![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/03/Tesla-იმარაგებს-Model-Y-ელექტრომობილებს-რათა-მიწოდებები-შეასრულოს-უახლოესი-ორი-კვირის-განმავლობაში.jpeg?fit=750%2C322&ssl=1)
Tesla იმარაგებს Model Y ელექტრომობილებს, რათა მიწოდებები შეასრულოს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში
Tesla-მ დაიწყო შეტყობინებების გაგზავნა იმ მომხმარებლებთან, რომელთაც დარეზერვებული აქვთ ახალი ელექტრომობილი Tesla Model Y. შეტყობინებაში კომპანია ითხოვს, რომ მომხმარებლებმა დაასრულონ შეკვეთა და დაადასტურონ, რომ მზად არიან ელექტრომობილის მიღებისთვის.
რესურს Insideevs-მა აღმოაჩინა ათასობით Tesla Model Y ელექტრო ქროსოვერი ფრიმონტში არსებული Tesla-ს ქარხნის ავტოსადგომზე, რაც ადასტურებს კომპანიის მზადებას – უახლოეს მომავალში მოახდინოს ელექტრომობილების უზარმაზარი ნაკადის ტრანსპორტირება მომხმარებლების მისამართით.
ცნობილია, რომ Tesla თავდაპირველად დაიწყებს Tesla Model Y ელექტრომობილის გაცილებით ძვირადღირებული ვერსიის – Performance-ის მიწოდებას, შედარებით ხელმისაწვდომი მოდელები კი გაყიდვაში ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება. სწორედ ასეთივე მიდგომა გამოიყენა კომპანიამ Model 3-ის რეალიზაციისას: თავდაპირველად აქცენტი გააკეთა ელექტრომობილის უფრო ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/03/image.jpeg.f157f654072de7d7fff06ec0b2a88e2f.jpeg?w=780&ssl=1)
Tesla Model Y ზომით Model 3-ზე დაახლოებით 10%-ით დიდია და 75% მისი მსგავსი შემადგენელი კომპონენტები გააჩნია.
Model Y Performance-ს 450 კილომეტრიანი გავლის მარაგი აქვს და 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის 3.5 წამი სჭირდება. ელექტრო ქროსოვერს სახურავზე პანორამული ლუქი აქვს. აგრეთვე ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი გახდება Model Y-ის შვიდადგილიანი კონფიგურაცია.