ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

საფრანგეთის სასამართლომ Bitcoin-ი ფულად აღიარა

საფრანგეთის ქალაქ Nanterre-ის კომერციულმა სასამართლომ Bitcoin აღიარა კონვერტირებად არამატერიალურ აქტივად და არსობრივად იგი ფიატურ ვალუტას გაუტოლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 26 თებერვალს, თუმცა მის შესახებ ცნობილი მხოლოდ ამჟამად გახდა.

როგორც გამომცემლობა Les Echos გვაცნობებს, რომ პრეცედენტი მოხდა ფრანგულ კრიპტოსავალუტო ბირჟა Paymium-სა და ბრიტანულ საინვესტიციო კომპანია BitSpread-ს შორის დავის დროს.

2014 წელს Paymium-მა BitSpread-ს ასესხა 1000 BTC. თუმცა 2017 წლის აგვისტოს ჰარდფორკის შემდეგ კრიპტოვალუტის ყველ მფლობელმა მიიღო Bitcoin Cash 1:1 შეფარებით. იმის გასარკვევად, ვალდებული იყო თუ არა მსესხებელი დაებრუნებინა თანხა BCH-ით, Paymium-მა სასამართლოს მიმართა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლებრივი ბუნებით ეს გახლავთ ურთიერთჩანაცვლებადი აქტივი და მასზე, ისევე როგორც ფიატურ ფულზე, ვრცელდება კრედიტირების საერთო პრინციპები:

„აქტივზე უფლება ხელშეკრულების ხანგრძლივობის განმავლობაში რჩება მსესხებელს. BCH ეკუთვნის მსესხებელს ისევე, როგორც დივიდენდები აქციონერს. ”

კომპანია Kramer & Levin-ის ადვოკატი თვლის, რომ კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს Bitcoin-ის, როგორც ფულის გამოყენებას და მოახდენს საფრანგეთის ტერიტორიაზე Bitcoin-ით განხორციელებული ოპერაციების ზრდის სტიმულირებას.

ასევე შეგახსენებთ, რომ გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ უკვე აღიარა კრიპტოვალუტები ფინანსურ ინსტრუმენტად.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button