ამონარიდებიგამონათქვამები

ერიხ მარია რემარკი – გამონათქვამები

ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.

წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.

– რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ.
– ხოლო ყველაფერი, რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე.
– როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
– სწორედ იმიტომ, რომ ის წარსულია.

რატომ არიან ღვთის მორწმუნენი ასე შეუწყნარებელნი? ყველაზე მსუქბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.

ისე უბედური ვიყავი მთლიანად, სავსებით, რომ ჩემი დარდი ერთი კვირის შემდეგ დაიშრიტა, უბედური იყო ჩემი თმა, ტანი, ჩემი საწოლი, ჩემი კაბებიც კი, იმდენად აღსავსე ვიყავი მწუხარებით, რომ ჩემთვის მთელმა ქვეყნიერებამ შეწყვიტა არსებობა, ხოლო როცა უკვე აღარაფერი არსებობს, უბედურებას აღარეფერი რჩება რომ შეადარო, რჩება მარტო უბედურება, შემდეგ ყველაფერი ჩაივლის და ისევ გამოცოცხლდები.

რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.

მე ხომ ათეისტი არა ვარ. მე უბრალოდ, არ მწამს ღმერთი.


სიკვდილი – აი რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას და ისიც ცოტახნით.

იაფფასიანი მხოლოდ ის არის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ.

ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.

ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?

ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რასაც კი სხეული ეხება, – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.

ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?

არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.

თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.

ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.

ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.

ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button