ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ბირჟა Binance-მა დაადასტურა CoinMarketCap-ის შეძენა

პოპულარულმა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-მა დაადასტურა, რომ შეიძინა ბაზრის ლიდერი ანალიტიკური სერვისი CoinMarketCap.

Binance-ის ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს თქმით CoinMarketCap-ის ხედვები, ეთიკა და კორპორატიული კულტურა, ასევე სერვისის გამჭვირვალობისკენ სწრაფვა და მომხმარებელზე ორინტირებულობა მის კომპანიასთან ჰარმონიაშია. იგი დარწმუნებულია, რომ ლიდერი სერვისის შეძენა ხელს შეუწყობს ინდუსტრიის განვითარებას.

„ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ ერთმანეთის ძლიერი მხარეები და ვიმოქმედოთ, როგორც ინფრასტრუქტურულმა პროვაიდერებმა კრიპტოვალუტების სფეროში“ – განაცხადა Zhao-მ.

Binance-ის ბლოგში ნათქვამია, რომ გარიგების პირობების თანახმად CoinMarketCap-ის დამფუძნებელი ბრენდონ ჩეზი დატოვებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა დარჩება მრჩევლის სახით. სერვისის დროებითი გენერალური დირექტორი გახდება სტრატეგიების ამჟამინდელი დირექტორი კერილინ ჩანი.

გამომცემლობა The Block გათვითცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Binance-მა ინვესტიცია ჩადო ანალიტიკურ სერვისში და ასევე მიაწოდა BNB ტოკენების გარკვეული რაოდენობა.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით გარიგების საფასური დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარია და მხარეებს შორის მოლაპარაკება 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა.

ასევე ცნობილია, რომ Binance გეგმავს არსებითად შეცვალოს CoinMarketCap-ის ბიზნეს-მოდელი და უარი თქვას რეკლამაზე ყოველთვიური გადასახადების სასარგებლოდ.

ანალიტიკური სერვისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ლისტინგისთვის საფასურის აღებას და მოუწოდებენ მომხმარებლებს – არ დაიჯერონ ჭორები და ზოგადად დაუდასტურებელი ინფორმაცია.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button