თოვს ასე ხვა­ვი­ა­ნად. ყურ­ში ბე­ბი­ა­ჩე­მის ხმა ჩა­მეს­მის: “ან­გე­ლო­ზე­ბი სახლს ალ­ა­გე­ბენ, ღრუბ­ლებს მტვერს აც­ლი­ან და ხა­ლი­ჩებს ბერ­ტყა­ვენ”.
თე­ი­რა­ნუ­ლი მზი­ა­ნი ზამ­თ­რე­ბი მახ­სენ­დე­ბა, ელბ­რუ­სის მა­ღა­ლი მწვერ­ვა­ლი ნა­თე­ლი და კრი­ა­ლა ცის ქვეშ; თოვ­ლის გამ­წ­მენ­დი მან­ქა­ნე­ბის რახ­რა­ხი სახ­ლე­ბის ბან­ზე; ალ­ვის ხე­ე­ბი ბა­ღის სიღ­რ­მე­ში, ჭა­ღა­რა, ტან­მა­ღალ დე­დაბ­რებს რომ ემს­გავ­სე­ბოდ­ნენ.
ბავ­შ­ვო­ბა­ში, თო­ვას რომ და­იწყებ­და, თით­ქოს უს­ას­რუ­ლოდ თოვ­და, ბო­ლო არ უჩ­ან­და. შა­ბა­თი, კვი­რა, ორ­შა­ბა­თი, დღე­ებს ვით­ვ­ლი­დი. ათი სან­ტი­მეტ­რი, ოცი სან­ტი­მეტ­რი, ნა­ხე­ვა­რი მეტ­რი. სკო­ლა ერ­თი კვი­რით იკ­ე­ტე­ბო­და.
ო, რა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო! წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა! მთე­ლი ერ­თი კვი­რა დი­ლა­ო­ბით ლო­გინ­ში გო­რა­ო­ბა! მთე­ლი კვი­რა თა­მა­ში ათ­ას ერთ ბი­ძაშ­ვილ­თან და დე­ი­დაშ­ვილ­თან. მთე­ლი ერ­თი კვი­რა არც ზე­დამ­ხედ­ვე­ლის ში­ში, არც მა­თე­მა­ტი­კის ანჩხლ მას­წავ­ლე­ბელ­თან შეხ­ვედ­რა, არც რჯუ­ლის კა­ნო­ნი, არც სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის წე­რა, მთე­ლი ერ­თი კვი­რა გრძე­ლი, უშ­ი­ნა­არ­სო ლექ­სე­ბის და კა­ლიგ­რა­ფი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­რე­შე; სკო­ლი­სა და სწავ­ლის გა­რე­შე; თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დროს­ტა­რე­ბის შვი­დი დღე!
რა სი­ხა­რუ­ლი იყო თუ სტუმ­რე­ბი გვყავ­და, თოვ­ლი კი გზებს ჩა­კე­ტავ­და. ყვე­ლა­ნი ჩვენ­თან რჩე­ბოდ­ნენ ორი-სა­მი დღით.
აი, ვინ იყო ჩვე­ნი მუდ­მი­ვი სტუ­მა­რი: ჩე­მი სიფ­რი­ფა­ნა, კე­თი­ლი ბე­ბია, სულ რომ ლო­ცუ­ლობ­და და ღმერთს ჩვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, დღეგ­რ­ძე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას ევ­ედ­რე­ბო­და; ბი­ბი­ჯა­ნი – დე­და­ჩე­მის მო­ხუ­ცი დე­ი­და, ყურ­ში რომ არ ეს­მო­და და სხვა შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბიც მოჩ­ლუნ­გე­ბო­და, მე რომ ჩემს ძმა­ში ვეშ­ლე­ბო­დი, ჩე­მი ძმა – ბი­ძაშ­ვილ­ში; ბი­ძაშ­ვი­ლი რომ მე­ზო­ბე­ლი ეგ­ო­ნა, მე­ზო­ბე­ლი კი – მე.
ჩე­მი ალ­ერ­სი­ა­ნი დე­ი­და აზ­ა­რი თა­ვი­სი ონ­ა­ვა­რი ბავ­შ­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ დე­რე­ფან­ში თა­მა­შობ­დ­ნენ გრძელ ვირს, გუ­ლის­წამ­ღე­ბი წი­ვილ-კი­ვი­ლით, მა­ი­მუ­ნე­ბი­ვით მარ­ჯ­ვედ და­ცო­ცავ­დ­ნენ კედ­ლებ­ზე თუ ხე­ებ­ზე და მო­ა­ჯი­რებ­ზე აღ­მა-დაღ­მა დას­რი­ა­ლებ­დ­ნენ.
ბი­ძია აჰ­მად­ხა­ნი, ამქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი კბი­ლის ექ­ი­მი, ვე­რა­ვის რომ ვერ იმ­ე­ტებ­და კბი­ლის ამ­ო­სა­ღე­ბად. თუ­კი რო­მე­ლი­მე ჩვენ­გა­ნი ატ­ირ­დე­ბო­და, მა­საც მა­შინ­ვე თვა­ლე­ბი მო­უწყ­ლი­ან­დე­ბო­და ხოლ­მე.
უფ­რო­სი ბი­ძია, სა­არ­ტი­ლე­რიო ჯა­რე­ბის ოფ­ი­ცე­რი, ცხენს რომ უფრ­თხო­და და თო­ფი და ზარ­ბა­ზა­ნი ში­შის ზარს სცემ­და. სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­ხა­და ოფ­იც­რის ფორ­მა და მის ნაც­ვ­ლად ქა­ლის წინ­სა­ფა­რი აიფ­ა­რა. უგ­ემ­რი­ე­ლეს მუ­რა­ბებს ხარ­შავ­და და შა­ლის ჭრელ-ჭრელ სვი­ტე­რებს ქსოვ­და.
და ­ბო­ლოს, თუ­ბა­ხა­ნუ­მი, მსუ­ქა­ნი და ზან­ტი, სა­ო­ცარ და უც­ნა­ურ ამ­ბებს რომ ყვე­ბო­და, სუ­ლებ­სა და ჯი­ნებს იც­ნობ­და, ჯა­დოქ­რო­ბა იც­ო­და და ფო­კუ­სებს გვიჩ­ვე­ნებ­და.
ეს ად­ა­მი­ა­ნე­ბი, ყვე­ლა­ნი ჩვენ­თან რჩე­ბოდ­ნენ თოვ­ლის დად­ნო­ბამ­დე. ვგიჟ­დე­ბო­დი ხალ­ხ­მ­რა­ვალ ოთ­ა­ხებ­ზე, ხა­ლი­ჩა­ზე მიჯ­რით და­ლა­გე­ბულ ლო­გი­ნებ­ზე, ხო­რა­გით სავ­სე მა­გი­დებ­ზე. რა არ ეწ­ყო ხოლ­მე: შარ­ბა­თის სუ­რე­ბი, ბრო­წე­უ­ლის მარ­ც­ვ­ლე­ბით სავ­სე ჭი­ქე­ბი, ნა­ირ-ნა­ი­რი კან­ფე­ტე­ბი და გემ­რი­ე­ლი ფაჰ­ლა­ვა, დე­და რომ აც­ხობ­და.
რა სია­მოვ­ნე­ბა იყო, ათ­ა­სი თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სუ­ნი რომ დატ­რი­ალ­დე­ბო­და ხოლ­მე სახ­ლის დე­რეფ­ნებ­ში: აქ იყო ბე­ბი­ა­ჩე­მის ყა­ლი­ო­ნის სურ­ნე­ლი, ბი­ბი­ჯა­ნის ბა­ლა­ხე­ბის ნა­ხარ­შის სა­ა­მო ორთ­ქ­ლი, ცხელ ბრინ­ჯ­ზე მოყ­რი­ლი ზაფ­რა­ნის, ძი­რა­სა და და­რი­ჩი­ნის, ვარ­დის წყლის არ­ო­მა­ტი, მოხ­რა­კუ­ლი ხახ­ვი­სა და გა­ვარ­ვა­რე­ბულ ნაკ­ვერ­ჩხ­ლებ­ზე დაბ­რა­წუ­ლი მწვა­დის ოხ­ში­ვა­რი.
რო­გორ მიყ­ვარ­და გვერ­დით ოთ­ა­ხებ­ში მყო­ფი უფ­რო­სე­ბის ჩურ­ჩულ­სა და მო­გუ­დულ სი­ცილ­ში ჩა­ძი­ნე­ბა…
ვუს­მენ­დი უმც­რო­სი ბი­ძის თა­რის წყნარ ხმას, დე­ი­და აზ­ა­რის ჩუმ ღი­ღინს, დე­და­ჩე­მის ფოს­ტ­ლე­ბის ტყა­პა-ტყუპს კი­ბე­ებ­ზე და ძილს ვეძ­ლე­ო­დი. შუ­ა­ღა­მი­სას მეღ­ვი­ძე­ბო­და. უფ­რო­სებს არ ეძ­ი­ნათ, სი­ნათ­ლე ენ­თო, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ერ­თი ამ­ბა­ვი იყო, ქვა­ბე­ბი ჩხა­რუ­ნობ­და. ის­ევ ვი­ძი­ნებ­დი. ჩე­მი სიზ­მ­რე­ბი ქა­ღალ­დის ფრა­ნი­ვით მსუ­ბუ­ქი და ლა­ღი იყო.
თო­ვამ ამ სა­ღა­მოს ის­ე­ვე ამ­ან­თო და ამ­ა­ფო­რი­ა­ქა, რო­გორც ბავ­შ­ვო­ბა­ში. ჩე­მი გო­გო­ნაც აგზ­ნე­ბუ­ლია. ად­გილ­ზე ტრი­ა­ლებს, ცეკ­ვავს, პა­ტა­რა ხე­ლე­ბით თოვლს აგ­უნ­და­ვებს და ჰა­ერ­ში ისვ­რის.
ერთ­თა­ვად ქუ­ჩის შუ­ა­გუ­ლის­კენ გარ­ბის, მო­უთ­მენ­ლად ელ­ის სა­მოც­და­მე­ა­თე მარ­შ­რუ­ტის ავ­ტო­ბუსს. მი­სი მო­უს­ვენ­რო­ბა ჩემს ბავ­შ­ვო­ბის დრო­ინ­დელ შფოთ­ვას მახ­სე­ნებს, რო­ცა ყო­ველ სა­ღა­მოს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, ღელ­ვით მივ­შ­ტე­რე­ბო­დი ქუ­ჩის მო­სახ­ვევს და ჩე­მი მე­გობ­რის, აზ­იზ აყ­ას მო­ლო­დინ­ში წა­მებს ვით­ვ­ლი­დი…
თავს ზე­მოთ ვწევ, პირს ვა­ღებ, რომ თოვ­ლის ფან­ტე­ლე­ბი ვიგ­რ­ძ­ნო ენ­ა­ზე. რა გემ­რი­ე­ლია, რა სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი აქვს. თით­ქოს იას­ა­მანს ფურ­ც­ლე­ბი ცვი­ვა ზე­ცი­უ­რი ბა­ღე­ბი­დან…
მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მი­წას ვწყდე­ბი, სივ­რ­ცე­ში მივ­ცუ­რავ. მი­ნის ბურ­თ­ში ვზი­ვარ და უხ­ი­ლა­ვი სიო წარ­სულ­ში მი­მაქ­რო­ლებს.
…ათი წლის ვარ. სკო­ლის გზაჯ­ვა­რე­დინ­თან შა­მი­რა­ნის ავ­ტო­ბუსს ვე­ლო­დე­ბი. ჩვე­ნი ახ­ა­ლი სახ­ლი ქვეყ­ნის და­სა­ლი­ერ­ში დგას, ბორ­ც­ვებს გა­დაღ­მა, შიშ­ველ მი­წა­ზე, გარ­შე­მო სუ­ლი­ე­რი არ ჭა­ჭა­ნებს. ხან­და­ხან, ღამ­ღა­მო­ბით, ტუ­რე­ბი კი­ვი­ან. დე­დას ეშ­ი­ნია, მზა­რე­ულ­საც ეშ­ი­ნია – ჰა­სან აყ­ას. ამ­ი­ტომ ლო­გინს პირ­და­პირ დე­რე­ფან­ში, მა­მას ოთ­ა­ხის კარ­თან იშ­ლის. მე მიყ­ვარს უკ­აც­რი­ელ ად­გი­ლას ჩად­გ­მუ­ლი ჩვე­ნი სახ­ლი. არ მე­ში­ნია არც წყალ­სა­ცა­ვის, არც ბა­ყა­ყე­ბით სავ­სე ჭა­ო­ბის და არც ხე­თა და­ბუ­რუ­ლი ჩრდი­ლე­ბის, ავ­სუ­ლებს რომ გვა­ნან. ბა­ღის სიღ­რ­მე­ში, ბზის ბუჩ­ქებს უკ­ან, ძვე­ლი ზეწ­რე­ბის­გან სახ­ლი მო­ვიწყე, ვე­რა­ვინ მო­მაგ­ნებს. საჭ­მელს აგ­უ­რის ქვეშ ვი­ნა­ხავ. სუფ­თა წე­რის რვე­ულს, ნო­ლი რო­მელ­შიც მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, დე­და­ჩე­მის ში­შით მი­წა­ში ვმარ­ხავ. ალ­ვის ხე­ე­ბი ჩე­მი მე­გობ­რე­ბი არ­ი­ან. ყვე­ლას თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს, უფ­რო მაღ­ლე­ბი ბი­ჭე­ბი არ­ი­ან. სკო­ლი­დან რომ ვბრუნ­დე­ბი, ჩან­თას მო­ვის­ვ­რი და მათ სა­ნა­ხა­ვად მივ­რ­ბი­ვარ. ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი, რაც მოხ­და.
ჩემს ნა­ხა­ტებ­საც ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ და სპარ­სუ­ლის წიგ­ნ­საც ვუ­კითხავ ხმა­მაღ­ლა. ზო­გი ზარ­მა­ცია და ამთ­ქ­ნა­რებს, ზო­გი უწ­ე­სოა და არ მის­მენს. ვინც კარ­გად იქ­ცე­ვა, ვკოც­ნი და ჩემს სა­ღეჭ რე­ზინს ფოთ­ლებ­ზე ვა­წე­ბებ. იმ­ათ კი, ვინც ჩემს ზურგს უკ­ან ცუდს ლა­პა­რა­კობს, წა­ვუ­თა­ქებ ხოლ­მე და ტო­ტებს თო­კით ვუ­ბამ ერთ­მა­ნეთ­ზე.
ფი­რუზ­ქუ­ჰის სკო­ლამ­დე ავ­ტო­ბუ­სი ერთ სა­ათ­ზე მეტ დროს ან­დო­მებს. ჩე­მი ძმა უფ­რო­სია და მარ­ტოს უშ­ვე­ბენ. მე კი ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ჰა­სან აყ­ას ჩავ­ჭი­დო ხე­ლი და მი­სი ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე ფე­ხი არ გა­დავ­დ­გა. ეს დე­და­ჩე­მის გან­კარ­გუ­ლე­ბაა. მაგ­რამ მე ისე ვიქ­ცე­ვი, რო­გორც მინ­და. თუ ჰა­სან აყა კრინტს დაძ­რავს დე­დას­თან, ტყავს გა­ვაძ­რობ. რად­გა­ნაც ვი­ცი, რომ სა­კუჭ­ნა­ოს ვი­თომ­და და­კარ­გუ­ლი გა­სა­ღე­ბი მას უდ­ევს პი­ჯა­კის სარ­ჩულ­ში. ვი­ცი, რო­ცა დე­და სახ­ლ­ში არ არ­ის, ჰა­სან აყა პეშ­ვე­ბით იპ­ა­რავს ლო­ბი­ოს, ბრინ­ჯის და ოს­პის მარ­ც­ვ­ლებს და, ბა­ღის სიღ­რ­მე­ში რომ სა­პირ­ფა­რე­შოა, იმ­ის უკ­ან ინ­ა­ხავს, ყუთ­ში. დას­ვე­ნე­ბის დღეს კი ყვე­ლა­ფე­რი თან მი­აქვს. ამ­ი­ტო­მაა, რომ ჩვენ ერთ­მა­ნეთს არ ვერ­ჩით და ბა­რი ბარ­ში ვართ.
ოთხ სა­ათ­ზე, რო­ცა გაკ­ვე­თი­ლე­ბი მთავ­რ­დე­ბა, ჰა­სან აყა მა­კითხავს და გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე შა­მი­რა­ნის ავ­ტო­ბუსს ვე­ლო­დე­ბით. დღეს თოვს, თეფ­ში­სო­დე­ნა ფიფ­ქე­ბი ცვი­ვა. ყვე­ლა­ფე­რი გა­და­თეთ­რ­და. ჰა­სან აყ­ა­სი კონ­ტუ­რე­ბი­ღა ჩანს კედ­ლის ძი­რას. სა­ხე ქათ­ქა­თა ღრუბ­ლის ფთი­ლას მი­უ­გავს. სწო­რედ ის­ეთს, ღამ-ღა­მო­ბით რომ ვხე­დავ ხოლ­მე ცა­ზე. ვი­ცი, ის­ი­ნი ათ­ა­სი წლის წი­ნან­დე­ლი ად­ა­მი­ა­ნე­ბი არ­ი­ან. ზო­გი­ერთს გვირ­გ­ვი­ნი ად­გას, გრძე­ლი წვე­რი აქვს და ცხენს მი­ა­ჭე­ნებს. მთვა­რე­ზე, თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბი, პა­ტა­რა ბავშვს და­ი­ნა­ხავ, ხე­ლე­ბი ფე­ხე­ბის­თ­ვის შე­მო­უხ­ვე­ვია, თა­ვი მუხ­ლებ­ზე და­უყ­რ­დ­ნია და ტი­რის. ჩე­მი ბრიყ­ვი ძმა, რამ­დენ­საც არ ვცდი­ლობ, და­ვა­ნა­ხო, ვერ ხე­დავს.
დე­დას სავ­სე მთვა­რის ეშ­ი­ნია და მთხოვს, რომ ცას არ ვუ­ყუ­რო. ხან­და­ხან ცის სი­ლურ­ჯი­დან გვე­ლე­შა­პი გა­მო­ცურ­დე­ბა ხოლ­მე და კვლავ მის სიღ­რ­მე­ში იძ­ი­რე­ბა. ამ­ას ჰა­სან აყ­ას რომ ვე­უბ­ნე­ბი, ყვი­რის, თავ­ზე ზე­წარს იფ­ა­რებს და ხმა­მაღ­ლა ლო­ცუ­ლობს…
შა­მი­რა­ნის ავ­ტო­ბუ­სი არ ჩანს. მი­ხა­რია, შუა ქუ­ჩა­ში დავ­ს­რი­ა­ლებ. ხე­ებს ფეხს ვურ­ტყამ, რომ თოვ­ლი და­მაც­ვივ­დეს თავ­ზე. ჰა­სან აყ­ას ჩე­მი ჩან­თა და სა­დი­ლის ქვა­ბი უჭ­ი­რავს და კან­კა­ლებს. პი­რი­დან ორთ­ქ­ლი ამ­ოს­დის. მა­მა­ჩე­მის ძვე­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი აც­ვია. რამ­დე­ნი­მე ნომ­რით დი­დი აქვს. ქუს­ლებ­თან ფეხ­საც­მე­ლი ცა­რი­ე­ლია და თოვ­ლი ეყ­რე­ბა. ხე­ლე­ბიც პა­ტა­რა აქვს და დე­და­ჩე­მის ხელ­თათ­მა­ნე­ბი წა­მო­უც­ვამს. ცალ-ცა­ლი ხელ­თათ­მა­ნი, ერ­თი – ტყა­ვის, უნ­ა­ბის­ფე­რი, მე­ო­რე კი – ნაქ­სო­ვი, შა­ვი. მა­მა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე გან­კარ­გუ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ყვე­ლას ახ­ა­ლი პი­ჯა­კი, პე­რან­გი, წინ­და, საც­ვა­ლი და ფეხ­საც­მე­ლი უყ­ი­დონ. ჰა­სან აყა ახ­ალ ტან­საც­მელს არ იც­ვამს, ჩე­მო­დან­ში ინ­ა­ხავს, რომ ზაფხუ­ლის მი­წუ­რულს, სო­ფელ­ში რომ წა­ვა, თან წა­ი­ღოს, ან ყვე­ლა­ფერს ყი­დის და ფულს თა­ვის ოთ­ახ­ში ინ­ა­ხავს, ღუ­მე­ლის საკ­ვა­მურ­ში. მე ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც იც­ის ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ხელს არ­ას­დ­როს არ ვახ­ლებ. გე­ფი­ცე­ბით.
შო­რი­დან ავ­ტო­ბუ­სის ხმა ის­მის. ჰა­სან აყა ად­გილს სწყდე­ბა, მე სი­ხა­რუ­ლით და ფო­რი­ა­ქით შევ­ც­ქე­რი თეთრ კა­ბი­ნას, რწმე­ნით რომ მო­ი­წევს ჩვენ­ს­კენ. ჩემ­თ­ვის ვამ­ბობ: ფარს თუ აან­თებს, ჩავ­ჯ­დე­ბი, თუ არა და შემ­დეგს და­ვე­ლო­დე­ბი. ჰა­სან აყა რომც გა­ი­ყი­ნოს, დე­და­ჩე­მი მღელ­ვა­რე­ბით გა­გიჟ­დეს და მე შიმ­ში­ლით და დაღ­ლი­ლო­ბით მოვ­კ­ვ­დე, მა­ინც. ეს სა­ი­დუმ­ლოა, რო­მე­ლიც არ­ა­ვინ იც­ის, სრუ­ლი­ად არ­ა­ვინ. ჩე­მი და აზ­იზ აყ­ას სა­ი­დუმ­ლო, ჰა­სან აყ­ა­მაც არ­ა­ფე­რი იც­ის ამ­ის შე­სა­ხებ და ვერ გა­უ­გია, ზოგ­ჯერ რა­ტომ არ ვჯდე­ბი შა­მი­რა­ნის ავ­ტო­ბუს­ში (ფარს რომ არ ან­თებს, ის ავ­ტო­ბუ­სი აზ­იზ აყ­ა­სი არ არ­ის) და რა­ტომ გავ­რ­ბი­ვარ, რა­ტომ არ­აფ­რად ვაგ­დებ მის ყვი­რილს და პრო­ტესტს. რამ­დენ­ჯერ­მე და­მე­მუქ­რა, დე­და­შენს ვეტყ­ვიო და მეც სა­კუჭ­ნა­ოს გა­სა­ღე­ბი შე­ვახ­სე­ნე, სარ­ჩულ­ში რომ უდ­ევს. ამ­ი­ტო­მაც აღ­არ მერ­ჩის, თა­ვი და­მა­ნე­ბა. აზ­იზ აყ­ა­სი ის ავ­ტო­ბუ­სია, შო­რი­დან სამ­ჯერ რომ აან­თებს ფარს. ყო­ველ ღა­მე, ძი­ლის წინ, დე­დამ რომ ლოც­ვა მას­წავ­ლა, იმ­ის ნაც­ვ­ლად სამ­ჯერ ვი­მე­ო­რებ: “აზ­იზ აყ­ას ავ­ტო­ბუ­სის გარ­და, არც ერთ­ში არ ავ­ალ”, ეს პი­რო­ბაა, რო­მე­ლიც ჩვენ დავ­დეთ, სა­უ­კუ­ნო პი­რო­ბა. რა თქმა უნ­და, უს­იტყ­ვო. მე ხომ ჩემს გო­ლი­ათ მე­გო­ბარს (რო­მე­ლიც მა­მა­ჩემ­ზე მა­ღა­ლიც კია და რომ­ლის ში­შის­მომ­გ­ვ­რელ სა­ხეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც კი უფრ­თხი­ან) ხმა­საც ვერ ვცემ. ვერ ვბე­დავ!
მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სის ფა­რე­ბი ინ­თე­ბა და ქრე­ბა, ინ­თე­ბა და ქრე­ბა და ჩე­მი გუ­ლიც ციბ­რუ­ტი­ვით ტრი­ა­ლებს. ჩერ­დე­ბა. ავ­დი­ვარ. ჰა­სან აყა წინ მის­წ­რებს, აზ­იზ აყა მი­ყუ­რებს და შე­შუ­პე­ბუ­ლი, და­წით­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით სა­ლამ­ზე მპა­სუ­ხობს. გა­პო­ხი­ლი, ხუ­ჭუ­ჭი თმე­ბი აქვს.
ჰა­სან აყა ამ­ბობს, ექვ­ს­თ­ვი­ა­ნით აქვ­სო დახ­ვე­უ­ლი. შა­ვი წარ­ბე­ბი აქვს, ხში­რი ულ­ვა­ში კი მთელ პირს უფ­ა­რავს. მე მის უკ­ან ვჯდე­ბი. ჰა­სან აყა სიღ­რ­მის­კენ მი­დის, სა­დაც უფ­რო თბი­ლა. დაჯ­დო­მას ვერ ასწ­რებს, ისე იძ­ი­ნებს. სულ რამ­დე­ნი­მე მგზავ­რია, ის­ი­ნიც თვლე­მენ. სკო­ლი­დან ჩემს სახ­ლამ­დე მთე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბაა. მით უფ­რო, ზამ­თარ­ში, რო­ცა თოვს, უჯ­აჭ­ვო მან­ქა­ნე­ბი სხლტი­ან, გზე­ბი იკ­ე­ტე­ბა. ხან­და­ხან აზ­იზ აყა დაღ­ლი­ლია, ამთ­ქ­ნა­რებს. პი­რი­დან მძაფ­რი სუ­ნი ამ­ოს­დის, უფ­რო მძაფ­რი, ვიდ­რე იოდ­ის ხსნარს აქვს, დე­და რომ მის­ვამს ხოლ­მე გა­დაყ­ვ­ლე­ფილ მუხ­ლებ­ზე. თავ­ბ­რუ მეხ­ვე­ვა, მუ­ცე­ლი მი­ბუყ­ბუ­ყებს. სარ­კე­ში მი­ყუ­რებს და მეჯღა­ნე­ბა, ლო­ყებს ბე­რავს, ცხვირს ატ­რი­ა­ლებს და თვა­ლებს მარ­ცხ­ნივ ბრეცს, ხე­ლებს პირ­ზე ვი­ფა­რებ, მგზავ­რებ­მა რომ არ გა­ი­გო­ნონ ჩე­მი სი­ცი­ლი. გულ­ში კი მწა­რედ ვქვი­თი­ნებ. ჩე­მი მე­გო­ბა­რი დევს ჰგავს, პა­ტა­რებს მი­სი ეშ­ი­ნი­ათ. ხე­ლე­ბი და მკერ­დი მოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი აქვს, ყუ­რი­დან კის­რის ბო­ლომ­დე მსხვი­ლი, იის­ფე­რი ზო­ლი გას­დევს, თით­ქოს ვი­ღა­ცა თა­ვის მოჭ­რას უპ­ი­რებ­და.
დე­და არ­ას­დ­როს არ მგზავ­რობს ავ­ტო­ბუ­სით. მძღო­ლი ჰყავს და სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა, მაგ­რამ იც­ის, რომ ამქ­ვეყ­ნად არ­სე­ბო­ბენ აზ­იზ აყ­ას მსგავ­სი დე­ვე­ბი და ჩემს გა­მო ღე­ლავს.
არ უნ­და, რომ სკო­ლა­ში ავ­ტო­ბუ­სით ვი­ა­რო, მაგ­რამ ეს მა­მას სურ­ვი­ლია და მას ვე­რა­ვინ გა­და­ვა.
ჰა­სან აყ­ას ფე­ხი მო­ურ­თხამს ავ­ტო­ბუ­სის სიღ­რ­მე­ში და ღრმად ძი­ნავს. ჩა­ტე­ხი­ლი ფან­ჯ­რი­დან სუს­ხი შე­მო­დის და მგზავ­რებს თო­შავს. აზ­იზ აყა ქურ­თუკს იხ­დის და ფე­ხებ­ზე მა­ფა­რებს. ქურ­თუკს მყრა­ლი სუ­ნი ას­დის. მინ­და, მგზავ­რებ­მა და­მი­ნა­ხონ, ხელს ამ­ა­ყად ვუს­ვამ გა­ქო­ნილ სა­ყე­ლოს. ჩემს ხელს უც­ნა­უ­რი სუ­ნი მოჰ­ყ­ვე­ბა. ას­ე­თი სუ­ნი ჩვენს სახ­ლ­ში არ არ­ის, არ არ­ის არც ბი­ძე­ბის და მა­მი­დე­ბის სახ­ლ­ში. ეს არც კა­ტის და ძაღ­ლის სუ­ნია, არც ძრო­ხის და ცხვრის. ეს ის სუ­ნია, უც­ნო­ბი ქვეყ­ნის ჭუჭ­რუ­ტა­ნე­ბი­დან რომ ჟო­ნავს, იმ ცუ­დი საქ­მე­ე­ბის სუ­ნია, რო­მელ­თა ჩა­დე­ნაც არ შე­იძ­ლე­ბა, რა­ღა­ცე­ე­ბის სუ­ნია, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც კი­დევ დიდ­ხანს, ძა­ლი­ან დიდ­ხანს არ უნ­და ვი­ცო­დე.
დე­დას ყვე­ლაფ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სუ­ნი აქვს. ეს ის სურ­ნე­ლია, ფრან­გულ სუ­ნა­მოს და ფე­რუ­მა­რილს რომ ახ­ლავს, კი­ნომ­სა­ხი­ო­ბებს და მო­დის ჟურ­ნა­ლებს, ლა­ლე­ზა­რის გამ­ზირს და სა­ცეკ­ვაო სა­ლო­ნებს მუ­ნი­ცი­პა­ლურ კა­ფე­ში.
დე­დას მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის სუ­ნი აქვს, ხვა­ლინ­დე­ლი დღის, ბევ­რი კარ­გი რა­მის, რაც შემ­დეგ მექ­ნე­ბა.
მუხ­ლებ­ზე ამ ქურ­თუ­კით სხვა ვი­ღაც ვხდე­ბი. ვი­ღაც, რო­მე­ლიც არაა ვალ­დე­ბუ­ლი, ფა­ქი­ზად იარ­ოს, ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მო­იქ­ცეს, კარ­გად ის­წავ­ლოს და პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე იყ­ოს; თმა­ზე დი­დი ბაფ­თა გა­ი­კე­თოს და ყვე­ლას­თან თა­ვა­ზი­ა­ნი იყ­ოს; წვე­უ­ლე­ბა­ზე სრუ­ლი­ად უც­ხო ხალხს სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი ლექ­სი წა­უ­კითხოს, ხე­ი­რი­ა­ნად რომ არც იც­ის; მო­ყა­ყა­ნე ნა­თე­სა­ო­ბის­თ­ვის ფორ­ტე­პი­ა­ნოს პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი და­უკ­რას, რაც სხვა არ­ა­ფე­რია, თუ არა “დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი”; მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს კონ­კურ­ს­ში “ულ­ა­მა­ზე­სი ბავ­შ­ვი” და ვერ გა­ი­მარ­ჯ­ვოს.
მუხ­ლებ­ზე აზ­იზ აყ­ას ქურ­თუ­კით თვი­თონ აზ­იზ აყ­ას ვემ­გ­ვა­ნე­ბი. მგო­ნია, რომ მთელ ტან­ზე სვი­რინ­გე­ბი მაქვს და ნა­ხე­ვა­რი კბი­ლე­ბი – ოქ­რო­სი. ვხე­დავ, რო­გორ და­ვე­ხე­ტე­ბი ქუ­ჩებ­ში მარ­ტოდ­მარ­ტო და მრეცხა­ვი ფა­თე­მეს გო­გო­ე­ბი­ვით როხ­რო­ხით ვი­ცი­ნი. უბ­ნის ულ­ა­მა­ზეს ბიჭს ვუ­ზი­ვარ სა­ჭეს­თან და მას­თან ერ­თად “ტარ­ზა­ნის” სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ვარ.
აბ­შა­რის გა­ჩე­რე­ბა­ზე აზ­იზ აყ­აც ჩერ­დე­ბა. მგზავ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ჩა­ი­ხა­ნა­ში ჩა­ის და­სა­ლე­ვად შე­დის. მე და ჰა­სან აყა ად­გი­ლი­დან არ ვიძ­ვ­რით. ჩას­ვ­ლამ­დე აზ­იზ აყა ყუ­თი­დან პა­ტა­რა პა­კეტს იღ­ებს და კალ­თა­ში მი­დებს. სარ­კე­ში მი­ყუ­რებს და თვალს მიკ­რავს. სა­ხე ის­ე­თი ალ­ერ­სი­ა­ნი აქვს, ნაკ­ვ­თე­ბი ის­ე­თი რბი­ლი, თით­ქოს ნაჭ­რის კა­ცუ­ნა იყ­ოს. ჩე­მი მე­გო­ბა­რი ყვე­ლა­ზე უკ­ე­თე­სი დე­ვია ამქ­ვეყ­ნად. მის ხელ-ფეხს, მის უც­ნა­ურ სუნს, მის ჩა­წით­ლე­ბულ თვა­ლებს, ძველ, გა­ქო­ნილ ქურ­თუკს თით­ქოს მი­ცი­ა­გე ალ­მუ­რი ახ­ლავს, რო­მე­ლიც გარს მერ­ტყ­მის. თოვ­ლის ფიფ­ქი­ვით ვდნე­ბი ამ ჯა­დოს­ნურ სიმ­ხურ­ვა­ლე­ში და უნ­ა­პი­რო ბედ­ნი­ე­რე­ბას ვგრძნობ. მინ­და მრა­ვა­ლი, მრა­ვა­ლი წე­ლი ასე დავ­რ­ჩე, გა­უნ­ძ­რევ­ლად, რო­გორც ქან­და­კე­ბა, არ გა­ვი­ზარ­დო, არ შე­ვიც­ვა­ლო.

დღეს აზ­იზ აყ­ას ჩემ­თ­ვის ალ­უბ­ლის კერ­კი უყ­ი­დია, ავ­ტო­ბუ­სის სიღ­რ­მი­დან ჰა­სან აყა მე­ძა­ხის, ჩემს ამ­ბავს კითხუ­ლობს – არ ვპა­სუ­ხობ. ალ­უ­ბალს ვით­ვ­ლი. მგზავ­რე­ბი ფეხ­ზე მდგარ­ნი სვა­მენ ჩა­ის. აზ­იზ აყა რამ­დე­ნი­მე ყლუპ არ­აყს სვამს პირ­და­პირ ბოთ­ლი­დან და მო­სა­შარ­დად ხე­ებს ეფ­ა­რე­ბა. მე არ ვუ­ყუ­რებ. თავს ვხრი და ჩქარ-ჩქა­რა ვღე­ჭავ ალ­უ­ბალს. მაგ­რამ მა­ინც ვხე­დავ მას და ყუ­რე­ბი მი­ხურს.

გზას ვაგ­რ­ძე­ლებთ, ვან­ქის მო­ედ­ნამ­დე ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი­ვით მივღო­ღავთ. დრო­დად­რო უკ­ან მივ­ს­რი­ა­ლებთ. სხვა მან­ქა­ნე­ბიც ცურ­დე­ბი­ან და ჩვენს წინ ჩერ­დე­ბი­ან. და­ღამ­და, მაგ­რამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა ქათ­ქა­თებს. ჰა­სან აყ­ას ეშ­ი­ნია და წა­რა­მა­რა მე­ძა­ხის. ვი­ცი, სა­და­ცაა ატ­ირ­დე­ბა. ტი­რი­ლი, თით­ქოს, ცხვირ­ზე ჰკი­დია და დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, სრუ­ლი­ად არ­აფ­რის გა­მო ღვრის ცრემლს. დე­და ირწ­მუ­ნე­ბა, ჰა­სან აყ­ას ცრემ­ლებს მი­ზე­ზი ის­ე­ვე არ სჭირ­დე­ბა, რო­გორც ქათ­მის კა­კან­სო. მა­მა კი ამ­ბობს, ჰა­სან აყა ნამ­დ­ვი­ლი ვი­რიაო. ჰა­სან აყა იც­ი­ნის, ძა­ლი­ან მოს­წონს ვი­რო­ბა. მხი­ა­რუ­ლად ალ­ა­გებს ჭურ­ჭელს და მა­მას პირ­ში მიშ­ტე­რე­ბია. ის კი კმა­ყო­ფი­ლი ღე­ჭავს მწვა­დის ნაჭ­რებს. უყ­ვარს ჰა­სან აყ­ას ნა­ხე­ლა­ვი.

ჩემ გვერ­დით ფან­ჯა­რაა ჩა­ტე­ხი­ლი და ცალ მხა­რეს სი­ცი­ვე მირ­ტყამს. კი­სე­რი მი­შეშ­დე­ბა, ზურ­გი მე­ყი­ნე­ბა. აზ­იზ აყა შეშ­ფო­თე­ბით მაკ­ვირ­დე­ბა სარ­კე­ში. ავ­ტო­ბუსს აჩ­ე­რებს, გა­ზე­თის ნაგ­ლეჯს და ძონ­ძე­ბის გრო­ვას ფან­ჯა­რა­ში ტე­ნის და კვლავ სა­ჭეს­თან ჯდე­ბა. მე მეს­მის მი­სი მუნ­ჯუ­რი ენა. ვი­ცი, წუხს ჩემს გა­მო და ურ­ჩევ­ნია, რომ გა­დავ­ჯ­დე. მი­სი თვა­ლე­ბი, თით­ქოს, მე­უბ­ნე­ბი­ან: “ად­ე­ქი, შე ჯი­უ­ტო გო­გო, გა­ცივ­დე­ბი, უკ­ან გა­და­ჯე­ქი, იქ უფ­რო თბი­ლა. მე­ში­ნია, ავ­ად არ გახ­დე”. მეც თვა­ლე­ბით­ვე ვპა­სუ­ხობ: “არ­სა­დაც არ გა­დავ­ჯ­დე­ბი. ეს ჩე­მი ად­გი­ლია და ვერ­სად ვერ წა­ვალ”.
მომ­წონს, აზ­იზ აყა რომ ღე­ლავს. მი­სი მშობ­ლი­უ­რი ზრუნ­ვა მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ ვუყ­ვარ­ვარ. თვა­ლებს ვხუ­ჭავ და შო­რე­ულ დრო­ში, დი­დე­ბუ­ლი ფა­დი­შა­ჰე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო­ში მი­ვემ­გ­ზავ­რე­ბი, სა­დაც თავ­და­დე­ბუ­ლი ფა­ლავ­ნე­ბი მბრძა­ნე­ბელ­თათ­ვის მორ­ჩი­ლე­ბი­სა და ერთ­გუ­ლე­ბის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად გა­ვარ­ვა­რე­ბულ ნაკ­ვერ­ჩხ­ლებ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლი და­ა­ბი­ჯებ­დ­ნენ და შვიდ­თა­ვი­ან გვე­ლე­შა­პებს ეომ­ე­ბოდ­ნენ.

ავ­ტო­ბუ­სი აღ­არ იძვ­რის. გზა ჩა­ი­კე­ტა. ყინ­ვა და­თა­რე­შობს ყველ­გან. მთე­ლი მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რე გა­მი­შეშ­და. ხე­ლის თი­თე­ბი და­მი­ბუჟ­და, ფე­ხებს ვე­ღარ ვგრძნობ. თა­ვი ქვა­სა­ვით და­მიმ­ძიმ­და, იბ­ე­რე­ბა და იჩ­უ­ტე­ბა, თით­ქოს გა­სა­ბე­რი იყ­ოს. ერ­თი­ა­ნად გა­ვი­თო­შე. დამ­ძი­მე­ბუ­ლი ქუ­თუ­თო­ე­ბი­დან თოვ­ლ­ში მო­ფარ­ფა­ტე ლან­დებს ვხე­დავ. ცხვირ­ში სის­ვე­ლეს ვგრძნობ, თვა­ლე­ბი მეწ­ვის. ერ­თი­ა­ნად ალ­მუ­რი ამ­დის, მცხე­ლა, მე­რე ჟრჟო­ლა მიპყ­რობს და კბილს კბილ­ზე ვა­ცე­მი­ნებ. უნ­ე­ბუ­რად ცრემ­ლი მდის. აზ­იზ აყა უხ­ე­ში თი­თე­ბით მიმ­შ­რა­ლებს ლო­ყებს და თვა­ლე­ბით მი­ცი­ნის. მას რომ იც­ნო­ბენ, ის მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა კბი­ლი ოქ­რო­სი აქვ­სო. არ მჯე­რა. დე­დას ვე­კითხე­ბი. არც მან იც­ის, აზ­იზ აყ­ას არც იც­ნობს. ჩე­მი შე­კითხ­ვა არ მოს­წონს და მე­მუქ­რე­ბა, რომ თუ ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლებს თვა­ლი­ე­რე­ბას და­ვუწყებ ან ხმას გავ­ცემ, ტყავს გა­მაძ­რობს. მი­სი აზ­რით, ოქ­როს კბი­ლე­ბი მხო­ლოდ ცუდ ად­ა­მი­ა­ნებს აქვთ. ის­ი­ნი ყვე­ლა­ნი ქურ­დე­ბი და მკვლე­ლე­ბი არ­ი­ან და ათ­ას უბ­ე­დუ­რე­ბას მოს­წე­ვენ პა­ტა­რა გო­გო­ნებს. მე არ მჯე­რა. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ დე­და ხან­და­ხან ავი და მატყუ­ა­რა ხდე­ბა. ამ­ბობს, რომ დე­ი­და აზ­ა­რი სქე­ლი და უშ­ნოა. ვწუხ­ვარ, რომ დე­დამ ბევ­რი რამ არ იც­ის. არ იც­ის, მა­გა­ლი­თად, ბევ­რი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი, უბ­რა­ლო მა­თე­მა­ტი­კუ­რი წე­სე­ბი. მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ის მა­ინც ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ზე უკ­ე­თე­სი დე­დაა მსოფ­ლი­ო­ში. ღამ­ღა­მო­ბით სინ­დი­სი მქენ­ჯ­ნის, მინ­და, დე­და სა­წოლ­ზე და­მიჯ­დეს და გა­ვუმ­ხი­ლო, მას­ზე ცუდ რა­მე­ებს რომ ვფიქ­რობ, მაგ­რამ იგი სულ და­კა­ვე­ბუ­ლია, სულ სად­ღაც ეჩ­ქა­რე­ბა, ჩემს მო­სას­მე­ნად არ სცა­ლია. რომ იც­ო­დეს, მა­მა­სა და მის ლა­პა­რაკს ჩუ­მად რომ ვუგ­დებ ხოლ­მე ყურს, მწა­რედ დამ­ს­ჯი­და.

აზ­იზ აყ­ას თოვ­ლი და ჩა­კე­ტი­ლი გზა ტან­ჯავს. ძა­ლი­ან ცდი­ლობს, ცო­ტა­თი მა­ინც წას­წი­ოს წინ ავ­ტო­ბუ­სი, მაგ­რამ არ­ა­ფე­რი გა­მოს­დის. თით­ქოს და­ვი­კარ­გეთ თეთრ უდ­აბ­ნო­ში. შო­რი­დან მეს­მის ჰა­სან აყ­ას ხმა. ტი­რის, ეშ­ი­ნია და ხმა­მაღ­ლა სლუ­კუ­ნებს, მეც უც­ნა­უ­რად ვგრძნობ თავს, თით­ქოს ავ­ად ვხდე­ბი. მუ­ცე­ლი ალ­უბ­ლით მაქვს სავ­სე, ღე­ბი­ნე­ბა მინ­და. ორ­ი­ვე ხე­ლით ვი­ხუ­ტებ აზ­იზ აყ­ას ქურ­თუკს. თავ­ბ­რუ მეხ­ვე­ვა. ად­გო­მა მინ­და, მაგ­რამ ძა­ლა არა მაქვს. პირს ვა­ღებ – ხმა არ ამ­ომ­დის. ყველ­გან თოვ­ლია, ავ­ტო­ბუს­ში, ქა­ლაქ­ში, მთელ ქვე­ყა­ნა­ზე, და მე ამ თეთ­რი გუმ­ბა­თის ქვეშ გა­ყი­ნუ­ლი ვდე­ვარ. წლე­ბია თით­ქოს, რაც ყი­ნუ­ლის ქან­და­კად ვქცე­ულ­ვარ. მხო­ლოდ თვა­ლე­ბი მი­ლაპ­ლა­პებს ბუ­ხა­რი­ვით და მდუ­ღა­რე ცრემ­ლი მდის. პი­რი გა­მო­მიშ­რა, მწა­რე გე­მოს ვგრძნობ. წყა­ლი მინ­და, წყა­ლი, წყა­ლი…
…გრი­ლი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი ხე­ლი მე­ფე­რე­ბა შუბ­ლ­ზე. ვი­ღაც ჩემს ყურ­თან ლოც­ვას კითხუ­ლობს და სულს მი­ბე­რავს. ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი მეხ­ვე­ვი­ან, დე­ი­და აზ­ა­რის საყ­ვა­რე­ლი, დი­დი თვა­ლე­ბი ბრწყი­ნა­ვენ სი­ნათ­ლე­ზე. ბი­ბი­ჯა­ნის ნა­ხარ­შის სურ­ნე­ლი დგას. ჩე­მი საბ­ნი­სა და ზეწ­რის სით­ბოს ვგრძნობ. ვხვდე­ბი, რომ ჩემს ლო­გინ­ში ვარ და დე­და აქ­ვეა, ჩემ­თან. გუ­ლი სიმ­შ­ვი­დით მევ­სე­ბა. მე­ძი­ნე­ბა და სიზ­მარს ვხე­დავ: აზ­იზ აყ­ას ზურ­გ­ზე ვუ­ზი­ვარ. მფრი­ნავ ხა­ლი­ჩა­სა­ვით მი­მაქ­რო­ლებს ღრუბ­ლებ­ში, შო­რე­უ­ლი, უც­ნო­ბი ქვეყ­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად. რო­გორ მინ­და, პი­რი გა­ა­ღოს და ოქ­როს კბი­ლე­ბი და­ვი­ნა­ხო! მაგ­რამ არა. პი­რი მო­კუ­მუ­ლი აქვს, თით­ქოს თვალ-მარ­გა­ლი­ტით სავ­სე სკივ­რი იყ­ოს.
ძა­ლი­ან ავ­ად ვარ. ექ­ი­მი ქო­უ­სა­რი ყო­ველ ხუთ­შა­ბათს მო­დის ჩემს სა­ნა­ხა­ვად. მა­ხი­ხი­ნებს, ღამ­ღა­მო­ბით სიცხე მი­წევს. ყო­ველ მოს­ვ­ლა­ზე ახ­ალ-ახ­ალ წამ­ლებს მი­ნიშ­ნავს, თან­და­თან უარ­ე­სად ვხდე­ბი. გა­ვიც­რი­ცე, გავ­ყ­ვით­ლ­დი, მო­მაკ­ვ­დავს ვგა­ვარ. თმა მცვი­ვა. სხვა ექ­ი­მი მოჰ­ყავთ. ის ჩემ­ზე მეტს ახ­ვე­ლებს. მი­სი წამ­ლე­ბი არც ერთ აფ­თი­აქ­ში არ იშ­ო­ვე­ბა. დღე­ე­ბი, კვი­რე­ე­ბი ქა­რი­ვით მიქ­რი­ან. სკო­ლა, სწავ­ლა აღ­არც კი მახ­სოვს. დღი­სით მძი­ნავს და ძილ­შიც ვახ­ვე­ლებ. ბე­ბია ფერ­ხ­თით მი­ზის და ლოც­ვებს მი­კითხავს. რო­ცა ვიღ­ვი­ძებ, ზღაპ­რებს მიყ­ვე­ბა და კოვ­ზით მაჭ­მევს საჭ­მელს.
ფან­ჯ­რი­დან ხურ­მის ხე­ე­ბის შიშ­ვე­ლი, გა­ძარ­ცუ­ლი ტო­ტე­ბი მო­ჩანს და გა­ზაფხუ­ლის მოს­ვ­ლამ­დე დღე­ებს ვით­ვ­ლი. ყო­ველ­დ­ღე, ოთხ სა­ათ­ზე, შა­მი­რა­ნის ავ­ტო­ბუსს ვხე­დავ. ვხე­დავ, რო­გორ ჩა­ივ­ლის სკო­ლის წინ, რა სევ­დი­ა­ნად უყ­უ­რებს აზ­იზ აყა იმ ად­გილს, სა­დაც მე უნ­და ვიჯ­დე. იქ­ნებ, კი­დეც და­მი­ვიწყა და ჩემ­თ­ვის გა­და­ნა­ხულ ნუგ­ბარს სხვა გო­გო­ნას აძ­ლევს?! ბოღ­მა მიპყ­რობს და უარ­ე­სად მახ­ვე­ლებს. და­ფე­თე­ბუ­ლი დე­და ექ­იმ ქო­უ­სა­რის იძ­ა­ხებს. მეს­მის, მა­მა რო­გორ იძ­ლე­ვა გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ საფ­რან­გეთ­ში წა­საყ­ვა­ნად მო­მამ­ზა­დონ.
წელს გა­მოც­დებს ვერ ჩა­ვა­ბა­რებ. ვტი­რი, დე­ი­და აზ­ა­რი კი მამ­შ­ვი­დებს. მე­უბ­ნე­ბა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნიაო. ოჰ, ნე­ტავ მა­ლე დად­გეს ზაფხუ­ლი და ბლის ხემ ფო­თო­ლი და ნა­ყო­ფი მო­ის­ხას. ზაფხუ­ლო­ბით ჩვე­ნი სახ­ლი ძა­ლი­ან ხალ­ხ­მ­რა­ვა­ლია. დი­დი ნა­თე­სა­ო­ბა გვყავს: ათ­ო­ბით დე­ი­და, მა­მი­და და ბი­ძა, რამ­დე­ნი­მე დუ­ჟი­ნი ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლი. მა­მა ნა­თე­სა­ვებ­ში უფ­რო­სია და ყვე­ლა­ნი ან­გა­რიშს უწ­ე­ვენ. პა­რას­კე­ო­ბით ჩვენ­თან სა­დი­ლო­ბენ და სტუ­მარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას დე­და ღა­მი­თაც ჩვენ­თან ტო­ვებს. ყვე­ლა­ნი ერ­თად ვწვე­ბით ტე­რა­სა­ზე. ბავ­შ­ვე­ბი – ერთ მწკრი­ვად, უფ­რო­სე­ბი – მო­შო­რე­ბით, ალ­ვის ხე­ე­ბის ძირ­ში, ხის ტახ­ტებ­ზე, კო­ღოს­გან დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბის ქვეშ. მა­მა მარ­ტო წვე­ბა, ფან­ჩა­ტურ­ში. ფან­ჩა­ტურს ნა­კა­დუ­ლი ჩა­მო­უ­დის. დი­ლამ­დე ჩაგ­ვეს­მის ყურ­ში მი­სი ჩხრი­ა­ლი. ბე­ბია ჩვენ­თან იძ­ი­ნებს, ბავ­შ­ვებ­თან, და გვპატ­რო­ნობს, თი­თო­ე­ულს თავ­თან ყი­ნუ­ლი­ან ჭი­ქას გვიდ­გამს, ბა­ლი­შის ქვეშ კი ერთ მუ­ჭა იას­ამ­ნის ყვა­ვილს გვი­დებს. გვთვლის, გვე­ძა­ხის, რომ დარ­წ­მუნ­დეს, არ­სად წავ­სულ­ვართ. მიყ­ვარს ღა­მე­უ­ლი ჩქა­მე­ბით სავ­სე სი­ჩუ­მე. ყურს ვუგ­დებ მწი­ფე ხი­ლის ფეთ­ქ­ვას, ახ­ლა­და­მოწ­ვე­რი­ლი ყლორ­ტე­ბის მსუ­ბუქ სუნ­თ­ქ­ვას. და­ძი­ნე­ბამ­დე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ვით­ვ­ლი, ღრუბ­ლებს ვუ­ყუ­რებ, რო­გორ ჰგვა­ნან ად­ა­მი­ა­ნებს… ერ­თი აზ­იზ აყ­ას ჰგავს. ზე­ვი­დან მე­ძა­ხის და მეჯღა­ნე­ბა… ბი­ჭე­ბი ჩურ­ჩუ­ლე­ბენ და ბე­ბია თა­ვი­სი ად­გი­ლი­დან წკეპ­ლას უტ­ყა­პუ­ნებს ფე­ხებ­ზე. უმც­რო­სი ბი­ძია ისე ხვრი­ნავს, რომ შო­რი­ახ­ლო მყოფ ძაღ­ლებს აყ­ე­ფებს. ბი­ბი­ჯა­ნი ძილ­ში ლა­პა­რა­კობს, თუ­ბა ხა­ნუ­მი კი დი­ლამ­დე ხმა­უ­რით იფ­ხანს სხე­ულს, რო­მე­ლი­ღაც ბავ­შ­ვი ერთ­თა­ვად ჰა­ერს აფ­უ­ჭებს და ბე­ბია ცდი­ლობს გა­არ­კ­ვი­ოს, ვინ არ­ის დამ­ნა­შა­ვე. ყვე­ლა თავს იმ­ძი­ნა­რებს და სუნ­თ­ქ­ვას იკ­რავს.
კო­ღო­ე­ბი წუ­ი­ან, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი ციმ­ცი­მე­ბენ, ძი­ლი ნელ-ნე­ლა ბინ­დავს თვა­ლებს, ხან­და­ხან წვიმს და ბე­ბია წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ უზ­არ­მა­ზარ ცე­ლო­ფანს გვა­ფა­რებს. მე და ჩე­მი ბი­ძაშ­ვი­ლი ამ სა­ი­მე­დო სა­ფარ­ქ­ვეშ ერთ­მა­ნეთს ვეკ­ვ­რით და სო­რო­ში შე­მა­ლუ­ლი ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი­ვით ვუს­მენთ წვე­თე­ბის ტყა­პა-ტყუპს.
რაც ავ­ად გავ­ხ­დი, ჩემს ოთ­ახ­ში ვარ გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი და ყვე­ლაფ­რის მე­ში­ნია. ში­ში უხ­ი­ლა­ვი ად­ა­მი­ა­ნი­ვი­თაა – ყველ­გან არ­ის. ოდ­ნავ შე­მო­ა­ღებს ხოლ­მე კარს და, ნა­შუ­ად­ღევს, რო­ცა უფ­რო­სე­ბი ჩათ­ვ­ლე­მენ, თავს და­მად­გე­ბა. ზოგ­ჯერ ფან­ჯ­რის უკ­ა­ნაა, ხან კი დე­დას კალ­თას ამ­ო­ე­ფა­რე­ბა. ამ დი­ლას სარ­კე­ში და­ვი­ნა­ხე, დამ­ცი­ნო­და. ეს ში­შია, ხვე­ლას რომ მიმ­ძაფ­რებს. დე­დას აღ­არ სჯე­რა ექ­ი­მი ქო­უ­სა­რის და მის წამ­ლებს ყრის. ჩე­მი ექ­ი­მი ბი­ძა ღამ-ღა­მო­ბით ჩვენ­თან რჩე­ბა. შე­თან­ხ­მე­ბუ­ლე­ბი არ­ი­ან, რომ ერთ სა­ღა­მოს ის გა­მი­კე­თებს ნემსს, მე­ო­რე სა­ღა­მოს კი – დე­და. მა­მა ამ­ბობს, ფრან­გი ექ­ი­მე­ბი მცოდ­ნე­ნი არ­ი­ან და უმ­ძი­მეს ავ­ად­მ­ყო­ფო­ბა­საც უც­ბად არ­ჩე­ნე­ნო. დე­ი­და აზ­ა­რი ნაღ­ვ­ლი­ა­ნად მი­ყუ­რებს და იმ­დენს მკოც­ნის, თით­ქოს ვე­ღა­რას­დ­როს მნა­ხავ­დეს. ჰა­სან აყ­ას ერ­თი ძვე­ლის­ძ­ვე­ლი სა­ფოს­ტო ბა­რა­თი აქვს. მას­ზე ფუნ­ჩუ­ლა, ქე­რათ­მი­ა­ნი, ხა­ვერ­დ­სა და მაქ­მან­ში გა­მოწყო­ბი­ლი ქა­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი. ჰა­სან აყა ამ­ბობს, ეს ქა­ლი პა­რი­ზის დე­დო­ფა­ლია, ძა­ლი­ან უზ­ნეოა, ყუ­რა­ნის არ სწამ­სო. ჰა­სან აყა ღე­ლავს ჩემ­სა და დე­დას გა­მო. ბე­ბი­ას სთხოვს, ამ ურ­ჯუ­ლო დე­დოფ­ლის­გან ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის ილ­ო­ცოს დღე­და­ღამ. დე­და სი­ხა­რუ­ლით ალ­ა­გებს ჩე­მოდ­ნებს. მე კი ვი­ცი, ში­ში პა­რიზ­შიც არ­ის. ყველ­გან გამ­ყ­ვე­ბა, სა­დაც არ უნ­და წა­ვი­დე. ბე­ბია ერთ­თა­ვად ლოც­ვას მი­კითხავს და სულს მი­ბე­რავს. თუ­ბა ხა­ნუ­მი ყო­ველ სა­ღა­მოს ერთ ჭი­ქა ნა­ხარშს მას­მევს. კი­სერ­ზე, ფე­ხებ­ზე – ათ­ა­სი ჯუ­რის ლოც­ვა მაქვს შებ­მუ­ლი, ბა­ლი­შის ქვე­შაც ქვეყ­ნის პა­ტა­რა, ოთ­ხად გა­კე­ცი­ლი ქა­ღალ­დი მი­ლა­გია.
ყო­ველ­დ­ღე, ოთხ სა­ათ­ზე, კვლავ მახ­სენ­დე­ბა სკო­ლა, ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც თან­და­თან მი­ახ­ლოვ­დე­ბა, მაგ­რამ მა­შინ­ვე, რო­გორც მი­ვიწყე­ბუ­ლი სიზ­მა­რი, თეთრ ნის­ლ­ში უჩ­ი­ნარ­დე­ბა.
ყო­ველ სა­ღა­მოს, და­ძი­ნე­ბამ­დე, ის­ევ ვი­მე­ო­რებ ჩემ­თ­ვის: “აზ­იზ აყ­ას ავ­ტო­ბუ­სის გარ­და, არც ერთ­ში არ ავ­ალ”. ეს ჩვე­ნი პი­რო­ბაა და მე სა­მუ­და­მოდ ამ პი­რო­ბის ერთ­გუ­ლი ვიქ­ნე­ბი. გე­ფი­ცე­ბით. და­ფი­ცე­ბი­სას თვა­ლებს ვხუ­ჭავ და სუნ­თ­ქ­ვას ვიკ­რავ. გულს დო­ლი­ვით გა­აქვს ბა­გა-ბუ­გი. მჯე­რა, აზ­იზ აყა ჩემს გუ­ლის­ცე­მას გა­ი­გო­ნებს და მი­პა­სუ­ხებს.
სამ დღე­ში მივ­დი­ვართ. ბე­ბია ფან­ჯა­რას­თან მიმ­ჯ­და­რა და იას­ამ­ნის ფურ­ც­ლებს ძაფ­ზე აც­ვამს, რომ ყელ­სა და მა­ჯა­ზე შე­მა­ბას. რა მოწყე­ნი­ლია ყვე­ლა… თუ­ბა ხა­ნუ­მიც კი, რო­მე­ლიც ად­რე სულ მან­ჭ­ვა-გრე­ხა­ში იყო, შე­იც­ვა­ლა. თვა­ლე­ბი ცრემ­ლით ევ­სე­ბა და ცხვირს სა­ხე­ლო­თი იწ­მენდს.
…კარ­ზე კა­კუ­ნია. ალ­ბათ, რო­მე­ლი­მე ახ­ა­ლი ექ­ი­მია, ან – ერთ-ერ­თი მა­მი­და. ვინ აღ­არ მო­დის ჩვენს სა­ნა­ხა­ვად, დღე­ში ას­ჯერ მა­ინც აკ­ა­კუ­ნე­ბენ კარ­ზე.
ჰა­სან აყა შე­მო­დის და კარ­თან ჩერ­დე­ბა. დაბ­ნე­უ­ლია, შემ­ც­ბა­რი უყ­უ­რებს დე­დას. რა­ღა­ცის თქმა უნ­და და ვერ ბე­დავს. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ში­შით იწ­ყებს სლუ­კუნს. გა­რეთ უთ­ი­თებს, მაგ­რამ ხმას ვერ იღ­ებს.
დე­და ბრა­ზობს, ვე­ღარ ით­მენს. დგე­ბა და ჰა­სან აყ­ას დე­რე­ფან­ში მიჰ­ყ­ვე­ბა. მი­სი ხმა მწვდე­ბა: “ვინ?”
ჰა­სან აყ­ას პა­სუ­ხი არ მეს­მის.
დე­და კი თან­და­თან უწ­ევს ხმას და გან­გა­შის სი­რე­ნა­სა­ვით ზაფ­რავს ყვე­ლას.
ბე­ბია დგე­ბა, ფან­ჯა­რას ხუ­რავს. სა­ბანს ნი­კა­პამ­დე მა­ფა­რებს.
ხელ­მე­ო­რედ მწვდე­ბა ყურს დე­დას ხმა: “ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი?”
გუ­ლი გა­ხეთ­ქ­ვა­ზე მაქვს. ლო­გინ­ში ვჯდე­ბი. ჰა­სან აყა პა­სუ­ხად და­საკ­ლა­ვი ცხვა­რი­ვით საწყ­ლობ­ლად ბღა­ვის.
დე­და­ჩე­მის კი­ვი­ლი თავ­ში მირ­ტყამს: “ვინ? რა? რო­მე­ლი ავ­ტო­ბუ­სი?”
ცოცხალ-მკვდა­რი ჰა­სან-აყა გამ­ტ­კ­ნა­რე­ბუ­ლი ლუღ­ლუ­ღებს. ყურ­ში დე­დას წი­ვილ-კი­ვი­ლი ჩა­მეს­მის. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ბე­დავს ვი­ღაც უბ­ად­რუ­კი მძღო­ლი მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­სა­კითხად მოს­ვ­ლას? ჰა­სან აყ­ას აგ­ზავ­ნის მის­თ­ვის გა­და­სა­ცე­მად, რომ, თუ კი­დევ გა­ბე­დავს ამ მხა­რე­ში გა­მო­ჩე­ნას, ფე­ხებს მო­ამ­ტ­ვ­რე­ვენ.
სა­ბანს შორს ვის­ვ­რი, ლო­გი­ნი­დან ვხტე­ბი და ფეხ­შიშ­ვე­ლი, თხე­ლი ღა­მის პე­რან­გით გავ­რ­ბი­ვარ დე­რე­ფან­ში. თუ­ბა ხა­ნუ­მი ცდი­ლობს, შე­მა­ჩე­როს. ხელს ვკრავ და ვკბენ. დე­და, ჩე­მი უც­ნა­უ­რი ქცე­ვით გა­ო­ცე­ბუ­ლი, ლო­გინ­ში დაბ­რუ­ნე­ბას მიბ­რ­ძა­ნებს. მუ­ქა­რას არ­ად ვაგ­დებ, დე­რეფ­ნის ბო­ლოს, მა­მა­ჩე­მის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში შევ­რ­ბი­ვარ. კარს შიგ­ნი­დან ვკე­ტავ. ფან­ჯა­რა ქუ­ჩა­ში გა­დის, ფარ­დას გვერ­დით ვწევ, სკამ­ზე ავ­დი­ვარ და აზ­იზ აყ­ას ვხე­დავ: და­ტუქ­სუ­ლი ბავ­შ­ვი­ვით აწ­უ­რუ­ლი დგას ქუ­ჩა­ში. ხელ­ში პა­ტა­რა შეკ­ვ­რა უჭ­ი­რავს. აწ­ე­წი­ლი თმა და­უ­ვარ­ცხ­ნია, ღი­ლე­ბი ბო­ლომ­დე შე­უკ­რავს. არ უნ­და, რომ მი­სი სვი­რინ­გი და­ი­ნა­ხონ. ფან­ჯა­რას ვა­ღებ და ვე­ძა­ხი. გარ­შე­მო იხ­ე­დე­ბა, წას­ვ­ლას აპ­ი­რებს. უფ­რო ხმა­მაღ­ლა ვე­ძა­ხი, ხელს ვუქ­ნევ. ბრუნ­დე­ბა, თავს მაღ­ლა წევს და მხე­დავს, ის­ევ ის ძვე­ლე­ბუ­რი სი­ნა­ზე ეფ­ი­ნე­ბა სა­ხე­ზე. ცრემ­ლე­ბი ჩა­მომ­დის, მე თვი­თო­ნაც არ მეს­მის, რას ვამ­ბობ. აზ­იზ აყა თა­ვის ქნე­ვით მე­სალ­მე­ბა. მარ­ტო ღმერ­თ­მა იც­ის, რა ბედ­ნი­ე­რია. ჩემ­ს­კენ მო­დის, იც­ი­ნის და სა­ო­ცა­რი რამ ხდე­ბა: აზ­იზ აყ­ას ტუ­ჩე­ბი ეხს­ნე­ბა, პი­რი ბნელ მღვი­მეს მი­უ­გავს, რომ­ლის სირ­ღ­მე­ში ერ­თა­დერ­თი ოქ­როს კბი­ლი ალ­ა­დი­ნის ლამ­პა­რი­ვით ან­ა­თებს, ვი­ცი, რომ ეს ჯა­დოს­ნუ­რი ლამ­პა­რი ყვე­ლა­ფერს ამ­ის­რუ­ლებს. თვა­ლებს ვხუ­ჭავ და ვნატ­რობ, რომ მოვ­რ­ჩე, ხვე­ლამ გა­მი­ა­როს და ში­ში მომ­შორ­დეს.
პა­რიზ­ში სას­ტუმ­რო­ში ვსახ­ლ­დე­ბით. სა­მი დღის მე­რე ექ­ი­მი მსინ­ჯავს და გრძელ რე­ცეპტს გვი­ტო­ვებს. უკ­ეთ ვარ და ნაკ­ლებს ვახ­ვე­ლებ. ჩე­მი სა­ი­დუმ­ლო­სა და ოქ­როს ჯა­დოს­ნუ­რი ლამ­პ­რის შე­სა­ხებ არ­ა­ვინ არ­ა­ფე­რი იც­ის. დე­და ჩემს სწრაფ გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბას ფრანგ ექ­იმს მი­ა­წერს. მე კი ვი­ცი, ვინ და რამ მო­მარ­ჩი­ნა. ყო­ველ ღა­მე, სიბ­ნე­ლე­ში, საბ­ნის ქვეშ, ხელს ვიწ­ვ­დი ალ­ა­დი­ნის ლამ­პ­რის­კენ და ჩემს ჩვე­ულ ლოც­ვას ვი­მე­ო­რებ.
პა­რიზ­ში ექვს თვეს ვრჩე­ბით. თე­ი­რან­ში რომ ვბრუნ­დე­ბით, სკო­ლას მიც­ვ­ლი­ან. ახ­ა­ლი სკო­ლა სახ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ნა­ბიჯ­ზეა. ფე­ხით მივ­დი­ვარ და მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვ­ლი­სას გუ­ლი მიმ­ძიმ­დე­ბა, თვა­ლი შა­მი­რა­ნის ავ­ტო­ბუ­სის­კენ გა­მირ­ბის.
…წლე­ბი სწრა­ფად გა­დის. მე ახ­ალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნი ვხვდე­ბი. ძვე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ად­გილს ახ­ა­ლი მან­ქა­ნე­ბი იჭ­ერს და მათ სა­ჭეს­თან ახ­ალ­გაზ­რ­და მძღო­ლე­ბი სხე­დან. მე კი, თუმ­ცა დი­დი დრო გა­ვი­და, ჩე­მი ძვე­ლი მე­გობ­რის ერთ­გუ­ლი ვრჩე­ბი. ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა სევ­და შე­მო­მაწ­ვე­ბა, ან საქ­მე­ე­ბი ამ­ე­წე­წე­ბა, ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან ჩე­მი მე­გობ­რის მა­გი­უ­რი სა­ხე გა­მოკ­რ­თე­ბა ხოლ­მე. მი­სი ოქ­როს კბი­ლის ელ­ვა­რე­ბა ცის­კ­რის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ვით მი­ნა­თებს ღა­მეს.
…მო­სახ­ვევ­ში სა­მოც­და­მე­ა­თე მარ­შ­რუ­ტის ავ­ტო­ბუ­სი უხ­ვევს და ნე­ლა მო­ი­წევს წინ. ყურ­ში ბავ­შ­ვუ­რი ხმა ჩა­მეს­მის: “აზ­იზ აყ­ას ავ­ტო­ბუ­სის გარ­და, არც ერთ­ში არ ავ­ალ”.
ჩე­მი გო­გო­ნა წინ მის­წ­რებს. ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს ხელს უქ­ნევს. თვა­ლე­ბი ან­ცი და იდ­უ­მა­ლი ფიქ­რით ევ­სე­ბა. იქ­ნებ, მა­საც აქვს სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­საც არ მიმ­ხელს? რო­გორც მე არ ვუმ­ხელ­დი არ­ა­ვის, არც დე­დას, არც ჰა­სან აყ­ას და არც ალ­ვის ხე­ებს ბა­ღის სიღ­რმეში.

© “არილი

სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button