ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – ტაიძიუცუ

ტაიძიუცუ (体術, ქართ. „სხეულის ტექნიკა“) ისეთ ტექნიკას ჰქვია, რომლის შესრულება ჩაკრას გამოყენებას არ საჭიროებს, არამედ მხოლოდ ფიზიკურ ძალას ეფუძნება. დინამიკური შესვლა და ფოთლის ქარბორბალა ტაიძიუცუს მაგალითებია. ტაიძიუცუს ეფექტის გაძლიერება ჩაკრას დამატებითაა შესაძლებელი. მაგალითად, ჰიუგას კლანის ნაზ მუშტს მოწინააღმდეგის ჩაკრას მიმოქცევის სისტემა გამოჰყავს მწყობრიდან. ტაიძიუცუ ხელის ნიშნების გამოყენებას არ მოითხოვს, რის გამოც მისი შესრულება ნინძიუცუსა და გენძიუცუზე უფრო სწრაფად ხდება.

ტაიძიუცუ თითქმის ყველა შინობის მიერ გამოიყენება. მისი წყალობით ჩაკრასა და დროის დაზოგვა ხდება, თუმცა არსებობენ ისეთებიც, მაგალითად მაიტო გაი და როკ ლი, რომლებმაც სახელი სწორედ ამ ტექნიკებით გაითქვეს. ტაიძიუცუს ნინძიუცუსთან შერწყმას ნინტაიძიუცუ ჰქვია, თუმცა ეს ტერმინი ვიწროდ გაიგება და იგი მხოლოდ მესამე და მეოთხე რაიკაგეების ბრძოლის სტილს გულისხმობს. კატეგორია:ძიუცუს ტიპები

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%A3

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button