
ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო
მსოფლიოში უკვე 7 ათასზე მეტი Bitcoin-ბანკომატია განთავსებული
დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომია 7014 Bitcoin-ბანკომატი, რასაც მოწმობს Coin ATM Radar-ის ცნობები.
Bitcoin-АТМ განთავსებულია მსოფლიოს 75 ქვეყანაში. ჯამში სულ არსებობს ამგვარი მოწყობილობების 42 მწარმოებელი კომპანია.

Bitcoin-ბანკომატების რიცხვის ზრდის დინამიკა მსოფლიოში
ქვემოთ მოცემულ რუკაზე ვხედავთ, რომ Bitcoin-ბანკომატები ყველაზე მეტად შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა კონცენტრირებული:
Genesis Coin დღესდღეობით Bitcoin-АТМ-ების უმსხვილესი მწარმოებელია. მისი მოწყობილობები განთავსებულია 2348 ლოკაციაზე.
შგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მსოფლიოში აღრიცხული იყო 6 ათასი Bitcoin-ATM. ამრიგად, ნახევარ წელზე ნაკლებ პერიოდში ამ მოწყობილობების რიცხობრივმა ზრდამ 16% შეადგინა.