ლიტერატურამოთხრობასაკითხავიწიგნები

გაბრიელ გარსია მარკესი – ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს

_ უკადრისი იკადრა, _ უთხრა მოხუცს მეფუნდუკე ქალმა, _ მძინარე ქალისთვის არ უნდა ჩაედო თითი პირში ან გაეკეთებინა რაღაც ამდაგვარი.
იასუნარი კავაბატა, “მძინარე მზეთუნახავების სახლი”
1.
ოთხმოცდაათი წლისა რომ გავხდი, გადავწყვიტე, დაბადების დღის აღსანიშნავად საკუთარი თავისთვის თავად მიმერთმია საჩუქარი _ უბიწო გოგონასთან გიჟური სიყვარულის ღამე.
როსა კაბარკასი გამახსენდა _ იატაკქვეშა დაწესებულების დიასახლისი: როგორც კი ქორფა~ გოგოს ჩაიგდებდა ხელში, მაშინვე თავის გულუხვ კლიენტებს ატყობინებდა. მე არ მიზიდავდა მისი ბილწი შემოთავაზებები, მას არ სჯეროდა ჩემი პრინციპების სიწმინდისა.მორალი დროის საქმეა, _ ღვარძლიანად ქირქილებდა ის. _ მოვა დრო, თვითონ დარწმუნდები~. როსა ჩემზე ცოტათი უმცროსი იყო. რამდენი წელიწადია არაფერი ვიცი მის შესახებ. იქნებ აღარც არის ცოცხალი, მაგრამ ყურმილში მომესმა თუ არა ხმა, მაშინვე ვიცანი _ როსა იყო.
ეგრევე მივახალე:
_ დღეს _ კი.
როსა კაბარკასმა ამოიოხრა: ეჰ, ჩემო ნაღვლიანო ბრძენკაცო, მთელი ოცი წელი სადღაც გადაიკარგები, მერე უცებ გამოჩნდები და შეუძლებელს მთხოვ~. მაგრამ ხელობა მაინც ხელობაა და როსამაც ასარჩევად რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა: ყველანი ხმარებაში გაცვეთილები იყვნენ. უსათუოდ ქალწული და უსათუოდ ამაღამ-მეთქი, _ ვთქვი შეუვალად. როსა დაიბნა:კი მაგრამ, რისი იმედი გაქვს?~ არაფრის, _ როსამ მტკივნეულ ადგილზე დამადგა ფეხი, _ მშვენივრად ვიცი, რა შემიძლია და რა არ შემიძლია~. როსა ცოტა დამშვიდდა:ბრძენმა ხალხმა ყველაფერი იცის და მაინც ყველაფერი არ იცის. ამქვეყნად ერთადერთი ქალწულები~ თქვენ ხართ, აგვისტოს თვეში ამ ნიშნით დაბადებულები. რატომ ადრე არ გამაფრთხილე?~აღმაფრენა წინასწარ არაფერს გითანხმებს~, _ ვთქვი მე.
მაგრამ მოცდა შეუძლია~. რაკი როსამ ყოველთვის ყველაფერი მამაკაცებზე უკეთ იცოდა, მთხოვა, იქნებ ერთი-ორი დღე მაცალო, საგულდაგულოდ გადავხედავ ჩემსბაზარსო~. სრულიად სერიოზულად ვუპასუხე, ასეთ საქმეში ჩემი ასაკის კაცისთვის ყოველი დღე წელიწადს უდრის-მეთქი. ეშმაკმა დალახვროს, რაც არის, არის, _ გადაწყვიტა როსამ უცბად, _ არა უშავს, მგონი, უფრო საინტერესოცაა. ერთ საათში დაგირეკავ!~ ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება იმას, რაც შორიდანაც კარგად ჩანს: მე ერთი ულამაზო, მორიდებული და ძველმოდური კაცი ვარ, მაგრამ რაკი არ მსურდა ასეთი ვყოფილიყავი, თავს ისე ვაჩვენებდი ყველას, თითქოს ყველაფერი სწორედაც რომ პირიქით იყო, ოღონდ _ დღეს დილამდე. დღეს დილით კი გათენებულზევე მტკიცედ გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს მეთქვა საკუთარი თავისთვის _ თუნდაც სინდისის დასამშვიდებლად _ რაც ვარ და ვინც ვარ სინამდვილეში. ჰოდა, დავიწყე კიდეც საქმე როსა კაბარკასთან უჩვეულო სატელეფონო საუბრით. როგორც ახლა მესმის, ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი იმ ასაკში, როცა უბრალო მოკვდავთა უმეტესობა, როგორც წესი, უკვე მიცვალებულია. ვცხოვრობ კოლონიური სტილის სახლში სან ნიკოლას პარკის მზიან მხარეს. ამ სახლში გავატარე მთელი ჩემი უქალო და უსახსრო ცხოვრება. აქ ცხოვრობდნენ და აქ განერიდნენ სიცოცხლეს ჩემი მშობლები. მეც აქ გადავწყვიტე სიკვდილი მარტოობაში და იმ საწოლში, რომელზეც დავიბადე; აქ უნდა დაველოდო იმ დღეს, რომელიც, ძალიან მინდა, ცოტა მოგვიანებით და უწვალებლად მოვიდეს. ეს ორსართულიანი შენობა მამაჩემმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იყიდა. ქვემო სართული ერთ იტალიურ კონსორციუმს მიაქირავა და იმათაც იქ დიდებული მაღაზია გამართეს. მამამ ზემო სართული თავისთვის დაიტოვა. აქ დაქორწინდა იგი ამ იტალიელთაგან ერთ-ერთის ქალიშვილზე _ ფლორინა დე დიოს კარგამანტოსზე. ფლორინა სილამაზით დაეჯილდოებინა ღმერთს, საუცხოოდ უკრავდა მოცარტს, იყო პოლიგლოტი და გარიბალდელი და რაც მთავარია, მთელ ქალაქში გამოირჩეოდა ერთი განსაკუთრებული ნიშნით: იგი ჩემი დედა იყო. დიდსა და ნათელ სახლს თაბაშირის თაღები, ფლორენციული მოზაიკით ჭადრაკულად დაგებული იატაკი და აივანზე გამავალი ოთხი დიდი შემინული კარი აქვს. აივანი სარტყელივით არტყია მთელ სართულს. დედაჩემი და მისი იტალიელი კუზინები მარტის საღამოობით სხდებოდნენ ხოლმე აივანზე და სასიყვარულო არიებს მღეროდნენ. აქედან კარგად ჩანს სან ნიკოლას პარკი, ტაძარი და ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი, იქით, ცოტა მოშორებით, სანაპიროსკენ, ღვინის სარდაფებია, სარდაფებს უკან კი დიადი მდინარე მაგდალენას შესართავი გადაჭიმულა ფართო სივრცეზე. სახლში ერთადერთი შემაწუხებელია მზე. მთელი დღის განმავლობაში ხან ერთ ფანჯარას მოადგება, ხან მეორეს, და მეც სიესტის პაპანაქებაში ცოტა ხნით მაინც რომ მოვატყუო თვალი, ფანჯრებზე სქელი ფარდების ჩამოფარება მიწევს. ოცდათორმეტი წლის ვიყავი, როცა მარტო დავრჩი ამ სახლში. ჩემი მშობლების საძინებელ ოთახში გადავბარგდი, ბიბლიოთეკის კარიც გავაღე და… საერთოდ, თუკი რამ ზედმეტი მეჩვენა პირადად ჩემთვის, ყველაფრის გაყიდვას მივყავი ხელი. ზედმეტი კი ჯერჯერობით თითქმის ყველაფერი აღმოჩნდა წიგნებისა და ლილვაკებიანი პიანოლის გარდა. ორმოცი წელიწადიდიარიო დე ლა პასს~ ვბერავდი ახალი ამბებით~. იქაურ მოსახლეობას მსოფლიოს ამბებს ვაცნობდით. ამბებს კი თავად ვიჭერდით ციურ სივრცეში მოკლე ტალღებზე ფრენისას, ან მორზეს ანბანს ვიშველიებდით. დღესდღეობით, კი არ ვცხოვრობ, უფრო ვარსებობ იმ პენსიით, რომელიც აწ უკვე ჩამკვდარი საქმიანობისთვის მერგო. მცირე საფასურად ვასწავლი ლათინურსა და ესპანური ენის გრამატიკას, თითქმის არაფერს მიხდიან საკვირაო წერილებში, რომელთაც აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, დაუღალავად ვაცხობ და ვაცხობ. ასევე გროშსაც არ მიხდიან მუსიკასა და თეატრზე დაწერილ პატარ-პატარა სტატიებში, რომლებსაც ვაქვეყნებ თითქმის ყოველთვის, როცა კი ცნობილი მსახიობები და მუსიკოს-შემსრულებლები ჩამოდიან ჩვენთან. სხვა საქმე არც ვიცი და არც არასოდეს მიკეთებია, მხოლოდ ვწერდი. განსაკუთრებული ნიჭი ნამდვილად არ გამაჩნია, არც ამ საქმისადმი მოწოდება მაწუხებს ძალიან, არც დრამატურგიული კომპოზიციების კანონებისა გამეგება რამე ღრმად. ამ საქმეს მხოლოდ იმიტომ მოვკიდე ხელი, რომ მჯერა ცოდნის ძალისა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვისრუტავდი წიგნებიდან. უხეშად რომ ვთქვა, გვარში ღირსებასა და ბრწყინვალებას მოკლებული ნაბოლარა ვარ, რომელსაც არაფერი ექნებოდა შთამომავლობისთვის დასატოვებელი, რომ არა ის ამბავი, რომელიც მე შემემთხვა და რომელზეც გიამბობთ ამ მოგონებაში _ ჩემს დიდ სიყვარულზე. საკუთარი დაბადების დღე _ ოთხმოცდაათი რომ შემისრულდა _ როგორც ყოველთვის, დილის ხუთ საათზე გამოღვიძებულს გამახსენდა. ერთადერთი საქმე, რაც ამ დღეს უნდა გამეკეთებინა, საკვირაო სტატია იყოდიარიო დე ლა პასისთვის~.
დილის სიმპტომები იდეალურად მიწყობდა ხელს, სულაც არ მეგრძნო თავი ბედნიერად: ძვლები მტეხდა, უკანალში ცეცხლი მეკიდა და სამი თვის გვალვის შემდეგ ჭექა-ქუხილიც სერავდა ზეცას. ხელ-პირი დავიბანე, თაფლიანი ყავა დავლიე, ორი ღვეზელიც მივაყოლე და საშინაო ტილოს ხალათი ჩავიცვი.
იმდღევანდელი სტატიის თემას, რა თქმა უნდა, ჩემი ოთხმოცდაათი წელი წარმოადგენდა. ასაკზე არასოდეს მიფიქრია, ისევე როგორც არ მიფიქრია, ვთქვათ, სახურავი არის თუ არა სადმე გახვრეტილი… რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენმა ზამთარმა თუ ზაფხულმა…
ბავშვობაში გამიგონია, როცა ადამიანი კვდება, მის თმაში ჩაბუდებული ტილები შეშინებული იფანტებიან თურმე ბალიშზე ახლობლების სამარცხვინოდ. გაგონილმა ისე დამზაფრა, რომ მახსოვს, სკოლაში წასვლისას თმა პირწმინდად გადავაპარსვინე, ხოლო აქამდე შემორჩენილ ორ-სამ ღერ ამობიბინებულ ბალანს ძაღლებისთვის განკუთვნილი იასამნის საპნით ვიბან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, როგორც ახლა ვაანალიზებ, სირცხვილის გრძნობა უფრო მძაფრად ჩამომიყალიბდა ბავშვობიდანვე, ვიდრე წარმოდგენა სიკვდილზე.
უკვე რამდენიმე თვეა ვფიქრობ ჩემს საიუბილეო სტატიაზე. იგი განვლილ წლებზე საყოველთაოდ მიღებული ვიშვიშით კი არა, სიბერის განდიდებით იქნება გაჯერებული.
ნეტავ როდის მივხვდი, რომ დავბერდი? ჰო, გავიხსენე, თურმე სულ ახლახან, ლამის გუშინ მივმხვდარვარ ამას. ორმოცდაორი წლის ვიყავი, ზურგი რომ ამტკივდა და სუნთქვაც გამიძნელდა. წავედი ექიმთან. მან არაფრად ჩააგდო ჩემი წუხილი: თქვენს ასაკში ეს ნორმალური მოვლენაა~, _ მითხრა მან. _ მაშინ ჩემი ასაკი ყოფილა არანორმალური, _ არ შევეპუე მე. ექიმმა სიბრალულით გამიღიმა:ფილოსოფოსობთ?~ პირველად სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი სიბერეზე ჩემს ასაკთან მიმართებით, მაგრამ მალე გადავივიწყე. უკვე მივეჩვიე, ყოველ დილით რაღაცის ტკივილი მაღვიძებს. წლებთან ერთად ტკივილიც მემატება, ხან რა მტკივა და ხან რა, ხან ნაკლებად, ხან მეტად. ზოგჯერ მომჩვენებია, სიკვდილი მიკაკუნებს კარზე და მორჩა, აღარაფერი მეშველება-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს ისე მიგრძნია თავი, ვითომ არც არაფერი მტკენოდეს როდისმე.
გამიგონია, კაცი რომ დროთა განმავლობაში მამას ემსგავსება, სწორედ ეს არის სიბერის ნიშანიო. მე, ეტყობა, მარადიული ახალგაზრდობა მაქვს დაბედებული, რადგან ჩემი ცხენისებური პროფილი არასოდეს დაემსგავსება არც მამაჩემის კარიბულ პროფილს და მით უმეტეს, არც დედაჩემისას, რომელსაც რომაელი იმპერატორის პროფილი ჰქონდა. საქმე ის არის, რომ სიბერის პირველი ნიშნები ისე ნელ-ნელა გეპარება, რომ თითქმის ვერც ამჩნევ, რადგან შინაგანად არ იცვლები, იგივე ხარ, რაც იყავი წლების წინ. სამაგიეროდ სხვები ამჩნევენ შენს ცვლილებას.
მეხუთე ათეულში გადამდგარი თანდათან ვხვდებოდი, რა იყო სიბერე. შევამჩნიე, მეხსიერება ხანდახან მღალატობდა. რამდენჯერ გადამიბრუნებია მთელი სახლი სათვალის ძებნაში და ბოლოს საკუთარ ცხვირზე მიპოვია. რამდენჯერ სათვალიანი შევმდგარვარ შხაპქვეშ…
ერთხელაც მეორედ ვისაუზმე, თუმცა ახალი ნასაუზმევი კი ვიყავი. ჩემი მეგობრებიც გვარიანად შევაშინე, ერთი კვირის წინ მოყოლილი ამბავი ხელმეორედ რომ ვუამბე. მართალია, ბევრი ნაცნობისა თუ მეგობრის სახელი მეხსიერებაში ჯერ კიდევ მქონდა შემონახული, მაგრამ მისალმებისას ვერაფრით ვაკავშირებდი ერთმანეთთან სახელსა და პიროვნებას.
სექსის საკითხში ასაკი არასოდეს მადარდებდა, რადგან ჩემი შესაძლებლობები იმდენად ჩემზე არ იყო დამოკიდებული, რამდენადაც ქალზე. ქალებს თუ უნდათ, ძალიან კარგად იციან, რა დროს რა და როგორ არის საჭირო. დღეს სასაცილოდ არ მყოფნის ოთხმოცი წლის ბიჭების საქციელი. როგორც კი რაღაც არ გამოუვათ, მაშინვე ექიმთან გარბიან, ის კი არ იციან, ოთხმოცდაათი წლისებს უარესი რომ დაემართებათ, მაგრამ აზრი აღარაფერს ექნება. რისკით იცხოვრებენ, შურს იძიებენ სიცოცხლეზე და ცხოვრების, სიცოცხლის დღესასწაულიც სწორედ ის არის, რომ მოხუცების მეხსიერება დიდხანს არ იჩერებს გონებაში ნაკლებად არსებით ამბავს და მხოლოდ ძალზე იშვიათად გვღალატობს იგი მართლაც რაღაც მნიშვნელოვანის დროს.
ციცერონმა ეს მოვლენა ერთ ფრაზაში ჩაატია: არ არსებობს მოხუცი, დაავიწყდეს, სად გადამალა განძი~. ამ ნაფიქრსა და განსჯილს კიდევ რაღაც-რაღაცები დავუმატე და პირველი შავად ჩანაწერი რომ დავამთავრე, აგვისტოს მზემ იფეთქა კიდეც პარკის ნუშის ხეებში და სამდინარო-საფოსტო გემიც გვალვის გამო ერთი კვირის დაგვიანებით შემოგუგუნდა პორტში. აი, მოცურავს ჩემი ოთხმოცდაათი წელი-მეთქი, გავივლე გუნებაში. ვერ ვიტყვი, რატომ და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ ამას, მაგრამ შელოცვასავით იყო თუ რა იყო, წამში გადავწყვიტე როსა კაბარკასთან დამერეკა და მეთხოვა, დამხმარებოდა ჩემი იუბილეს აღსანიშნავ თავაწყვეტილი ღამის მოწყობაში. უკვე რამდენიმე წელიწადია დავბორიალობ ჩემი საყვარელი ლათინელი ავტორების წაკითხულ-გადაკითხულ წიგნებში, თავით ფეხამდე ვარ ჩაფლული კლასიკურ მუსიკაში, მაგრამ იმ დღეს ისეთმა სურვილმა წამომიარა, ნამდვილად ღვთის ნიშნად მივიღე. სატელეფონო საუბრის შემდეგ წერის თავი აღარ მქონდა. ჰამაკი ბიბლიოთეკის იმ კუთხეში გავკიდე, სადაც დილაობით მზე არ აღწევს, და ჩავწექი. გული მეწურებოდა მტანჯველ მოლოდინში. დედაჩემი პატარაობიდანვე მანებივრებდა. იგი მრავალმხრივ განათლებული ქალი იყო. ორმოცდაათი წლისა გარდაიცვალა ჭლექით. მამაჩემმა, უწესიერესმა პიროვნებამ, ვისაც ცხოვრებაში, მგონი, ერთი შეცდომაც კი არ მოსვლია, თავის ეულ საწოლში, ქვრივი კაცის საწოლში დალია სული განთიადისას. სწორედ ამ დღეს მოეწერა ხელი ნეერლანდიის პაქტს, რომელმაც წერტილი დაუსვა გასულ საუკუნეში წამოწყებულ ათასდღიან ომსა და, საერთოდ, არაერთ სამოქალაქო ომს. მშვიდობამ სრულიად მოულოდნელად და არასასურველად შეცვალა ქალაქი. თავისუფალი ქალების ტალღამ აავსო ღვინის სარდაფებიფართო ქუჩაზე~, რომელსაც შემდგომში აბელიოს ქუჩა დაერქვა. ამჟამად კი კოლუმბის პროსპექტი გახდა ამ ასერიგად საყვარელი ქალაქის გულში, ქალაქისა, რომელიც ერთნაირად უყვარს თავისიანსაც და უცხოელსაც გულკეთილობისა და კაშკაშა შუქის გამო.
უფულოდ არც ერთ ქალთან არ ვწოლილვარ.
ძალზე იშვიათად, როცა არაპროფესიონალთან მიწევდა დაწოლა, ვცდილობდი, ძალით მიმეცა ფული, იმასაც აეღო და მერე თუნდაც ნაგავში გადაეყარა. ოცი წლის ასაკიდან შევადგინე მათთან ანგარიშსწორების დავთარი.
ვიწერდი სახელს, ასაკს, შეხვედრის ადგილს, საერთოდ, ვითარებასა და თითოეულის სტილს. ორმოცდაათი წლისას სიაში უკვე ხუთას თოთხმეტი ქალი მყავდა ჩაწერილი, აქ ერთხელ ნამყოფებიც ერია. ჩაწერა მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც სხეულს ძველებური სიჩაუქე წაერთვა. ახლა უკვე გონებაში ვიწერდი, უქაღალდოდ. მე ჩემი ეთიკა მქონდა.
არასოდეს ვმონაწილეობდი ჯგუფურ სექსში ან ხალხმრავალ ადგილას, არასოდეს არავისთვის გამინდვია ჩემი სხეულისა თუ სულის თავგადასავალი, რადგან ბავშვობიდანვე ვიცოდი, არც ერთი და არც მეორე დაუსჯელი არ დარჩებოდა.
მხოლოდ ერთადერთი და ისიც უჩვეულოზე უჩვეულო კავშირი წლობით გრძელდებოდა ერთგულ დამიანასთან. იგი თითქმის ბავშვი იყო, _ ძლიერი და ველური ბავშვი, _ ჩემთან რომ მოიყვანეს. ინდიელთა სისხლი ჩქეფდა მის ძარღვებში, ლაპარაკობდა ცოტას და დაჯერებულად. სახლში ფეხშიშველი დადიოდა, ჩემთვის რომ ხელი არ შეეშალა წერისას. მახსოვს, ერთხელ დერეფანში გაკიდებულ ჰამაკში ვიყავი ჩაწოლილი, ვკითხულობდი. შემთხვევით დავინახე, ვარცლზე დახრილ რეცხვაში გართულ დამიანას ქვედაკაბა ასწეოდა და მადის აღმძვრელი წვივები უჩანდა. ცეცხლი მომეკიდა და ჰამაკიდან გადმოვხტი, ვეცი, ნიფხავი მუხლამდე ჩავხადე, წავკუზე და უკნიდან ვეტაკე.
ოი, სენიორ! _ საწყალობლად შეჰყვირა მან, _ ეს შესასვლელი კი არა, გამოსასვლელია~. მთელი ტანით ცახცახებდა, მაგრამ ბოლომდე გაუძლო. თავად ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად იმის გამო, რომ ის შეურაცხვყავი. მინდოდა ორჯერ მეტი ფული გადამეხადა მისთვის, იმაზე მეტი, ვიდრე ძვირად ღირებული კახპები იღებდნენ იმ ხანებში, მაგრამ დამიანამ უარი მტკიცა. სამაგიეროდ ხელფასი გავუზარდე, რათა მეხმარა იგი ყოველთვის რეცხვისას და ყოველთვის _ უკნიდან. ერთხელაც ის იყო გავიფიქრე, იქნებ ეს საწოლის არითმეტიკა ჩემი გზაარეული ცხოვრების აღწერისას გამომადგეს-მეთქი, რომ სათაურიც იმწამსვე თითქოს ციდან ჩამოვარდა:ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს~. რაც შეეხება ჩემს საზოგადოებრივ ცხოვრებას, ის ნაკლებად საინტერესო იყო: ობოლი, უმომავლო ბერბიჭა, კარგი ჟურნალისტი, ოთხგზის ფინალისტი კარტახენა დე ინდიასში გამართულ ყვავილების თამაშებში~ და კარიკატურისტების ამოჩემებული ობიექტი უმაგალითო სიუშნოვის წყალობით. მოკლედ: დაღუპული ცხოვრება მქონდა და დაღუპულად წავიდა იმ დღიდან, როცა დედაჩემმა ცხრამეტი წლის ბიჭი ხელჩაკიდებული მიმიყვანადიარიო დე ლა პასში~ იმის გასარკვევად, დაბეჭდავდნენ თუ არა ჩემს ქრონიკას სკოლის ცხოვრებიდან, რომელიც ესპანური ენისა და ისტორიის გაკვეთილზე დავწერე.
დაბეჭდეს კვირის ნომერში და ზედაც დირექტორის დიდი იმედის მომცემი წინათქმაც დაურთეს. წლების მერე გავიგე, თურმე დედაჩემს ამ პუბლიკაციისა და მომდევნო შვიდი პუბლიკაციის გამოსაქვეყნებლად ფული გადაუხდია. სირცხვილით ტანჯვა დაგვიანებული იყო. ჩემმა ყოველკვირეულმა საგაზეთო სვეტმა მალე საკუთარი ფრთები შეისხა, მეც უკვე ახალი ამბების შემდგენელი და კრიტიკოსი გახლდით მუსიკის დარგში.
როგორც კი ბაკალავრის ხარისხი და წარჩინებულის დიპლომი მივიღე, ერთდროულად სამ კოლეჯში დავიწყე მუშაობა ესპანური და ლათინური ენების მასწავლებლად. უნდა ვაღიარო, მასწავლებლად ვერ ვივარგე. არც საკმარისი განათლება გამაჩნდა, არც მოწოდება და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც უბედური ბავშვების მიმართ თუნდაც ერთი ბეწო სიბრალულისა. მათთვის ხომ სკოლა იოლზე იოლი საშუალება იყო გაქცეოდნენ მშობლების ტირანიას.
ერთადერთი, რისი გაკეთებაც მე შემეძლო მათთვის _ ეს იყო შიში ჩემი ხის სახაზავის მიმართ და გაკვეთილებიდან, სხვა თუ არაფერი, ჩემს საყვარელ პოეტურ სტრიქონებს ჩასწვდენოდნენ: ყველაფერი, რასაც ახლა ხედავ, ფაბიო, სევდიანი ბორცვია მხოლოდ, უკაცრიელი ხეობაა, ოდესღაც კი დიდ იტალიკად იწოდებოდა~. მხოლოდ სიბერეში და ისიც შემთხვევით გავიგე, მოსწავლეებს რა საძაგელი სახელი შეურქმევიათ ჩემთვის _სევდიანი ბორცვი~.
აი, ეს არის ყველაფერი, რაც ცხოვრებამ მიბოძა, მე კი თითიც არ გამინძრევია, მეტი მიმეღო მისგან. დასვენებაზე მარტო ვსადილობდი, საღამოს ექვს საათზე რედაქციაში მივდიოდი და ვარსკვლავურ სივრცეში სიგნალებს ვიჭერდი. ღამის თერთმეტ საათზე რედაქცია იკეტებოდა და ჩემი ნამდვილი ცხოვრებაც მაშინ იწყებოდა. კვირაში ორ-სამჯერ ჩინურ კვარტალში~ ვიძინებდი, დროს ჭრელჭრულ ხალხში ვატარებდი. ორჯერ მოვიპოვეწლის კლიენტის~ გვირგვინი. მახლობელ კაფე რომში~ ვახშმობის მერე კი ალალბედზე ვირჩევდი რომელიმე ბორდელს და სამარქაფო შესასვლელით ჩუმად ვიპარებოდი შიგნით. პირველად სიამოვნებისთვის დავდიოდი იქ, მერე და მერე იქაურობა ჩემი სამუშაოს ნაწილი გახდა: ენადგაკრეფილი პოლიტიკანი ბობოლები ერთ ღამეში ფქვავდნენ სახელმწიფო საიდუმლოებებს და ფიქრადაც არ მოსდიოდათ, მუყაოს თეჯირს მიღმა სხვებსაც რომ ესმოდათ მათი ნაყბედარი. სწორედ ამ გზით _ აბა, სხვანაირად ვინ გამიბედავდა პირში თქმას! _ გავიგე, ჩემს უსიხარულო ბერბიჭულ ცხოვრებას პედერასტობისკენ მიდრეკილებით ხსნიდნენ თურმე, ბინძურ ჟინსშავი ქუჩის~ ბიჭბუჭებთან იკმაყოფილებსო.
ჩემდა საბედნიეროდ, დავივიწყე ეს ყველაფერი, როგორც ბევრი სხვა, რადგან იმავდროულად ბევრი კარგიც მესმოდა ჩემზე და ღირსეულად შემიფასებია და შემიფერებია კიდეც.
ახლო მეგობრები არასოდეს მყოლია, ისინი კი, ვისთანაც მომიწია დაახლოებამ, თითზე ჩამოსათვლელი და თანაც ნიუ-იორკში იყვნენ გადასულები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დაიხოცნენ, რამეთუ, ჩემი აზრით, სწორედ იქით მიეშურებიან მწუხარე სულები თავიანთი წარსული ცხოვრების სიმართლის დასავიწყებლად. რაც პენსიაზე გავედი, საქმეებიც შემიმცირდა. პარასკევობით საღამო ხანს მიმქონდა სტატია რედაქციაში, ბელ არტეს~ დარბაზში კონცერტებს ვესწრებოდი, სამხატვრო ცენტრში, სადაც წევრ-დამფუძნებელიც ვიყავი, ნახატების გამოფენას ვაწყობდი, საზოგადოებრივი კეთილმოწყობის საზოგადოებაში ლექციებს ვკითხულობდი, არ ვტოვებდი არც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად, თეატრაპოლოში~ გამართულ ფაბრეგასის ფილმების ჩვენებას. ახალგაზრდობაში საზაფხულო ღია კინოთეატრში დავდიოდი. იქ ერთნაირი წარმატებით შეგეძლო მთვარის დაბნელებისთვისაც გედევნებინა თვალი და მოულოდნელად წამოსულ შხაპუნა წვიმაში გალუმპულს ორივე ფილტვის ანთებაც აგეკიდებინა.
ფილმებზე მეტად ღამის ჩიტუნიები მიზიდავდნენ. ყველაფერზე იყვნენ თანახმანი კინოს ბილეთის ფასად, ზოგჯერ უფულოდაც მოგყვებოდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, _ ნისიადაც.
მოკლედ, კინო ჩემი ჟანრი არ არის. შირლი ტემპლის ურცხვობის კულტი ხომ ყელში მქონდა ამოსული.
მოგზაურობით სულ ოთხჯერ ვიმოგზაურე. ოცდაათი წლისა არც ვიყავი, კარტახენა დე ინდიასში ყვავილთა თამაშებზე~ რომ გავემგზავრე პირველად. ერთხელ კიდევ საკრამენტო მონტელიას მიწვევით მისივე ბორდელის საზეიმო გახსნაზე ძრავიანი ნავით წავედი სანტა მარიაში და საშინელი ღამეც გადავიტანე მგზავრობისას. რაც შეეხება ჩემს შინაურულ ცხოვრებას, წუნია არ ვარ, ცოტას ვჭამ, ახლა მით უმეტეს: დამიანა დაბერდა, სადილს ვეღარ მიმზადებს და ჩემი ყოველდღიური საჭმელიც შემწვარი კარტოფილი გახდა, რომელსაც გემრიელად მივირთმევ კაფერომში~.
ერთი სიტყვით, როსა კაბარკასის ტელეფონის ზარის მოლოდინში ვერც ვისადილე და ვერც კითხვას დავუდე გული.
ნაშუადღევის ორ საათზე ჯოჯოხეთურად ცხელოდა. ყურის წამღებად ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინობელები. მზე ფანჯრებს ისე აცხუნებდა, ჰამაკს ადგილი შევუცვალე. რაც თავი მახსოვს, სულ სიცხეა ჩემი დაბადების დღეს, და თითქოს მივეჩვიე კიდეც ამას, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად გაუსაძლისი პაპანაქება იდგა. ვბორგავდი, სული მეხუთებოდა. საათი ოთხს უჩვენებდა. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, იქნებ ცოტა დავმშვიდდე-მეთქი, იოჰან სებასტიან ბახის ვიოლონჩელისთვის შექმნილი ექვსი სიუიტა ჩავრთე პაბლო კაზალსის შესრულებით.
ჩემი აზრით, თუ რამ ბრძნულია მუსიკაში, ეს _ სიუიტებია. მაგრამ რატომღაც ახლა დამშვიდების ნაცვლად უმძიმეს პროსტრაციაში ჩამაგდეს. მეორე სიუიტაზევე _ რომელიც ცოტა შფოთიანი მეჩვენება _ მომერია რული. ძილ-ბურანში წასულს მესმოდა, ვიოლონჩელის მუდარას როგორ ერთვოდა პორტიდან გამავალი გემის გაბმული გუგუნი. ტელეფონის ზარმა თითქმის მაშინვე გამომაღვიძა, როსა კაბარკასის ჟღრიალა ხმამ სწრაფად დამაბრუნა ცხადში: გიმართლებთ გიჟებს, _ თქვა მან, _ გიპოვე ვარიკელა, შენ რომ გინდოდა, იმაზე უკეთესი. მაგრამ მეშინია, ხათაბალაში არ გავეხვიოთ: გოგონას სულ ახლახან შეუსრულდა თოთხმეტი წელი~.არა უშავს, საფენებს გამოვუცვლი~, _ ვიხუმრე მე, თუმცა შევატყვე, როსა ბოლომდე არ ამბობდა სათქმელს.
შენ რა გენაღვლება, _ თქვა მან ცოტაოდენი დუმილის შემდეგ, _ სამი წლის ციხეს ვინ ამაცილებს, ფულს ვინ გადაიხდის?~ არავის არასდროს არაფერი გადაუხდია, მით უმეტეს, როსას. ის ხომ თავის მოსავალს სწორედ მცირეწლოვანთა წყალობით იღებდა! მისი დუქნის მთავარი საქონელი ხომ პატარა გოგონები იყვნენ. ისინი ხომ მასთან დგამდნენ პირველ ნაბიჯებს, როსაც მანამ წურავდა მათ, სანამ გოგონები არ გადადიოდნენ დიპლომირებული მეძავების უფრო მკაცრი ცხოვრების წესზე შავი ეუფემიას ცნობილ ბორდელში. როსა კაბარკასს არასოდეს გადაუხდია ჯარიმა, მისი სახლი ხომ არკადიას წარმოადგენდა იქაურ ხელისუფალთათვის, დაწყებული გუბერნატორიდან დამთავრებული მერიის კანცელარიის ვირთხამდე. ჰოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო, ამ დაწესებულების დიასახლისს ძალაუფლება არ ჰყოფნოდა თავისდა სასარგებლოდ დაერღვია კანონი. ასე რომ, მისი დაგვიანებული ვითომ წუხილი, ეტყობა, მხოლოდ ერთი ჩანაფიქრისთვის იყო გამიზნული: რაც შეიძლება მეტი ფასი დაედო თავისი გარჯისთვის და მომსახურებისთვის _ ძნელია, მაშასადამე, ძვირია. ყველაფერი მოგვარდა ორი პესოს დამატებით, მოვილაპარაკეთ, ზუსტად ათ საათზე მე უნდა მივიდე როსასთანსახლში~ და წინასწარ გადავიხადო ნაღდი ფული ხუთი პესო.
ოღონდ არავითარი ადრე მისვლა, თუნდაც ერთი წუთით ადრე! გოგონამ ჯერ უმცროს ძმებს უნდა აჭამოს, დააძინოს, მერე რევმატიზმიან დედას მიხედოს, ლოგნში ჩააწვინოს.
რჩებოდა ოთხი საათი. იმისდა მიხედვით, როგორ გადიოდა დრო, გული მწველი ქაფით მევსებოდა, სუნთქვა მიჭირდა. ვიფიქრე, მოვემზადები, გამოვეწყობი და ამასობაში დროც გავა-მეთქი, მაგრამ ამაოდ გავისარჯე, რა თქმა უნდა, დიდი ვერაფერი დრო მოვიგე, თუმცა ნელა, აუჩქარებლად ვაკეთებდი ყველაფერს. დამიანამაც აღნიშნა, სენიორ ეპისკოპოსივით იცვამთო. წვერი გავიპარსე, მერე საშხაპეში შევედი, იქ ცოტა ხანს მომიწია დაცდამ, ვიდრე მზეზე გაცხელებული წყალი წამოვიდოდა მილში… სანამ ტანს ვიმშრალებდი, ისევ გავოფლიანდი. დავიწყე ჩაცმა დღევანდელი საღამოსა და ვითარების შესაფერისად.
ჩავიცვი საყელოგახამებული ლურჯზოლებიანი პერანგი, თეთრი ტილოს პიჯაკი, თუთიის მათეთრებლით გაახლებული შტიბლეტი, ყელზე ჩინური აბრეშუმის ჰალსტუხი გავინასკვე და ლაცკანის ღილკილოზე ძეწკვით დავიმაგრე ოქროს საათი. ბოლოს კი შარვლის ტოტები შევიკეცე შიგნით, რათა არავის შეემჩნია, ერთი მტკაველით რომ დავპატარავდი.
წუწურაქს მეძახიან, ეს იმიტომ, რომ რაკი იქ ვცხოვრობ, სადაც ვცხოვრობ, მათი აზრით, არ უნდა მიჭირდეს. არადა, არავინ იცის, წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა ღარიბი ვარ. ეს ღამე კი მართლაც ძვირი დამიჯდება, ჩემი ჯიბე ვერ გაწვდება. საწოლქვეშ, სკივრში, ფული მაქვს გადანახული. ორი პესო ოთახის ქირისთვის მჭირდება, ოთხი _ საროსკიპოს პატრონისთვის, სამი _ გოგონასთვის და ხუთიც ჩემთვის საუზმისა და სხვადასხვა წვრილმანისთვის. სხვანაირად რომ ვთქვა, ეს ის თოთხმეტი პესოა, გაზეთმა რომ გადამიხადა საკვირაო წერილებში.
ფული ქამარზე მიკერებულ საიდუმლო ჯიბეში შევინახე და ოდეკოლონი აგუა დე ფლორიდა~ მივისხურე. უცებ შიშმა ამიტანა, მაგრამ რვა საათის ზარის პირველსავე ჩამოკვრაზე ოფლად გახვითქული სიბნელეში ხელის ცეცებით დავეშვი კიბეზე და გავედი დიდი მოლოდინების კაშკაშა ღამეში. ქუჩა განათდა. პროსპექტზე ცარიელ ტაქსებს შორის ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი კაცები ხმამაღლა კამათობდნენ ფეხბურთზე. აყვავებულ ოლეანდრების ხეივანში სასულე ორკესტრი ვალსს უკრავდა. ერთმა მეძავმა ქალმა, ერთ-ერთმა იმათგანმა, სარფიან, სოლიდურ კლიენტებზე რომ ნადირობენ ნოტარიუსების ქუჩაზე, როგორც ყოველთვის, ახლაც მთხოვა სიგარეტი და მეც, როგორც ყოველთვის, ახლაც ვუპასუხე: სიგარეტს აღარ ვეწევი ოცდაცამეტი წელიწადი, ორი თვე და ჩვიდმეტი დღეა-მეთქი.ოქროს ზანზალაკთან~ გავლისას განათებულ ვიტრინაში საკუთარი თავი დავინახე ბებერი და საძაგლად ჩაცმული.
ათი საათი ჯერ არ იყო. ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე, სასაფლაოსკენ წავეყვანე, არ მინდოდა, მიმხვდარიყო, სადაც მივდიოდი.
მძღოლმა სარკიდან შემომხედა და მხიარულად მითხრა: ნუ მაშინებთ, ბრძენო ბატონო, ღმერთმა ქნას, მეც ისეთივე ცოცხალი ვიყო, როგორიც თქვენა ხართ~. ხურდა არ ჰქონდა და სასაფლაოსთან ორივენი გადმოვედით მანქანიდან. მძღოლი იქვე სასაუზმესამარეში~ შევიდა, სადაც მოქეიფე ლოთები თავ-თავიანთ ძვირფას მიცვალებულებს დასტიროდნენ მუდამდღე.
მძღოლმა ძალზე სერიოზულად მითხრა: ფრთხილად იყავით, დონ, როსა კაბარკასის სახლი ისეთი აღარ არის, ძველად რომ იყო~. მადლობის მეტი რა მეთქმოდა. არ არსებობს საიდუმლო, კოლუმბის პროსპექტის ტაქსის მძღოლმა რომ არ იცოდეს! შევედი სიღარიბის კვარტალში, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა იმასთან, ძველად, ჩემს დროს რომ მინახავს. მართალია, იგივე ფართო, გახურებული, ქვიშიანი ქუჩები, პირთამდე კარღია სახლები, გაურანდავი ფიცრებით შეკოწიწებული კედლები, პალმის ტოტების სახურავები და ღორღით დაფარული პატარა შიდა ეზოები დამხვდა, მაგრამ სამაგიეროდ ყურისწამღები ხმაური იდგა. იქაურმა მცხოვრებლებმა დიდი ხანია დაივიწყეს, რა არის სიჩუმე და მშვიდი ძილი. სახლებში მხიარულება გუგუნებდა, მუსიკოსები დოლების ბრაგუნითა და რკინის თეფშების მჭახე ხმით აზანზარებდნენ იქაურობას. ყველა მსურველს შეეძლო ორმოცდაათ სენტავოდ ნებისმიერ სახლში შესულიყო საცეკვაოდ ან სულაც კარწინ ეცეკვა დავარდნამდე. მივდიოდი და გუნებაში ვილანძღებოდი, ნეტავ მიწა რატომ არ გამისკდება და არ ჩამიტანს ამ ჩემს ქარაფშუტულ პიჯაკიანად-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არავის სცხელოდა. მხოლოდ ერთი სახლის წინ მთვლემარე ჩასუქებულმა მულატმა კაცმა შემომძახა გულითადად: _ გწყალობდეს ღმერთი, პატივცემულო. სასიამოვნო ჟიმაობას გისურვებ. აქაც მადლობის მეტი რა მეთქმოდა. სანამ აღმართს ავათავებდი, სამჯერ მაინც შევჩერდი სულის მოსათქმელად. მშვენიერი სანახავი იყო ჰორიზონტზე ამოწვერილი უზარმაზარი სპილენძისფერი მთვარე. მუცელში რაღაცამ მომიარა შიშისგან, მაგრამ მალევე გამიარა. ქუჩის ბოლოში ხეხილის ბაღი იწყებოდა. სწორედ აქ იყო როსა კაბარკასის მაღაზია. სადღა იყო ძველი როსა კაბარკასი, თავისი სიფრთხილით ცნობილი უზარმაზარი ქალი როსა-სანი. მახსოვს, წლების წინ სახანძრო რაზმის სერჟანტის წოდებაც კი გვინდოდა მისთვის მიგვეცა: ისეთ სასიყვარულო ხანძრებს აჩენდა და ისეთ მოქნილობას ამზეურებდა ამ დროს, რომ მართლაც ყველასგან გამოირჩეოდა თავისივესახლში~. მარტოობას დაეჩიავებინა ეს ვეებერთელა ქალი, კანი დანაოჭებოდა, ხმაც გოგონასავით დაწვრილებოდა, ოღონდ ბებერ გოგონასავით. ძველი როსასი მხოლოდ დიდებული კბილებიღა შემორჩენოდა. მძიმე ძაძები ეცვა, ქმარს გლოვობდა, ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად.
ძაძებს ამძიმებდა შავი სამგლოვიარო ფარფლიანი ქუდი, რომელიც ერთადერთი ვაჟიშვილის დაკარგვის გამო ეხურა. სიცოცხლის ნიშატი მხოლოდ გამჭვირვალე მკაცრ თვალებში ჩაჰბუდებოდა და მივხვდი, არსებითად იგი არ შეცვლილიყო.
მაღაზიაში ნათურა ბჟუტავდა. თაროებზე არაფერი ეწყო. ყველამ იცოდა, ეს პატარა მაღაზია როსას თავისი ხელობის შესანიღბად რომ სჭირდებოდა. ყველამ იცოდა, მაგრამ ხმამაღლა არავინ ამბობდა. მე რომ შევედი, როსა კლიენტს აცილებდა კარამდე. არ ვიცი, მართლა ვერ მიცნო თუ თავი მოიკატუნა სხვის დასანახად.
მე სკამზე ჩამოვჯექი. შევეცადე, აღმედგინა წარსული, როცა ორივენი ფერ-ხორცით სავსე ახალგაზრდები ვიყავით. რამდენჯერ ვუხსნივარ ძნელ წუთებში, რამდენჯერ მომშველებია, თავად რამდენჯერ დაუცხრია ჩემთვის გზნება. ეტყობა, ფიქრებს მიმიხვდა. მოტრიალდა და ისე მომაშტერდა, შევიშმუშნე. წლები არ დაგტყობია~, _ ოხვრას ნაღველი ამოაყოლა. მინდოდა, რაღაც ქათინაურისმაგვარი მეთქვა:შენ დაგტყობია, მაგრამ გიხდება~.
მე სერიოზულად გეუბნები, _ თქვა მან, _ ჯაგლაგი ცხენის ფიზიონომია გამოგცოცხლებია~.ალბათ, იმიტომ, რომ სხვა სახლებში~ ვძოვ ბალახს~, _ ვუკბინე მე. შეკრთა.როგორც მახსოვს, საუკეთესო ურო გქონდა, იშვიათი, ახლა როგორია?~ სიტყვა ბანზე ავუგდე. ერთადერთი, რაც ჩვენ შემდეგ შეიცვალა, ჩემი უკანალია, რომელიც გამუდმებით მეწვის~. მან სწრაფად დასვა დიაგნოზი:იშვიათად იყენებ~. მე მას ვიყენებ მხოლოდ იმისთვის, რაც ღმერთმა დაუწესა, _ ვუპასუხე მე, _ მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, დიდი ხნის წინათაც მაწუხებდა და თანაც სავსე მთვარის დროს~. როსამ ხელი მოაფათურა და მწვანესაცხიანი პატარა კოლოფი გამოაძვრინა საიდანღაც.გოგონას უთხარი, თითით აი, ასე წაგისვას~, _ და თვალსაჩინოებისთვის უწმაწურად აამოძრავა საჩვენებელი თითი. ღმერთის წყალობით ჯერ არ მჭირდება შენი ექიმბაშობა~, _ ვუთხარი მე.აჰ, მაესტრო, გთხოვთ, მაპატიოთ~, _ და საქმეზე გადავიდა.
გოგონა ოთახშია ათი საათიდან, _ თქვა მან, _ ლამაზი გოგოა, სუფთა, ზრდილობიანი, მაგრამ ძალზე შეშინებულია. მისი მეგობარი გოგო ერთ გაირელ მტვირთავს გაჰკიდებია. ორი საათი სისხლისგან იცლებოდა თურმე. გაირელებს ხომ იცი, როგორი სახელიც აქვთ, დედალ ვირებს შავ დღეს აყენებენო. ჰო, საბრალო გოგო, ვითომ საქმე არ ჰყოფნიდეს, ფაბრიკაში მუშაობს, ღილებს აკერებს~. ეგ რა მძიმე სამუშაოა-მეთქი.კაცებს გგონიათ ასე. ქვის მტვრევა სჯობს ამ საქმეს~. როსა გამოტყდა, გოგონას ბრომიდიანი კატაბალახას წვეთები დავალევინე და ახლა სძინავსო. ვიცი, რატომაც წუწუნებს, ფასის აწევა სურს. როსამ კი თქვა: ჩემი სიტყვა ოქროა, წესს არ შევცვლი, მომსახურების ფასი ცალკეა, თანაც წკრიალა მონეტა და თანაც წინასწარო, მაშ.
როსას გავყევი, ეზო გავიარეთ.
გული მომილბა მისი მოჩვარული კანის დანახვაზე და იმაზეც, რა გაჭირვებით მიაბაჯბაჯებდა უბრალო ბამბის წინდებში გამოხვეულ დასივებულ ფეხებს. სავსე მთვარე შუა ცაზე დაეკიდა და ქვეყანაც თითქოს მწვანე წყლებში ჩაიძირა. მის სახლთან მუსიკოსებისთვის პალმის ტოტები დაეფინათ. ქალაქის მამებმა მოიწვიეს ისინი. გარშემო უამრავი ტყავგადაკრული სკამი იდგა, ჰამაკებიც გაეკიდათ. ეზოში, რომლის გადაღმაც ხეხილის ბაღი იყო გაშენებული, შეუთეთრავი აგურის შუშაბანდიანი სახლი იდგა. სახლს ექვსი საძინებელი ოთახი და ბადეაკრული ფანჯრები ჰქონდა.
ერთადერთი დაკავებული ოთახი ნახევრად სიბნელეში ჩაძირულიყო. რადიოში ტონია _ ზანგი ქალი მღეროდა სიყვარულზე. როსა კაბარკასმა სული მოითქვა: ბოლერო _ სიცოცხლეა~. დავეთანხმე, მაგრამ დღემდე ვერ გადამეწყვიტა, დამეწერა. კარს ხელი ჰკრა, ოთახში შესული არ იყო, რომ მობრუნდა,ისევ სძინავს. სჯობს, დააცადო გამოძინება, იძინოს, რამდენსაც მისი სხეული ითხოვს. შენი ღამე უფრო გრძელია, იმისი მოკლე~.
დავიბენი: კი მაგრამ, შენი აზრით, რა უნდა გავაკეთო?~თვითონ მიხვდები, _ მიპასუხა მან ასეთი ვითარებისთვის შეუფერებელი სიმშვიდით, _ ბრძენი ტყუილადა ხარ?~ შებრუნდა და დამტოვა შიშის ზაფრასთან პირისპირ.
გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ოთახში შევედი და ლამის გული ამომვარდა მკერდიდან, დავინახე დედიშობილა მძინარე გოგო უზარმაზარ სხვის საწოლში. გვერდზე იწვა, კარისკენ სახემიქცეული. ჭერიდან ჩახჩახა შუქი დაჰნათოდა და მის სხეულზე ყოველ წვრილმანს გარკვევით აჩენდა. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი, მონუსხული შევაცქერდი.
ხუთივე გრძნობით ვისრუტავდი მის სურნელს. შავგვრემანი იყო, თბილი, ეტყობა, დაბანეს, გაალამაზეს თხემიდან ნაზი ღინღლით დაფარულ ბოქვენამდე. თმა დაუხვევიათ, ხელ-ფეხზე ფრჩხილები შეუფერადებიათ, მაგრამ მოთაფლისფრო კანი კი ქარდაკრული, აქერცლილი და მოუვლელი ჰქონდა.
ძუძუები საცაა დაეტყობოდა, ახლა კი ჯერჯერობით ბიჭისას მიუგავდა, თუმცა იგრძნობოდა მზადყოფნა, _ ამოეხეთქა დაფარული ენერგია. ფეხები მართლაც საუკეთესო ჰქონდა. ალბათ, მსუბუქად დადის. გრძელი და მგრძნობიარე თითები აქვს ხელებზეც. ჩართული ვენტილატორის ქვეშაც კი ოფლის წვეთები უბრწყინავდა სხეულზე.
შეღამებულზე აუტანელი სიცხე ჩამოდგა. ბრინჯის პუდრის სქელი ფენის ქვეშ ძნელი იყო მისი სახის გარჩევა.
გვარიანად შეეთითხნათ. ორი შევარდისფერებული ლაქა, დაწებებული წამწამები, გამუქებული წარბები, შოკოლადისფრად გათხიპნილი ტუჩები, _ მძიმე სანახავი იყო, მაგრამ კოსმეტიკის სქელი ფენის ქვეშ მაინც ჩანდა ამაყად გამოკვეთილი ცხვირი და ლამაზი ტუჩ-პირი. ნაზი, ყოჩაღი ბოჩოლა~, _ გავიფიქრე მე. თერთმეტ საათზე სააბაზანოში შევედი ჩემს საქმეზე. გოგონას იქ თავისი უბადრუკი ტანსაცმელი დაეტოვებინა, მაგრამ სკამზე ისე დაელაგებინა, თითქოს დიდი ძვირფასი სამოსი ყოფილიყო: პეპლებმოხატული სინთეტიკური ქსოვილის კაბა, ყვითელი მიტკლის ქვედა საცვალი, თასმებიანი სანდლები, იქვე იდო იაფფასიანი სამაჯური და ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მედალიონი. მე პერანგი, პიჯაკი გავიხადე და საკიდზე ისე დავკიდე, არ დამჭმუჭნოდა. მოვშარდე უნიტაზში, რომელიც ჯაჭვიანი წყლის ავზის ქვეშ იდგა, მოვშარდე დამჯდარმა, როგორც ფლორინა დე დიოსმა მასწავლა პატარაობაში, რათა უნიტაზის კიდეები არ დასველებულიყო. რა დასამალია და, ნაკადი ლარივით იყო დაჭიმული, როგორც ველური ულაყისა. სააბაზანოდან გასვლამდე ონკანს ზემოთ დაკიდებულ სარკეში ჩავიხედე. ცხენის სიფათი, რომელიც სარკიდან შემომეფეთა, არც ისე უსულო და უსიცოცხლო ჩანდა, მაგრამ კუშტი კი იყო. თავზე აქა-იქ შესაბრალისად შემრჩენოდა რამდენიმე ღერი თმა, ოდესღაც კი ფაფარივით მედო. _ მძღ…რო, _ ვუთხარი ორეულს, _ აი, დარდი, თუ არ გიყვარვარ! გოგო რომ არ გამეღვიძებინა, გახდილი ფრთხილად ჩამოვჯექი საწოლზე და წითელი შუქის სიცრუეზე მიჩვეული თვალებით მტკაველ-მტკაველ გადავჩხრიკე მისი სხეული. საჩვენებელი თითი ჩამოვაყოლე ოფლით დანოტივებულ კეფაზე და ისიც ჟრჟოლით გამომეპასუხა, ჩემკენ შემობრუნდა, რაღაც წაიბურტყუნა და თავისი სუნთქვის მომწარო სითბო შემომახვია. ცერა და საჩვენებელი თითი ოდნავ მოვუჭირე ცხვირზე. ის შეირხა, თავი გასწია, გადაბრუნდა, მაგრამ არ გაუღვიძია. უცებ რაღაც მეტაკა თითქოს, მოვინდომე, მუხლით მისი ფეხები გამეწია გან-განზე, მაგრამ მძინარე გოგონამ ფეხები უფრო მაგრად მიატყუპა. ყურში წავუმღერე:დელგადინას საწოლთან ანგელოზები ჩამომსხდარან~. ოდნავ მოდუნდა, ცხელმა დენმა დამიარა ძარღვებში და ჩემმა დინჯმა, კარგა ხანს უსაქმურობისაგან გულგაწყალებულმა მხეცმაც გამოიღვიძა ხანგრძლივი ძილის მერე.
დელგადინა, ჩემო სულიკო, _ ვევედრებოდი სურვილისაგან ცეცხლწაკიდებული. დელგადინა. მან ნაღვლიანად ამოისლუკუნა, ჩემს ფეხებს დაუსხლტა, ზურგი შემაქცია, მოიკუნტა, ლოკოკინასავით ჩაიმალა თითქოს ნიჟარაში. კატაბალახას ნაყენმა, ეტყობა, კარგად იმოქმედა მასზეც და ჩემზეც, რადგან არაფერი მომხდარა ჩვენ შორის. არა უშავს, რატომ გავაღვიძო, როცა მშვენივრად ვგრძნობ, რა არარაობაც ვარ, როცა ნაღველი მაწევს გულზე და თანაც მოლუსკივით ცივი ვარ.
სამრეკლოზე ღამის თორმეტი საათი ჩამოჰკრეს მკვეთრად და შეუვალად. დაიწყო ახალი დღე, ოცდაცხრა აგვისტო, დღე წმინდა მოწამისა ხუან ბაუტისტასი.
ვიღაცა ხმამაღლა ტიროდა ქუჩაში. ყურადღებას არავინ აქცევდა. ვილოცე, ღმერთს შევთხოვე შეწევნა ქუჩაში მოტირალის სახელითაც, თუკი, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა, და ჩემი სახელითაც ყველა მონიჭებული სიკეთისთვის. თავს ნუ მოიტყუებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ის, რასაც ელოდებით და რისი იმედიც გაქვთ, უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მას ხედავენ თქვენი თვალები~. გოგონამ ამოიკვნესა, ისიც შევავედრე ღმერთს:იყოს, როგორც არის~. მერე რადიოც გამოვრთე და შუქიც. იქნებ დავიძინო.
რიჟრაჟზევე გამომეღვიძა, არ მახსოვდა, სად ვიყავი.
გოგოს ისევ ეძინა. ჩემკენ ზურგშექცეულს, მოკუნტულს, როგორც ნაყოფს დედის საშოში. აუხსნელი, ბუნდოვანი შეგრძნება დამეუფლა. რატომღაც მომეჩვენა, სიბნელეში ღამით როგორ წამოდგა, გავიგონე უნიტაზში ჩაშვებული წყლის შხუილი, მაგრამ იქნებ დამესიზმრა. რაღაც ახალი გაჩნდა ჩემში, არასოდეს მიმიმართავს მაცდუნებელი ხრიკებისათვის, ერთი ღამის საყვარელს ალალბედზე ვირჩევდი, უფრო ფასის მიხედვით, ვიდრე მისი ხიბლისა. უსიყვარულო სიყვარულობანას ვთამაშობდით უმეტეს შემთხვევაში. ნახევრად ჩაცმულები და ჩქარ-ჩქარა, რათა ერთმანეთი უკეთესი მოგვჩვენებოდა, ვიდრე სინამდვილეში ვიყავით.
იმ ღამით მე აღმოვაჩინე დაუჯერებელი რამ, უსაზღვრო სიტკბოება, _ შევცქეროდი მძინარე ქალწულის სხეულს და არც სირცხვილი მაწვალებდა და არც სურვილი.
ხუთ საათზე ავდექი შეფიქრიანებული: ჩემი საკვირაო სტატია თორმეტ საათამდე უნდა იდოს რედაქციაში, მაგიდაზე. დაწესებულ დროზე გავითავისუფლე კუჭ-ნაწლავი _ სავსე მთვარე იყო და ვგრძნობდი წვას _ როცა წყლის ჩასაშვები ჯაჭვი ჩამოვქაჩე, ასე მეგონა, მთელი ჩემი წარსული წყენა თუ ტკივილი კანალიზაციას გავატანე-მეთქი. გამოცოცხლებული და ჩაცმული დავბრუნდი ოთახში. გოგონას გემრიელად ეძინა წყნარი განთიადის შუქზე. საწოლის გარდიგარდმო იწვა ხელებგაშლილი თავისი სიქალწულის სრულუფლებიანი დიასახლისი. გფარავდეს ღმერთი~, _ დავლოცე. ფული რაც მქონდა, ჩემიც და მისთვის განკუთვნილიც, ბალიშზე დავუდე, შუბლზე ვაკოცე, სამუდამოდ გამოვემშვიდობე. სახლი, როგორც ყველა ბორდელი განთიადისას, ახლოს იყო სამოთხესთან. ბაღში გამავალი კარიდან გავედი, რათა არავის გადავყროდი. ქუჩაში, მზეზე, კვლავ ვიგრძენი ჩემი ოთხმოცდაათწლოვანი ტვირთი და დავიწყე სიკვდილამდე დარჩენილი ღამეული წუთებისა და წამების გამოთვლა. 2 ამ მოგონებას რომ ვწერ, ჩემი მშობლების ბიბლიოთეკა უკვე გვარიანად არის შეთხელებული, ჩრჩილისა და ხის ჭიების წყალობით თაროები სადაცაა ჩამოიშლება. ბოლოს და ბოლოს, ამქვეყნად ჩემი საკეთებელი საქმისთვის ეს ლექსიკონები, ბენიტო პერეს გალდოსისნაციონალური ეპიზოდების~ პირველი სერია და ჯადოსნური მთაც~ საკმარისია. ეს წიგნი ძალზე დამეხმარა ჩავწვდომოდი ჭლექით დასნეულებული და გაწვალებული დედაჩემის ავადმყოფურ ჭირვეულობას. დანარჩენ ავეჯსა და თავად ჩემზეც უკეთ არის შემონახული ერთი უზარმაზარი მაგიდა, რომელზეც მე ვწერ და რომელიც თავის დროზე ბაბუაჩემს _ მამის მხრიდან _ საკუთარი ხელით გამოუთლია ძვირფასი ხისგან. ბაბუა თურმე გემთსაშენში მუშაობდა ხუროდ. რომც არაფერი მქონდეს საწერი, ყოველ დილით, როგორც წესი, მივუჯდები ხოლმე ამ მაგიდას, რომელსაც დროის მსახვრალი ხელი ჯერ არ შეხებია. ბევრი სიყვარული მაქვს გამოტოვებული ამ მაგიდის გამო. ხელის გაწვდენაზე მიწყვია ჩემი წიგნები-თანამოაზრეები. 1903 წელს გამოცემულიესპანეთის სამეფო აკადემიის პირველი ილუსტრირებული ლექსიკონი~, დონ სებასტიან კოვარუბიასის კასტილიური, ანუ ესპანური ენის საგანძური~, დონ ანდრეს ბელიოს გრამატიკა, _ თუ, რა თქმა უნდა, სემანტიკის განხრით რაიმე დამაეჭვებდა; დონ ხულიო კასარესის ახალიიდეოლოგიური ლექსიკონი~, ნიკოლა ზინგარელის იტალიური ენის ლექსიკონი~, რომელიც დედაჩემის მშობლიური ენის განმტკიცებაში მეხმარება, ცოდნით კი იტალიური ენა აკვნიდანვე ვიცი, და კიდევ, ლათინური ენის ლექსიკონი. ლათინური ენა, რომელსაც ამ ორი სხვა ენის წინაპრად მიიჩნევენ, მშობლიურ ენასავით ვიცი. მაგიდაზე მარცხენა მხარეს ყოველთვის მიდევს ხუთი თაბახის ფურცელი ჩემი საკვირაო ამბების ჩასაწერად, აქვე მიდგას ქვიშიანი პატარა ჭურჭელი მელნისათვის. ქვიშა მირჩევნია ახლანდელ საშრობი ქაღალდის ბალიშებს. მარჯვნივ სამელნე და ოქროს კალმისთვის ხის ლამაზი ჩასამაგრებელი მიდგას. ჯერჯერობით ლამაზად ვწერ, ფლორინა დე დიოსმა პატარაობიდანვე მიმაჩვია ლამაზად წერას, ყოველნაირად ცდილობდა საკანცელარიო ხელწერა არ გადმომეღო მამაჩემისგან, რომელიც სიკვდილამდე ნოტარიუსი და ნაფიცი მსაჯული იყო. როცა რედაქციაში გამოგვიცხადეს, საგაზეთო მასალები მანქანაზე დაბეჭდილი მოიტანეთ, ლინოტიპზე სტრიქონების გამოთვლა და ტექსტის დაკაბადონებაც გაიოლდებაო, მე ვერაფრით შევეგუე ამ წესს, ვსარგებლობდი ძველი თანამშრომლის უფლებით და კვლავაც ხელნაწერი მიმქონდა, თუმცა ზოგჯერ ტექსტს საბეჭდ მანქანაზეც ვაკაკუნებდი კოდალასავით. ამჟამად პენსიაზე გასული ვსარგებლობ ღვთიური პრივილეგიით: შემიძლია ვიმუშაო სახლში, გამოვრთო ტელეფონი, რათა არავინ შემაწუხოს და რაც მთავარია, ვიმუშაო უცენზუროდ. ის რად ღირს, წერისას აბეზარი ცენზორი რომ არ გიდგას უკან და ცალი თვალით არ გამოწმებს, ნეტავ რას წერსო. მარტო ვცხოვრობ, არც ძაღლი მყავს, არც ჩიტი, არც მოახლე, თუ არ ჩავთვლით ერთგულ დამიანას, რომელიც ბევრჯერ მომშველებია უეცრად წამოჭრილი სიძნელეების დროს და კვლავაც მოდის კვირაში ერთხელ მოსახმარებლად. სიკვდილის სარეცელზე ძალაგამოცლილმა დედაჩემმა მთხოვა, სანამ ახალგაზრდა ხარ, დაოჯახდი, ცოლად თეთრკანიანი ქალი მოიყვანე, სამი შვილი იყოლიეთ, ერთი უსათუოდ გოგო უნდა იყოს და ჩემი სახელი დაარქვათო. დედაჩემის დედასაც და ბებიასაც ფლორინა ერქვა. მომაკვდავი დედის თხოვნა ყოველთვის მახსოვდა, მაგრამ ეტყობა, ცნებაახალგაზრდობა~ მე ჩემებურად მესმოდა, უფრო ხანგრძლივი მსურდა ყოფილიყო. ალბათ, ამიტომაც ჩავიჭედე თავში, ცოლის თხოვა არასოდეს არის-მეთქი გვიან.
ასე ვფიქრობდი ერთ პაპანაქება დღემდე. იმ დღეს კი პრადომარეში პალომარეს დე კასტროების სახლში კარი შემეშალა და მათ უმცროს ქალიშვილს ხიმენა ორტისს მთლად დედიშობილას გადავაწყდი საძინებელში სიესტის დროს. კარისკენ ზურგშექცეული იწვა და ისე სწრაფად გადმომხედა მხარის ზემოდან, რომ ოთახიდან გასვლა ვერ მოვასწარი. ოჰ, გთხოვთ, მაპატიოთ~, _ ამოვილუღლუღე სულშეგუბებულმა. ქალიშვილმა გაიღიმა, გაზელის გრაციოზულობით შემობრუნდა ჩემკენ და მთელი სიგრძე-სიგანით დამანახვა თავისი მშვენიერება. ოთახი თითქოს აივსო მისი სიახლოვით. მთლად შიშველი არ იყო: მანეს ოლიმპიასავის ნარინჯისფერფოთლებიანი ყვავილი მიემაგრებინა ყურთან, მარჯვენა ხელზე ოქროს სამაჯური ეკეთა, ყელზე _ წვრილი მარგალიტის მძივი. არა მგონია, ამაზე ამაღელვებელი რამ ვიხილო ოდესმე~, _ გავივლე მაშინ გონებაში და მართლაც, თამამად შემიძლია ვთქვა, არც შევმცდარვარ.
საკუთარი უგერგილობით დარცხვენილმა კარი გავიხურე იმ გადაწყვეტილებით, რომ სამუდამოდ დამევიწყებინა ხიმენა ორტისი, მაგრამ თავად ხიმენამ არ მომცა ამის საშუალება, საერთო მეგობრების ხელით მიგზავნიდა მაცდუნებელ წერილებს, მიპატიჟების ბარათებს, მემუქრებოდა კიდეც. ხმაც დაყარა, მართალია, სიყვარულზე სიტყვაც არ დაგვიძრავს, მაგრამ გაგიჟებით გვიყვარს ერთმანეთიო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. თვალებს ველური კატასავით აკვესებდა, სხეული ჩაცმულიც ისეთივე მაცდუნებელი ჰქონდა, როგორიც შიშველი. ხშირი, გასაგიჟებელი ოქროსფერი თმა ისეთ ქალურ სურნელს აფრქვევდა, რომ გაცოფებული ვტიროდი ხოლმე ბალიშში სახეჩარგული. ვიცოდი, სიყვარული ჩვენ არ გამოგვივიდოდა, და მაინც ხიმენა ორტისის სატანური მომნუსხავი ძალა მწვავდა და არ მასვენებდა. სულის მოთქმას პირველსავე შემხვედრ მწვანეთვალება კახპასთან ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ.
ვერ შევძელი იმ ცეცხლის ჩაქრობა, პრადომარეში ნანახმა საწოლმა რომ წამიკიდა. ბოლოს დავყარე იარაღი, რასაც მოჰყვა ოფიციალური ნიშნობა და ბეჭდების გაცვლა. შევთანხმდით, ქორწილს წმინდა სამების დღესასწაულამდე გადავიხდიდით.
ამ ახალ ამბავს ჩინურ კვარტალში უფრო მეტი ხმაურით შეხვდნენ, ვიდრე მაღალი წრის კლუბებში. ჩემმა სასიძოობამ ქრისტიანული მორალის სრული დაცვით ჩაიარა ტერასაზე, _ ჩემი საბედოს სახლში ამაზონური ორქიდეებისა და გვიმრების ქოთნებს შორის. თეთრი ტილოს კოსტიუმში გამოწყობილი ვსტუმრობდი ხოლმე მათთან საღამოს შვიდ საათზე რაიმე სამშვენისი ნივთით ან შვეიცარიული შოკოლადით ხელდამშვენებული. ათ საათამდე ვსაუბრობდით ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად, დეიდა არხენიდა გვდარაჯობდა, თუმცა იმდროინდელი რომანების დუენიასავით ეყვინთებოდა და თავს წარამარა აკანტურებდა.
რაც უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ხიმენა მით უფრო ააშკარავებდა თავის ვნებიანობას. ზაფხულის პაპანაქება დღეების დადგომისას ხომ ლიფი უფრო გამჭვირვალე ეცვა და ქვედა კაბა _ მოკლეზე მოკლე.
ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რა დამანგრეველი ძალით იფეთქებდა ეს ყველაფერი სიბნელეში. ნიშნობიდან ორი თვის შემდეგ ჩვენ აღარაფერი გვქონდა სალაპარაკო. ერთხელ სრულიად მოულოდნელად მან ბავშვები ახსენა და ჩვილისთვის ფაჩუჩების ქსოვას შეუდგა უსიტყვოდ, ჩვეულებრივად. როგორც კარგად აღზრდილმა სასიძომ, მეც დავიწყე ქსოვა. ასე უაზროდ ვკლავდით ქორწილამდე დარჩენილ დროს. მე ცისფერ ფაჩუჩებს ვქსოვდი ბიჭისთვის, ის ვარდისფერს _ გოგონასათვის. წინდების მთა დავახვავეთ, ორმოცდაათ ბავშვს ეყოფოდა.
საათი ათს რომ ჩამოჰკრავდა, ცხენებშებმულ ეკიპაჟში ვჯდებოდი და მივდიოდი ჩინურ კვარტალში, რათა სამოთხისეულ ნეტარებაში გამეტარებინა ღამე.
ხმაურიანი ბერბიჭული გამოთხოვება, რომელსაც ჩინურ კვარტალში მიწყობდნენ, სრულიად განსხვავდებოდა საზოგადოებრივ კლუბში ჩემს პატივსაცემად გამართული დამღლელი საღამოებისგან.
ეს კონტრასტი მეხმარებოდა ჩავწვდომოდი, ამ ორი სამყაროდან რომელი იყო ჭეშმარიტად ჩემი. წარმოიშვა ილუზია ორივეს თანაარსებობისა, მაგრამ თითოეულს თავისი დრო ჰქონდა. როგორც კი ერთ სამყაროში მოვხვდებოდი, ვგრძნობდი, მეორე როგორ მშორდებოდა პორტიდან ღია ზღვაში ქშენა-ქშენით გამავალი გემივით. ერთ დაწესებულებაში, რომელსაც უფლის ძალა~ ერქვა, წინასაქორწილო მეჯლისი ისეთი ცერემონიით დამიგვირგვინეს, რწმენადაკარგულ ესპანელ მღვდელს თუ მოაფიქრდებოდა მხოლოდ. მან უკლებლივ ყველა ქალი ფატით და ფლერდორანჟით მორთო, აქაოდა, საყოველთაოდ მიღებულ, უნივერსალურ, წმიდათაწმიდა მორთულობით კანონიერად უნდა დაგაქორწინოთ ამ კაცზეო. ეს იყო უდიდესი მკრეხელობის ღამე, რადგან ოცდაორმა ქალმა სიყვარული და მორჩილება გამომიცხადა, მე კი მათ კუბოს კარამდე ერთგულება და მხარში დგომა შევფიცე. შინ გვიან მისულს თვალი არ მომიხუჭავს, ვერაფრით დავიძინე, ვიცოდი, გამოუსწორებელ ნაბიჯს რომ ვდგამდი. განთიადი გამოკრთა, სამრეკლოს საათმა დრო-ჟამის ათვლა ააგუგუნა, მეც მივყევი მის გუგუნს, მანამდე ვითვლიდი, სანამ საათმა შვიდჯერ არ ჩამორეკა. ეს იმ დროს იყო, მე რომ ეკლესიაში უნდა ვყოფილიყავი ახლა. ტელეფონი რვაზე აწკრიალდა გრძლად, ჯიუტად, ავბედითად. მთელი ერთი საათი რეკავდა. არათუ ვუპასუხე, სუნთქვაც კი გავწყვიტე. ათი საათისთვის კარზე დააკაკუნეს, მერე მუშტები დაუშინეს, ლაპარაკიც მომესმა, ნაცნობი, საძულველი ხმები. ვაითუ კარი შემოამტვრიონ-მეთქი, შემეშინდა, მაგრამ თერთმეტი საათისთვის სახლი უკვე აივსო დიდი კატასტროფის მომასწავებელი მჩხვლეტავი ღიმილით. მაშინ კი ავტირდი. ხიმენასაც და ჩემს თავსაც ვტიროდი, ვლოცულობდი, ვიფიცებოდი, ჩემს ცხოვრებაში აღარასოდეს შევხვედროდი მას. რომელიღაც წმინდანმა ეტყობა შეისმინა ჩემი ლოცვა-ვედრება: ხიმენა ორტისმა იმავე ღამეს დატოვა აქაურობა და მხოლოდ ოცი წლის შემდეგ დაბრუნდა. გათხოვდა, შვიდი შვილი გააჩინა. ხომ შეიძლებოდა, ისინი ჩემი შვილები ყოფილიყვნენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოების მიმართ უკმაყოფილება გამოვთქვი, ძლივს შევინარჩუნე სამსახურიც და გაზეთის ერთი სვეტიც. მთლად ამ მიზეზის გამო არ გადაუტანიათ ჩემი წერილები მეთერთმეტე გვერდზე, უბრალოდ, მეოცე საუკუნე შემოიჭრა ცხოვრებაში. ყველანი მხოლოდ პროგრესზე ლაპარაკობდნენ. ყველაფერი შეიცვალა: ფრენა დაიწყეს თვითმფრინავებმა, ვიღაც თავიანმა კაცმაიუნკერსიდან~ წერილებით სავსე ტომარა ჩამოაგდო და ასე გამოიგონა ავიაფოსტა.
ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, ჩემი საკვირაო ჩანაწერები იყო გაზეთში. ახალგაზრდა თაობა გამუდმებით მესხმოდა თავს და წარსულის მუმიად მიხსენიებდა, უნდა დაიწვას და დაიფერფლოსო, მაგრამ მე მაინც განვაგრძობდი წერას, ფარ-ხმალს არ ვყრიდი და არ ვემორჩილებოდი ნოვატორულ ქროლას, ყველაფრის მიმართ დაყრუებული ვიყავი. მე ორმოცი წლისა ვიყავი, ახალგაზრდა რედაქტორები ჩემს ჩანაწერებს ყბედის სვეტს ეძახდნენ. დირექტორმა მიხმო თავის კაბინეტში და მთხოვა, თქვენი წერილების სტილი ახალ ქროლას მიუსადაგეთო. თითქოს ეს-ეს არის თვითონ მოიგონა ეს გამოთქმაო, დიდი ზარზეიმურობით წარმოთქვა: ქვეყანა წინ მიდის~.დიახ, _ ვუთხარი მე, _ ძველებურად წინ მიდის, მაგრამ ბრუნავს მზის ირგვლივ~. მან დატოვა ჩემი საკვირაო ამბები, რადგან სხვა ვერავინ იპოვა ახალი ამბების მომპოვებელი.
დღეს უკვე მივხვდი, რომ ის მართალი იყო და აი, რატომ: ცხოვრების ორომტრიალში მოხვედრილი ჩემი თაობის ახალგაზრდები მომავლის ოცნებებში ვიყავით ჩაძირული მთელი არსებით, მაგრამ მკაცრმა რეალობამ ყველას დაგვანახვა, მომავალი სულაც არ გამოდგა ისეთი, როგორზეც ვოცნებობდით, ამიტომაც დაგვრია ხელი ნოსტალგიამ. ამის შესახებ მოუთხრობდა მკითხველს ჩემი ჩანაწერები _ წარსულის ნანგრევებში ჩარჩენილი არქეოლოგიური რელიკვიები. ეს ჩანაწერები მარტო მოხუცებისთვის კი არა, ახალგაზრდებისთვის უფრო იყო განკუთვნილი _ არ შეშინებოდათ სიბერისა. ჩემი წერილები კვლავ ყველაზე საკითხავი გახდა, პირველ სვეტსაც კი მითმობდნენ ხანდახან.
როცა პირად ცხოვრებაზე მეკითხებიან, ყველას ალალად ვპასუხობ, ქუჩის კახპებმა დრო არ დამიტოვეს დასაქორწინებლად-მეთქი, თუმცა უნდა ვაღიარო, ეს აზრი თავში არ მომსვლია მანამ, სანამ ოთხმოცდაათისა არ გავხდი, არ მომსვლია მანამ, სანამ როსა კაბარკასის სახლიდან~ გამოსვლისას მტკიცედ არ გადავწყვიტე, აღარასოდეს ავყოლოდი ცდუნებას. სულ სხვა ადამიანად ვიგრძენი თავი. გუნება შემეცვალა, როდესაც პარკის რკინის მესერთან მუნდირიანებს მოვკარი თვალი. დამიანა ოთხზე დამდგარი რეცხავდა იატაკს სასტუმრო ოთახში. მისი ასაკისთვის შეუფერებელი ახალგაზრდული წვივ-ბარძაყის დანახვაზე მთელ ტანში დამიარა დიდი ხნის წინათ მივიწყებულმა ჟრჟოლამ. ეტყობა, ეს იგრძნო ქალმა, წელში გასწორდა, კაბის კალთა ჩამოიწია. ვკითხე:დამიანა, წარსულიდან თუ იხსენებ რამეს?~ არაფერსაც არ ვიხსენებ, მაგრამ აი, ახლა თქვენმა შეკითხვამ გამახსენა რაღაც~. ვიგრძენი, გული როგორ შემეკუმშა.არასოდეს მყვარებია ვინმე~, _ ვთქვი მე. მაშინვე მიპასუხა: მე კი, _ და თავისი საქმიანობა განაგრძო, _ ოცდაორი წელიწადი თქვენზე ტირილში გავატარე~. გული გადამიქანდა მკერდში. შევეცადე ღირსეულად დავსხლტომოდი ამ მდგომარეობას:ცუდი წყვილი არ ვიქნებოდით~. ახლა რატომ მეუბნებით ამას? _ გაჯავრდა ის, _ თუ ჩემს დასამშვიდებლად ამბობთ, ფასი აღარ აქვს~. სახლიდან რომ გავდიოდი, მან ძალზე უბრალოდ მითხრა:არ დამიჯერებთ და მე ისევ ქალიშვილი ვარ. მადლობა ღმერთს~.
ცოტა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მთელ სახლში წითელი ვარდები ღუოდნენ ლარნაკებში, ხოლო ბალიშზე პატარა ბარათი იდო: გისურვებთ ასი წლის სიცოცხლეს!~ გუნებადამძიმებული ჩავუჯექი წინა დღის სანახევროდ დაწერილ ჩემსამბებს~ და ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე კიდეც. თითქოს გედისთვის მომეგრიხოს კისერი, თან ისე ვჩქარობდი, თითქოს მინდოდა სანამ აქვითინდებოდა, მანამდე ამომერთმია მისთვის სული. დაგვიანებული შთაგონებით შეპყრობილმა გადავწყვიტე, წერილი დამემთავრებინა განცხადებით, რითაც აღვნიშნავდი ხანგრძლივი და ღირსეული ცხოვრების დასასრულს, მაგრამ იმასაც დავუმატებდი, რომ იოტისოდენა სურვილიც კი არ გამაჩნდა სიკვდილისა.
რედაქციის მისაღებში ვაპირებდი სტატია-განცხადების დატოვებას და შინ დაბრუნებას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მთელი რედაქცია მე მელოდებოდა, რათა აღენიშნათ ჩემი იუბილე. შენობაში რემონტი მიმდინარეობდა, ყველგან ხის მასალა ეყარა, ნაგვის მთებიც იდგა, მაგრამ მუშაობა შეაჩერეს ზეიმის გამო.
სადურგლო დაზგაზე ნაირ-ნაირი სასმელი და ლამაზად შეფუთული საჩუქრები ელაგა. ლამის დამაბრმავა და დამაყრუა ფოტოაპარატების ჩხაკუნმა და ნათებამ. თითქმის ყველამ სათითაოდ გადაიღო ჩემთან სურათი.
ძალიან გამიხარდა, როცა რადიოსა და საქალაქო პრესის ჟურნალისტები დავინახე. მოსული იყვნენ კონსერვატორთა და ლიბერალთა დილისა თუ საღამოს გაზეთებიდან, პრენსადან~,ნასიონალიდან~, კიდევ ერთი გაზეთიდან, რომელიც ძირითადად სენსაციურ ამბებსა და პატარ-პატარა რომანებსაც ბეჭდავს გულისამაჩუყებელ ვნებებზე. სულაც არ არის გასაკვირი, ყველამ რომ ერთად მოიყარა თავი. ასეა: უბრალო, რიგითი ჯარისკაცები ერთმანეთში მეგობრობენ, მათი გენერლები კი ამ დროს საგამომცემლო ომებში არიან ჩართული.
ოფიციალურ, შტატიან ცენზორს დონ ხერონიმო ორტეგას უსარგებლია თავისი არასამუშაო საათებით და ისიც მობრძანებულა. ჩვენ მას საძაგელ თოვლის კაცს~ ვეძახით; რედაქციაში ღამღამობით მოდის ხოლმე თავისი გუთი სატრაპის სისხლიან ფანქარმომარჯვებული და ერთ კრამოლურ სიტყვასაც არ ტოვებს მეორე დღეს გამოსასვლელ გაზეთში. პირადად მე არ ვუყვარდი ჩემი გრამატიკული აღმოჩენებისა და ტექსტში გაბნეული იტალიური სიტყვებისა თუ გამოთქმების გამო. ჩემი აზრით, იტალიური ენა უფრო გამომსახველი და ტევადია, ვიდრე ესპანური. არც ბრჭყალებში ვსვამდი და არც კურსივით ვყოფდი, როგორც ეს საერთოდ არის მიღებული სიამის ტყუპებივით ერთმანეთთან განუყოფლად დაკავშირებული ორი ენის გამოყენებისას. მდივანმა ქალმა დარბაზში შემოიტანა ღვეზელი, რომელზეც ოთხმოცდაათი ანთებული სანთელი იყო ჩარჭობილი. ამ სანთლებმა დამანახვეს და მაგრძნობინეს განვლილ წელთა სიმრავლე. ცრემლი მახრჩობდა, როცა მისალოც სიმღერას მიმღეროდნენ და უცებ გოგონა გამახსენდა. გამახსენდა სინანულის გარეშე, მხოლოდ დაგვიანებული თანაგრძნობით. რამ გამახსენა. საერთოდ, ფიქრადაც არ გამივლია, რომ ოდესღაც გამახსენდებოდა. როდესაც ანგელოზმა გადაიფრინა, ვიღაცამ დანა მომაჩეჩა ხელში ღვეზლის გასაჭრელად. გამახსრების შიშით არავინ რისკავდა სიტყვის წარმოთქმას. მეც სიკვდილი მერჩივნა კითხვებზე პასუხის გაცემას. ზეიმის დასასრულს რედაქციის გამგემ, ვის მიმართაც არასოდეს მქონია განსაკუთრებული სიმპათია, უმოწყალოდ დაგვაბრუნა მიწაზე:აბა, ძვირფასო იუბილარო, სად არის თქვენი სტატია?~
მართალი რომ ვთქვა, მთელი ეს ხანი სტატია ნაკვერცხალივით მედო ჯიბეში, მაგრამ ზეიმმა ისე ამაღელვა, რომ გამბედაობა არ მეყო გათავისუფლების შესახებ განცხადებით გამეფერმკრთალებინა იგი. ამჯერად არ მაქვს~, _ ვთქვი მე. რედაქციის გამგე უკიდურესად უკმაყოფილო ჩანდა წარმოუდგენლად დაუშვებელი მარცხის გამო, იმ მარცხის გამო, გასული საუკუნის მერე რომ არ მომხდარა. გთხოვთ, გამიგოთ, _ ავუხსენი მე, _ მძიმე ღამე გადავიტანე, გამოღვიძებულს თავი გასკდომაზე მქონდა~. ჰოდა, სწორედ ეგ დაგეწერათ, _ მიპასუხა მისთვის ჩვეულ გესლიან კილოზე, _ მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა პირადად ოთხმოცდაათი წლის კაცისაგან გაეგო, როგორია ცხოვრება ამ ასაკში~. საუბარში ერთ-ერთი მდივანი ქალი ჩაერთო:იქნებ ეს სულაც პიკანტური საიდუმლოა? _ ქალმა ეშმაკურად შემომხედა, _ ვცდები?~ სახეზე ალმური მომედო: ჯანდაბა ჩემს თავს, _ გავიფიქრე მე, _ საკუთარმა თავმა გამცა, მიღალატა~. მეორე მდივანმა ქალმა თითი მოაშვირა ჩემკენ:ღმერთო, რა საოცარია! მას ჯერაც არ დაუკარგავს გაწითლების უნარი!~ ამ უბოდიშო ქცევამ კიდევ უფრო გამაწითლა. ეტყობა, დიდი ბობოქარი ღამე გადაიტანა, _ არ ცხრებოდა მდივანი ქალი, _ შურით ლამის გავსკდე~ _ და კოცნა მომაწება ლოყაზე, კიდეც დამაჩნია. ფოტორეპორტიორები ნამდვილად გაცოფდნენ, ფოტოაპარატების ნათებით თვალაჭრელებულმა რედაქციის გამგეს სასწრაფოდ მივაწოდე ქაღალდი: წეღან ვიხუმრე, აი აგერ არის სტატია-მეთქი, და გავიქეცი ამჯერად ტაშის გრიალით დაყრუებული: არ მინდოდა დავსწრებოდი იმ წამს, როცა აღმოჩნდებოდა, რომ ეს სტატია კი არა, ჩემი განცხადება იყო იმ გალერიდან წასვლის თაობაზე, რომელზეც ნახევარი საუკუნე დავყავი. სულიერი მღელვარება და ფორიაქი საღამო ხანს შინ დაბრუნებულსაც მომყვა. საჩუქრები გადავათვალიერე. ლინოტიპისტებს, ალბათ, დაავიწყდათ, წინა დაბადების დღეებზეც რომ ზუსტად ასეთივე მადუღარები მაჩუქეს. სტამბის თანამშრომლებმა მუნიციპალური ცხოველსაშენიდან ანგორის კატის წამოყვანის ნებართვა მომიტანეს. ხელმძღვანელობამ სიმბოლური შეღავათები მიბოძა რაღაც-რაღაცებში. მდივანმა ქალებმა აბრეშუმის ქვედა საცვალი მაჩუქეს პომადიანი ტუჩების ანაბეჭდებით აჭრელებული და პატარა ბარათიც მოაყოლეს: თუ თქვენი სურვილიც იქნება, სიამოვნებით მოგემსახურებით საცვლის გახდაშიო. უყვართ ყმაწვილ ქალებს ბებრებთან ხუმრობა და თამაში. მით უმეტეს, როცა ეს ბებერი თამაშგარე მოთამაშედ მიაჩნიათ. ნეტავ ეს შესანიშნავი ფირფიტა ვინ გამომიგზავნა? _ შოპენის ოცდაოთხი პრელუდია იყო აშკენაზის შესრულებით. რედაქტორების უმეტესობამ მოდური წიგნები მაჩუქა. ხეირიანად ვერც კი მოვასწარი საჩუქრების დახსნა, რომ ტელეფონი აწკრიალდა და როსა კაბარკასმა ის შეკითხვა დამისვა, რომლის გაგონებაც არ მინდოდა:რა მოხდა შენსა და გოგონას შორის?~ არაფერი~, _ ვუპასუხე დაუფიქრებლად.ე.ი. შენი აზრით, არაფერია, გოგონა რომ არ გააღვიძე? შენ რა, ვითომ არ იცი, ქალი რომ არასოდეს პატიობს კაცს პირველი ღამის უმოქმედობას?~ იქით შევედავე: არა მგონია, ეგ შენი გოგონა მხოლოდ ღილების დაკერებას დაეღალოს ამ ზომამდე. თავს იმძინარებდა, ალბათ, ეშინოდა, მხეცურად არ მომექცესო~,იცი რას გეტყვი? _ თქვა როსამ, _ ცუდი ის არის, რომ გოგონა მართლა დარწმუნდა შენს უძლურებაში, მე კი სულაც არ მინდა, ეს ამბავი ქვეყანამ გაიგოს~.
როსას არ მივეცი ჩემი დამარცხებით გამოწვეული კმაყოფილების უფლება: ასეა თუ ისე, გოგონაც ისეთი საცოდავი შესახედავია მძინარე, და ალბათ, მღვიძარეც, რომ არ ვიცი, როგორ მოვექცე~. როსამ ოდნავ შეარბილა კილო:ყველაფერი სიჩქარის ბრალია, ასე ფაცაფუცით არ კეთდება საქმე, მაგრამ შეცდომებს გამოვასწორებთ, აი, ნახავ~. შემპირდა, გოგონას ვაიძულებ ყველაფერი გულახდილად მითხრას, და თუ მართლა იმძინარებდა თავს, მაშინ ფულს დაგიბრუნებთო. არა, რას ამბობ, ეგ არ გინდა. დიდი არაფერი მომხდარა. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ ეს საქმე აღარ არის საჩემო. გოგონა მართალია:აღარაფრად ვვარგივარ~. ყურმილი დავდე და გულზეც მომეშვა: თავისუფლების ჯერ არგანცდილმა გრძნობამ ამავსო, როგორც იქნა, გავთავისუფლდი მონობისაგან, რომლის უღელშიც ვიტანჯებოდი ცამეტი წლის ასაკიდან.
საღამოს შვიდ საათზე საპატიო სტუმრად მიმიწვიეს ჟაკ ტიბოსა და ალფრედ კორტოს კონცერტზე, სრულდებოდა სეზარ ფრანკის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის.
ანტრაქტზე საოცარი ქება-დიდება მოვისმინე. მაესტრო პედრო ბიავამ, ჩვენმა უდიდესმა მუსიკოსმა, ლამის ძალით წამათრია კულისებისაკენ მუსიკოსების წინაშე წარსადგენად. ისე დავიბენი, რომ ფრანკის ნაცვლად შუმანის სონატის ბრწყინვალედ შესრულება მივულოცე ყველას.
ვიღაცამ ამდენი ხალხის თვალწინ საკმაოდ უხეშად შემისწორა შეცდომა. იქ მყოფებმა დაიჯერეს, რომ მე, უბრალოდ, უცოდინარობის გამო ავურიე ერთმანეთში ორი კომპოზიტორი. როცა კვირის სტატიაში კონცერტის შესახებ საკმაოდ არეულად შევეცადე შეცდომის გასწორებას, უარესი გამომივიდა.
ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე პირველად ვიგრძენი, რომ შემიძლია, კაცი მოვკლა. შინ აღელვებული და დათრგუნვილი დავბრუნდი. ეშმა ყურში ჩამჩურჩულებდა გამანადგურებელ პასუხებს, რომლებიც, როცა დამჭირდა, არ მომაგონდა. ვერც წიგნმა, ვერც მუსიკამ ვერ ჩაახშო ჩემი მძვინვარება. საბედნიეროდ, როსა კაბარკასის ყვირილმა გამომიყვანა ამ კოშმარიდან: რა კარგია, გაზეთი წავიკითხე, ოთხმოცდაათი წლის გამხდარხარ, მე კი ასის მეგონე~. ასეთი მოფამფალებული ვარ?!~ _ ჩავძახე ყურმილში გაბრაზებულმა. პირიქით, _ მიპასუხა მან, _ ძალიან კარგად გამოიყურები. სულაც არ ჰგავხარ იმ გაახალგაზრდავებულ ბებრებს, წლებს რომ იმატებენ, აქაოდა, ნახეთ, რა კარგად ვართ შენახულიო, _ და მოაყოლა, _ საჩუქარი მოგიმზადე~. გულწრფელად გამიკვირდა:რა საჩუქარი?~ რა და, გოგონა~, _ გავიგონე პასუხად. წამითაც არ დავფიქრებულვარ:დიდი მადლობა, მაგრამ ხათაბალის თავი ნამდვილად არ მაქვს~. ყურიც არ მათხოვა: პირდაპირ სახლში გამოგიგზავნი ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეულს, კარგად შებრაწულს სანელებლებით შეკაზმულ საწებელთან ერთად, თანაც უფასოდ~. არა-მეთქი, მაგრამ როსა არ მეშვებოდა, როგორც მომეჩვენა, გულწრფელად მთავაზობდა. მითხრა, გოგონა იმ პარასკევს ისე დაიქანცა, ხუმრობა ხომ არ არის ორასი ღილის მიკერება, ეს ნემსიო, ძაფიო, სათითეო, _ ადვილი ხომ არ გგონია. ესეც არ იყოს, ეშინია, ძალას იხმარენ და სისხლისდენა ამიტყდებაო, მაგრამ ყველაფერი აუხსნეს, როგორ უნდა მოიქცეს, რა გააკეთოს და უკვე მზად არის საიმისოდ. ღამით მართლა გაუღვიძია, სააბაზანოში შესულა, შენ კი ისე მაგრად გძინებია, შესცოდებიხარ და არ გაუღვიძებიხარ, ხოლო დილით რომ გაიღვიძა თვითონ, შენ უკვე წასული დახვდიო. გამაცოფა ასეთმა უსინდისო ტყუილმა.ჰო, კარგი, _ თქვა როსამ, _ იყოს ტყუილი. გოგონა ინანიებს, საბრალო აგერ არის ჩემ გვერდით. გინდა დაგალაპარაკო?~ არა, არ მინდა!~ ის იყო წერას შევუდექი, რომ მდივანმა ქალმა დამირეკა რედაქციიდან: დირექტორმა გთხოვათ ხვალ დილის თერთმეტ საათზე მობრძანდეთ მასთანო. ზუსტად მივედი. მთელ შენობაში აუტანელი ხმაური იდგა, ცემენტის მტვერი ირეოდა ჰაერში, მაგრამ სხვა რა გზა იყო, რედაქცის თანამშრომლები მიეჩვივნენ გონებრივად მუშაობას ამ ქაოსის რუტინაში. ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ ოთახებში კი, პირიქით, ისეთი სიგრილე და სიწყნარე სუფევდა, მეგონა, სადღაც რომელიღაც იდეალურ ქვეყანაში მოვხვდი-მეთქი. ყმაწვილური გარეგნობის მარკუს ტულიუს მესამე ჩემი დანახვისთანავე წამოდგა, ტელეფონზე ლაპარაკი არ შეუწყვეტია, მაგიდიდანვე გამომიწოდა ხელი და მანიშნა, დაჯექიო. ის იყო გავიფიქრე, სატელეფონო ხაზის ბოლოში არც არავინაა, უბრალოდ, სპექტაკლს მიწყობს ჩემზე შთაბეჭდილების მოსახდენად-მეთქი, რომ მალევე მივხვდი, გუბერნატორს ელაპარაკებოდა და იმასაც მივხვდი, რომ უსიამოვნო საუბარი, მტრების საუბარი იყო. და მაინც, რატომღაც მეგონა, რომ დირექტორი ცდილობდა საქმიან კაცად მოეჩვენებინა ჩემთვის თავი. აღარ დამჯდარა, ფეხზე მდგომი ელაპარაკებოდა უფროსობას. ეტყობოდა, სკრუპულოზურობა მისი ნაკლი გახლდათ. ოცდაცხრა წლის ყმაწვილკაცი უკვე ოთხ ენასა და სამ საერთაშორისო დიპლომს ფლობდა. გაზეთის პირველი უვადო პრეზიდენტისაგან, ანუ მამის მხრიდან ბაბუისგან განსხვავებით _ რომელიც ჟურნალისტი გახდა ემპირიულად მას შემდეგ, რაც კახპების ყიდვა-გაყიდვით დააგროვა დიდძალი ქონება _ ეს დირექტორი იყო ლამაზი, მშვიდი, გონიერი ახალგაზრდა კაცი. ერთადერთი რამ, რასაც დისონანსი შეჰქონდა მის გარეგნობაში, იყო ხმაში შეპარული სიყალბე. სპორტულ პიჯაკებს იცვამდა, ღილკილოში ცოცხალი ორქიდეა ჰქონდა დამაგრებული და საერთოდ, ყველაფერი ისე ედგა ტანზე, თითქოს მისი სხეულის ნაწილი ყოფილიყოს, არაფერი ჰქონდა ქუჩის უამინდობისთვის განკუთვნილი, ყველაფერი ჰქონდა თავისი კაბინეტის სხივნათელი გაზაფხულისთვის განკუთვნილი. ამ ვიზიტისთვის ორი საათი მაინც ვემზადებოდი და უცებ შემრცხვა საკუთარი სიღარიბისა და ამიტომაც გავბრაზდი უფრო მეტად. ყველაფერ ამასთან სასიკვდილო შხამს აფრქვევდა გაზეთის დაარსებიდან ოცდამეხუთე წლისთავზე გადაღებული რედაქციის თანამშრომლების პანორამული ფოტო, რომელზეც ზოგიერთის თავზე ჯვარია დასმული, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილები არიან. მარჯვნიდან მეორე მე ვარ, ულვაშაწკეპილს კანოტიე მახურავს, ფართონასკვიანი ჰალსტუხი მიკეთია, ჰალსტუხზე მარგალიტისთვლიანი ქინძისთავი მაქვს დამაგრებული, ლითონისჩარჩოიანი სათვალე სემინარისტივით მადევს ცხვირზე. შნოიანი ულვაშით ორმოც წლამდე ვიწონებდი თავს. ნახევარი საუკუნის მერე სათვალეც აღარ დამჭირვებია, ფოტო სხვადასხვა დროს სხვადასხვა კაბინეტში მაქვს ნანახი, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი მის არსს: ორმოცდარვა კაციდან, ძველი მუშაკებიდან მხოლოდ ოთხიღა ვართ ცოცხალი, ჩვენს შორის ყველაზე უმცროსი კი ოცწლიან სასჯელს იხდის ციხეში სერიული მკვლელობებისათვის. დირექტორმა ტელეფონზე საუბარი დაამთავრა და როცა შეამჩნია, ფოტოსურათს ვუყურებდი, გაიღიმა:ჯვრები მე არ დამისვამს, _ თქვა მან, _ ვფიქრობ, ეგ ცუდი გემოვნების ბრალია, _ მაგიდას მიუჯდა და სხვა კილოზე წამოიწყო ახლა ლაპარაკი, _ ნება მიბოძეთ, გითხრათ რომ თქვენ მოულოდნელობებით სავსე კაცი ბრძანდებით მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ. მე მხედველობაში მაქვს თქვენი განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე~. ძლივს ჩავურთე სიტყვა: ეს _ მთელი ცხოვრებაა~. დირექტორი შემეპასუხა:სწორედ ამიტომაც არ არის ეს გამოსავალი~. სტატია ძალიან მოსწონებია, მსჯელობა სიბერეზე საუკეთესოაო, მსგავსი არაფერი წამიკითხავსო. ამიტომაც არავითარი აზრი აღარ ჰქონდა, სტატიას ბოლოში რომ მიაყოლეთ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო სიკვდილის ტოლფასი უფროაო. საბედნიეროდ,საძაგელმა თოვლის კაცმა~ სტატია უკვე გვერდებად შეკრული წაიკითხა.
რა თქმა უნდა, დასაბეჭდად მიუღებელი მოეჩვენა. ისე, რომ არავის შეთანხმებია, თავისი ტორკვემადასეული ფანქრით მიუხაზ-მოუხაზავს ტექსტი, ზოგან ამოუშლია კიდეც გვერდები.
გუშინ დილით ეს ამბავი რომ გავიგე, გადავწყვიტე მთავრობისთვის გაგვეგზავნა პროტესტის წერილი. ეს ჩემი მოვალეობაა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, ცენზორის მადლობელიც კი ვარ მისი თვითნებობისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ნოტა უყურადღებოდ დავტოვო~. დირექტორმა გულწრფელად მთხოვა, ნუ დატოვებთ გემს შუა ზღვაშიო… შემდეგ კი მაღალფარდოვნად დაუმატა: ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი მუსიკაზე~. დირექტორი ისე მტკიცედ იდგა თავის სიტყვაზე, რომ შეკამათებას აზრი აღარ ჰქონდა. მართალი რომ ვთქვა, დიდი ხელჩასაჭიდი მიზეზი გალერის დასატოვებლად ნამდვილად არ მქონდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი ჰოს, დროს მოვიგებ, დავმშვიდდები. ჩემდა სამარცხვინოდ გულაჩუყებული და თვალზე ცრემლმომდგარი არ მინდა ვინმემ დამინახოს… და მაინც, როგორც მთელი ეს ხანი, ახლაც ჩვენ-ჩვენს თვალსაზრისზე დავრჩით. მომდევნო კვირაში, რომელიც აურზაურით უფრო გამოირჩეოდა, ვიდრე მხიარულებით, ცხოველთა საშენს მივაკითხე კატის წამოსაყვანად. ცხოველების გვერდით ცხოვრება ნამდვილად არ მიზიდავდა, არც იმ ბავშვების გვერდით, ლაპარაკი რომ არ ჰქონდათ დაწყებული. ვფიქრობ, მათ მუნჯი სული აქვთ. ვერ ვიტყვი, არ მიყვარან-მეთქი, უბრალოდ, ვერ ვიტან იმიტომ, რომ არ ვიცი მათთან როგორ მოვიქცე. არაბუნებრივად მეჩვენება, როცა კაცს თავისი ძაღლი უფრო უგებს, ვიდრე ცოლი. კაცი ძაღლს წვრთნის, ასწავლის, ელაპარაკება, უზიარებს თავის დარდს, მაგრამ სტამბის მუშების ნაჩუქარი კატა რომ არ წამოვიყვანო, ეს ნიშნავს, გავანაწყენო ისინი. თანაც ეს ხომ მშვენიერი ანგორის კატაა თავისი ვარდისფერი მბზინავი ბეწვითა და ცეცხლოვანი თვალებით, კნავილით კი ისე კნავის, გეგონება, სადაცაა ალაპარაკდებაო. კატა დაწნული კალათით გამომიყვანეს ჯიშის დამადასტურებელი სერტიფიკატით და, ვითომ დასაკეცი ველოსიპედი ყოფილიყოს, ზედ ინსტრუქციაც მოაყოლეს. სამხედრო პატრული საბუთებს უმოწმებდა სან ნიკოლას პარკში შემსვლელებს. მსგავსს არაფერს შევსწრებივარ წინათ, ხოლო ის მძიმე შთაბეჭდილება, რამაც ჩემზე ასე იმოქმედა, სიბერის სიმპტომად ჩავთვალე. ოთხკაციანი პატრული იყო: კუნთმაგარ და ჩუმ მთიელ ახალგაზრდებს საქონლის სადგომის სუნი ასდიოდათ. მხოლოდ ოფიცერს ჰქონდა ზღვისპირელის მზემოკიდებული სახე, იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს თავის ხელქვეითებს. ჩემი პირადობის მოწმობა და ჟურნალისტის წიგნაკი რომ შეამოწმეს, ოფიცერმა მკითხა, კალათში რა გაქვთო. კატა-მეთქი, ვუპასუხე. ვნახავო. კი, ბატონო-მეთქი, ოღონდ არ ამოხტეს და არ გამექცეს-მეთქი, კალათს ფრთხილად ავხადე, თავი, მაგრამ პატრულმა, აქაოდა, კალათის ძირში რამე საეჭვო არ იყოსო, ხელი მოაფათურა, კატამ კი გაკაწრა.დიდებული ანგორული კატაა~, _ ოფიცერი მიეფერა, რაღაც ჩაუჩურჩულა, კატა არ განძრეულა, მაგრამ არც ყურადღება მიუქცევია მისთვის. რამდენი წლისაა?~ _ დაინტერესდა ოფიცერი.არ ვიცი, სულ ახლახან მაჩუქეს~. იმიტომ გეკითხებით, რომ ვხედავ, ძალიან ბებერია, ალბათ, ათი წლის იქნება~. მინდოდა გამერკვია, საიდან იცოდა მან ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ თუმცა ოფიცერი კარგი მანერებითა და დახვეწილი მეტყველებით გამოირჩეოდა, თავი არ მქონდა მასთან ლაპარაკისა. ჩემი აზრით, კატა მიტოვებულია და თანაც რამდენჯერმე, _ თქვა ოფიცერმა, _ თვალი ადევნეთ, თქვენს ნება-სურვილზე ნუ გადაიყვანთ, პირიქით, მისას მიჰყევით და დაელოდეთ, როდის დაიმსახურებთ მის ნდობას~. მან კალათს თავი დაახურა და მკითხა: თქვენ რას საქმიანობთ?~ჟურნალისტი ვარ~, დიდი ხანია?~თითქმის საუკუნე~. ასეც გავიფიქრე~, _ თქვა მან, ხელი ჩამომართვა და ისეთი რამ მითხრა, რომელიც შემეძლო მიმეღო როგორც კეთილი რჩევა და მზრუნველობა: _ თავს გაუფრთხილდით. შუადღისას ტელეფონი გამოვრთე, რათა ჩავძირულიყავი გემოვნებით შერჩეულ მუსიკაში. შევარჩიე ვაგნერის რაფსოდია კლარნეტისა და ორკესტრისათვის, დებიუსის რაფსოდია საქსოფონისათვის და ბრიუკნერის კვინტეტი სიმებიანი საკრავებისთვის, რომელიც სამოთხისეული დასვენება იყო კომპოზიტორის მუსიკალურ ქმნილებათა კატაკლიზმში. მე ჩავიძირე ოთახის ნახევარსიბნელეში და უცებ ვიგრძენი, რაღაცა გასრიალდა მაგიდის ქვეშ, მომეჩვენა, ცოცხალი არსება კი არა, რაღაც ზებუნებრივი სუბსტანცია იყო. ფეხზე შემეხო, ყვირილს ნახტომი მოჰყვა. ეს კატა იყო, ლამაზი, კუდფუმფულა, იდუმალად აუჩქარებელი, მითოლოგიური არსება. გამაჟრჟოლა. მე შინ ვიმყოფები, ჩემ გვერდით ცოცხალი არსებაა. ეს არსება კი ადამიანი არ არის. სამრეკლოზე შვიდჯერ ჩამოჰკრეს. შევარდისფერებულ ცაზე ერთი კაშკაშა ვარსკვლავიღა შემორჩენილიყო ეულად, რომელიღაც გემმა ნავსადგურიდან გასვლისას უნუგეშო გამოსამშვიდობებელი გუგუნი მოჰფინა არემარეს და უცბად ვიგრძენი, ყელში როგორ წამიჭირა ყველა იმ სიყვარულის გორდიასის კვანძმა, რომელიც შეიძლებოდა აღსრულებულიყო, მაგრამ არ აღსრულებულა. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, ტელეფონის ყურმილს დავწვდი. გული სადაცაა ამომიხტებოდა მკერდიდან. ავკრიფე ოთხი ციფრი ძალიან ნელა, არ შემეშალოს-მეთქი, და მესამე ზარის შემდეგ ვიცანი ხმა. კარგი, _ ვუთხარი მე და თავისუფლად ამოვისუნთქე, _ მაპატიე, დილით რომ გავცხარდი~. როსამ კი, ვითომც არაფერიო: არა უშავს, ველოდი შენს ზარს~. გავაფრთხილე:გოგონა იყოს იმ სახით, რა სახითაც ღმერთმა მოავლინა იგი ამ ქვეყანას. საღებავით არ წაუთხიპნოთ სახე~. როსამ ხმამაღლა გადაიხარხარა: როგორც იტყვი, მაგრამ შენ იკლებ სიამოვნებას, ნელ-ნელა გახადო მას ტანზე, ნელ-ნელა გაათავისუფლო იგი სამკაულებისგან, ბებრებს უყვართ, არ ვიცი, რატომ…~სამაგიეროდ მე ვიცი, _ ვუპასუხე მე, _ ასე ნელნელაობაში უფრო ბერდებიან~. როსა დამეთანხმა: კარგი, ეგრე იყოს. მაშასადამე, ზუსტად საღამოს ათ საათზე. აჩქარდი, სანამ იგი ჯერ კიდევ თბილია~. 3. როსამ გოგონას სახელი არ მითხრა, უბრალოდ, ნინიად _ გოგონად იხსენიებს. მეც ასე ვარჩიე. ნინია, როგორცთვალთა ჩემთა სინათლევ, ნინია~ ან როგორც კოლუმბის მომცრო კარაველა _ ნინია~, თანაც თავის სამეურვეო გოგონებს სხვადასხვა კლიენტისთვის სხვადასხვა სახელს არქმევდა ყოველთვის. შევცქეროდი მძინარე გოგონას და ვცდილობდი სახის მიხედვით გამომეცნო მისი სახელი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, გრძელი სახელი ერქვა: ფილომენა, სატურნინა, ნიკოლასა ან რაღაც ამდაგვარი. გოგონამ მხარი იცვალა, ზურგი შემაქცია. მომეჩვენა, თითქოს თავისი ტანის ფორმისა და ზომის სისხლის გუბეში იწვა, თავზარი დამეცა, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა დავრწმუნდი, ზეწარს ოფლის ლაქა აჩნდა მხოლოდ. როსა კაბარკასმა დამმოძღვრა, ფრთხილად მოექეცი, გოგონას ჯერ ისევ ეშინია, ხომ იცი, პირველადაა, უფრო მეტიც, რიტუალის გაწელილმა ზეიმურობამ შიში გაუმძაფრა, კატაბალახას წვეთები დავალევინე, ახლა მშვიდად სძინავს და ცოდვაა გაღვიძებაო. გოგონას პირსახოცით ოფლს ვუმშრალებდი და თან ხმადაბლა ვუმღეროდი დელგადინაზე ანუსიფრიფანაზე~, ხელმწიფის უმცროს ასულზე, რომელსაც ყოველთვის აკლდა მამის სიყვარული.
მე ოფლს ვუმშრალებდი, ის კი სიმღერის ტაქტს აყოლილი გვერდს იცვლიდა. დელგადინა, ყველაზე მეტად მეყვარები~. ეს იყო უდიდესი ტკბობა, ხან ერთ გაოფლილ გვერდს ვუმშრალებდი პირსახოცით, ხან მეორეს, სიმღერაც არ მთავრდებოდა:წამოდექი, სიფრიფანა და ჩაიცვი, სიფრიფანა~, _ ვუმღეროდი ყურში. სიმღერის ბოლოს კი, როცა ხელმწიფის მსახურები წყურვილით მკვდარ ქალიშვილს იხილავენ საწოლში, მომეჩვენა, რომ ჩემი გოგონა სადაცაა გაიღვიძებდა თავისი სახელის გაგონებაზე, რადგან ის მართლა დელგადინა, ანუ სიფრიფანა~ იყო. ლოგინში ჩავწექი ტრუსის ამარა, რომელიც პომადიანი ტუჩების ანაბეჭდებით იყო აჭრელებული, გოგონას გვერდით მოვკალათდი და დილის ხუთ საათამდე ტკბილად მეძინა, რადგან ნანინასავით ჩამესმოდა მისი ჩუმი ფშვინვა. დილით კი სწრაფად ჩავიცვი, ხელ-პირი არც დამიბანია, სარკეზე პომადით ნაწერმა მიიქცია ჩემი ყურადღება:ვეფხვი საჭმელს შორს არ ეძებს~. დანამდვილებით ვიცი, წინა დღეებში აქ არ მოვსულვარ, ოთახშიც ვერავინ შემოვიდოდა. ნეტავ ვინ დაწერა? ნამდვილად ეშმას ხელი ურევია აქ. საშინელმა ქუხილმა კართან მომისწრო, ოთახი მყისვე აივსო ნოტიო მიწის გრძნეული სუნით.
ვიდრე ტაქსს გავაჩერებდი, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ასეთი წვიმები ქალაქს ქაოსში ძირავს მაისიდან ოქტომბრამდე. გახურებულქვიშიანი ქუჩები მდინარისკენ მიექანებიან აქაფებულ ნიაღვრებად და თან მიაქვთ ყველაფერი, რაც გზაზე ხვდებათ. ეს უჩვეულო სექტემბრის წვიმა კი, რომელიც სამი თვის გვალვის შემდეგ დაატყდა ქალაქს, შეიძლება ითქვას, სულის მოსათქმელიც იყო და დამანგრეველიც.
ჩემი სახლის კარი რომ გავაღე, უცებ ისეთი ფიზიკური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი. კატის ლანდს შევასწარი თვალი, სავარძლიდან ჩამოხტა და აივნისკენ გასრიალდა, თეფშზე ელაგა საჭმლის ნარჩენები, რომელიც მე არ დამიდვია. შარდისა და ახალმოსაქმებული განავლის მძაღე სუნით გაჟღენთილიყო იქაურობა. ეს სუნი ისე შევისწავლე, როგორც ერთ დროს ლათინური.
ინსტრუქციაში ამოვიკითხე, კატები თავიანთ განავალს თურმე მიწაში მალავენ, თუ ეზო არ არის, მაშინ ყვავილის ქოთანს ან მოფარებულ კუთხე-კუნჭულს იყენებენ მოსასაქმებლად. ოჯახში ამ სიბინძურის თავიდან ასაცილებლად კატის პატრონმა პირველივე დღიდან საგანგებოდ უნდა მიუჩინოს ადგილი ქვიშიან ყუთს. ინსტრუქციაში ისიც წერია, რომ კატა ახალ სახლში უპირველესად თავის ტერიტორიას ინიშნავს თურმე და ყველგან შარდავს. ალბათ, სწორედ ეს იყო მთავარი სირთულეც, თუმცა ინსტრუქციაში არაფერი ეწერა ამ სირთულესთან ბრძოლის თაობაზე. ერთი სიტყვით, კატა ცხოვრობდა თავისი წესით და მეც მაიძულებდა დავმორჩილებოდი ამ წესს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მანდობდა არც თავის მოფარებულ კუთხე-კუნჭულებს, არც თავის საძინებელ ადგილებს და არც თავის ცვალებად ბუნებას. ძალიან მინდოდა მისთვის მესწავლებინა ლოგინში აღარ დამხტომოდა თავზე მძინარეს, მაგიდაზე საჭმელი არ დაეყნოსა, მაგრამ ამაოდ; ვერც ის შევასმინე, რომ სახლი მისიც იყო საკუთრების უფლებით და არა ომის ნადავლის უფლებით. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ კატას თავი მივანებე.
საღამოხანს კოკისპირული წვიმა წამოვიდა, გრიგალი სახლს მიწასთან გასწორებით ემუქრებოდა.
ცემინება ამიტყდა, თავი მტკიოდა, სიცხემ ამიწია, მაგრამ თითქოს ძალა და სიმტკიცე მომეცაო, _ რაც უცხო იყო ჩემთვის ყველა ასაკსა და ყველა ვითარებაში _ იატაკზე ტაშტები მივდგი-მოვდგი იმ ადგილებზე, სადაც წვიმა ჩამოდიოდა. ჭერზე ახალი ხვრელები გაჩენილიყო. ყველაზე დიდი ხვრელიდან წვიმა უკვე დასდიოდა ბიბლიოთეკის მარჯვენა მხარეს. სასწრაფოდ უნდა გადამერჩინა თაროზე ჩარიგებული ჩემი ბერძენი და ლათინელი ავტორები. ის იყო გადმოლაგებას შევუდექი, რომ წყალმა გადმოხეთქა კედლიდან. მილი გამსკდარიყო. ხვრელი დიდი წვალებით ამოვავსე ნაჭრით, ვცდილობდი, დრო მომეგო წიგნების გადასარჩენად.
წყალი და ქარი ავად მძვინვარებდა პარკში. ჯოჯოხეთურმა ელვამ და გრუხუნმა საღამოს ბინდი გაკვეთა და გოგირდის მძიმე სუნი დატრიალდა ჰაერში. გაავებულმა სტიქიამ აივნის მინები ჩაამსხვრია, საკეტები მოგლიჯა და ზღვის შტორმული ქარიც სახლში შემოვარდა, მაგრამ სულ რაღაც ათ წუთში ქარი ერთბაშად ჩაცხრა, მზემ გამოანათა და ააშრო ნამსხვრევებითა და ნაგვით სავსე ქუჩები. კვლავ ჩამოდგა სიცხე. ავდარმა კი გადაიარა, მაგრამ მე დამრჩა ისეთი შეგრძნება, თითქოს მარტო არ ვიყავი სახლში. ასეთ მოვლენას ერთადერთი ახსნა აქვს: ზოგჯერ ადამიანს რეალურად მომხდარი ამბავი ავიწყდება. სამაგიეროდ, ზოგჯერ ისეთ ამბავს იხსენებს, რომელიც არ მომხდარა სინამდვილეში.
ჰოდა, ახლა საკმარისი იყო მეხსიერებაში აღმედგინა ის კოკისპირული წვიმა, რომ სახლში უკვე მარტო კი არა, ჩემს სიფრიფანასთან~ ერთად აღმექვა თავი. ღამით ისე ახლოს ვგრძნობდი მას, რომ ცხადად მესმოდა მისი სუნთქვა, ვხედავდი, როგორ უთრთოდა ჩემს ბალიშზე დადებული ლოყა… მახსენდება, ბიბლიოთეკაში ტაბურეტზე ამძვრალი თაროებს ვათვალიერებდი, მას კი ახალგამოღვიძებულს წიგნები მშრალ ადგილზე გადაჰქონდა; ვხედავდი, როგორ დარბოდა მთელ სახლში, წყალი კოჭებამდე სწვდებოდა, ჭერიდან ჩამოსულ წვიმას ებრძოდა მთლად გალუმპული. მახსენდება, ვიდრე მე ღამის ღვარცოფის მერე სახლს ვალაგებდი, იატაკს ვწმენდდი, მან არარსებული საუზმე მოამზადა და სუფრაც გააწყო. არასოდეს დამავიწყდება, საუზმობისას რა კუშტად შემომხედა:რატომ გამეცანი ასეთი ბებერი?~ მე სიმართლე ვუთხარი: ასაკი ის კი არ არის, რამდენი წლის ხარ, არამედ ის, როგორ გრძნობ ამ წლებს~. მას შემდეგ გოგოს ისე ცხადად ვიხსენებდი, რომ შემეძლო მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, რაც მომესურვებოდა. შემეძლო მისი თვალების ფერი ჩემი გუნება-განწყობილების მიხედვით შემეცვალა: გამოღვიძებულს თვალები ზღვისფერი ჰქონდა, გაცინებულს _ თაფლისფერი, გაბრაზებულს _ ცეცხლისფერი. ტანსაცმელსაც განწყობილების მიხედვით ვაცმევდი _ ასაკისა და ვითარების შესაბამისად. ოცი წლისა მოკრძალებულ შეყვარებულ ქალიშვილად მესახებოდა, ორმოცისა _ დემიმონდენად, სამოცდაათისა _ ბაბილონელ დედოფლად, ასი წლისა _ წმინდანად. ვმღეროდით პუჩინის სასიყვარულო დუეტებს, აგუსტინ ლარას ბოლეროს, კარლოს გარდელის ტანგოს და ვრწმუნდებოდით, რომ ვინც არ მღერის, იმას არც ესმის, რა ბედნიერებაა სიმღერა. ახლა მე ზუსტად ვიცი, ეს გონების დაბინდვა კი არა, ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი პირველი სიყვარული იყო, რომელიც ოთხმოცდაათი წლისას მესტუმრა. სახლი რომ ასე თუ ისე მივალაგ-მოვალაგე, როსა კაბარკასს დავურეკე. ღმერთო დიდებულო! _ შეჰყვირა ქალმა ჩემი ხმის გაგონებაზე,. _ მე კი მეგონა, ჩაიძირე~. ვერაფრით გაეგო, როგორ მოხდა რომ გოგონასთან მთელი ღამე გავატარე და კვლავ არ დავაკარე თითი. თუ არ მოგწონს, ეგ შენი ნებაა, მაგრამ ისე მაინც მოიქეცი, ჭკუადამჯდარ კაცს რომ შეეფერება~. მინდოდა ყოველივე ამეხსნა მისთვის, მაგრამ როსამ არ მაცალა:კიდევ მყავს ერთი გოგო, ცოტა ამაზე უფროსიცაა, ლამაზი და ისიც ქალიშვილია. მამამისს სურს სახლზე გაცვალოს, მაგრამ შევაჭრება შეიძლება~. გული გამეყინა: კიდევ რას იტყვი? _ შიში შემეპარა ხმაში, _ მე ეს მინდა. მორჩა და გათავდა. შევთანხმდით? რა საჭიროა ჩხუბი და უსიამოვნება~. ყურმილში ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს ქალმა თავისთვის ჩაილაპარაკა მორჩილად:ჰო, ეტყობა, ექიმები სწორედ ამას ეძახიან ბებრულ ჭკუასუსტობას~.
ზუსტად ათ საათზე მივედი მძღოლთან ერთად. მძღოლი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა თავისი თავაზიანობით: ზედმეტი შეკითხვებით არ შევუწუხებივარ.
მივიტანე პატარა ვენტილატორი და უსაყვარლესი ორლანდო რივერა-ფიგურიტას ნახატი. ჩაქუჩი და ლურსმანიც არ დამვიწყნია: სურათი ხომ უნდა დავკიდო კედელზე! გზად მაღაზიაში შევიარე, კბილის პასტა, ჯაგრისი, ხელის საპონი, ტუალეტის წყალი აგუა დე ფლორიდა~ ვიყიდე. ლარნაკისა და ვარდების თაიგულის ყიდვაც მინდოდა ხელოვნურყვავილიანი ქოთნის დასაჩრდილად, მაგრამ საყვავილე დაკეტილი დამხვდა და ვიღაცის ბაღში რამდენიმე ახალამოკოკრებული ლამაზი ყვავილის მოპარვა მომიწია. დიასახლისის რჩევა გამახსენდა და სახლის უკანა მხრიდან, პარალელური ქუჩიდან, აკვედუკის მხრიდან მივადექი, რათა არავის დავენახე. მძღოლმა მითხრა:ფრთხილად იყავით, პატივცემულო, ამ სახლში კლავენ~. მე ვუპასუხე: თუ სიყვარულისთვის კლავენ, მომკლან~. ეზოში ბნელოდა, მაგრამ ფანჯრებში სიცოცხლე ენთო, ექვს ოთახში დომხალი თუხთუხებდა. ჩემს ოთახში ოდნავ ხმამაღლა ჟღერდა თბილი ხმა ამერიკელი ტენორის დონ პედრო ვარგასისა, რომელიც ასრულებდა მიგელ მატამოროსის ბოლეროს. მეგონა, სადაცაა მოვკვდები-მეთქი, სუნთქვა შემეკრა, კარს ხელი ვკარი და საწოლზე დავინახე დელგადინა-სიფრიფანა სწორედ ისეთი, როგორიც ხშირად წარმომედგინა: შიშველს ტკბილად ეძინა მარცხენა გვერდზე, გულის მხარეს. ვიდრე დავწვებოდი, ჩემი ნივთები ამოვალაგე, ძველი დაჟანგული ვენტილატორის ადგილას ახალი დავდგი; სურათი ისე დავკიდე, საწოლიდან რომ კარგად დაენახა. მერე მივუწექი და ვიცანი იგი. ეს გოგონა იყო, ჩემს სახლში რომ დადიოდა, ეს ის ხელებია, სიბნელეში ფათურით რომ მცნობდნენ, ეს ის ფეხებია, კატასავით მსუბუქად რომ დააბიჯებდნენ, იმ ოფლის სუნია, ჩემს ზეწარს რომ ასდიოდა, ის თითია, ღილების დაკერებისას სათითეს რომ იკეთებს ზედ. მაგრამ აი, რა არის დაუჯერებელი: ის, ვინც მე ხორცშესხმული ვნახე და ხელითაც შევეხე, ნაკლებად რეალური მეჩვენებოდა, ვიდრე ის, ვინც ჩემს მეხსიერებაში ცხოვრობდა. კედელზე შენს პირდაპირ სურათი კიდია, _ ვუთხარი გოგონას, _ ფიგურიტამ დახატა. ჩვენ ის ძალიან გვიყვარდა, ბორდელებში ცეკვავდა, გულკეთილი კაცი იყო, ეშმაც კი ეცოდებოდა. ეს სურათი, გემებს რომ ღებავენ, იმ საღებავებით დახატა, ტილოც იმ თვითმფრინავიდანაა, კატასტროფა რომ განიცადა სიერა ნევადა დე სანტა მარიას მთებში. ფუნჯებიც თავისი ძაღლის ბეწვისგან გააკეთა. სურათზე დახატული ქალი მონაზონია, ფიგურიტამ მოიტაცა მონასტრიდან და ცოლად ითხოვა.
სურათი მე დავკიდე აქ, რათა გამოღვიძებისთანავე პირველი ეს დაინახო~.
შუაღამისას, შუქი რომ ჩავაქრე, გოგონას გვერდი არც უცვლია, ისე წყნარად სუნთქავდა, პულსიც კი გავუსინჯე, ხომ ცოცხალია-მეთქი. მის ძარღვებში სისხლი ჩუმ სიმღერასავით ჩქეფდა, მისი სხეულის ყველაზე იდუმალ ადგილებამდე აღწევდა და შემდეგ გულთან ბრუნდებოდა სიყვარულით განწმენდილი.
ამას წინათ, წასვლამდე, ქაღალდზე მისი ხელისგულის ხაზები გადავიხატე და დივა საჰიბს მივუტანე ამოსაკითხად და გოგონას სულის ამოსაცნობად. პასუხი ასეთი იყო: ამბობს მხოლოდ იმას, რასაც ფიქრობს, ხელსაქმე ეხერხება. უკავშირდება მიცვალებულს, ვისგანაც ელოდება შველას, მაგრამ ამაოდ. შველა იქვეა, მის გვერდით. ასაკოვანი მოკვდება, გათხოვილი. ახლა მას ჰყავს კაცი, შავგვრემანი, მაგრამ ეს მისი ცხოვრების მამაკაცი არ არის.
შეუძლია იყოლიოს რვა შვილი, მაგრამ მხოლოდ სამს გააჩენს. თუ გულის კარნახს მიჰყვება და არა გონებისას, ოცდათხუთმეტი წლისა გამდიდრდება, ორმოცი წლისა მემკვიდრეობას მიიღებს. ბევრს იმოგზაურებს, ორმაგი ცხოვრება და ორმაგი ბედ-იღბალი ექნება. შეუძლია თავისი ბედი თავადვე განაგოს. იზიდავს ყველაფერი ახალი, მაგრამ სანანებელი გაუხდება, თუ ყურს არ მიუგდებს საკუთარ გულს.
სიყვარულით ანთებულმა წესრიგში მოვიყვანე ჭექა-ქუხილის დროს განადგურებული სახლი, ბევრიც ისეთი რამ შევაკეთე, წლების მანძილზე რომ არ მომიკიდია ხელი, ან ფული არ მქონია მათ შესაკეთებლად. ბიბლიოთეკაში წიგნები გადავალაგ-გადმოვალაგე იმ წესითა და რიგით, როგორითაც ვკითხულობდი ოდესღაც. ბოლოს ისტორიულ რელიკვიას _ პიანინოსაც გამოვეთხოვე და კლასიკური მუსიკის ასზე მეტ ჩანაწერსაც.
სამაგიეროდ ვიყიდე ფირფიტასაკრავი _ მთლად ახალი არა, მაგრამ იმას სჯობდა, რაც მქონდა _ დინამიკებიანი, რამაც სახლს დიდებულება შესძინა. სრული სიღარიბის ზღვარზე აღმოვჩნდი, მაგრამ ერთი საოცრება ნამდვილად ყველაფერს ჩრდილავდა. ამ ხნისა ცოცხალი ვიყავი. სახლი ფერფლიდან აღდგა. მე კი დელგადინას სიყვარულში აქამდე განუცდელ უბედნიერეს სიყვარულში ვცურავდი. დელგადინას წყალობით ოთხმოცდაათი წლის მანძილზე პირველად შევხვდი პირისპირ საკუთარ თავს და აღმოვაჩინე, რომ მანიაკური სწრაფვა _ ყოველ ნივთს ჰქონოდა თავისი ადგილი, ყოველ საქმეს _ თავისი დრო, ყოველ სიტყვას _ თავისი სტილი, სულაც არ გახლდათ დალაგებული ჭკუის დამსახურება, პირიქით, ჩემ მიერ მოგონილი სისტემა საკუთარი ბუნების უწესრიგობის დაფარვა იყო. მე აღმოვაჩინე, რომ წესრიგი და წესრიგიანობა სულაც არ არის ჩემი ღირსება, მხოლოდ რეაქციაა საკუთარ უდარდელობაზე; გულუხვი ვჩანვარ, სინამდვილეში საკუთარი მეწვრილმანეობის დაფარვას ვცდილობ; ფრთხილი კაცის სახელი მაქვს, სინამდვილეში ავ ზრახვებს ვმალავ; ბუნებით კი არ ვარ მშვიდი, შიშის გამო ვარ მშვიდი, ვაითუ ჩემი სიცოფე გამომჟღავნდეს-მეთქი; პუნქტუალურიც მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ვერავინ შემამჩნიოს, სხვის დროს პატივს რომ არ ვცემ, და ბოლოს ისიც აღმოვაჩინე, რომ სიყვარული სულიერი მდგომარეობა კი არა, ზოდიაქოს ნიშანია.
სხვა ადამიანი გავხდი, ვცადე, თავიდან გადამეხედა კლასიკოსებისათვის, ყრმობის წლებში რომ მაკითხებდნენ, მაგრამ ვერ შევძელი.
ჩავიძირე ლიტერატურაში, რომანტიკოსებში, რომლებიც არ მიყვარდნენ დედაჩემის გამო _ სულ ჩამჩიჩინებდა, წაიკითხეო, ახლა კი სწორედ დედაჩემის წყალობით მივხვდი, რომ შეუქცევადი ძალა, რომელიც მთელ სამყაროს ატრიალებს, ბედნიერი სიყვარული კი არა, უბედური სიყვარულია და როცა კრიზისმა ჩემი მუსიკალური გემოვნებაც ქვეშ მოიყოლა, მივხვდი, დავბერდი და ჩამოვრჩი ცხოვრებას, სამაგიეროდ ბრმა შემთხვევებით გამოწვეულ სიხარულებს გავუღე გული.
ხშირად მიფიქრია, როგორ მოხდა, რომ დავემორჩილე, მივენდე აცეტებულ დაბინდულ გონებას, რისიც მეშინოდა და რაც თავად ავუტეხე საკუთარ თავს. დავფრინსვდი ცრუ ღრუბლებში, საკუთარ ორეულს სარკეში ველაპარაკებოდი იმ იმედით, იქნებ გავიგო, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ-მეთქი. მთვარეულივით დავბორიალობდი. ერთ დღეს სტუდენტების დემონსტრაციას შევეჩეხე ქუჩაში. ქვებსა და ბოთლებს ისროდნენ. ძლივს შევიკავე თავი, დემონსტრანტების პირველივე რიგებში არ შევვარდნილიყავი ტრანსპარანტით ხელში, რომელიც ყველასათვის ნათელს გახდიდა ჩემს სიმართლეს: სიყვარულმა გამაგიჟა!~ მძინარე დელგადინას სახე ჯიუტად მედგა თვალწინ და მეც ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე უცებ მომაფიქრდა, ძირეულად შემეცვალა ჩემი საკვირაო წერილების სტილი და ხასიათი. ყველაფერს ვწერდი მისთვის, ვიცინოდი და ვტიროდი მისთვის და ყოველ დაწერილ სიტყვას თან ვატანდი ჩემი ცხოვრების ნაწილს. ჩვეული საგაზეთო სტილის ნაცვლად ამბებს სასიყვარულო წერილების სახე მივეცი, რათა ყველას ისე წაეკითხა, როგორც საკუთარი. რედაქციას შევთავაზე, ტექსტის სასტამბო შრიფტით აწყობის ნაცვლად პირდაპირ ჩემი ხელნაწერი გაეშვათ. რედაქციის გამგემ, რა თქმა უნდა, მორიგ ბებრულ გამოხდომად ჩამითვალა ეს წამოწყება, მაგრამ დირექტორმა იგი დაითანხმა ერთადერთი ფრაზით, რომელიც მაშინვე აიტაცა მთელმა რედაქციამ ფრთიან ფრაზად. _ თქვენ ცდებით: წყნარი გიჟები მომავალს გვიახლოებენ. საზოგადოება აღფრთოვანებული გამოეხმაურა ჩემს წერილებს. უამრავი წერილი მოდიოდა რედაქციაში, უმეტესწილად შეყვარებულებისა. ჩემს წერილებს რადიოშიც გადმოსცემდნენ, როგორც მნიშვნელოვან ახალ ამბებს, ასლებს იღებდნენ, ამრავლებდნენ და კონტრაბანდული სიგარებივით ყიდდნენ სან ბლასის ქუჩის კუთხეში. თავდაპირველად ეს წერილები ნაკარნახევი იყო საკუთარი თავის წარმოჩენის მეტისმეტი სურვილით, მკითხველებს მივმართავდი ოთხმოცდაათი წლის კაცის სახელით, კაცისა, რომელმაც ვერ ისწავლა ბებრულად ფიქრი. ინტელექტუალებმა ჩვეულებისამებრ პირფერობით გამოიჩინეს თავი, გრაფოლოგებმა კი, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდი, მცდარ დასკვნებზე დაყრდნობით საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვეს ჩემს კალიგრაფიასთან დაკავშირებით, სწორედ გრაფოლოგებმა დაუპირისპირეს ერთმანეთს აზრები და განწყობილებები, დაანთეს პოლემიკის კოცონი და შემოიტანეს ნოსტალგიის მოდა. როსა კაბარკასს მოველაპარაკე, რომ ოთახში დარჩებოდა ვენტილატორი, ჩემი სატუალეტო ნივთები და საერთოდ ყველაფერი, რასაც მე მივიჩნევდი საჭიროდ ნორმალური ცხვორებისათვის. მოვდიოდი საღამოს ათ საათზე, რაღაც-რაღაცები მომქონდა გოგონასათვის და ხანდახან ორივესთვის, რამდენიმე წუთს ჩვენი ღამეული თეატრის დეკორაციის გაფორმებას ვუნდებოდი, ხოლო ვიდრე წავიდოდი _ არა უგვიანეს დილის ხუთი საათისა _ ყველაფერს ჩაკეტილში ვტოვებდი და ოთახიც ღარიბული და გაფცქვნილი ხდებოდა, თავის დანიშნულებას ამართლებდა. უსიცოცხლო სიყვარულობანასა და შემთხვევითი კლიენტებისთვის მეტიც იყო. ერთ მშვენიერ დილას ყური მოვკარი, მარკოს პერესს _ რადიოს ყველაზე პოპულარულ ხმას _ გადაუწყვეტია, ჩემი საკვირაო წერილები წაიკითხოს ორშაბათობით თავის გადაცემაში _ახალი ამბები~. რაღაცნაირი უსიამოვნო შეგრძნება და შიში გადავიფერთხე და ვთქვი: იცი რას გეტყვი, დელგადინა? სახელი და დიდება _ მსუქანი სენიორაა, რომელიც შენთან არ წევს, მაგრამ როცა გაიღვიძებ, დაინახავ, რომ შენს საწოლთან დგას და გიმზერს~. ერთ დილით როგორღაც როსა კაბარკასთან დავრჩი სასაუზმოდ, თუმცა მძიმე ძაძებშია და შლაპაც წარბებამდე აქვს ჩამოფხატული, როსა მოტეხილი აღარ მეჩვენება. მისი ნახელავი ცხარე უგემრიელესი საუზმეული განთქმული იყო. პირში მოვიგდე თუ არა ცოცხალი ცეცხლის პირველივე ლუკმა, თვალებიდან ნაპერწკლები წამომცვივდა და ძლივს ამოვღერღე:ამაღამ სავსე მთვარის გარეშეც ამეწვება უკანალი~. მოეშვი წუწუნს, _ მითხრა როსამ, _ თუ გეწვის, ე.ი. ღვთის წყალობით ჯერ კიდევ გქონია იგი~. როსას გაუკვირდა, გოგონა რომ დელგადინად მოვიხსენიე.მას დელგადინა არ ჰქვია~… ნუ მეტყვი, რა ჰქვია, _ შევაწყვეტინე მე, _ ჩემთვის ის დელგადინა, ანუსიფრიფანაა~. როსამ მხრები აიჩეჩა: კარგი, ეგრე იყოს, გოგონა შენია და რასაც გინდა, იმას დაარქმევ, ოღონდ, შენი შერქმეული სახელი რაღაცნაირად რაქიტული მეჩვენება~. როსას მოვუყევი, სარკეზე გოგონას ნაწერი დამხვდა-მეთქი ვეფხვის შესახებ.შეუძლებელია, გოგონამ წერა-კითხვა არ იცის~. მაშინ ვინ დაწერა?~ როსამ ახლაც აიჩეჩა მხრები:ალბათ, იმან, ვინც ამ ოთახში მოკვდა~.
როსასთან ხშირი საუზმობით ვისარგებლე, ჯერ გული გადავუშალე და მერე ვთხოვე, დელგადინასთვის მიეხედა, შეემოსა, პირობები გაეუმჯობესებინა.
სიამოვნებით დამეთანხმა _ მოსწავლე გოგონასავით ეშმაკურად: სასაცილოა, ასე მგონია, მის ხელსა მთხოვ, _ უცებ გამოცოცხლდა, _ მართლა, იქნებ ცოლად მოგეყვანა?~ გავქვავდი.ჰო, ჰო, _ არ მომეშვა ის, _ იაფად გამოხვალ. ბოლო-ბოლო შენს ასაკში მთავარია, შეგიძლია თუ არ შეგიძლია ის. შენ მითხარი, ამ მხრივ ჩემთან ყველაფერი რიგზეაო~. ინიციატივა გამოვტაცე: უსიყვარულო სექსი იმათთვის არის ნუგეში, ვისაც სიყვარული არ სტუმრებია~. როსამ გადაიხარხარა:აჰ, ჩემო ჭკვიანო კაცო, ყოველთვის ვიცოდი, ნამდვილი მამაკაცი რომ იყავი, და მიხარია, ასეთი რომ დარჩი, მაშინ როცა შენმა მტრებმა იარაღი დაყარეს. ტყუილად როდი ლაპარაკობენ შენზე ამდენს. მარკოს პერესი ხომ გაგიგონია?~ პერესი ვის არ გაუგონია!~ _ ვთქვი მე საუბრის თემის შესაცვლელად, მაგრამ როსა მაინც თავისას მიერეკებოდა:პროფესორმა კამაჩო ი კანომ გუშინ გადაცემაში ცოტა-ცოტა ყველაფერზე~ შენც გახსენა და თქვა, სამყარო ის აღარ არის, იმიტომ, რომ მისნაირები ცოტანიღა დარჩნენო~. კვირის ბოლოს შევამჩნიე, რომ დელგადინას ახველებდა და სიცხეც ჰქონდა, როსა გავაღვიძე, იმანაც სასწრაფოდ შემომიტანა წამლები. გოგონა ორი დღის შემდეგაც სუსტად გრძნობდა თავს, სამუშაოდ _ ღილების დასაკერებლად _ ვერ წავიდა. ექიმმა შინაურული წამლები დაუნიშნა, საშიში არაფერია, გაცივებულია, ერთ კვირაში გამოკეთდებაო, მაგრამ ისიც დაუმატა, მე უფრო მისი სიგამხდრე მაფიქრებსო. დელგადინას ვერ ვხედავდი, მხოლოდ ვგრძნობდი, ძალიან მაკლდა, ვისარგებლე შემთხვევით და ოთახის გადახალისება დავიწყე, დრო მაქვს და ჩემებურად მოვაწყობ-მეთქი. მოვიტანე სესილია პორასის ნახატი ალვარო სეპედას წიგნისათვისჩვენ ყველანი ველოდებოდით~ და რომენ როლანის ჟან-კრისტოფის~ ექვსი ტომი ჩემი ღამეული სიფხიზლის გასალამაზებლად. ერთი სიტყვით, როდესაც დელგადინამ შეძლო აქ დაბრუნება, ოთახი ლამაზად, ღირსეულად და სავსებით შესაფერისად დახვდა აქაური ბედნიერებისათვის: სურნელოვანი ინსექტიციდით გაჟღენთილი ჰაერი, ვარდისფერი კედლები, დაბურუპლაფონიანი ლამპები, დღევანდელი გემოვნების შესაფერისად დაკიდებული სურათები, დედაჩემის მშვენიერი ნახატები, ცოცხალი ყვავილები ლარნაკებში, ჩემი საყვარელი წიგნები _ ეს ყველაფერი სხვანაირ ელფერს აძლევდა ოთახს. ძველი რადიომიმღები ახალ მოკლეტალღიანზე გადავცვალე და მოვმართე კლასიკურ მუსიკაზე, რათა დელგადინას ძილის წინ მოცარტის კვარტეტი მოესმინა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ გოგონა იმ არხს იჭერდა, რომელზეც მოდურ ბოლეროებს გადმოსცემდნენ. ეჭვი არ არის, ეს უფრო მოსწონდა და მეც თავი არ მომიკლავს, გინდა თუ არა, მოცარტი მოისმინოს-მეთქი. სიყმაწვილეში მეც მოდური მუსიკით ვიყავი გატაცებული. მეორე დღეს სახლიდან გასვლამდე პომადით დავწერე სარკეზე:ჩემო გოგონა, ჩვენ მარტონი ვართ ამ ქვეყანაზე~.
იმ დღეებში რაღაც უცნაური შეგრძნება გამიჩნდა, მეჩვენებოდა, თითქოს დელგადინა დროს უსწრებდა გაზრდაში. როსას გავუზიარე ჩემი წუხილი. როსას არც გაჰკვირვებია, ბუნებრივი ამბავიაო. დელგადინა ხუთ დეკემბერს თხუთმეტისა ხდება, ტიპური მშვილდოსანია. შემეშინდა, გოგონა იმდენად რეალურია, რომ ყოველ წელს თითო წელი ემატება. რა ვაჩუქო? ველოსიპედი, _ მითხრა როსამ, _ დღეში ორჯერ ლამის მთელი ქალაქის გავლა უწევს თავის ღილებამდე~. როსამ საკუჭნაოში შემიყვანა და გოგონას ველოსიპედი მაჩვენა. ეს ძირგავარდნილი ქვაბი რა მისი საკადრისია-მეთქი, გავიფიქრე და გულიც ამიჩუყდა, ეს ხომ ნაღდი საბუთია იმისა, რომ დელგადინა მართლაც არსებობს რეალურ ცხოვრებაში. გადავწყვიტე საუკეთესო ველოსიპედი მეყიდა მისთვის. მაღაზიაში სულმა წამძლია, პირადად შემემოწმებინა ველოსიპედის ვარგისიანობა. დავჯექი, ერთ-ორ წრეს შემოვივლი-მეთქი. გამყიდველი დაინტერესდა ჩემი ასაკით. მეც ბებრული თავმოწონებით ვუპასუხე, მალე ოთხმოცდათერთმეტის გავხდები-მეთქი და პასუხად გავიგონე ის, რისი გაგონებაც მსურდა:ოცი წლით ახალგაზრდად გამოიყურებით~. თავადაც ვერ გამეგო, აქამდე როგორ შემომრჩა პატარა ბიჭის ჩვევები; გული სიხარულით მქონდა სავსე და სიმღერა წამოვიწყე. ჯერ ჩემთვის ვღიღინებდი, მერე ცოტა მოვუმატე ხმას, მერე მკერდიდან ისე გადმოვაფრქვიე, თითქოს დიდი კარუზო ვყოფილიყავი.
აჭრელებულ დახლებს შორის ატორტმანებულ ხალხის მორევში გიჟურად დავაქროლებდი ველოსიპედს. ყველანი მხიარულად მაყოლებდნენ თვალს, შეძახილებით მამხნევებდნენ, მირჩევდნენ, მონაწილეობა მიმეღო რბოლაში _ კოლუმბიის გარშემო ინვალიდის ეტლით~. ვმღეროდი, ხალხს ხელს ვუქნევდი, გემშვიდობებათ ბედნიერი მოგზაური-მეთქი… იმავე კვირას დავწერე კიდევ ერთი სასოწარკვეთილი სტატია:როგორ უნდა გახდე ბედნიერი ველოსიპედზე ოთხმოცდაათი წლისა~.
დაბადების დღეს დელგადინას ძილის წინ ვუმღერე, კოცნით დავუფარე მთელი სხეული, ხერხემალი, მალები, მილეული თეძოები, ხალიანი გვერდი და მკერდი, სადაც უძილო გული უძგერდა. მე ვკოცნიდი, მის სხეულს კი თანდათან ემატებოდა სიმხურვალე და ველური სურნელი. მისი კანის ყოველი გოჯი ნაზი თრთოლით მპასუხობდა და ყოველ ჩემს კოცნას აგებებდა სხვაგვარ სითბოს, განსაკუთრებულ გემოსა და ახალ კვნესას.
ძუძუს კერტები ეფურჩქნებოდა ჩემი თითების მოლოდინში, თითების, რომლებიც არ შეხებიან მას. ის იყო ჩამთვლიმა, რომ ზღვა აზვირთდა ღმუილით, პანიკამ გადაურბინა ხეებს და გულში გამიარა, მაშინვე გავედი სააბაზანოში და სარკეზე დავწერე: დელგადინა, სიფრიფანა, ჩემო სიყვარულო, აი, უკვე თავს დაგვატყდა შობის ქარები~. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონება სკოლის წლებს უკავშირდება. ერთ ზუსტად ასეთსავე დილას სულში რაღაცნაირი ფორიაქი ვიგრძენი. რა დამემართა? მასწავლებელმა დაბნეულმა მითხრა:აჰ, შვილო, ეს ხომ ქარია~. ოთხმოცი წლის შემდეგაც დელგადინას საწოლში გაღვიძებულს იგივე შეგრძნება დამეუფლა. ახლაც დეკემბერი იყო, თავის დროზე დამდგარი დეკემბერი გამჭვირვალე სუფთა ცით, ქვიშის ქარიშხლებითა და ქუჩების გრიგალებით, სახლებს რომ სახურავებს ხდიდა და მოსწავლე გოგონებს კაბებს მაღლა უფრიალებდა, ქალაქი ივსებოდა ზღაპრული გუგუნით. ქარიან ღამეებში ქალაქის ბაზრის ხმაური შორეულ კვარტალებშიც კი ისე ისმოდა, თითქოს ხელის გაწვდენაზე ყოფილიყოს.
და რა გასაკვირია, რომ დეკემბრის ქარები გვეხმარებოდნენ ხმების მიხედვით მოგვეძებნა შორეულზე შორეულ ბორდელებში მიმოფანტული მეგობრები. მაგრამ ამ ქარებმა უსიამოვნო ამბავიც მოიტანეს: დელგადინა ჩემთან ერთად ვერ გაატარებდა შობის დღესასწაულს, თავის ოჯახში რჩებოდა. თუკი რამ მძულს ამქვეყნად, ეს მოვალეობის გამო სადღესასწაულო თავყრილობებია. მეზარება, ადამიანები სიხარულისგან რომ ტირიან, მეზარება ეს ხელოვნური ცეცხლები, სულელური საშობაო სიმღერები და ქაღალდის გირლანდები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ორი ათას ხუთასი წლის წინათ უბადრუკ ბაგაში დაბადებულ ყრმასთან, მაგრამ როცა დადგა შობის ღამე, ნაღველს ვერ გავუძელი და გავეშურე ჩვენი ოთახისკენ, სადაც ის არ იყო. კარგად მეძინა. როცა გამოვიღვიძე, იქვე საწოლთან დავინახე პლუშის დათუნია, ჩრდილოური, პოლარული დათუნია, რომელიც უკანა ფეხებზე შემდგარი დაბაჯბაჯებდა. იქვე იდო ბარათიც: საძაგელ მამას~. როსა კაბარკასი მეუბნებოდა, დელგადინა სარკეზე შენი წარწერების დახმარებით სწავლობს წერასო, ძალიან მომწონს მისი ნაწერი, მაგრამ თვითონ დელგადინამ კიდევ ერთხელ დამწყვიტა გული: დათუნია მისი საჩუქარი ყოფილა. ახალი წლის ღამეს შინ დავრჩი, საღამოს რვა საათზე ჩავწექი ლოგინში და დავიძინე ყოველგვარი ნაღველისა და შფოთიანობის გარეშე. ბედნიერი ვიყავი, რადგან საათმა თორმეტჯერ რომ ჩამოჰკრა, მას მოჰყვა ზარების რეკვა, პორტში მდგარი გემების გუგუნი, ქარხნების საყვირების ღმუილი, სახანძრო მანქანების სირენები, პეტარდების ტკაცატკუცი _ ვიგრძენი, დელგადინა შემოვიდა, გვერდით მომიწვა და მაკოცა. ისე ცხადად მოხდა ეს ყველაფერი, რომ პირში ძირტკბილას გემოც კი დამრჩა. 4 ახალი წლის დადგომისთანავე ჩვენც დაგვიდგა დრო ერთმანეთის უკეთ გაცნობისა. ხმამოზომილ სიმღერას მივაჩვიე თავი. ისე ვუმღეროდი, ძილში რომ გაეგონა და ძილშივე ეპასუხა თავისი სხეულის ბუნებრივი ენით: გოგონას გუნება-განწყობილების გამოცნობა შეიძლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ ეძინა, მერე და მერე, თითქოს სულიერი სიმშვიდე ჰპოვაო, ძილიც მშვიდი გაუხდა, სახეც _ უფრო ლამაზი და სიზმრებიც _ მრავალფეროვანი. ერთ დღეს ბალიშზე დედაჩემის ზურმუხტის საყურეები დავუტოვე. ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ეკეთა, მაგრამ არ უხდებოდა. სხვა მოვუტანე, თან ავუხსენი: პირველად მოტანილი არც სახის ფერზე მოგიხდა და არც ვარცხნილობაზე, აი, ესენი კი, მე მგონი, მოგიხდება-მეთქი. ორჯერ უსაყურეებოდ მოვიდა, მესამედ კი ჩემი მოწონებული გაეკეთებინა. ეტყობა, დიდად არ მოსწონდა, მაგრამ შემთხვევას ელოდებოდა, ჩემთვის ესიამოვნებინა. იმ დღეებში ისე მივეჩვიე ოჯახურ ცხოვრებას, რომ შიშველი აღარ ვიძინებდი უწინდებურად. ჩინური აბრეშუმის პიჟამები გამოვამზეურე, კარგა ხანია არ ჩამიცვამს: არავინ მყავდა ისეთი, ვისი გულისთვისაც მომიწევდა გახდა. დავიწყე ფრანგი ავტორის სენტ-ეგზიუპერისპატარა უფლისწულის~ კითხვა. ამ წიგნმა მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა და აღაფრთოვანა უფრო მეტად, ვიდრე თავად ფრანგები. ეს იყო პირველი შემთხვევა, გოგონა რომ რაღაცით დაინტერესდა, გაღვიძებით არ გაუღვიძია, მაგრამ რომ მოეწონა, ნამდვილად დაეტყო.
ჰოდა, მეც ორი დღე ზედიზედ მომიწია აქ მოსვლა, რომ წიგნები ბოლომდე ჩამეკითხა. შემდეგ წავიკითხეთ პეროს ზღაპრები~, საღმრთო ისტორია,ათას ერთი ღამის~ დეზინფიცირებული ვარიანტი ბავშვებისათვის. კითხვისას მივხვდი, რომ გოგონას ძილის სხვადასხვა სიღრმეები ჰქონდა, ეს კი იმას მიანიშნებდა, რომ ჩემს წაკითხულ წიგნებს ის ერთმანეთისგან განასხვავებდა, მეტ-ნაკლები მოწონებით აღიქვამდა. როცა ვიგრძნობდი, რომ, როგორც იტყვიან, ძირამდე ჩავედი, შუქს ვაქრობდი და მასთან ჩახვეულს მეძინა მამლის ყივილამდე.
ბედნიერი ვიყავი და ნაზად ვუკოცნიდი თვალებს. ერთ ღამეს თითქოს სხივი გაუკრთაო სახეზე, პირველად ჩაიღიმა, შემდეგ კი სწრაფად შემაქცია ზურგი და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: ისაბელის ბრალია, ლოკოკინები რომ ტიროდნენ~. იმედი მომეცა, საუბარს ავაწყობთ-მეთქი და მისსავე კილოზე ვკითხე:ვისი იყვნენ?~ არ მიპასუხა. ხმა და კილო პლებეური ჰქონდა, თითქოს მისი არ იყო, თითქოს ვიღაც სხვას მალავდა შიგნით და მაშინ ყოველგვარი ეჭვისა და ყოყმანის გარეშე მივედი იმ დასკვნამდე, რომ გოგონა მძინარე უფრო მომწონდა.
ჩემი ერთადერთი საზრუნავი კატა გახდა.
ბოლო ხანებში როგორღაც მოეშვა, იწვა თავის კუთხეში და თავს მაღლა არ სწევდა. დამიანას ვთხოვე: იქნებ ექიმ-ვეტერინართან წაიყვანო-მეთქი. კალათში ჩასმა რომ დავუპირე, დაჭრილი ნადირივით დამფხოჭნა. დამიანამ კალათში ძალისძალობით ჩაკუჭა აფხარკალებული კატა და წავიდა. რაღაც დროის შემდეგ დამირეკა: სხვა გზა არ არის, კატა უნდა მოწამლონ, მაგრამ თქვენი თანხმობაა საჭიროო. კი მაგრამ, რატომ უნდა მოწამლონ-მეთქი? იმიტომ, რომ ბებერია~, _ თქვა დამიანამ. ცეცხლი მომეკიდა გულზე: მაშინ მეც უნდა დამწვან ცოცხლად-მეთქი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, ორ ცეცხლშუა აღმოვჩნდი. მართალია, კატის სიყვარული ვერ ვისწავლე, მაგრამ სასიკვდილოდ მაინც ვერ ვიმეტებდი, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ ბებერი იყო. ის ოხერი ინსტრუქცია მაინც სად მივაგდე, იქნებ იქ ამომეკითხა რამე სასიკეთო! ამ შემთხვევამ ისე ამაღელვა, რომ დავწერე საკვირაო სტატია სათაურით, რომელიც ნერუდას ვესესხე:კატა _ ოთახის პატარა ვეფხვი?~ სტატიას ახალი კამპანია მოჰყვა, საზოგადოება კვლავ ორად გაიყო! კატების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ხუთი დღის მერე გაიმარჯვა აზრმა _ სავსებით კანონიერია მოაკვდინო კატა, თუკი ის ადამიანთა ჯანმრთელობას ემუქრება და არა იმის გამო, რომ ბებერია.
დედის სიკვდილის შემდეგ რაღაცნაირი შიში დამჩემდა, სულ მგონია, რომ მძინარეს ვიღაცა შემახებს ხელს. ერთ ღამეს მე ეს ცხადად ვიგრძენი და ავფორიაქდი, მაგრამ დედაჩემის ხმამ დამიბრუნა სიმშვიდე: Fიგლიო მიო პოვერეტტო!*~. ასეთივე შეგრძნება დამეუფლა ერთ ადრიან დილას ჩვენს ოთახში. ლამის წამოვხტი სიხარულისგან, ვიფიქრე, დელგადინა შემეხო-მეთქი, მაგრამ არა: როსა კაბარკასი გამომეცხადა სიბნელეში, თითქოს წყვდიადიდან ამოტივტივდაო. ჩქარა ჩაიცვი და გამომყევი, სერიოზული პრობლემა შემექმნა~.
პრობლემა სერიოზულზე მეტი აღმოჩნდა. სახლის~ ერთი პატივცემული კლიენტი ყელგამოჭრილი იპოვეს პირველ ოთახში. მკვლელი მიიმალა. უზარმაზარი, მოხარშული ქათამივით ფერშეცვლილი შიშველი გვამი გასისხლიანებულ საწოლზე იწვა. მხოლოდ ფეხსაცმელი ეცვა. ოთახში შესვლისთანავე ვიცანი: ხ. მ. ბ. იყო, მსხვილი ბანკირი, ტანადი და სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი, ჩაცმა-დახურვის მოყვარული და, რაც მთავარია, ცნობილი თავისი ოჯახური სიწმინდით. ორი მეწამული ჭრილობა აჩნდა ყელზე, ტუჩების ფორმისა, მუცელზე კარგა მოზრდილი ხვრელიდან სისხლი სდიოდა. გვამური გაქვავება ჯერ არ დამდგარიყო, მაგრამ ჭრილობებზე მეტად გამაოცა სიკვდილის გამო შეკუმშულ მამაკაცურ ორგანოზე წამოცმულმა გამოუყენებელმა პრეზერვატივმა. როსა კაბარკასმა არ იცოდა, ვინ ახლდა ბანკირს, რადგან ბანკირიც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ამ სახლში ბაღის მხრიდან შესვლის პრივილეგიით სარგებლობდა. როსა არ გამორიცხავდა იმასაც, რომ ბანკირის მეწყვილე შესაძლოა მამაკაცი ყოფილიყო. როსას ერთი რამ სურდა ჩემგან, _ მიცვალებულის ჩაცმაში მივხმარებოდი. იგი ისეთი მშვიდი და თავდაჯერებული ჩანდა, რომ ეჭვმა გამკრა, იქნებ სიკვდილი მისთვის სულაც ჩვეულებრივი, სამზარეულოში საქმიანობასავით არის-მეთქი. მიცვალებულის ჩაცმა ძალიან ძნელია~, _ ვთქვი მე. ღვთის წყალობით, მე ჩამიცმევია, _ თქვა მან, _ სულაც არ არის ძნელი. მით უმეტეს, თუ ვინმე გეხმარება~. შევეჭვდი:შენ გგონია, ვერ მიხვდებიან? გვამი დანით არის დაჩეხილი და ამ დროს კოსტიუმი კი ახალთახალი აცვია ინგლისელი ჯენტლმენივით?!~
უცებ შიშმა ამიტანა, დელგადინა გამახსენდა. სჯობს, წაიყვანო~, _ მირჩია როსამ.ჯერ მიცვალებულს მივხედოთ~, _ ვთქვი შიშით დაზაფრულმა. ქალმა შეამჩნია ჩემი შიში და მოურიდებლად მითხრა: რა მოგდის? სულ კანკალებ~. იმაზე ვფიქრობ, _ ახლაც ვერ დავმალე შიში, მაგრამ ეს იყო ნახევარი სიმართლე, _ უთხარი გოგოს, სანამ არ შემოცვენილან, სასწრაფოდ გაეცალოს აქაურობას~. კარგი, _ დამპირდა როსა, _ შენ კი ჟურნალისტი ხარ და ხელს არ გახლებენ~. არც შენ გახლებენ, _ ვუთხარი არცთუ მეგობრულად, _ შენ ერთადერთი პოლიტიკოსი-ლიბერალი ხარ, ვისაც წონა აქვს ამ მთავრობაში~.
ქალაქს, რომელიც მიჩვეული იყო წყნარ გარემოსა და ძველისძველი უშფოთველობით ტკბობას, წყევლასავით დაატყდა თავს საშინელი ამბები: წელიწადი ისე არ გავა, ქალაქი არ შეძრას ცნობამ სკანდალური, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის თაობაზე. ამჯერად კი სხვაგვარად მოხდა: ოფიციალური განცხადება შთამბეჭდავი სათაურითა და ძუნწ ფაქტებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ახალგაზრდა ბანკირს პრადომარის გზატკეცილზე დაესხნენ თავს. იგი დანით მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი უცნობია. მას მტრები არ ჰყავდა, განცხადებაში სავარაუდო ეჭვმიტანილებად ნახსენები იყვნენ ქვეყნის შიდა ოლქებიდან გადმოსული ადამიანები, რომლებმაც ააზვირთეს დანაშაულობათა ტალღა, რაც სრულიად მიუღებელი და უცხო იყო ადგილობრივი მშვიდობისმოყვარე მოსახლეობისათვის.
პირველივე საათებში დააკავეს ორმოცდაათზე მეტი ეჭვმიტანილი.
აღშფოთებულმა მივაკითხე ჩვენი გაზეთის კრიმინალური განყოფილების რედაქტორს, ოციანი წლების ტიპიურ ჟურნალისტს. თავზე განუყრელი მწვანე ცელულოიდის წინაფრიანი კეპი ეხურა, პერანგის სახელოები რეზინის აჭიმებით დაემაგრებინა. მან ყველაფერი იცოდა უფრო ადრე, ვიდრე მოხდებოდა, წინასწარ ხვდებოდა ყველაფერს, _ ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეგონა, მაგრამ ამჯერად ხელთ ჰქონდა ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ ნაწყვეტი ძაფები და თავი და ბოლო ვერ გაერკვია მათი. მე, არაფერში გავება-მეთქი, დიდი სიფრთხილით შევავსე საერთო სურათი. მოკლედ, ოთხი ხელით დავწერეთ _ როგორც ყოველთვის, ახლაც უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით _ ხუთი გვერდი, რომელსაც დაეთმობოდა ახალი ამბების~ რამდენიმე სვეტი პირველსავე გვერდზე. მაგრამ,საძაგელ თოვლის კაცს~, ცენზორს, ხელიც არ შეტოკებია, ისე აიძულა რედაქცია გამოექვეყნებინა ოფიციალური ვერსია: თითქოს ლიბერალებმა ჩაიდინეს ეს საზარელი დანაშაული: თუ აქამდე სინდისი მქენჯნიდა, დაკრძალვის დღეს ლამის ბოღმას დავეხრჩვე. ეს იყო საუკუნის ყველაზე ცინიკური და ყველაზე ხალხმრავალი დაკრძალვა.
შინ დაბრუნებულმა საღამოსვე დავურეკე როსა კაბარკასს, დელგადინას ამბავი მინდოდა გამეგო, მაგრამ ტელეფონი დუმდა.
ოთხი დღე ვრეკავდი როსასთან, არავინ მპასუხობდა. მეხუთე დღეს შიშატანილი გავემართე მისი დაწესებულებისკენ. კარი დალუქული დამხვდა. მეგონა, პოლიციამ დალუქა-მეთქი, მაგრამ სანიტარულ ინსპექციას დაულუქავს. მეზობლებმა არაფერი იცოდნენ. დელგადინას კვალი გამქრალიყო. დავიწყე ძებნა.
იმდენს ვეძებდი, რომ საცოდავიც ვიყავი, სასოწარკვეთილიც და სასაცილოც, ძალა გამომეცალა. მთელი დღეები პარკში ვიჯექი მტვრიან მერხზე და თვალს ვაყოლებდი ველოსიპედიან გოგონებს. პარკში ბავშვები თამაშობდნენ, სიმონ ბოლივარის გაქუცულ ძეგლზე ძვრებოდნენ. ველოსიპედებით მიქროდნენ მეძავები _ ლამაზები, ამყოლები, მიდი, ჩაავლე ხელი, ვისაც გინდა და რამდენიც გინდა, როგორც თვალახვეული ბიჭი ან გოგო ავლებენ ხოლმე ხელს ერთმანეთს დამალობანას თამაშისას. იმედი რომ გადამეწურა, ბოლეროს მშვიდ სამყაროს შევაფარე თავი, მაგრამ ესეც სამსალად ქცეულიყო ჩემთვის: ყოველი სიტყვა იყო ი ს. წინათ წერის დროს სიჩუმე მჭირდებოდა, რადგან ჩემს გონებას მუსიკა უფრო მაცდურად ეწეოდა თავისკენ, ვიდრე საწერისკენ. ახლა კი ყველაფერი პირიქითაა, შემიძლია ვიმუშაო, ვწერო მხოლოდ ბოლეროს თანხლებით.
ჩემი ცხოვრება მისით არის სავსე. ჩემი სტატიები, იმ ორ კვირას რომ იბეჭდებოდა, სასიყვარულო წერილების ნამდვილ ნიმუშად იქცა. რედაქციის გამგეს აღიზიანებდა დასტებად მოსული მკითხველთა წერილები. მთხოვა, ოდნავ მაინც დააცხრეთ სასიყვარულო გზნება, ვიდრე არ მოვიფიქრებთ რაიმე დამამშვიდებელს შეყვარებულთა უზარმაზარი არმიისთვისო.
მე ვერ ვმშვიდდებოდი და დღეებიც უთავბოლოდ, ლამის თავდაყირა გადიოდა. ვიღვიძებდი ხუთზე, ვიწექი ბნელში და ვხედავდი დელგადინას თავის რეალურ ცხოვრებაში; აი, ის აღვიძებს ძმებს, აცმევს, აჭმევს _ თუკი აქვთ საჭმელი _ და მიჰყავს სკოლაში. მერე კი თვითონ მთელი ქალაქის გავლით ველოსიპედით მიეშურება ღილების დასაკერებლად. საინტერესოა, ნეტავ რაზე ფიქრობს ქალი ღილების დაკერებისას? ნეტავ თუ ფიქრობდა ის ჩემზე? ნეტავ თუ მეძებდა, როგორც მე ვეძებდი მას როსა კაბარკასის დახმარებით? მთელი კვირა, არც დღისით, არც ღამით საშინაო ბალახონს არ ვიშორებდი, პირს არ ვიბანდი, არ ვიპარსავდი, კბილებს არ ვიხეხავდი.
სიყვარულმა ძალიან გვიან მასწავლა, რომ ადამიანი ყოველთვის ვიღაცისთვის ირთვება, იკაზმება, იფრქვევს სუნამოს, მე კი არასოდეს მყოლია ეს ვიღაც. დამიანამ დილის ათ საათზე ჰამაკში შიშველი რომ დამინახა, იფიქრა, ნამდვილად ავად არისო. მე ჟინმორეული თვალები შევავლე შეშფოთებულ ქალს და შევთავაზე, ხომ არ გვექანავა ჰამაკში შიშვლებს-მეთქი. დამიანამ აგდებულად შემომხედა:
_ იმაზე თუ გიფიქრიათ, რას გააკეთებთ, რომ დაგეთანხმოთ?!
ახლაღა ვიგრძენი, დარდმა სადამდე მიმიყვანა: ყმაწვილური განცდებით დამძიმებული საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. სახლიდან არ გავდიოდი, ტელეფონს ვდარაჯობდი, თვითონ არავის ვურეკავდი, ვწერდი, პირველსავე ზარზე ტელეფონისკენ გავრბოდი, იქნებ როსა კაბარკასი რეკავს-მეთქი. რამდენჯერმე საქმე გადავდე, მთელი დღეები ვრეკავდი და ვრეკავდი, ვიდრე არ დავრწმუნდი, რომ ამ ტელეფონს გული არ აქვს.
ერთ წვიმიან საღამოს შინ დაბრუნებულმა კიბეზე, კართან, გორგალივით დადებული კატა დავინახე, ჭუჭყიანი, აბურძგნილი და გასაცოდავებული. ინსტრუქციაში ამოკითხულის მიხედვით მივხვდი, კატა ავად იყო და მეც ყველა მითითება თუ რჩევა ზედმიწევნით შევასრულე, რათა სიკვდილის კლანჭებიდან გამომეხსნა იგი.
დღისით, სიესტის შემდეგ გამოღვიძებულს, უცებ მომაფიქრდა, კატას შეუძლია დელგადინას სახლში მიმიყვანოს-მეთქი. კალათაში ჩავსვი და ჯერ როსა კაბარკასის დაწესებულებაში მივედი. კარი კვლავ დალუქული დამხვდა, სიცოცხლის ნიშატი არაფერს ეტყობოდა. კატა რატომღაც აფორიაქდა კალათაში, უცებ გადმოხტა, ღობეს გადაევლო და ბაღში გაუჩინარდა. კარზე მუშტით დავაბრახუნე. კარს მიღმა ვიღაცამ სამხედრო წესისამებრ იკითხა: ვინ მოდის?~თქვენიანი, _ ვუპასუხე მეც იმ კილოზე, _ დიასახლისს ვეძებ~. დიასახლისი არ არის~, _ თქვა ხმამ. კარი გამიღეთ, კატა მაინც წავიყვანო!~ აქ კატა არ არის~.თქვენ ვინ ხართ?~ _ ვკითხე მე.
_ არავინ, _ მიპასუხა ხმამ.
ყოველთვის მეგონა, რომ გამოთქმა სიყვარულის გამო სიკვდილი~ _ მხოლოდ პოეტური სითამამე იყო და მეტი არაფერი, მაგრამ იმ საღამოს, როცა შინ უკატოდ და უდელგადინოდ დავბრუნდი, დავრწმუნდი, რომ სითამამე აქ არაფერ შუაშია. მე _ ბებერი და მარტოსული კაციც ხომ სიყვარულის გამო ვკვდები. და კიდევ ერთი ჭეშმარიტებაც შევიმეცნე: ამქვეყნად არაფერზე გავცვლიდი ჩემს ტანჯვით აღსავსე ტკბობას. თხუთმეტი წელიწადი ვცდილობდი მეთარგმნა ლეოპარდისსიმღერები~ და მხოლოდ იმ საღამოს შევიგრძენი იგი მთელი სიგრძე-სიგანით. ბედშავო ჩემო თავო, სიყვარული სატანჯველი ყოფილა თურმე~. რედაქციაში საშინაო ტანსაცმელში ჩაცმული და წვერმოშვებული რომ გამოვეცხადე ყველას, ხომ წარმოგიდგენიათ, რასაც გაიფიქრებდნენ, ალბათ, ყველას ეჭვი შეეპარა ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში. იქაურობა მთლად გადაკეთებული დამხვდა. ერთმანეთისგან მინით გამოყოფილი პატარ-პატარა კაბინებით, ჭერზე მიკრული განათებით რედაქცია სამშობიარო სახლს ჰგავდა, ირგვლივ გამეფებული ხელოვნური სიჩუმე და კომფორტი გაიძულებდა ჩურჩულით გელაპარაკა და ფეხაკრეფით გევლო. ვესტიბიულში აწ განსვენებული ვიცე-მეფეებივით თავს იწონებდნენ სამი უვადო დირექტორის ზეთის საღებავით შესრულებული პორტრეტი და ცნობილი ადამიანების ფოტოსურათები, ყველასი, ვინც კი ოდესმე სტუმრებია რედაქციას. დიდ სასტუმრო დარბაზში საპატიო ადგილზე ეკიდა ახლანდელი რედაქციის მთელი შემადგენლობის უზარმაზარი ფოტოსურათი, რომელიც ჩემს დაბადების დღეზე გადავიღეთ. შევძრწუნდი: ფიქრებში ეს სურათი შევადარე სხვა სურათს, სადაც მე ოცდაათი წლის ვარ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანები უფრო მეტად და უარესად ბერდებიან ფოტოსურათებზე, ვიდრე სინამდვილეში. მდივანმა ქალმა, იუბილეზე რომ დამკოცნა, მკითხა, ავად ხომ არ ხართო. უსაზღვრო ბედნიერება განვიცადე, როცა ვუთხარი დაუჯერებელი სიმართლე:დიახ, სიყვარულით ვარ ავად~. რა სამწუხაროა, რომ ჩემი სიყვარულით არ ხართ ავად~. ქათინაური არ დავიშურე:ტყუილად ხართ დარწმუნებული~. კრიმინალური განყოფილების რედაქტორი ყვირილით გამოვარდა თავისი კაბინიდან: ორი გოგონას გვამი უნახავთ, ჯერ ვერ ამოიცნეს!~ დამზაფრა:ასაკი?~ ახალგაზრდები არიან. შეიძლება შიდა რაიონებიდან მორბოდნენ აქეთ რეჟიმის მიერ დაქირავებული მკვლელების შიშით~. გულზე მომეშვა:მძიმე ვითარება ნელ-ნელა იზრდება სისხლის ლაქასავით და გვიკრავს ყველას~, _ ვთქვი მე. რედაქტორმა უკვე შორიდან დაიძახა:
_ სისხლის ლაქასავით კი არა, მძღ…ის, მაესტრო!..
რამდენიმე დღის მერე უარესი ამბავი მოხდა. წიგნების მაღაზიასთან ველოსიპედით ჩამიქროლა კალათიანმა გოგონამ; ჩემი კატის კალათას ჰგავდა. ტანში გამცრა.
გავეკიდე, ხალხის ტალღას მუჯლუგუნებით მივარღვევდი. გოგონა ძალიან ლამაზი იყო, იოლად სხლტებოდა ხალხის ნაკადში, მე კი ამ დროს ძლივს მივიკვლევდი გზას. ბოლოს დავეწიე, წინ გადავუდექი და სახეში ჩავხედე. ხელით გამწია, არც გაჩერებულა, არც ბოდიში მოუხდია. არა, ეს ის არ იყო, ვისზეც მე ვფიქრობდი, მაგრამ მისმა ამაყმა გარეგნობამ ისე მომნუსხა, თითქოს დელგადინა ყოფილიყოს და მე მივხვდი, რომ დელგადინას არც მძინარეს ვიცნობდი, არც ჩაცმულს, ასევე არ მიცნობდა თვითონაც, რადგან არასოდეს ვუნახავვარ. გაგიჟებამდე მისულმა სამ დღეში თორმეტი წყვილი ფაჩუჩი მოვქსოვე, ცისფერიც და ვარდისფერიც. აღარც მუსიკა მინდოდა და აღარც ის სიმღერები, მის თავს რომ გამახსენებდა.
ვერაფერს ვუხერხებდი სულიერ მღელვარებას, ბებერი ვარ, ამიტომაც სუსტი და უძლური ვარ სიყვარულის წინაშე.
ეს რომ ასეა, ერთი დრამატული შემთხვევაც კმარა დასამტკიცებლად. ხალხმრავალ სავაჭრო რაიონში ველოსიპედისტ გოგონას ავტობუსი დაეჯახა. გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანით გაუქანებიათ საავადმყოფოში. შემთხვევის ტრაგიკულობაზე კი ნათლად მეტყველებდა სისხლის გუბე და ის დაგრეხილი რკინის გროვა, სულ რამდენიმე წუთის წინ ველოსიპედი რომ ერქვა. მაგრამ ჩემზე იმოქმედა არა ამ ჯართმა, არამედ ველოსიპედის მარკამ, მოდელმა და ფერმა, ვინ იცის, იქნებ ეს ის ველოსიპედია, მე რომ დელგადინას ვაჩუქე!
თვითმხილველები ერთხმად აცხადებდნენ, ყმაწვილი ქალი იყო, მაღალი, გამხდარი, მოკლედ შეჭრილი ტალღოვანი თმა ჰქონდაო. შეშლილივით გავაჩერე პირველივე ტაქსი და ვუთხარი, მივეყვანე გულმოწყალების საავადმყოფოში, რომელიც ერთ ძველ შენობაში იყო განთავსებული და ქვიშის ციხეს ჰგავდა. მთელი ნახევარი საათი დავბორიალობდი, კლინიკაში რომ შემეღწია და კიდევ ნახევარი საათი _ რომ გამომეღწია აყვავებულ, სურნელოვან ხეხილის ბაღში.
იქ კი ერთი სახეტანჯული ქალი გადამიდგა წინ, თვალებში ჩამხედა და მითხრა:
_ მე ის ვარ, ვისაც შენ არ ეძებ.
მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ ამ ბაღში თავისუფლად დადიოდნენ მუნიციპალური საგიჟეთის პაციენტები. დირექციაში იძულებული გავხდი მეთქვა, რომ ჟურნალისტი ვარ და იქნებ ვინმემ მიმიყვანოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში-მეთქი. მიმიყვანეს. ჟურნალში ეწერა: როსალბა რიოსი, თექვსმეტი წლის, საქმიანობა უცნობია. დიაგნოზი: ტვინის შერყევა. მდგომარეობა: საშუალო სიმძიმის, განყოფილების გამგეს ვკითხე, შემიძლია ვნახო-მეთქი? მეგონა, არ დამრთავდნენ ნებას, მაგრამ სიამოვნებით წამიყვანეს იმ იმედით, იქნებ გაზეთში გამოაქვეყნოს, რა სავალალო მდგომარეობაშიცაა საავადმყოფოო.
გავიარეთ კარბოლის სუნით გაჟღენთილი დიდი ოთახი, სადაც საწოლებში მოკუნტულიყვნენ ავადმყოფები. სიღრმეში, კუთხეში, ბორბლებიან საკაცეზე იწვა ის, ვისაც ვეძებდი.
თავი ერთიანად ბანდით ჰქონდა შეხვეული. დატანჯულ, სისხლჩაქცევებიან სახეს ძნელად თუ ვინმე გაარჩევდა, მაგრამ საკმარისი იყო ფეხები დამენახა, რომ მე უკვე ვიცოდი, ეს დელგადინა არ იყო. თავში გამკრა: ნეტავ რას ვიზამდი, რომ ყოფილიყო?~ მეორე დღეს ჯერ კიდევ დილაბნელზე ძალა მოვიკრიბე და გავემართე ფაბრიკაში, სადაც, როგორც ერთხელ როსა კაბარკასმა მითხრა, გოგონა მუშაობდა, ფაბრიკის მეპატრონეს ვთხოვე, დაეთვალიერებინებინა ჩემთვის თავისი საწარმო, რომელიცგვსურს ნიმუშად წარვუდგინოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საკონტინენტო პროექტისთვის~. სქელკანიანმა და მელანქოლიურმა ლიბანელმა მეპატრონემ სტუმართმოყვრულად გამიღო თავისი სამეფოს კარი იმ იმედით, რომ მთელი მსოფლიოს ხალხებს იგი მალე მოევლინებოდა საუკეთესო ნიმუშად. ხელოვნური შუქით განათებულ დიდ ოთახში სამასამდე გოგონა მორჩილად თავდახრილი აკერებდა ღილებს. ჩვენს დანახვაზე ყველანი წელში გაიმართნენ სკოლის მოსწავლეებივით. ცალი თვალი ჩვენკენ ჰქონდათ, ამ დროს კი მათი უფროსი ყვებოდა თავისი ფაბრიკის მიერ შეტანილ წვლილზე ღილების დაკერების უკვდავ ხელოვნებაში.
ამასობაში მე თვალს ვადევნებდი გოგონებს, მეშინოდა ამომეცნო ჩაცმული დელგადინა და არა მძინარე დელგადინა.
სამაგიეროდ მე მიცნო ერთმა ქალიშვილმა, რომელსაც ულმობელი აღფრთოვანებით გამოწვეული შიში ეხატა სახეზე:
_ სენიორ, ეს თქვენ აქვეყნებთ გაზეთში სასიყვარულო წერილებს?
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მძინარე ქალი შეძლებდა ასე გამანადგურებლად ემოქმედა ადამიანზე. ფაბრიკიდან ისე გავვარდი, არავის გამოვმშვიდობებივარ. უკვე აღარ ვფიქრობდი იმაზე, რომ იმ განსაწმენდელში მყოფი ერთ-ერთი ქალიშვილი იყო ის, ვისაც მე ვეძებდი. იქიდან გამოქცეულს ცხოვრებაში შემორჩენილი ერთადერთი სურვილიღა მკლავდა _ ტირილის სურვილი.
როსა კაბარკასმა თვის ბოლოს დამირეკა და დაუჯერებელი რამ მითხრა: ბანკირის მკვლელობის მერე დამსახურებული დასვენება გამომივიდა კარტახენა დე ინდიასშიო. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე, მივულოცე ასეთი წარმატება და მივეცი საშუალება ეცრუა. მერე კი ვკითხე ის, რაც გულს მითუხთუხებდა:
_ კი მაგრამ, ის?..
აქ არის, _ თქვა ბოლოს როსამ, _ მაგრამ ცოტა ხანს უნდა მოიცადო~. მაინც რამდენ ხანს?~ წარმოდგენა არ მაქვს. შეგატყობინებ~. ვიგრძენი, პირდაპირ პასუხს გაურბოდა და უხეშად შევაწყვეტინე:იცი, რას გეტყვი, კვალზე დამაყენე მაინც~. კვალი არ არის, _ თქვა ქალმა, _ ფრთხილად იყავი, თავს არაფერი დაუშავო. რაც მთავარია, იმას არ დაუშავო~. ნართაულების თავი არ მქონდა ახლა, ვევედრებოდი, მიახლოებით მაინც ეთქვა სიმართლე.ბოლოს და ბოლოს, _ არ ვეშვებოდი მე, _ თანამზრახველები ვართ~.
ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან. დამშვიდდი, _ თქვა როსამ, _ გოგოს არაფერი უჭირს და ელოდება, როდის დავურეკავ. მაგრამ აი ახლა არ არის საჭირო ამის გაკეთება, და საერთოდ, ჩემგან მეტს ვერაფერს გაიგებ, მშვიდობით~. ტელეფონის ყურმილი ხელში შემაცივდა. არ ვიცოდი, რა გზას ვწეოდი, რადგანაც როსა კაბარკასს საკმაოდ კარგად ვიცნობდი, ვიცოდი, ნათქვამს არ გადავიდოდა. ნაშუაღამევს ჩუმად, შეუმჩნევლად ჩავუარე მისსახლს~. შემთხვევითობის იმედით უფრო, ვიდრე გონიერების კარნახით, მაგრამ სახლი~ კვლავ ჩაკეტილი და დალუქული იყო სანიტარული ინსპექციის მიერ. ალბათ, სხვა ადგილიდან მირეკავდა ან სულაც, სხვა ქალაქიდან. მარტო ამის გაფიქრებამაც კი ამაფორიაქებელი წინათგრძნობით ამავსო, მაგრამ ექვს საათზე ტელეფონში, როგორც პაროლი, გაისმა თითქმის სიტყვასიტყვით ჩემი ნათქვამი: _ აი, ახლა _ კი. ღამის ათ საათზე კანკალს ატანილი გავეშურე ჩვენი ოთახისკენ ალისფერი ვარდებით, შვეიცარიული შოკოლადის, ჰალვისა და კანფეტების ლამაზ-ლამაზი კოლოფებით ხელდამშვენებული, თან ტუჩებს ვიკვნეტდი, არ ავტირებულიყავი. კარი გამოღებული დამხვდა, შუქიც ანთებული, რადიოში კი იღვრებოდა ბრამსის სონატა ნომერი პირველი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. დელგადინა საწოლში ისეთი დიდებული იწვა, ძლივს ვიცანი. გაზრდილიყო: სიმაღლეს არ ვგულისხმობ, შესამჩნევად მომწიფებულიყო, თითქოს ორი-სამი წელი მომატებოდეს. და იყო შიშველი როგორც არასდროს, მაღალი ღაწვები, მღელვარე ზღვის სანაპიროზე მზემოკიდებული კანი, თხელი ტუჩები და მოკლე ტალღოვანი თმა პრაქსიტელეს აპოლონის ანდროგინულ დიდებულებას აძლევდა მის სახეს. შეუძლებელი იყო, ვინმეში ამრეოდა, ძუძუები ისე შევსებოდა, ხელისგულებში ვეღარ დავიტევდი, ალბათ. თეძოები დამრგვალებოდა, ძვლები გამაგრებოდა და ჰარმონიული გახდომოდა. ბუნებამ გამაოცა, რა მშვენივრად, რა წარმატებულად წარუმართავს მას თავისი ძალა, ხოლო რაც შეეხება ხელოვნურ ეშმაკობებს _ დასაწებებელი წამწამები, სადაფის ლაქით დაფარული ფრჩხილები ხელ-ფეხზე, იაფფასიანი სუნამო, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო სიყვარულთან _ ნამდვილად ზედმეტი იყო. ასევე ზედმეტი და ამავდროულად აღმაშფოთებელი იყო მისი სამკაულები, ზურმუხტის მტევნებიანი ოქროს საყურეები, მარგალიტის ყელსაბამი, ბრილიანტისთვლებიანი სამაჯური და ძვირფასი ბეჭდები ყოველ თითზე. სკამზე ეწყო მისი ღამის საცვალი, ამოქარგული და ბრჭყვიალა და ატლასის ფლოსტები. გულ-მუცელი ამიდუღდა: _ ბოზო! _ შევყვირე მე. შევყვირე იმიტომ, რომ ეშმაკმა ყურში ჩამჩურჩულა საშინელი ვარაუდი: ღამით, როსა კაბარკასისსახლში~ მკვლელობის დროს, ალბათ ვერ მოასწრეს გოგონას გაფრთხილება და პოლიციამაც იგი ნახა ოთახში მარტო, არასრულწლოვანი და უალიბო. როსა კაბარკასი ასეთ ვითარებაში არ დაიბნევა. ალბათ, გოგონას ქალწულობა მიჰყიდა ბობოლას, რათა გოგონა დანაშაულიდან სუფთად გამოეყვანა. უპირველესად, რასაკვირველია, უნდა გამქრალიყო აქედან, ვიდრე არ ჩაწყნარდებოდა სკანდალი. რა კარგია! თაფლობის თვე სამივემ ერთად გაატარა.
ის ორნი _ საწოლში, როსა კაბარკასი კი, დაუსჯელობით ბედნიერი, მდიდრულ ტერასაზე თვრება! რისხვით დაბრმავებული კედელს ვახეთქებდი ყველაფერს, რაც ოთახში იყო: ლამპებს, რადიომიმღებს, ვენტილატორს, სარკეს, სურებს, ჭიქებს… აუჩქარებლად ვამსხვრევდი ყველაფერს, მაგრამ შეუჩერებლად, საშინელი ხმაურით, მეთოდურად, გამიზნულად და ამან გადამარჩინა სიკვდილს. გოგო პირველსავე ხმაურზე შეხტა, არ შემოუხედავს, ჩემკენ ზურგშექცეული მოიკუნტა საწოლში. ყოველ ხმაურზე ხტოდა, მთელი ტანით კრთოდა. მსხვრევა რომ შევწყვიტე, ქათმებიც და გათენებამდელი ძაღლებიც თითქოს ცოტათი ჩაწყნარდნენ. მრისხანების ამ დამაბრმავებელ გაელვებაში უკანასკნელი შთაგონება მეწვია _ ცეცხლისთვის მიმეცა სახლი, მაგრამ ამ დროს ოთახში პერანგის ამარა როსა კაბარკასი შემოვიდა. სიტყვა არ დაუძრავს, მხოლოდ თვალით შეაფასა ზარალის ზომა-წონა, ლოკოკინასავით მოკუნტული და თავზე ხელებწაფარებულ გოგონასაც გადახედა, შეშინებული ჩანს, მაგრამ დაშავებით არაფერი დაშავებიაო.
_ ღმერთო ჩემო! _ შეჰყვირა როსა კაბარკასმა, _ რას არ გავიღებდი ასეთი სიყვარულისთვის!
თანაგრძნობით შემომხედა და მიბრძანა: წამოდი!~ გავყევი. მის ოთახში შევედით, ჭიქა წყლით შემივსო, მანიშნა, დაჯექიო და მოემზადა ჩემი აღსარების მოსასმენად.აბა, _ მითხრა მან, _ მოიქეცი ისე, როგორც გონიერ, ჭკუადამჯდარ კაცს ეკადრება. მიამბე, რა მოგდის?~
ყველაფერი გადმოვულაგე, რაც სიმართლედ მეჩვენებოდა. როსამ მდუმარედ მომისმინა, გაკვირვება არ გამოუხატავს და თითქოს გამიგო კიდეც. ნამდვილად საოცარია, _ თქვა მან, _ ყოველთვის ვამბობდი: ეჭვიანობამ მეტი იცის, ვიდრე სიმართლემ~. და მაშინ როსა კაბარკასმა მიამბო ის, რაც იყო სინამდვილეში, დაუფარავად. მართლაც, იმ ღამით არეულ-დარეულობაში სრულიად დაავიწყდა ოთახში მძინარე გოგონა. ერთ-ერთი კლიენტი, მოკლულის ადვოკატი, თავს უქონავდა, ქრთამავდა ყველას მარჯვნივ თუ მარცხნივ და როსაც კარტახენა დე ინდიასში მიიწვია დასასვენებლად სკანდალის ჩაწყნარებამდე. დამიჯერე, _ მითხრა როსამ, _ მთელი ეს ხანი წუთი არ იყო, შენზე და გოგონაზე არ მეფიქრა. გუშინწინ დავბრუნდი და პირველი, რაც გავაკეთე, შენ დაგირეკე, მაგრამ არავინ მიპასუხა. გოგო კი მაშინვე მოვიდა. ისეთი ცუდი შესახედავი იყო, ვიფიქრე, მოვაწესრიგებ და ისე გავუშვებ შეხვედრაზე-მეთქი. მართლაც, დავბანე, ჩავაცვი, სილამაზის სალონში ვთხოვე ყველას, დედოფალივით გამილამაზეთ-მეთქი. ძვირფასი ტანსაცმელი? ჩემს ღარიბ ჩიტუნიებს კლიენტებთან საცეკვაოდ მე ვაძლევ ტანსაცმელს.
სამკაულები? სამკაულებიც ჩემია. კარგად დააკვირდი, ბრილიანტი შუშაა, ოქრო _ თუნუქი. ასე რომ, ნუ სულელობ, წადი, გააღვიძე გოგო, ბოდიში მოუხადე და ბოლოს და ბოლოს გაუკეთე ის, რისი გაკეთებაც არის საჭირო. თქვენ ყველაზე მეტად ხართ ღირსი ბედნიერებისა~.
ძალიან მინდოდა მერწმუნა ეს სიტყვები, მაგრამ სიყვარულმა გონება დამიბნელა, აზროვნების უნარი წამართვა. ბოზები! _ გულ-მუცელს მოგიზგიზე ცეცხლი მიწვავდა, _ აი, ვინ ხართ თქვენ, ბინძური ბოზები. აღარ მინდა გიცნობდეთ და, რაც მთავარია, არც იმას!~ _ კართან მოვბრუნდი და გამომშვიდობების ნიშნად ხელი დავუქნიე. როსა ამას დიდად არ შეუწუხებია. _ ღმერთმა ხელი მოგიმართოს, _ მითხრა მან სიბრალულით და მაშინვე დაუბრუნდა რეალურ ცხოვრებას, _ იმის ანგარიშს კი, რაც აქ დაატრიალე, გამოგიგზავნი! 5 მარტის იდების~ კითხვისას წავაწყდი ფრაზას, რომელსაც ავტორი სწერდა იულიუს კეისარს: შეუძლებელია, ბოლოს და ბოლოს არ გახდე ის, რადაც მიაჩნიხარ სხვებს~. მე ვერსად მოვიძიე ამ სიტყვების ავტორზე თუნდაც რაიმე პატარა ცნობა ვერც თავად იულიუს კეისრისა და ვერც მისი ბიოგრაფების შრომებში, დაწყებული სვეტონიუსიდან დამთავრებული კარკოპინოთი, მაგრამ ცოდნა ამ სიტყვების მნიშვნელობისა ნამდვილად ღირს, და რომ ეს ასეა, ჩემი ცხოვრების შემდგომ თვეებში ჩავწვდი უფრო ღრმად. სინათლე, გარკვეულობა, რომელიც ყოველთვის მაკლდა, სწორედ ამ სიტყვებმა მომიტანეს და არა მხოლოდ დამაწერინეს ეს მოგონებები, არამედ დელგადინას სიყვარულიც გამომაფენინეს ყოველგვარი მორცხვობისა და უხერხულობის გარეშე. ერთი წუთითაც არ მქონდა სიმშვიდე, მადაც დამეკარგა, ბუტერბროდებზე გადავდიოდი. ისე გავხდი, შარვალი მძვრებოდა, ძვლებში ტკივილი მიფუთფუთებდა, უმიზეზოდ ვღიზიანდებოდი, ღამეებს თეთრად ვათენებდი, ციებ-ცხელებიანივით აღარც კითხვა შემეძლო, აღარც მუსიკის მოსმენა. დღისით კი, პირიქით, თვლემაში წასული თავს ვაკანტურებდი, ძილითაც ვერ ვიძინებდი. შვება სრულიად მოულოდნელად მეწვია. ერთ დღეს ხალხით სავსე ავტობუსში გვერდით მჯდომმა ქალმა, _ ვერ შევამჩნიე, როდის ამოვიდა ავტობუსში, _ ყურში ჩამჩურჩულა:კიდევ შეგიძლია?~ ეს იყო კასილდა არმენტა, ძველი სიყვარული, რომელიც როგორც კლიენტს მიღებდა და მითმენდა იმ დროიდან, როცა ამაყი და ახალგაზრდა იყო. იმ საქმეს რომ შეეშვა, ჯანგატეხილი და ღარიბი ცოლად გაჰყვა ერთ ჩინელ მებოსტნეს, რომელმაც მას მისცა თავისი გვარი, თანადგომა და შეიძლება, პატარა სიყვარულიც კი. სამოცდაცამეტი წლის კასილდას ძველი აღნაგობა, სილამაზე, ძლიერი ხასიათი და მისი პროფესიისთვის დამახასიათებელი თავისუფალი ქცევები აქამდე შერჩენოდა.
სახლში მიმიპატიჟა.
სახლი ჩინურ ბოსტანში იდგა ბორცვზე, ზღვისკენ გაჭრილ გზატკეცილთან ახლოს. დაჩრდილულ ტერასაზე შეზლონგებზე მოვკალათდით. ჩარდახქვეშ დაკიდებულ გალიებში ჩიტები ფრთხიალებდნენ, ბორცვის კალთებზე შეფენილ ბოსტნებში კონუსისებრქუდებიანი ჩინელები ფუსფუსებდნენ მცხუნვარე მზის ქვეშ. ქვემოთ განრთხმულიყო ბოკას დე სენისას ნაცრისფერი სივრცე ორი კლდოვანი დამბით _ ბუნებრივი არხით. ამ არხიდან რამდენიმე ლიგის მერე კი მდინარე ზღვაში ჩადიოდა. ვიდრე ჩვენ ვმასლაათობდით, თეთრი საოკეანო გემი შესართავისკენ გაემართა. ჩვენ მდუმარედ შევცქეროდით მას, სანამ სამდინარო პორტის მხრიდან არ მოგვესმა გემის ნაღვლიანი ხარივით ბღავილი.
კასილდამ ამოიოხრა: წარმოგიდგენია? ნახევარი საუკუნის მერე პირველად გმასპინძლობ ულოგინოდ~.ჩვენი დრო წავიდა, ის აღარა ვართ~. ქალი არ მისმენდა. ყოველთვის, როცა კი რადიოში შენს წერილებს კითხულობენ, როცა გაქებენ, სიყვარულის მასწავლებლად გიხსენიებენ, ჩემთვის გავიფიქრებ ხოლმე, მას ხომ ჩემსავით არავინ იცნობს, ჩემსავით ხომ არავინ იცის, რა გულუხვი და მარჯვეა სიყვარულში-მეთქი. მართალს გეუბნები~. კასილდამ იგრძნო, როგორ ავღელდი, დაინახა ჩემი ნამიანი თვალები და მიხვდა, რომ მე ის აღარ ვარ, რაც ვიყავი ოდესღაც. გმირულად გავუძელი მის მზერას, თუმცა არ მეგონა, თუ ამას შევძლებდი.ვბერდები~, _ ვაღიარე მე.
ჩვენ უკვე ვართ ბებრები, _ ამოიოხრა მან, _ უბრალოდ, შიგნიდან ამას ვერ ვგრძნობთ, მხოლოდ გარეშე თვალისთვის არის შესამჩნევი სხვისი სიბერე~. გადავწყვიტე, მისთვის გული გადამეშალა. ვუამბე ყველაფერი, რაც მწვავს და მდაგავს, დაწყებული როსა კაბარკასთან პირველი სატელეფონო საუბრიდან დამთავრებული იმ ტრაგიკულ ღამემდე, როდესაც ოთახში ყველაფერი მივლეწ-მოვლეწე და მეტად იქ აღარ მივსულვარ. ისე უსმენდა ჩემს გადაღლილ სულს, თითქოს საკუთარ თავზე განეცადოს ეს ყველაფერი. ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ ღიმილით მითხრა: _ რა თქმა უნდა, შენი ნებაა როგორ მოიქცევი, მაგრამ მე თუ მკითხავ… ერთი სიტყვით, ნუ დაკარგავ ამ ქმნილებას. ყველა უბედურებაზე დიდი უბედურება მარტოობაში სიკვდილია. პუერტო-კოლომბიაში გავემგზავრეთ სათამაშოსავით პატარა მატარებლით, რომელიც ცხენშებმული ეკიპაჟივით მიიზლაზნებოდა. ვისადილეთ ძველი, დახრული ხის ჯებირის მოპირდაპირე მხარეს. სანამ მდინარის ფსკერს ამოასუფთავებდნენ, სწორედ ამ ჯებირიდან შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში დანარჩენი სამყარო. პალმის ტოტების ჩარდახქვეშ დავსხედით. ზორბა ზანგ მატრონებს მიჰქონდ-მოჰქონდათ მაგიდებთან შემწვარი თევზი, ქოქოსიანი ბრინჯი და მწვანე ბანანის ნაჭრები. ორი საათი წავუთვლიმეთ კიდეც დახუთულ პაპანაქებაში, მერე მანამდე ვსაუბრობდით, ვიდრე უზარმაზარი ცეცხლმოკიდებული მზე არ ჩაიძირა ზღვაში. სიცოცხლე ფანტასტიკური მეჩვენებოდა.ხედავ, ცხოვრება როგორ მოგვექცა, თაფლობის თვე გვაჩუქა, _ იხუმრა კასილდამ, _ უკან ვიხედები ახლა და ვხედავ ჩემს ლოგინში გამოვლილ ათასამდე მამაკაცს, მაგრამ სულს მივცემდი, ოღონდ ერთი იმათგანი _ ყველაზე გუდამშიერი და დაჩიავებული _ დარჩენილიყო ჩემთან. მადლობა ღმერთს, დროზე გავთხოვდი ვიღაც გადამთიელზე. ეს იგივეა, ცოლად გავყოლოდი ნეკათითს, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი, რომ ის მხოლოდ ჩემია~.
თვალებში შემომხედა, რა გავლენა მოახდინა ჩემმა სიტყვებმაო, და მტკიცედ დაუმატა: ასე რომ, წადი, ახლავე მოძებნე ის საბრალო არსება და რაც უნდა ჩაგჩურჩულოს ყურში შენმა ეჭვიანობამ და რაც უნდა მართალი გამოდგეს იგი, სულერთია, მაინც წადი და მოძებნე, როგორც იტყვიან, ჩაიფიქრე? აასრულე კიდეც! და კიდევ: თუ ღმერთი გწამს, ეგ შენი ბებრული რომანტიზმი გვერდზე გადადე. წადი-მეთქი, გააღვიძე ის საბრალო გოგო და ყურებამდე შეუდე ეგ შენი ხელნა, რითაც დაგაჯილდოვა დემონმა შენი სიმხდალისა და სიმდაბლისათვის. ხუმრობა იქით იყოს და, ისე ნუ მოკვდები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოსცადო ერთი საოცრება: დაწვე იმასთან, ვინც გიყვარს~. მეორე დღეს, ტელეფონს რომ მივადექი როსა კაბარკასთან დასარეკად და დელგადინასთან შეხვედრაც რომ წარმოვიდგინე, პულსი ისე ამიჩქარდა, მეგონა, სადაცაა ძარღვები დამისკდება-მეთქი. არც ის ვიცოდი, როსა რას მიპასუხებდა. ჩვენ ხომ სერიოზულად წავკამათდით, როცა მან ოთახის დარბევისათვის თავის სასარგებლოდ ორჯერ გაზრდილი ანგარიში გამომიგზავნა. სწორედ მაშინ გავყიდე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სურათი, რომელიც დიდ სიმდიდრეს წარმოადგენდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ გაამართლა ჩემი ილუზიების მეათედიც კი. დაგროვილი თანხა, რაც გამაჩნდა, ისიც დავუმატე სურათში აღებულ ფულს და როსა კაბარკასს წავუღე. წინასწარვე გავაფრთხილე მტკიცედ და შეუვალად:ან ამას აიღებ, ან არაფერს~. ეს ნაბიჯი ნამდვილად თვითმკვლელობის ტოლფასი იყო: საკმარისი იყო როსას ჩემი მხოლოდ ერთი საიდუმლო გაეყიდა, რომ სამუდამოდ დაესამარებინა ჩემი სახელი, მაგრამ ის არ გაჯიუტებულა, რადგან შეთანხმების დროს გირაოში დატოვებული სურათები კვლავ მასთან რჩებოდა. ერთი ხელის მოსმით დავკარგე ყველაფერი: დელგადინაც, როსა კაბარკასიც და უკანასკნელი დანაზოგიც… და უცებ ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა. ერთი, ორი, სამი, და ყურმილში მისი ხმა გავიგონე: როგორ ხარ?~ ხმამ მიმტყუნა, ყურმილი დავდე, ჰამაკში ჩავწექი და ვცადე დასამშვიდებლად სატის ასეპტიკური ლირიკა წამეკითხა, მაგრამ ისე გავოფლიანდი, ჰამაკის ტილოც კი დასველდა, მხოლოდ მეორე დღეს შევძელი მომეკრიბა ძალა და დამერეკა. _ კარგი, _ ვთქვი გადაწყვეტილად, _ დღეს _ კი. როსა რის როსაა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, გამომელაპარაკა:აჰ, ჩემო ნაღვლიანო ბრძენკაცო, _ და ამოიოხრა თავის უძლეველობაში დარწმუნებულმა, _ ორი თვე გადაიკარგები, მერე უცებ გამოჩნდები და შეუძლებელსა მთხოვ~. თვეზე მეტია, დელგადინა არ მინახავსო, ეტყობა, იმ შიშისაგან გათავისუფლდა, ოთახის დარბევის დროს რომ განიცადა და ისე გამოკეთდა, იმ დღისა და შენი გახსენებაც არ უნდაო. საერთოდ, კმაყოფილია თავისი ახალი სამსახურით, გალამაზდა კიდეც და კლიენტებიც მეტს უხდიან, ვიდრე იმ თავის ღილების დაკერებაში იღებდა.
ცეცხლი მომეკიდა: მაშასადამე, ქუჩის ქალი გახდა~, _ ვთქვი მე. როსა გაჯიუტდა, არ დამეთანხმა:ასე რომ იყოს, აქ იქნებოდა. კიდევ სად იქნებოდა ამაზე უკეთ?~ _ სწრაფად გამოიტანა თვითონ ლოგიკური დასკვნა, რამაც უფრო გამიღრმავა ეჭვები. საიდან უნდა ვიცოდე, რომ მანდ არ არის?~მაშინ სჯობს, არაფერი იცოდე, ასე არ არის?~ როსას მიმართ კვლავ ვიგრძენი სიძულვილი, მაგრამ ერთი-ორი მაგარ-მაგარი სიტყვის მერე დამპირდა, მოვძებნიო, თუმცა დიდი იმედი არ მაქვსო. მეზობლის ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც იგი უკავშირდებოდა გოგოს, გამორთული იყო, სახლის მისამართი კი ნამდვილად არ იცოდა. კარგი, _ თქვა მან, _ ნუ გეშინია, რაღაცას მოვახერხებ, დაგირეკავ ერთ საათში~. ერთი საათი სამ დღეს გაგრძელდა, მაგრამ როსამ გოგონას მაინც მიაგნო. მიაგნო საღ-სალამათსა და თავისუფალს… ჰოდა, მეც დავბრუნდი დამორცხვებული, თავით ფეხამდე დავკოცნე, ვინანიებდი ყველაფერს, ვკოცნიდი შუაღამიდან მამლის ყივილამდე. ეს იყო პირობა ხანგრძლივი, სამარადისო მონანიებისა და თითქოს ყველაფერი დაიწყო ისევ თავიდან. ცარიელი ოთახი უკაცრიელი ჩანდა. ყველაფერი, რაც აქ მოვზიდე, აღარაფრად ვარგოდა. როსამ ეგრევე გატიალებული დამახვედრა ოთახი. მითხრა, თუ აქაურობის გალამაზება გინდა, კეთილი ინებე და შენი ხარჯით გაალამაზე, რადგან ჩემი ვალი გაქვსო, მაგრამ ჩემი ეკონომიური მდგომარეობა ნულამდე იყო დასული. პენსია აღარ მყოფნიდა. სახლში რაც შემომრჩა გასაყიდი _ გარდა დედაჩემის ძვირფასეულობისა, რომელიც წმიდათაწმიდას წარმოადგენდა ჩემთვის _ გროშიც არ ღირდა ბაზარზე, რადგან არც ერთი არ იყო საკმარისად ძველი, ანტიკვარად რომ ჩაეთვალათ. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებში გუბერნატორი მთავაზობდა მომხიბვლელ წინადადებას _ დეპარტამენტის ბიბლიოთეკისათვის მეყიდა ბერძენ, ლათინელ, ესპანელ კლასიკოსთა წიგნები, მაგრამ მაშინ დიდად არ მიზიდავდა ეს საქმე, შემდეგ კი იმდენი პოლიტიკური ცვლილება მოხდა და, საერთოდ, ქვეყანაც ისე აირია, რომ მთავრობას უკვე აღარც ხელოვნება ადარდებდა და აღარც ლიტერატურა. მეც ღირსეული გზის ძებნაში დავიღალე, ჯიბეში ჩავიტენე ძვირფასეულობა, რომელიც დელგადინამ დამიბრუნა და გავემართე ქალაქის ბაზრისკენ, ერთი მიყრუებული ქუჩისკენ. სახეზე დაბნეული, ჭკვიანი კაცის ნიღაბი ავიფარე, რამდენჯერმე ავუარ-ჩავუარე ხალხმრავალ ღარიბულ სასაუზმეებს, ბუკინისტების ჯიხურებსა და ლომბარდებს, მაგრამ ფლორინა დიოსის ღირსეულმა სახელმა გზა გადამიღობა: შემრცხვა ლომბარდში ჩამებარებინა და გადავწყვიტე ამაყად თავაწეულს მიმეყიდა ძველი და სანდო საიუველირო მაღაზიისთვის. გამყიდველი გამადიდებელი შუშით ათვალიერებდა სამკაულებს და შეკითხვებს მაძლევდა. ექიმის მანერები ჰქონდა და ექიმის წინაშე მდგომი პაციენტის შიშსაც მგვრიდა. ვუამბე, რომ ეს სამკაულები დედაჩემისაგან მერგო მემკვიდრეობად. ყოველ ჩემს ახსნა-განმარტებაზე ხან მეთანხმებოდა, ხანაც გაურკვევლად ბურტყუნებდა რაღაცას. ბოლოს, როგორც იქნა, გადადო თავისი მონოკლი: _ დიდად ვწუხვარ, _ მითხრა მან, _ მაგრამ ეს ყველაფერი ბოთლის ძირის ნატეხებია. ჩემს გაკვირვებას შერბილებული თანაგრძნობით უპასუხა: კიდევ კარგი, რომ ოქრო ოქროა და პლატინა _ პლატინა. ჯიბე მოვიქექე, სამკაულების შესყიდვის ძველი ქვითარი ამოვიღე და მშვიდად ვთქვი: _ კი მაგრამ, ეს სამკაულები ხომ ამ მაღაზიაშია ნაყიდი ასი წლის წინათ? გამყიდველს წარბი არ შეუხრია:ხდება ხოლმე ასე. საგვარეულო ძვირფასეულობას დროთა განმავლობაში აკლდება მეტ-ნაკლებად ძვირფასი ქვები. ცარიელ ადგილებს ან ოჯახშივე ავსებენ რაიმე შუშის ნატეხით, ან იუველირთან მიაქვთ გასაკეთებლად. ზოგიერთი ქურდი იუველირი, თავის მხრივ, ძვირფასი ქვის ნაცვლად უბრალოს სვამს, სიყალბე კი მაშინ ვლინდება, როცა ამ ნივთის გაყიდვა სურთ, მაგრამ… თუ შეიძლება ერთი წუთით დამელოდეთ~, _ იგი კარს უკან მაღაზიის სიღრმეში შევიდა და მალევე დაბრუნდა. არაფერი უთქვამს, სკამზე მანიშნა, დავმჯდარიყავი და დავლოდებოდი, თვითონ კი კვლავ განაგრძო კირკიტი.
მაღაზია მოვათვალიერე.
რამდენჯერ მოვსულვარ აქ დედასთან ერთად.
რატომღაც მისი სიტყვები გამახსენდა, აქ მოსვლისას რომ მიჩურჩულა ერთხელ: მამას არ უთხრა~. უცებ, თითქოს თავში რაღაცამ დამარტყაო, ადგილზე შევხტი: ხომ შეიძლება, როსამ და დელგადინამ მოილაპარაკეს, ნამდვილი ქვები გაყიდეს, მე კი ყალბთვლიანები დამიბრუნეს? ეჭვი ცეცხლივით მომედო. ამასობაში თანაშემწე ქალმა მანიშნა, გავყოლოდი. იმ კარს უკან, სიღრმეში, პატარა კაბინეტში, სადაც თაროებზე სქელ-სქელი დავთრები ელაგა, საწერ მაგიდასთან უზარმაზარი არაბი იჯდა. ჩემს შესახვედრად წამოდგა, ხელი ჩამომართვა და ძველი მეგობარივით შენობით მომმართა:ჩვენ ერთად ვსწავლობდით საბაკალავროზე~. გოლიათი ადვილად გავიხსენე, საუკეთესო ფეხბურთელი იყო სკოლაში და ასევე ჩემპიონი _ ბორდელებში ჩვენს პირველ ლაშქრობებში.
მერე დავკარგე თვალთახედვიდან. ამან კი, დამინახა თუ არა ასეთი მოფამფალებული, მიცნო _ ეტყობა, რომელიმე თანაჯგუფელში ავერიე.
შუშაგადაფარებულ საწერ მაგიდაზე იდო არქივიდან ამოღებული გადაშლილი დავთარი, რომელშიც დედაჩემის ძვირფასეულობაც იყო აღნიშნული. აქვე ეწერა ზუსტი თარიღი, სამკაულების აღწერილობა და ისიც, რომ კარგამანტოსების გვარის ორი თაობის ლამაზი და ღირსეული ქალბატონების სამკაულებიდან ორი ძვირფასი ქვა პირადად დედაჩემს ამოუღია და მიუყიდია ამ მაღაზიისთვის. ეს მოხდა მაშინ, როცა აქაურობას განაგებდა ამჟამინდელი მფლობელის მამა, ვისთან ერთადაც მე ვსწავლობდი სკოლაში. არაბმა დამამშვიდა: ასეთი ხრიკები ჩვეულებრივი ამბავია სიღარიბეში ჩავარდნილი ოდესღაც ცნობილი ოჯახებისთვის, სახელი და ღირსება რომ არ შეებღალოთ, ძვირფასეულობას ყიდიან და ამ გზით ცდილობენ გაჭირვების დამალვასო. სასტიკი რეალობით გულშეძრულმა გადავწყვიტე, ყოველივე აქ თქმული სამუდამოდ შემომენახა როგორც ხსოვნა იმ ფლორინა დე დიოსისა, რომელსაც მე ვიცნობდი.
ივლისის თვეში ცხადად ვიგრძენი სიკვდილსა და ჩემს შორის ჩამდგარი მანძილი: გულისცემა შემისუსტდა, ყველგან ვგრძნობდი და ვხედავდი დასასრულის უშეცდომო ნიშნებს. ყველაზე მკვეთრად გამოხატული შეგრძნება დამეუფლა ნატიფი ხელოვნების საზოგადოებაში გამართულ კონცერტზე.
დარბაზში კონდიციონერი გამოირთო. ჰაერი ჩაიხუთა, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაღები საზოგადოება ლამის ამომხრჩვალიყო ორთქლის აბანოში _ ხალხით გადაჭედილ დარბაზში, მაგრამ მუსიკის მაგიური ძალა ზეცისკენ გვეწეოდა და უცბად მივხვდი, რომ მე ვუსმენდი უკანასკნელ კონცერტს. არც ტკივილს ვგრძნობდი, არც შიშს, მხოლოდ ყოვლისწამლეკავი გრძნობა დამეუფლა იმისა, რომ მე ეს უკანასკნელობა განვიცადე, მე ეს ვიგრძენი.
ოფლში გაწუწული ის იყო როგორღაც დავუსხლტი ხვევნა-კოცნასა და ფოტოგრაფებს, რომ უეცრად პირისპირ შევეჩეხე ხიმენა ორტისს. ბორბლებიან სავარძელში დაბრძანებულიყო ასი წლის ქალღმერთივით. ამ ქალბატონის მარტო აქ ყოფნაც კი სასიკვდილო ცოდვასავით მენიშნა. სპილოსძვლისფერი, თავისი კანივით გლუვი აბრეშუმის ტუნიკა ეცვა, ყელზე სამმაგად შემოეხვია მარგალიტის მძივი, სადაფისფერი თმა ოციანი წლების მოდაზე შეეკრიჭა, ლოყაზე მერცხლის ფრთასავით მოერკალა. დიდი თვალები ყვითლად უელავდა.
მისი შემხედვარე ვერავინ დაიჯერებდა ხალხში გავრცელებულ ხმებს: თითქოსდა ამ ქალბატონის გონება დღითიდღე ემსგავსებოდა სუფთა ქაღალდს მეხსიერების გარდაუვალი ეროზიის გამო. უღონოდ გავჩერდი მის წინ. სახეში შემოფრქვეულ სულისშემხუთავ ბუღს გავუძელი და ქალს დიდის ამბით, მოწიწებით მივესალმე. მან დედოფლის ღიმილით გაიღიმა და ხელში ჩამეჭიდა. ეს ბედის წყალობად მივიჩნიე, შემთხვევით ვისარგებლე, რათა შემაწუხებელი ხიჭვი მომეშორებინა თავიდან: მთელი ცხოვრება ამ წამზე ვოცნებობდი~, _ ვუთხარი მე.კარგი ერთი, _ გავიგონე პასუხად, _ შენ რომელი ხარ?~ ვერ მივხვდი, მართლა ყველაფერი დაავიწყდა თუ ეს მისი უკანასკნელი შურისძიება იყო.
ორმოცდაათი წლისამ პირველად გავიაზრე, რომ მოკვდავი ვარ. დაახლოებით ასეთივე ვითარებაში ჩავვარდი ერთ ღამის კარნავალზე.
ტანგო-აპაჩის ვცეკვავდი ერთ გასაგიჟებელ ქალთან. მის სახეს ვერ ვხედავდი, ჩემზე მძიმე იყო ორმოცი ფუნტით და მაღალი _ ორი მტკაველით, მაგრამ ცეკვავდა ბუმბულივით მსუბუქად. ვცეკვავდით თითქმის ჩახვეულები, სისხლის დენას ვგრძნობდი ძარღვებში. ქალის დაღლილი სუნთქვით, ოფლის მძაფრი სუნით, მისი ასტრონომიული ზომის მკერდით მოთენთილს ლამის ზეზეურად მეძინა. უცებ ისე მაგრად შემანჯღრია, კინაღამ წავიქეცი. სიკვდილის ძახილი! უჩინარმა ორაკულმა ჩამისისინა ყურში: შენ რაც გინდა ეცადო, ან ამ წელს მოკვდები ბოლოს და ბოლოს ან ასი წლის შემდეგ~. ქალი შეშინებული შედგა. რა მოგდით?~ არაფერი, _ ვცდილობდი, დავმშვიდებულიყავი, _ ეს თქვენ მაიძულებთ ვიკანკალო~. ამ დღიდან დავიწყე ჩემი ცხოვრების გადათვლა წლობით კი არა, ათწლეულებით. მეხუთე ათეული წელი გადამწყვეტი იყო: ყველანი ჩემზე ახალგაზრდები მეჩვენებოდნენ. მეექვსე ათწლეული ყველაზე დატვირთული იყო, შეცდომის დრო აღარ მქონდა. მეშვიდე ათწლეულისა მეშინოდა, ვაითუ უკანასკნელი აღმოჩნდეს-მეთქი, მაგრამ ოთხმოცდაათი წლისამ საკუთარ დაბადების დღეს ცოცხალმა რომ გავიღვიძე დელგადინას ბედნიერ საწოლში, მოკრძალებულად გავიფიქრე: ცხოვრება მაინცდამაინც ის კი არ არის, ბობოქარ მდინარესავით მიედინებოდეს, ცხოვრება უნიკალურ შანსსაც გაძლევს, ცეცხლზე ცალი გვერდით შებრაწვის შემდეგ გადაბრუნდე და ახლა მეორე გვერდი _ კიდევ ოთხმოცდაათი წელი _ მიუფიცხო შესაწვავად. ეტყობა, ასაკმა იცის: ცრემლი ლამის მომდგარი მაქვს თვალებზე. საკმარისია პატარა სინაზე, რომ ყელში ბურთივით რაღაც გამეჩხიროს. ჰოდა, გადავწყვიტე, აღარ ვუდარაჯო დელგადინას ძილს, არც საკუთარი ტკბობისთვის და არც იმ გაურკვევლობისთვის, სიკვდილამდე დარჩენილ დროს რომ ეხება. გული სიბრალულით შემეკუმშა, ამსიფრიფანას~ უჩემოდ ნამდვილად გაუჭირდება.
ერთ ასეთ გრძნობებით დატვირთულ დღეს ნოტარიუსების ქუჩაზე წავედი გულის გადასაყოლებლად და გამიკვირდა, როცა ძველი სასტუმროს, ანუ საიდუმლო შეხვედრების ადგილას ნანგრევებიღა დამხვდა. ამ სასტუმროსთან ერთი შემთხვევა მაკავშირებს: თორმეტი წლის ბიჭი ამ შენობაში ძალით მაზიარეს სიყვარულის ხელოვნებას. შორეულ წლებში ეს შენობა გემების მფლობელებს ეკუთვნოდათ და დიდებულიც იყო, ასეთი შენობა თითზე ჩამოსათვლელია ქალაქში, _ თვალს იტაცებდა ალებასტრით მოპირკეთებული სვეტები, მოოქრული ფრიზები, შიდაეზო შვიდფერი მინის გუმბათით, საიდანაც ცისარტყელას ფერები ეფრქვეოდა ორანჟერეას. ქვემო სართულზე ქუჩაში გამავალი გოტიკური პორტალის უკან საუკუნეზე მეტხანს განთავსებული იყო კოლონიური სანოტარო კანტორები, სადაც წარმატებულად მუშაობდა, ხოლო შემდეგ კი გაკოტრდა მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება ღრუბლებში დაფრინავდა.
ცნობილმა მდიდარმა ოჯახებმა ნელ-ნელა დატოვეს ზემო სართულები და მალე იქაურობა აავსეს ღამის ქალების ურდოებმა, რომლებიც ერთ-ნახევარი პესოს გულისთვის განთიადამდე ადი-ჩადიოდნენ კიბეზე კლიენტებთან ერთად, კლიენტები კი ნავსადგურის მახლობელი დუქნებიდან მოჰყავდათ.
თორმეტი წლის ბიჭმა, ჯერ კიდევ მოკლე შარვალი და სასკოლო ფეხსაცმელი რომ მეცვა, ვერ გავუძელი ცდუნებას და ზემო სართულების დათვალიერება მოვინდომე. სანამ მამაჩემი მორიგ დაუმთავრებელ კრებაზე ძალას არ ზოგავდა, მე მივშტერებოდი ღვთიურ სანახაობას. ქალები, განთიადამდე რომ ვაჭრობდნენ საკუთარი სხეულით, დილის თერთმეტიდან იწყებდნენ ოჯახური ცხოვრებით ცხოვრებას.
სიცხე მინის გუმბათის ქვეშ აუტანელი იყო და დედიშობილები დადიოდნენ მთელ სახლში, ერთმანეთს ხმამაღლა უზიარებდნენ ღამეულ თავგადასავლებს. შემეშინდა, პირველი, რაც მომაფიქრდა, გაქცევა იყო, საიდანაც შემოვედი, იქიდან უნდა გავიდე, მაგრამ ერთმა ბრგე, ჩასუქებულმა შიშველმა ქალმა, მთის საპნის სუნი რომ ასდიოდა, ზურგიდან შემომხვია ხელი ისე, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, და თავის მუყაოს საკუჭნაოში წამათრია შიშველი ქალების ტაშისა და მხიარული ხორხოცის თანხლებით. ქალმა პირქვე დამაგდო ფართო საწოლზე, ოსტატურად ჩამხადა შარვალი და გადამაჯდა, მაგრამ ცივმა საშინელებამ, რომელმაც სხეული შემიბოჭა, ვერ მიმაღებინა ის, რაც უნდა მიიღოს მამაკაცმა. სახლში მისულს ღამით სირცხვილი მტანჯავდა გადატანილი თავდასხმის გამო. წუთითაც არ მომიხუჭავს თვალი, სურვილი მკლავდა, კვლავ მენახა ის ქალი. მეორე დილას, როცა ღამის ქალებს ჯერ კიდევ ეძინათ, მთლად აკანკალებული შევედი იმ სოროში და სიყვარულისგან გაგიჟებულმა და ატირებულმა გავაღვიძე ქალი. ჩვენი სიყვარული გრძელდებოდა მანამ, სანამ იგი არ წაშალა რეალობის ულმობელმა გრიგალმა.
ქალს კასტორინა ერქვა და იმ სახლის დედოფალი იყო.
პატარ-პატარა ოთახები ხანმოკლე სიყვარულს ემსახურებოდნენ ერთ პესოდ, ამდენივე ღირდა მომსახურებაც დღე-ღამეში. კასტორინამ შემიყვანა თავის უკუღმართ, ნაღვლიან სამყაროში, სადაც ქალები იწვევდნენ ჯიბეგახვრეტილ კლიენტებს, სთავაზობდნენ მათ ღარიბულ საუზმეს, საპონს, უყუჩებდნენ კბილის ტკივილს და ჩუქნიდნენ თავიანთ მოწყალე სიყვარულს.
მაგრამ ჩემი ღრმა სიბერის ჟამს უკვე აღარავის ახსოვდა ერთ დროს უკვდავი კასტორინა. არავინ იცის, როდის მოკვდა ან როდის მოასწრო მან მდინარის დაფახფახებული ხის ჯებირის მიდამოებიდან მთავარი დედა-სანის წმიდათაწმიდა ტახტზე აღზევება. რომელიღაც დუქანში ჩხუბისას დაკარგა მან ცალი თვალი და მეკობრესავით ცალთვალახვეული კარგა ხანს იჯდა თავის ტახტზე. კასტორინას ბოლო სიყვარული იყო კამაგუეიელი ზანგი სახელად ხონას-კატორღელი, რომელიც ოდესღაც ერთ-ერთ საუკეთესო კორნეტისტად ითვლებოდა ჰავანაში და რომელსაც ერთ-ერთი სარკინიგზო კატასტროფისას სახეზე შეაცივდა თავისი ფართო ღიმილი.
ეს რამდენიმე ხანია გულმა დამიწყო ჩხვლეტა. შინაურულმა წამლებმა და დაზელვებმა ვერ მომიტანეს შვება. სხვა გზა არ მქონდა, მივაკითხე ექიმს.
იგი ცნობილი ოჯახის შვილი და იმ ექიმის შვილიშვილი იყო, მე რომ გამსინჯა ორმოცდაორი წლისა. შემეშინდა, ისე ჰგავდა ეს ექიმი ბაბუამისს. ისეთივე ბებერი იყო, როგორც ის სამოცდაათი წლისა: ნაადრევი სიქაჩლე, უიმედოდ ახლომხედველი კაცის სათვალე და უნუგეშო სევდა თვალებში _ ბაბუამისივით. დროდადრო, სანამ ტახტზე მხარს მაცვლევინებდა, ისეთ გაუგებარ რაღაცებს მეკითხებოდა და თანაც ისე სწრაფად, რომ პასუხის მოფიქრებას ვერ ვასწრებდი. ერთი საათის შემდეგ ბედნიერი ღიმილით მითხრა: მაშ, ასე. ჩემი აზრით, მე აქ არაფერი მესაქმება~.ეს რას ნიშნავს?~ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ასაკთან შედარებით შესანიშნავი ჯანმრთელობის პატრონი ბრძანდებით~. რა საოცარია, _ ვთქვი მე, _ ზუსტად ასე მითხრა ბაბუათქვენმაც, როცა ორმოცდაორისა ვიყავი. თითქოს დრო ერთ ადგილას გაჩერდა~. ზუსტად ასე შეიძლება გითხრან ყოველთვის, _ შენიშნა შვილიშვილმა, _ რამეთუ ასაკი ასაკია~.და მაინც, ყველაფერი მთავრდება სიკვდილით~. დიახ, _ დამეთანხმა ის, _ მაგრამ არც ისე ადვილია სიკვდილთან მისვლა ისეთი ჯანმრთელი კაცისთვის, როგორიც თქვენ ხართ. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ვერ მოგემსახურებით~. ეს მოგონებები კარგია, მაგრამ ოცდაცხრა აგვისტოს წინა ღამეს, როცა თუჯივით დამძიმებული ფეხებით ავდიოდი ჩემი სახლის კიბეზე, ვიგრძენი იმ ასი წლის წარმოუდგენელი სიმძიმე, გულგრილად რომ მელოდებოდა წინ და მე კვლავ დავინახე დედაჩემი ფლორინა დე დიოსი სიკვდილამდე თავის საწოლში. მან კვლავ ისე დამლოცა, როგორც მაშინ, უკანასკნელად, სიკვდილამდე ორი საათით ადრე. მორჩა! ეს უკვე ბოლო მინიშნებაა, და მეც მაშინვე დავურეკე როსა კაბარკასს, დღეს საღამოსვე მომიყვანე გოგონა, რადგან ჩემი ოცნება _ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გავლიო ცხოვრების მეცხრე ათეული, აუხდენელი რჩება-მეთქი. მერე კიდევ დავურეკე რვა საათზე და კვლავაც უარი მითხრა, შეუძლებელიაო.არ ვიცი მე შეუძლებელი, უნდა გააკეთო!~ _ ვუყვირე სასოწარკვეთილმა. როსამ ყურმილი დადო, მაგრამ თხუთმეტი წუთის შემდეგ დამირეკა:
_ კარგი, აქ არის.
როსასთან თერთმეტის ოც წუთზე მივედი და ჩავაბარე ჩემი ცხოვრების უკანასკნელი კარტები _ გოგონას მომავალ ცხოვრებაზეც ვიზრუნე ჩემი საშინელი სიკვდილის მერე-მეთქი. როსამ იფიქრა, ჩემს სახლში რომ ამას წინათ მკვლელობა მოხდა, ნამდვილად იმან იმოქმედა ბერიკაცზეო და შემომიტია: თუ სიკვდილს აპირებ, ძალიან გთხოვ, აქ ნუ მოკვდები~.თუ მოვკვდები, შენც ადექი და თქვი, პუერტო-კოლომბიაზე მატარებელი დაეჯახა-თქო, თუმცა ეს საცოდავი თუნუქის კოლოფი კოღოსაც ვერაფერს დაუშავებს~.
იმ ღამეს, ჩემი ოთხმოცდამეთერთმეტე წლის დასაწყისში, ყველაფრისთვის მზად მყოფი დავწექი პირაღმა უკანასკნელი ტკივილის მოლოდინში. ზარების შორეული გუგუნი რომ მომესმა, ვიგრძენი გვერდით მწოლი დელგადინას სუნთქვის სურნელი, ჩემს ყურთასმენას მოსწვდა ვიღაცის ძახილი ჰორიზონტიდან და ქვითინი იმისა, ვინც შესაძლოა ამ ოთახში მოკვდა ასი წლის წინათ.
ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად ჩავაქრე შუქი, ჩემი თითები მის თითებში ჩავხლართე, რათა ასე ხელჩაჭიდებული წამეყოლებინა თან, დავითვალე, სამრეკლოზე შუაღამის თორმეტი საათი ჩამოჰკრეს.
უკანასკნელ ცრემლებს ვყლაპავდი, სანამ არ ამღერდნენ ალიონის მამლები და მაშინ ჩემს სადიდებლად და პატივსაცემად საზეიმოდ აგუგუნდნენ ზარები, ცაში აიტყორცნა ფერად-ფერადი შუშხუნები და ეს ყველაფერი მოხდა იმის აღსანიშნავად, რომ მე, ოთხმოცდაათი წლისა, ცოცხალი და საღ-სალამათი ვიყავი.
როსა კაბარკასს ვუთხარი: სახლს გიყიდი _ მაღაზიითა და ბაღით~. მან მიპასუხა:მოდი, დავდოთ ბებრების პირობა: ჩვენ შორის ვინც ცოცხალი დარჩება, მეორის ქონებაც იმას დარჩეს. ნოტარიუსთანაც დავამოწმოთ~. არა, ჩემი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი, რაც გამაჩნია, დარჩება მას~.რა განსხვავებაა. გოგოზე მე ვიზრუნებ, შემდეგ კი ყველაფერს დავუტოვებ, შენსასაც და ჩემსასაც. მე ხომ არავინ მყავს ამ ქვეყანაზე.
მანამდე კი შენს ოთახში დავაყენოთ კონდიციონერი, გავმართოთ კარგი სააბაზანო, შენი წიგნებიც აქ გადმოვიტანოთ და შენი მუსიკაც~.
_ როგორ გგონია, ის თანახმა იქნება?
_ აჰ, ჩემო ნაღვლიანო ბრძენკაცო, ბებერი კი ხარ, მაგრამ სულელი ნამდვილად არ ხარ, _ როსამ გადაიხარხარა, _ ის საბრალო გოგო ჭკუას კარგავს შენი სიყვარულით.
ერთიანად გაკაშკაშებულ ქუჩაში გავედი. ცხოვრებაში პირველად შევიცანი საკუთარი თავი ჩემი პირველი ასწლეულის ჰორიზონტთან. ჩემი სახლი, მყუდრო და დალაგებული, შვიდის თხუთმეტ წუთზე იწყებს ბედნიერი განთიადის ფერად-ფერადი შუქით ავსებას. სამზარეულოში დამიანა მღერის მთელ ხმაზე. კატაც ცოცხალი და ჯანმრთელია როგორც არასდროს. ფეხზე კუდი შემომხვია, საწერ მაგიდამდე მიმაცილა.
მაგიდის დალაგებას შევუდექი, თავ-თავისი ადგილი მივუჩინე გაყვითლებულ ფურცლებს, სამელნეს, ბატის ფრთის კალამს. ამასობაში მზემ ნუშის ხეებში გამოაჭყიტა პარკში. საფოსტო-სამდინარო გემი, მთელი კვირა რომ არ გამოჩენილა გვალვის გამო, გუგუნით შემოვიდა პორტის არხში. როგორც იქნა, დადგა ჟამი ჭეშმარიტი ცხოვრებისა, გული ჩემი გადარჩენილია, მას მხოლოდ დიდი სიყვარული მოკლავს, და მოკლავს ბედნიერ აგონიაში ერთ მშვენიერ დღეს, ანუ მას შემდეგ, ასი წლის სიცოცხლეს რომ გავლევ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button