ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Ripple-ის დეველოპერები წარადგენენ შესაძლებლობას მესამე მხარისთვის – გამოუშვან საკუთარი ტოკენები XRP Ledger-ის ბაზაზე

Ripple მუშაობს ახალ ფუნქციაზე, რომელიც უზრუნველყოფს XRP ტოკენების შექმნას. სიახლის შესახებ კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დევიდ შვარცმა ისაუბრა.

მისი თქმით Ripple ისწრაფვის ქსელის შესაძლებლობების გაფართოებისკენ, ასევე შესაძლებლობისკენ – მესამე მხარეს მისცეს საშუალება შექმნას საკუთარი კრიპტოვალუტა XRP ეკოსისტემაში. შვარცს დაწვრილებით არ უსაუბრია სამომავლო გადაწყვეტილების შესახებ, მან აღნიშნა მხოლოდ ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ფიქსირებული ღირებულების ტოკენების გამოშვებას.

„Stablecoin-ები – ეს აშკარა სცენარია, თუმცა ესენი შეიძლება იყოს არა მარტო Stablecoin-ები, არამედ სხვა ნებისმიერი აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია შედარებით ღირებულებასთან“ – თქვა მან.

მსგავსი შესძლებლობა უკვე წარმოდგენილი აქვთ სხვა ბლოკჩეინებსაც, მაგალითად Tether-ს, რომელიც უშვებს Stablecoin-ებს ერთდროულად სხვადასხვა ქსელზე. მაგრამ, როგორც დევიდ შვარცი აცხადებს, XRP-ის მექანიკის საფუძველზე შექმნილი ტოკენები უზრუნველყოფს “გარანტირებულ” ლიკვიდობას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში კომპანია Xpring-ის საინვესტიციო განყოფილებამ შეიძინა პლატფორმა Logos Network და განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს მთელ რიგ პროდუქტებზე მუშაობა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროში. მათ ჩამონათვალში დასახელებული იყო დერივატივები, ლენდინგ-გადაწყვეტილებები, ფიუჩერსები და ფორვარდები, რომლებშიც XRP ტოკენი გამოიყენებოდა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button