პოეზია

მუხრან მაჭავარიანი – ძელი ულპოლველი

რუსთველს ბადალი
ვერსად ვუპოვე:
პოემა მისი
ძელს ჰგავს ულპოლველს!

კიდობანი რომ იყო ნოესი,
ამ ხისა იყო,
უსათნოესი!

იმ კიდობანმა,
ვით იხსნა ყველა, –
ვინც კი და რაც კი
მკვიდრია მიწის,
პოემა ესე,
სამშობლოს ჩემსას,
თუ წარღვნა იქნა,
ისევე იხსნის!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button