
ამოქმედდა 14 მლნ აშშ დოლარიანი The Bitcoin Fund საფონდო ბირჟა Toronto-ზე
საფონდო ბირჟა Toronto-მ (TSX) აამოქმედა დახურული საინვესტიციო ფონდ The Bitcoin Fund-ის აქციებით ვაჭრობა. კასტოდიალური პარტნიორი გახდა ძმები უინკლვოსების კომპანია Gemini.

The Bitcoin Fund წარმოადგენს ბირჟაზე გაყიდვადი პროდუქტის (ETP) ნაირსახეობა. იგი იკვლევს Bitcoin-ის ფასს კომპანიების – MV Index Solutions-ისა და CryptoCompare-ის ინდექსების მეშვეობით (VanEck Europe-ის ქვეგანყოფილება).
ფონდმა გამოუშვა ორი ტიპის აქციები: Class A ყველა ინვესტორისთვის და Class F – ინსტიტუციონალებისთვის. TSX-ზე შედგა მხოლოდ Class A აქციების ლისტინგი. CoinDesk-ის მონაცემებით მათი ჯამური ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
TSX-ის ლისტინგში პირველი ბლოკჩეინ-კომპანია 2015 წელს გაჩნდა. ეს იყო Blockchain Tech Ltd (BTL), რომელმაც შექმნა პლატფორმა Interbit. 2019 წელს კომპანიამ მისი სახელი შეცვალა Interbit Ltd-ად. ამავე წლის მარტში კომპანიამ გადაწყვიტა მთლიანად შეეცვალა სამოქმედო სფერო, აქციებით ვაჭრობა შეჩერებულია. TSX-ზე აქციებით ვაჭრობს მაინინგ კომპანია Hut8.
კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული ETP ევროპაშია გავრცელებული. შვეიცარიის საფონდო ბირჟა SIX Swiss Exchange-ზე იყიდება ETP Bitcoin-ის, Ethereum-ის, Ripple-ის, Binance Coin-ისა და Tezos-ის ბაზაზე. Bitcoin-ETP აგრეთვე არის გერმანული საფონდო ბირჟა Börse Stuttgart-ის ლისტინგში.
2018 წლის შუა პერიოდში კომპანია Winklevoss IP LLP-მ პატენტი მიიღო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საბირჟო პროდუქტების შექმნაზე. მსგავსი პროდუქტების ამოქმედება აშშ-ის ანტრეპრენერებს ჯერჯერობით ვერ გამოუვიდათ.