Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორი აკრიტიკებს Bitcoin-სა და Ethereum-ს არაეკოლოგიური მაინინგისთვის
Bitcoin და Ethereum მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცნენ Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის, Brad Garlinghouse-ის მხრიდან, რომელმაც გააკრიტიკა ამ კრიპტოვალუტების მაინინგზე დახარჯული ენერგია და გამოყოფილი ნარჩენები.
„Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინინგის ენერგომოხმარება – ეს უზარმაზარ ხარჯებს ნიშნავს. აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი სტიმული, რომ მათ პასუხი მოვთხოვოთ დანატოვარ ნახშირორჟანგზე. გაუგებარია, რატომ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში გლობალური კლიმატური კრიზისის პირობებში“ – დაწერა მან.
Garlinghouse-ის განცხადება წარმოადგენს ბლოკჩეინ-ექსპერტ ალექს დე ფრისის მცირეხნისწინანდელი კვლევის პასუხს. კვლევის თანახმად Bitcoin-ის წლიური ენერგომოხმარება (77,78 ტერავატი-საათში) აღემატება მთლიანი ჩილეს ანალოგიურ მაჩვენებელს, BTC-ის ერთი ტრანზაქციის შედეგად კი გამოიყოფა იმაზე უფრო მეტი ნახშირორჟანგი, ვიდრე საგადახდო ქსელ Visa-ს მიერ განხორციელებული 780 650 ტრანზაქციის შემთხვევაში.
Ethereum, რომლის მაჩვენებელი საათში 8 ტერავატს არ აღემატება, კვლევის მასალებში ნახსენები არ არის, თუმცა მასაც შეეხო Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის კრიტიკა.
ლოგიკურია დავუშვათ, რომ ასეთი ფორმით Brad Garlinghouse საკუთარ XRP ვალუტას არეკლამებს, რომელიც პრემაინითაა ემისირებული. ამასთან, სწორედ ეს ასპექტია მოხსენიებული, როგორც Ripple-ის ქსელის ცენტრალიზაციის ერთ-ერთი მტკიცებულება.
ძველად Garlinghouse-მა აღიარა, რომ XRP ციფრული მონეტების გაყიდვა წარმოადგენს fintech-კომპანიის მოგების მნიშვნელოვან წილს.