პოეზია

ალაკტიონ ტაბიძე – რომანსი

გელოდი, სატრფოვ! ტანჯვა-შფოთვაში
მე გავატარე ღამე წყეული,
ბედნიერება ახლო მეგონა,
ლოდინად ვიყავ გადაქცეული…

ფეხის ხმას მოვკარ ქუჩაზე ყური,
გული აღმეგზნო და ავკანკალდი.
სწრაფად ოთახი გავაჩირაღდნე,
მაგრამ, ღვთაებავ, შენ არსად სჩანდი…

გათენდა კიდეც… მაშინ გავიგე,
რომ შენს ნაზ მტრფობელს უნდობლად მცდიდი,
მხურვალედ ზეცას მივაპყარ თვალი,
პირ-ქვე დავემხვე და ავქვითინდი..

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button