ახალი ამბებისაზოგადოებასაქართველო

ნინო ცაციაშვილი – 21 საათიდან კომენდანტის საათი გამოცხადდება, იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოქალაქეების გადაადგილება 21:00 სათიდან 06:00 საათამდე იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. კერძოდ, იმოძრავებენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ნებისმიერი ფაქტი, რომელიც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევას, ძალიან ოპერატიულად იქნება აღმოფხვრილი და შესაბამისი ზომები გატარებული, რაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო, პირველ ეტაპზე ჯარიმის გამოყენებას“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის დეკრეტით განისაზღვრა რეგულაციები, რომლის თანახმადაც, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, პირველ ჯერზე, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს ქმედება არის დანაშაული და ითვალისწინებს 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა იმ გამონაკლისებზეც ისაუბრა, რომელიც შესაძლოა განხილული იყოს კონკრეტული პირების მიმართ „ზოგადად, გამონაკლისი გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პირებისთვის და იმ სუბიექტებისთვის, რომელთა მუშაობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს“

„ჩვენ იგივე რეგულაციები გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ 70 წელს გადაცილებულ პირებთან დაკავშირებით, რომელთაც აეკრძალათ ქუჩაში გასვლა და გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სურთ მაღაზიაში წამლის, სურსათის შესაძენად წასვლა ან ისეთი სამედიცინო მომსახურების მიღება, რომელიც ადგილზე შეუძლებელია. შესაბამისად, ეს არის საერთო რეგულაციები და ნებისმიერი აკრძალვა არის ამ შემთხვევაში, დაშვებული. კერძოდ, საღამოს 21:00-დან დილის 06:00-მდე გადაადგილება იქნება სრულად აკრძალული“.

– განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button