ახალი ამბებიდანაშაულისაზოგადოება

საგანგებო რეჟიმის განმეორებით დამრღვევს დააპატიმრებენ და ცალკე საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებენ

„როდესაც პირი არის დაჯარიმებული და განმეორებით დაარღვევს წესს, გათვალისწინებულია ასევე საპატიმრო სასჯელიც. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ქართული საპატიმროების სისტემა იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ ასეთი პირები მიიღოს, ამისთვის ცალკე გამოყოფილ დაწესებულებაში. მე არ მინდა უფრო მეტი დეტალი გითხრათ ახლა და დღეს, მაგრამ თუკი ამაში დაგვეხმარებით, რომ საზოგადოებას ეს ვუთხრათ, ალბათ, ყველასთვის უფრო სასარგებლო იქნება. ჩვენ სულ ორ-სამ დღეში გვექნება ცალკე თავისუფალი დაწესებულება იმისთვის, რომ თუკი ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დასჭირდებათ უკვე ჯარიმამისჯილი პირის მიერ წესის ხელახლა დარღვევის შემთხვევაში პირის დაპატიმრება, ჩვენ მათი მიღება საპატიმროებში უპრობლემოდ შევძლოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button