IBM სუპერკომპიუტერების სიმძლავრეს კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართავს
კომპანია IBM-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ შექმნა COVID-19 High Performance Computing Consortium – სამეცნიერო ლაბორატორიებისა და სუპერკომპიუტერების ცენტრების ალიანსი. იგი გამოიყენებს მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სუპერკომპიუტერების გამომთვლელ სიმძლავრეს კორონავირუსის წინააღმდეგ ძიებისა და მოდელირებისთვის. IBM-მა უკვე გამოიყენა სუპერკომპიუტერი Summit, რათა განესაზღვრა 77 ყველაზე პერსპექტიული კავშირი, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას.
ამჯერად მთელი მსოფლიოს მეცნიერებს შეუძლიათ გამოიყენონ სუპერკომპიუტერების თავისუფალი რესურსი პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის პროგნოზირებისთვის, მკურნალობის მეთოდის შემუშავებისა და ვაქცინის შექმნისთვის. მათ განკარგულებაში იქნება 16 სუპერკომპიუტერული სისტემა, რომელთა საერთო წარმადობის დონე 330 ტერაფლოპსი იქნება, 775 ათასი ცენტრალური პროცესორითა და 34 ათასი გრაფიკული პროცესორით.