ახალი ამბებისაზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი – ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება. როგორც მინისტრმა მოსახლების მხრიდან კონკრეტული მედიკამენტების პანიკური შეძენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უკვე აკრძალა მედიკამენტების ექსპორტზე გატანა და მარაგები მუდმივად ივსება, ამიტომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.
“უკვე კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია. ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე, მწარმოებლებთან და კერძო შემომტანებთან გვაქვს კოორდინაცია. ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება”