National Geographicსურათებიფლორა & ფაუნა

ცხოველების სასიკვდილო ინსტინქტი (National Geographic)

წრეში მოქცეული ორი ველური ულაყი ორთაბრძოლაშია ჩაბმული, რათა გაირკვეს, რომელი მათგანია ღირსი ველური ჯოგის ფაშატთან შეწყვილებისა.


ორი პატარა აზიური სპილო ერთმანეთს ექაჩება ხორთუმებით და ამით ზომავენ, რომელი უფრო ძლიერია. ხორთუმი საშუალოდ 10 000 კუნთისგან შედგება.


140 კგ წონის ვერცხლისფერზურგიანი დაბლობის გორილა მის უპირატესობას ამცნობს ყველას – მკერდზე ტორებს ირტყამს და დაბალ ხმაზე ღრიალებს.


კარგად დაცული მაჩვზღარბა მდინარის ნაპირას ისვენებს. მისი სხეული ეკლებითაა დაფარული, რაც მტაცებლებისგან თავის ასარიდებლად ან კამუფლაჟისთვის ეხმარება.


დედალმა ზღვის ლეოპარდმა მოინადირა პინგვინი და შესაჭმელად მიაქვს. ზღვის ლეოპარდი 3 მეტრამდე იზრდება, რაც აქცევს სელაპის სახეობებში ყველაზე ძლიერ მტაცებლად და ანტარქტიდის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მობინადრედ.


კულექსის კოღო მოკალათებულია ჰავაიური ფრინველის, ივის თვალთან. ეს კოღო სწრაფად ავრცელებს მალარიის ვირუსს და დიდ საფრთხეს უქმნის ჰავაის ფრინველთა პოპულაციას.


მწერიჭამია მუხლუხი იყენებს მოკაუჭებულ კიდურებს, რათა მოეჭიდოს და კლანჭებში მოიქციოს ხილის ბუზი, შემდეგ კი გემრიელად მიირთვას.


ტყვეობაში დაბადებული და გაზრდილი ბენგალის ვეფხვები ვერ გადარჩებიან, თუკი მათ ველურ ბუნებაში გაუშვებენ. თუმცა ველური საწყისებიდან ბევრი რამ შემორჩათ, თუნდაც ბრძოლისა და თამაშის სიყვარული.


კამჩატკაზე, კურილიის ტბაში მურა დათვის თევზაობა წარმატებული აღმოჩნდა – მან შეძლო, გამოეჭირა წყნარი ოკეანის ორაგული, რომელიც ქვირითის დაყრას აპირებდა.


სისხლით მოთხვრილი აფრიკული ველური ძაღლი ნადიმობის დაწყებამდე ჩერდება და აკვირდება გარემოს, რათა მისი ხროვის წევრები იპოვოს. როგორც წესი, ჯერ მსხვერპლის მომპოვებელი იწყებს ჭამას და თავისთვის საუკეთესო ნაჭერს არჩევს, შემდეგ კი დანარჩენებიც უერთდებიან.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button