ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

Samsung და SK Hynix შეუერთდნენ Huawei-ს წინააღმდეგ სანქციებს

ყველასთვის ცნობილია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ და ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა ჩინური კომპანია Huawei-ს წინააღმდეგ და მის პარტნიორ კომპანიებს ულტიმატუმი წაუყენა, რათა შეაფერხოს კომპანიის ბიზნესი. თუმცა, ზოგიერთი პარტნიორი კვლავ აგრძელებდა Huawei-სთვის საჭირო პროდუქციის მიწოდებას. და მაინც, აშშ-ის მხრიდან მუქარებმა შედეგი გამოიღო და, როგორც ჩანს, რამდენიმე კორეული კომპანია შეუერთდა დაწესებულ შეზღუდვებს. 

სამხრეთკორეული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციის თანახმად კომპანიები, Samsung Electronics და SK Hynix შეუერთდებიან აშშ-ის ხელისუფლებისა და ტრამპის ადმინისტრაციის სანქციებს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ. 

ცნობილია, რომ 2020 წლის 15 სექტემბრიდან Samsung Electronics და SK Hynix შეწყვეტენ თავიანთი ჩიპების მიწოდებას Huawei-სთვის. უფრო მეტიც, Samsung-მა უკვე შეწყვიტა ახალი მიწოდების განხორციელება. ცნობილია, რომ SK Hynix გააგრძელებს DRAM და NAND Flash ჩიპების მიწოდებას 14 სექტემბრამდე, ე.ი Huawei ამ კომპანიისგან ჩიპებს საბოლოოდ მიიღებს ახალი სანქციების ძალაში შესვლის წინა დღეს. 

ამგვარი რამ დარტყმა იქნება არა მხოლოდ Huawei-სთვის, არამედ თავად SK Hynix-ისთვის, რომელმაც მოცემულ კონფლიქტში შესაძლოა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადოს. ექსპერტების შეფასებით, SK Hynix-ის შემოსავლის 41.2% 2020 წლის პირველ ნახევარში ჩინეთიდან იქნა მიღებული და ამ წილის უდიდესი ნაწილი მოდიოდა სწორედ Huawei-ს პლანშეტებსა და სმარტფონებში გამოყენებულ ჩიპებზე. თუ კომპანია Huawei-ს დაკარგავს როგორც კლიენტს, შედეგად შემცირდება SK Hynyx-ის შემოსავალი, რაც ნეგატიურად აისახება როგორც თავად კომპანიაზე, ასევე მეხსიერების მთელ ბაზარზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button