ფორესტ გამპი
არ ვიცი საიდან დავიწყო, ფაქტი, რომ წიგნიც და ფილმიც გენიალურია. ძალიან მიყვარს რეჟისორი რობერტ ზენეკისი. მან აქცია ფილმი შტატების კულტურუს საგანძურად. ალბათ გამპზე რაიმეს თქმა იმით უნდა დაიწყო, რომ მასში არსებული ჰუმანიზმი ერთად აღებული კაცობრიობის ჰუმანიზმის ტოლფასია :დ
-შენ უკვე იპოვე ღმერთი, გამპ?
-არ ვიცოდი, თუ უნდა მომეძებნა….
ცოტა ადამიანს შეუძლია საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, თანაც რამდენჯერმე. უცნაური და ამოუცნობი (თუმცა ერთიდაიგივე მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ვგონებ ამ სიტყვებს) კაცია ფორესტ გამპი. ასე ადგება და გარბის ყველაფრიდან. ფილმი არის ზოგჯერ უმიზნო და ქაოტურ გადაადგილებაზე, ყოველგვარ აზრსმოკლებულ გაქცევაზე, თვალისდახუჭვით წარმოდგენილ მშვიდობიან მსოფლიოზე. ისეთ პირობებს უქმნიან, ყველაფრის ნულიდან დაწყება უხდება. და შენ შეგიძლია მოიქცე მსგავსად? არ დანებდე და ხელი არ ჩაიქნიო? შეიძლება კარგა ხანს ვერ გაიგო, რომელ შოკოლადს ჰგავს შენი ცხოვრება, მწარეს და თეთრს თუ თხილიანს და მსუყეს. ბლომად დადებით ემოციებს იწვევს ჩემში, ეს ემოციები იმდენად დიდი და ბევრია, რომ შეუძლებელია მისი ერთად თავმოყრა და საუბარი. ვერასოდეს გაიგებ იმას, თუ როგორ ,,გამორთო წვიმა“, ან რა ფორმები შეიძლება ჰქონდეს მის თითოეულ წვეთს. ფილმის შესანიშნავი სცენარიდან ნებისმიერი მონაკვეთი შეიძლება ყოველდღიური ცხოვრების სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ. ეს არის სატირა, მელოდრამა, კომედიაც კი, იმედგაცრუებებზე, უხილავ მტერთან ბრძოლაზე, უანგარო და წმინდა სიყვარულზე, გულუბრყვილო და სუფთა ადამიანის ხვედრზე. ფილმი ცხოვრების ყველა ეტაპს მოიცავს, ადამიანის ყველა მდგომარეობას, სიხარულს, სიყვარულს, განსაცდელს, უბედურებას, სიძულვილს, ზიზღსა თუ სხვა ემოციებს, რომელსაც ყოველდღიურად თუ არა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვგრძნობთ, ყველაზე მთავარი კი ის არის ფილმი გვასწავლის ეს ემოციები როგორ მივმართოთ ჩვენს სასარგებლოდ, თუ გვიყვარს , გვეზიზღება, ბედნიერი ვართ თუ არ აქვს რა ემოციას ვგრძნობთ როგორ გამოვასწოროთ ან შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა :დ ნაწარმოები უამრავი ალეგორიებით, ირონიით და ალუზიებითაა სავსე, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამოიცნოს საკუთარი თავი. დეპრესია გაქვს? უყურე ამ ფილმს შედეგი? დეპრესია თითქმის გაქრა: ახლა ისღა დაგრჩათ წამოდგეთ და გზა განაგრძოთ. თუ გჯერა და არ გეშინია, ცხოვრების გაგრძელებას მარტივად შეძლებ. ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, მიუხედავად იმის იდიოტია ფორესტი თუ არა, მისი ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო გამოდგა ვიდრე ბევრი ჭკვიანი ადამიანისა.
ყველაზე მეტად კი ეს მომენტი მომწონს ფილმში .
„დედა ბავშვობაში მიამბობდა: ყველას თავისი ბედი აქვს, რომლებსაც ვმართავთ ან რომლებიც გვმართავენ და მიგვაფრენენ ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ბუმბულს ქარი, ფერგახუნებული სკვერის სკამიდან. შენ თუ უკვე ყველაფერი მოგბეზრდა, სხვა გემოსმ ქონე შოკოლადის გასინჯვაც კი, ყუთს რომ გახსნი, შეიძლება ისევ შენი მწარე თეთრიშოკოლადი შეგხვდეს, ან სულაც არაფერი და ცარიელი აღმოჩნდეს, როგორც „ის ყუთი“, სინამდვილეში ბატკანი რომ უნდა ყოფილიყო. და თუ „თავიდან იწყებ, ავანტიურებითა და სიცოცხლით სავსე, ვინ იცის, რას აღმოაჩენ. ცხოვრება ხომ ხანდახან მართლაც რომ შოკოლადის ყუთს ჰგავს და არასდროს იცი, შიგნით რადაგხვდება.