ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

Facebook-მა გამოუშვა დესკტოპ-Messenger Windows-ისა და macOS-ისთვის

ამჟამად ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მომხმარებლებს შეუძლიათ იმუშაონ, დაინახონ ახლობლები და მეგობრები, დაესწრონ ვირტუალურ ღონისძიებებს სახლიდან გაუვლელად. ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალური გახდა კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული დაძაბული ვითარების დროს.  

კომპანია Facebook-მა გამოუშვა ტექსტური შეტყობინებებისა და ვიდეოზარების გაცვლის აპლიკაცია Messenger-ის ვერსია დესკტოპ სისტემებისთვის. 

არსებობს უამრავი სერვისი და აპლიკაცია, რომელიც შეტყობინებების გაცვლისა და ვიდეოზარების განხორციელების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Facebook Messenger, რომელიც გამოიყენებოდა ვებ-ბრაუზერებსა და მობილურ მოწყობილობებში. ამჟამად Facebook-ის დეველოპერებმა გამოუშვეს ოფიციალური კლიენტი კომპიუტერებისთვის, რომლებიც მუშაობენ Windows ან macOS ოპერაციულ სისტემებზე. 

Messenger-ის დესკტოპ კლიენტი მომხმარებელს უზრუნველყოფს კომფორტული კომუნიკაციისთვის აუცილებელი ყველა ფუნქციით, რომელთა შორისაა ტექსტური შეტყობინებებისა და ვიდეოზარების გაცვლა. მხარდაჭერილი იქნება notification-ები, სტიკერები, emoji-ები, GIF-ფაილები, აგრეთვე ჩატის სინქრონიზაცია მომხმარებლის სხვადასხვა მოწყობილობაზე. ხელმისაწვდომია ინტეგრირებული dark mode, რომელიც ღამით თვალებზე დატვირთვას ამცირებს. 

image.jpeg

თუკი ვებ-ვერსიაზე მეტად უპირატესობას სრულფასოვანი აპლიკაციის გამოყენებას ანიჭებთ, Facebook Messenger-ის დესკტოპ კლიენტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. იგი ჩამოტვირთვისთვის უკვე ხელმისაწვდომია Microsoft Store-სა და Mac App Store-ში. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button