რიუნოსკე აკუტაგავა – წყლის კაცების ქვეყანაში
ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი, ოცდამესამე ნომერი, ყველას უყვება ამ ამბავს, ის ალბათ ოცდაათს გადასცილდა, მაგრამ, ერთი შეხედვით, ძალზე ახალგაზრდად გამოიყურება. რაც მას თავს გადახდა… თუმცა სრულიადაც არა ავქს მნიშვნელობა, რა გადახდა მას. აი, ის უძრავად ზის ჩემსა და საავადმყოფოს დირექტორის, ექიმ ს-ის წინ, მუხლებზე ხელი შემოუხვევია და გაჭიანურებულად გვიყვება თავის თავგადასავალს, თან დროდადრო ფანჯარაში იცქირება. მესერს იქით განმარტოებით დგას მუხა, რომელსაც შიშველი, განძარცვული ტოტები თოვლის მაუწყებელ ქუშ ღრუბლებისაკენ აუშვერია. ავადმყოფი ზოგჯერ ხელებს აქნევს და ტანსაც ყოველნაირად ამოძრავებს. მაგალითად, მე განცვიფრებული ვიყავიო, რომ წარმოთქვა, თავი უცბად გადაიქნია უკან.
მგონია, მისი ნაამბობი საკმაოდ ზუსტად ჩავიწერე. ჩემი ვანაწერები თუ არ დაგაკმაყოფილებთ, მაშინ გაემგზავრეთ სოფელ ნ-ში. ეს სოფელი ტოკიოს ახლოსაა. შეიარეთ ექიმ ს-ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. აქ მოახალგაზრდავო ოცდამესამე ნომერი ჯერ ალბათ თავს ზრდილობიანად დაგიკრავთ და სკამს შემოგთავაზებთ. მერე ნაძალადევი ღიმილით წყნარად გაგიმეორებთ ამ მოთხრობას. ხოლო როცა დაამთავრებს… მე კარგად მახსოვს, ამ დროს როგორი გამომეტყველება აქვს, როცა დაამთავრებს მოყოლას, წამოხტება, მუშტების ქნევას დაიწყებს და დაიღრიალებს:
– გაეთრიე აქედან! შე შეჩვენებულო! ბინძური\ო ქმნილებავ! გონებაჩლუნგო, შურიანო, უსირცხვილო, თავხედო, თვითკმაყოფილო, შეუბრალებელო და საზიზღარო! შეჩვენებულო!
1
ეს ამბავი მოხდა ზაფხულში, სამი წლის წინ. მეც ზურგჩანთა წამოვიკიდე სხვებსავით და კამიკოტის ცხელ წყაროებამდე ჩავაღწიე. იქიდან ჰოტაკაიამას მთას ავუყევი. ცნობილია, რომ ჰოტაკაიამასკენ ერთი გზა მიდის – აძუსაგავს დინების აღმა. ადრეც ავსულვარ ჰოტაკაიამაზე და, წარმიდგინეთ, იარიგატაკზეც, ამიტომ გამყოლი არ მჭIრდებოდა და მარტო გავემგზავრე. აძუსაგავას ველი დილის ნისლში იძირებოდა. დიახ… დილის ნისლში იძირებოდა. ამსთან ნისლი გაფანტვას არ აპირებდა, პირიქით, უფრო და უფრო სქელდებოდა. ერთი საათი ვიარეთ და უკვე ფიქრი დავიწყე, ხომ არ გადამედო მთაზე ასვლა და უკან, კამიკოტიში დავბრუნებულიყავ. მაგრამ დაბრუნება რომც გადამწეყვიტა, ლოდინი მაინც მმიწევდა გამოდარებამდე. ნისლი კი ჯიბრზე უფრო და უფრო მატულობდა. “ეჰ, რაც არის, არის, მაინც უნდა ავიდე!”, – გავიფიქრე და ჯიქურ შევერიე ბამბუკის რაყას, თან ვცდილობდი ნაპირს ძალზე არ დავშორდებოდი.
ნისლის მეტს ვერაფერს ვხედავდი. მართალია, დროდადრო წიფლის სქელი ღერო ან სოჭის მწვანე ტოტი იკვეთებოდა, ან უცებ ზედ ცხვირწინ ცხენების ან ძროხების დრუნჩიც ჩნდებოდა, აქ რომ ძოვდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი გამოჩენისთანავე იკარგებოდა ხშირ ნისლში. ამასობაში ძალზე დავიღალე. შიმშილიც ვიგრძენი. ამას დაემატა ისიც, რომ ჩემი მთამსვლელის სამოსელი და პლედი მთლიანად ნამით გაიჟღინთა და საოცრად დამძიმდა. ბოლოს და ბოლოს ხელი ცავიქნიე და აძუსაგავას ნაპირისკენ დავეშვი, მიმართUლების გარკვევას კი ქვაზე წყლის თქაფუნის მიხედვით ვცდილობდი.
წყლის ნაპირას ლოდზე ჩამოვჯექი და უპირველესად საჭმლის თადარიგს შევიდექი. ლორის ქილა გავხსენი, ხმელი ფიჩხისაგან კოცონი გავაჩაღე… ალბათ ათიოდე წუთი მოვანდომე ამას და პურს რომ ვღეჭავდი, შევამჩნიე, ის წყეული ნისლი თანდათან იფანტებოდა. დაბნეულმა საათს დავხედე. აი, სეირი! უკვე ორის ოცი წუთი იყო, მაგრამ ყველაზე ძლიერ სხვა რამემ გამაოცა. ჩემი საათის მრგვალ მინაზე რაღაც საშინელი სახის ანარეკლმა გაიელვა, შეშინებული შემოვბრუნდი და… მაშინ პირველად ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი ცოცხალი კაპა დავინახე: ის ჩემ უკან კლდეზე იდგა, ზუსტად ისეთი, ძველ სურათებზე რომაა გამოსახული. ერთი ხელი არყის ხისთვის შემოეხვია, მეორეთი შუბლი მოეჩრდილა და ცნობისმოყვარეობით მიმზერდა.
გაოცებისაგან რამდენსამე ხანს ვერც გავინძერი. კაპაც გაკვირვებული ჩანდა. ხელაწეული ერთ ადგილას გაშეშებულიყო. წამოვხტი და მისკენ გავიქეცი. ისიც გაიქცა, ყოველ შემთხვევაში, ასე მომეჩვენა. გვერდზე გახტა და მაშინვე გაქრა. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. გაოცება უფრო და უფრო მიპყრობდა. ბამბუკის რაყა მოვათვალიერე და იცით რა? კაპა სულ ორი-სამი მეტრის იქით აღმოვაჩინე. გასაქცევად მომზადებული, ბეჭებმოხრილი იდგა და ცერად მიყურებდა. ეს კიდევ არაფერი, უფრო მისმა კანის ფერმა ჩამაგდო საგონებელში. როცა კაპა კლდიდან დამცქეროდა, ნაცრისფერი იყო, ახლა კი თავიდან ფეხებამდე მომწვანო ზურმუხტისფერი გადაჰკრავდა. “უჰ, შე საძაგელო!” – დავიღრიალე და კვლავაც გავეკიდე, ისიც, რა თქმა უნდა, გაიქცა. ნახევარი საათი მაინც მივდევდი, ბამბუკებს შორის მივძვრებოდი, ქვებს ვახტებოდი.
სისწრაფესა და სიამრჯვეში კაპა მაიმუნებს არ ჩამოუვარდება. კისრისტეხით მივდევდი, ზოგჯერ თვალიდან მეკარგებოდა, ფეხი მისხლტებოდა, ქვებსაც წამოვედებოდი და ვეცემოდი კიდეც… კაპამ დიდ, ტოტებგაშლილ ცხენის წაბლამდე მიირბინა და აქ, ცემდა საბედნიეროდ, ხარმა გადაუღობა გზა. ღონიერ ხარს დიდი რქები და სისხლით ჩაწითლებული თვალები ჰქონდა. ხარის დანახვაზე კაპამ საწყლად დაიკნავლა, გვერდზე გაძვრა და იმწამსვე მაღალი ბამბუკის რაყას შეერია. ხოლო მე… მე ვიფიქრე, ახლა კი ვერ გამექცევა-მეთქი, და ნელა გავყევი უკან. ეტყობა, იქ ორმო იყო. ეს მე არ ვიცოდი. ისე, რომ, კაპას სლიპინა ზურგს ოდნავ შევეხე თუ არა, მაშინვე თავდაყირა გადავეშვი კუნაპეტ წყვდიადში. როცა ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, ჩვენ, ადამიანები, საკვირველად სულელურ რამეებზე ვფიქრობთ. ჰოდა, იმ წუთში, როცა საშინელებისაგან სუნთქვა შემეკრა, უცებ გამახსენდა, რომ კამიკოტის ცხელი წყაროების შორიახლოს ხიდია, რომელსაც “კაპას ხიდი” – “კაპაბასი” ეწოდება. შემდეგ… რა მოხდა შემდეგ, არ მახსოვს. თვალწინ ნაპერწკლებმა გამიელვა და გონება დავკარგე.
2
ბოლოს როცა გონზე მოვედი, დავინახე, გარშემო კაპების დიდი ბრბო შემომხვეოდა. ზურგზე ვიწექი. ჩემს გვერდით ერთ კაპას დაეჩოქა, სქელ ნისკარტზე პენსნე ეკეთა და მკერდზე სტეტოსკოპს მაბჯენდა. თვალი რომ გავახილე, მანიშნა, მშვიდად იწექიო. შემდეგ ვიღაცას მიუბრუნდა და წარმოთქვა: “Qუახ, ქუახ”. მაშინვე საიდანღაც ორი კაპა გამოჩნდა საკაცით. საკაცეზე დამაწვინეს და დიდი ბრბოს თანხლებით, რომელიღაც ქუჩას გავუყევით. ეს ქუჩა არაფრით განსხვავდებოდა ჰინძისაგან. წიფლის ხეივნის გასწვრივ სხვადასხვა მაღაზია ჩამწკრივებულიყო. ვიტრინებზე საჩრდილობელი გადმოეშვათ. ქვაფენილზე ავტომობილები დაქროდნენ.
აი, ვიწრო ჩიხში შევუხვიეთ და ერთ შენობაში შემიყვანეს. როგორც შემდეგ შევიტყვე, ეს სახლი სწორედ პენსნეან ექიმს, ჩაკს ეკუთვნოდა. ჩაკმა სუფთა საწოლში ჩამაწვინა და ერთი ჭიქა რაღაც გამჭვირვალე წამალი დამალევინა. ახლა ჩაკის წყალობის ამარა ვიყავ. ან სხვა რა უნდა მეღონა? განძრევაც არ შემეძლო, ყველა სახსარი მტკიოდა.
ჩაკი ყოველდღე რამდენჯერმე მსინჯავდა. ორ-სამ დღეში ერთხელ მნახულობდა მეთევზე ბაგაც, ის კაპა, სულ პირველად რომ ვნახე. კაპები ადამიანებს უკეთ გვიცნობენ, ვიდრე ჩვენ იმათ. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები კაპებს უფრო ხშირად ჩავარდნიათ ხელში, ვიდრე კაპები ჩვენ. შეიძლება ხელში ცავარდნიათო – არცთU ზუსტი გამოთქმაა, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ჩემზე ადრე სხვებიც არაერთხელ ყოფილან კაპების ქვეყანაში. ისიც უნდა ითქვას, ბევრი მათგანი სამუდამოდ დარჩენილა იქ. რატომო? – იკითხავთ თქვენ. აი, რატომ. კაპების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, ჩვენ შეგვიძლია არ ვიმუშაოთ და ისე ვჭამოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ და არა კაპები. ასეთი უპირატესობა აქვთ ადამიანებს იმ ქვეყანაში. ერთხელ თურმე, ბაგის ნაამბობით, კაპებთან სრულიად შემთხვევით ახალგაზრდა გზის ოსტატი მოხვდა. ის ძუ კაპაზე დაქორწინდა და სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ. ქალი კაპების ქვეყანაში ულამაზესად ითვლებოდა და თურმე გზის ოსტატს ამიტომაც ძალზე მოხერხებულად ადგამდა რქებს.
ერთმა კვირამ გაიარა და ამ ქვეყნის კანონების მიხედვით, “განსაკუთრებული უფლებებით მოსარგებლე მოქალაქის” რანგი მომანიჭეს. ჩაკის მეზობლად დავსახლდი. სახლი პატარა მქონდა, მაგრამ გემოვნებით მოწყობილი. უნდა ითქვას, რომ კაპების ქვეყნის, კულტურა თითქმის არაფრით განსხვავდება სხვა ქვეყნის, ყოველ შემთხვევაში იაპონიის კულტურისაგან მაინც. სასტუმრო ოთახის კუთხეში პატარა პიანინო დგას, კედლებზე ჩარჩოიანი გრავიურები ჰკიდია. ქუჩისკენ ფანჯრებია დატანებული, ოღონდაც, დაწყებული სახლითა და დამთავრებული ავეჯით, ყველაფერი აბორიგენთა სიმაღლეზეა გათვალისწინებული და ამიტომაც ყოველთვის რაღაც უხერხულობას ვგრძნობდი.
ყოველ საღამოს ჩაკი და ბაგი იყვნენ ჩემთან სტუმრად და ამ ქვეყნის ენას ვსწავლობდი. თუმცა მარტო ისინი როდი მოდიოდნენ. როგორც განსაკუთრებული უფლებებით მოსარგებლე მოქალაქე, ყველას ვაინტერესებდი. ასე რომ, ჩემს სასტუმრო ოთახში ისეთი კაპებიც მოსულან, როგორიცაა შუშის ფირმის დირექტორი გერი. იგი ყოველდღიურად ექიმ ჩაკს იწვევდა თავისთან წნევის გასაზომად. მაგრამ პირველ ორ კვირას ყველაზე მეტად მაინც მეთევზე ბაგს დავუახლოვდი.
ერთ დახუთულ საღამოს მე და ბაგი ჩემს სასტუმრო ოტახში მაგიდასთან ვისხედით ერთმანეთის პირდაპირ. უცებ, სრულიად უმიზეზოდ, ბაგი გაჩუმდა. ისედაც დიდი თვალები გადმოკარკლა და მომაშტერდა. ეს, რა თქმა უნდა, უცნაურად მომეჩვენა და ვკითხე:
– ქუახ, ბაქქ, ქუო ქუებ ქუან?
იაპონურად ეს ნიშნავს: “მომისმინე, ბაგ, რა მოგივიდა?” მაგრამ ბაგმა არ მიპასუხა. ოღონდაც უცებ წამოხტა, გრძელი ენა გამომიყო და იატაკზე უზარმაზარი გომბეშოსავით გაიფარჩხა. ვაიმე, ახლა უცებ რომ მეცეს! შემეშინდა და ფრთხილად ავდექი, კარში გახტომას ვაპირებდი. საბედნიეროდ, სწორედ იმ წუთს ოთახში ჩაკი შემოვიდა.
– რას აკეთებ აქ, ბაგ? – იკითხა მან და პენსნედან მკაცრად გახედა მეთევზეს.
ბაგს შერცხვა. თავზე ხელი გადაისვა და მოიბოდიშა.
– მაპატიეთ, ბატონო ექიმო, თავის შეკავება ვერ შევძელი. ეს ბატონი ისე სასაცილოდ გრთხება ხოლმე… თქვენც, ბატონო, დიდსულოვნება გამოიჩინეთ და მაპატიეთ. – მომმართა მერე მე.
3
ვიდრე გავაგრძელებდე, ჩემს ვალად მიმაჩნია კაპებზე ზოგი რამ გაცნობოთ. დღემდე ეეჭვებათ, არსებობენ თუ არა ცხოველები, კაპებს რომ ვუწოდებთ. პირადად მე მათი არსებობა არ მეეჭვება, ვინაიდან თვითონ ვცოცხლობდი კაპებს შორის. როგორი ცხოველებია ისინი? მათი გარეგნობა, ისეთ წყაროებში რომაა აღწერილი, როგორიც “სუიკო-კორიაკუა”, თითქმის მთლიანად შეეფერება სინამდვილეს. კაპებს თავზე მართლაც მოკლე ბეწვი აქვთ, ხელისა და ფეხის თითები მართლაც საცურაო აპკითა აქვთ გაერთიანებული. კაპების საშუალო სიმაღლე ერთი მეტრია. ექიმ ჩაკის მონაცემებით, წონა ოც-ოცდაათ გირვანქას შორის მერყეობს. სხვათა შორის, ამბობენ, იშვიათად, მაგრამ არიან ისეთი კაპებიც, ორმოცდაათ გირვანქას რომ იწონიან. კაპებს კოსროზე ოვალური ლამბაქის მოყვანილობის ჩაღრმავება აქვთ. ხანში შესვლასთან ერთად ამ ლამბაქის ფსკერი უფრო და უფრო მცირდება. მაგალითად, ხანშიშესული ბაგისა და ახალგაზრდა ჩაკის თავის ლამბაქები რომ სხვადასხვანაირია, ხელის შეხებითაც იგრძნობა. მაგრამ ეიძლება იტქვას, კაპები ყველაზე უფრო კანის ფერით გვაოცებენ. საქმე ის არის, რომ კაპებს არა აქვთ განსაზღვრული ფერი. ის იცვლება გარემოცვის მიხედვით. მაგალითად, როცა ცხოველი ბალახზეა, მისი კანი, ბალახის ესაბამისად, მომწვანო-ზურმუხტის ფერისაა, ხოლო როცა კლდეზე დგას, ტყავი რუხი ქვის ფერს ღებულობს. როგორც ცნობილია, ქამელეონსაც ასე სჩვევია. გამორიცხული არ არის, რომ კაპებისა და ქამელეობის ტყავის სტრუქტურა ერთმანეთის მსგავსია. როცა ეს ყველაფერი შEვიტყვე, გამახსენდა, ჩვენ ფოლკლორში მოხსენიებული დასავლეთ პროვინციების კაპები მომწვანო-ზურმუხტის ფერია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთისა – წითელი. გამახსენდა ისიც, როგორ მარჯვედ გამიქრებოდა ბაგი, როცა მივდედვი – თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. სხვათა შორის, კაპებს, როგორც ჩანს, კანქვეშ ცხიმის მოზრდილი ფენა აქვთ. მიუხედავად მათი მიწისქვეშა ქვეყნის შედარებით დაბალი საშუალო ტემპერატურისა (ფარენჰაიტით 50 გრადუსამდე), ისინი ტანსაცმელს არ იცვამენ. ჰო, კიდევ თითოეულ კაპს შეუძლია იხმაროს სათვალე, ჰქონდეს პორტსიგარი, ქისა. თუმცა კაპებს ჯიბეები არა აქვთ, მაგრამ, დედალ კენგურუს მსგავსად, მუცელზე ჰკიდიათ ჩანთა, რომელშიც სხვადასხვა საგნის ჩაწყობა შეუძლიათ. უცნაურად მომეჩვენა მხოლოდ ის, რომ წინ არაფერს იფარებენ. როცა ერთხელ ბაგს ვკითხე, ეს რით აიხსნება-მეთქი, პასუხად დიდხანს ჭიხვინებდა უკან გადაზნექილი, შემდეგ კი თქვა:
– აი, მე კი სასაცილოდ არ მყოფნის, თქვენ რომ დაფარული გაქვთ.
4
თანდათან ცოტა-ცოტათი დავეუფლე სიტყვების იმ მარაგს, კაპები ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ხმარობენ, ამრიგად, საშუალება მომეცა, მათ ზნე-ჩვეულებებს გავცნობოდი. ყველაზე ძლიერ გამაკვირვა მათმა არაჩვეულებრივმა, მე ვიტყოდი, შებრუნებულმა წარმოდგენამ სასაცილოსა და სერიოზულზე. რაც ჩვენ, ადამიანებს, მნიშვნელოვნად და სერიოზულად მიგვაჩნია, მათ სიცილს იწვევს, ხოლო რასაც ჩვენ დავცინით, ისინი ფრიად მნიშვნელოვნად თვლიან. ასე, მაგალითად, ჩვენ დიახაც სერიოზულად ვეპყრობით ჰუმანიზმისა და სამართლიანობის ცნებებს, ხოლო კაპები ამ სიტყვების გაგონებაზე სიცილით იფხრიწებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, იუმორი ჩვენ და კაპებს სრულიად განსხვავებულად გვესმის. ერთხელ ექიმ ჩაკს ვუყვებოდი ბავშვთა შობადობის შეზღუდვის თაობაზე. მან მომისმინა, შემდეგ ხახა დააღო და ისე ახარხარდა, პენსნე ჩამოუვარდა. მე, რა ტქმა უნდა, გავცხარდი და ახსნა-განმარტება მოვითხოვე, შეიძლება მისი ნათქვამის ზოგიერთი ნიუანსი ვერ გავიგე, მაშინ ხომ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცოდი კაპების ენა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, ჩაკმა, მგონი, შემდეგი მიპასუხა:
– განა სასაცილო არაა მხოლოდ მშობელთა სურვილებს გავუწიოთ ანგარიში? განა ეს ეგოიზმი და პატივმოყვარეობა არაა?
სამაგიეროდ, ჩვენთვის, ადამიანებისათვის კაპების გამრავლებაზე უფრო უაზრო არაფერია. ჩემი და ცაკის საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბაგის ცოლს მშობიარობა დაეწყო. ბაგის ქოხში წავედი, რათა მენახა, როგორ ხდება ეს. კაპებიც ისევე შობენ, როგორც ადამიანები. მშობიარეს ექიმი და ბებიაქალი ეხმარება. მაგრამ მშობიარობის წინ მამა-კაპა პირით მშობიარეს საშოს მიეკვრება და მტელი ხმით, თითქოს ტელეფონში ჩასძახისო, კითხულობს: “ამ ქვეყანას გინდა მოევლონო თუ არა? კარგად მოიფიქრე და ისე მიპასუხე!” ცოლთან მუხლებზე დაჩოქილმა ბაგმაც რამდენჯერმე გაიმეორა ეს კითხვა, შემდეგ ადგა, მაგიდაზე დადგმული ფინჯანი მოიყუდა და პირი დეზინფიცირებული ხსნარით გამოირეცხა. მაშინ ჩვილი დამოცხვებული, ძლივს გასაგონი ხმით გამოეპასუხა დედის საშოდან:
– არ მინდა დაბადება. ჯერ ერთი, მაშინებს მამის მემკვიდრეობა, თუნდაც მისი ფსიქოპათია. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ კაპები არ უნდა მრავლდებოდნენ.
ასეთი პასუხი რომ მოისმინა, ბაგმა დაბნეულმა მოიფხანა კეფა. ამასობაში იქ მყოფმა ბებიაქალმა სასწრაფოდ შეჰყო მისი ცოლის საშვილოსნოში შუშის მსხვილი მილი და რაღაც სითხე ჩაასხა. ცოლმა შვებით ამოისუნთქა. იმავე წამს მისი დიდი მუცელი იმ საჰაერო ბუშტივით დაიფუყა, რომლიდანაც წყალბადი გამოუშვეს.
თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვილი კაპები, რომელთაც დედის საშოდანვე შეუძლიათ მსგავსი პასუხების გაცემა, დაბადებისტანავე დამოუკიდებლად დადიან და ლაპარაკობენ. ჩაკმა მიამბო, ისეთი ჩვილიც გამოერია, რომელმაც ოცდაექვსი დღისამ ლექცია წაიკიტხა თემაზე: “არის თუ არა ღმერთი” თუმცა, დაუმატა ჩაკმა, ეს ჩვილი ორი თვის ასაკში მოკვდაო.
რაკი მშბიარობაზე ჩამოვარდა სიტყვა, არ შემიძლია არ გავიხსენო უზარმაზარი პლაკატი, ერთი ქუჩის კუთხეში რომ დავინახე ამ ქვეყანაში ჩემი ყოფნის მესამე თვის ბოლოს. პლაკატის ქვემო ნაწილში გამოსახული ზოგი კაპა საყვირს უბერავდა, ზოგი ხმალს იქნევდა. ზევითა ნაწილი კი მთლიანად აჭრელებული იყო ნიშნებით, კაპების ქვეყანაში მიღებული დამწერლობით – საათის ზამბარისებური იეროგლიფებით. პლაკატის ტექსტის თარგმანი დაახლოებით შემდეგს გადმგვცემს (ვერც აქ დავდებ თავს, უმნიშვნელო შეცდომა არ დამიშვია-მეთქი, მაგრამ უბის წიგნაკში სიტყვასიტყვით ვიწერდი, რასაც მიკითხავდა სტუდენტი რაპი, ერთ-ერთი კაპა, რომელიც ჩემთან ერთად დასეირნობდა):
გაერთიანდით სულელური მემკვიდრეობის წინააღმდეგ მებრძოლ მოხალისეთა რიგებში!!!
ჯანმრთელო ხვადებო და ძუებო!!!
ცუდი მემკვიდრეობის მოსასპობად
შეუღლდით ავადმყოფ ხვადებთან და ძუებთან!!!
რა თქმა უნდა, რაპს მაშინვე განვუცხადე, ასეთი რამ დაუშვებელია-მეთქი. რაპმა გადაიხარხარა. მას პლაკატის ახლოს მდგომი კაპებიც აჰყვნენ.
– დაუშვებელია? განა თქვენშიაც იგივე არ ხდება, რაც ჩვენთან? ეს თქვენი მონაყოლიდან ჩანს. როგორ ფიქრობთ, თქვენი ბატონიშვილები რატომ ჰყვარობენ მოახლეებს, ხოლო თქვენი ახალგაზრდა ქალბატონები შოფრებს რად ეარშიყებიან? რა თქმა უნდა, ინსტიქტურად ცდილობენ ცუდი მემკვიდრეობის თავიდან აცილებას. ახლა ავიღოთ თქვენი მოხალისენი, რომლებზედაც ამ დღეებში მიყვებოდით, – რაღაც რკინიგზის გამო რომ სპობენ ერთმანეთს. ჩემი აზრით, ჩვენი მოხალისენი მათთან შედარებით გაცილებით უფრო კეთილშობილნი არიან.
რაპმა ეს სრულიად სერიოზულად წარმოთქვა, თუმცა, თითქოს სიცილს იკავებსო, სქელი ღიპი ჯერ ისევ უთახთახებდა. მაგრამ მე სულაც არ მემხიარულებოდა. შევამჩნიე, ვიღაცა კაპამ ჩემი დაუდევრობით ისარგებლა და ავტომატური კალამი მომპარა. აღშფოთებისაგან თავგზააბნეულმა, მისი შეპყრობა ვცადე, მაგრამ კაპას სლიპი კანი აქვს და მისი დაჭერა არცთუ ადვილია. ხელიდან გამისხლტა და მთელი ძალ-ღონით მოკურცხლა. კოღსავით წვრილი ტანი წინ წაეხარა და ისე გარბოდა, თითქოს სადაცაა ქვაფენილს დაენარცხებაო.
5
რამპა ბაგზე არანაკლები პატივი მცა. მაგრამ ყველაზე მეტად მისგან იმით ვარ დავალებული, რომ ტოკი გამაცნო. ტოკი პოეტია. კაპების პოეტებს გრძლად აქვთ თმა მოშვებული და ამით ჩვენი პოეტებისაგან არ განსხვავდებიან. დროდადრო, როცა მოწყენილობა მეუფლებოდა, გასართობად ტოკთან მივდიოდი. ტოკს ყოველთვის ნახავდით თავის ვიწრო სენაკში. სენაკი სავსე იყო მაღალი მთის ყვავილების ქოთნებით. იჯდა ტოკი ამ ყვავილებში, წერდა ლექსებს, პაპიროსს აბოლებდა და საერთოდ თავისთვის ცხოვრობდა. სენაკის კუთხეში საკერავს უჯდა მისი ძუ (ტოკი თავისუფალი სიყვარულის მომხრე იყო და პრინციპის გამო არ დაქორწინდა). როცა მასთან შევდიოდი, ტოკი ყოველთვის ღიმილით მხვდებოდა (უნდა ითქვას, მომღიმარე კაპა არცთუ სასიამოვნო სანახავია, ყოველ შემთხვევაში, პირველ ხანებში მაინც მეშინოდა).
– შენი მოსვლა გამიხარდა, – მეუბნებოდა ის, – აი, ამ სკამზე ჩამოჯექი.
ტოკი ხშირად და ბევრს მიყვებოდა კაპების ცხოვრებასა და ხელოვნებაზე. მისი აზრით, ჩვეულებრივი კაპას ცხოვრებაზე უაზრო არაფერია. მშობლები და შვილები, ქმრები და ცოლები, ძმები და დები – ყველა ესენი ცხოვრების სიხარულს მხოლოდ იმაში ხედავდნენ, რომ ერთმანეთი დაუნდობლად სტანჯონ. და ტოკის თქმით, სრულიად უაზროა ოჯახური ურთიერთობის სისტემა. ერთხელ, როგორღაც, ტოკმა ფანჯარაში გაიხედა და ზიზღით წარმოთქვა:
– აი, დატკბი!.. რა იდიოტობაა!
ქუჩაში, ფანჯრის ქვემოთ ფეხებს ძლივს მიათრევდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაპა. კისერზე რამდენიმე ხვადი და ძუ ჩამოჰკიდებოდა, მათ შორის ორი ხანში შესული ალბათ დედ-მამა თუ იყო. ტოკისთვის მოულოდნელმა ამ ახალგაზრდა კაპას თავგანწირვამ აღმაფრთოვანა და მისი ქება დავიწყე.
– ოჰო, – თქვა ტოკმა, – გატყობ. ამ ქვეყანაშიც ღისეული მოქალაქე გახდი… მოიცა, შენ ხომ სოციალისტი ხარ?
მე, რა თქმა უნდა, qua-მეთქი, ვუპასუხე.
(ეს კაპების ენაზე “დიახ”-ს ნიშნავს).
– და შენ უყოყმანოდ გასწირავდი გენიოსს ასობით უბრალო მომაკვდავის გამო?
– შენი შეხედულებები როგორია, ტოკ? ვიღაც მეუბნებოდა, ანარქისტიაო.
– მე? მე ზეკაცი ვარ! – ამაყად წარმოთქვა ტოკმა (სიტყვასიტყვით რომ ვთქრგმნოთ – “ზეკაპა”).
ტოკს ხელოვნებაზედაც თავისი ორიგინალური აზრი აქვს. დარწმუნებულია, რომ ხელოვნება არავითარ გავლენას არ ექვემდებარება, რომ ის ხელოვნება არავითარ გავლენას არ ექვემდებარება, რომ ის ხელოვნებაა ხელოვნებისათვის, ისე რომ, მხატვარი ვალდებულია, პირველ რიგში იყოს ზეკაცი, სიკეთისა და ბოროტების საზღვარს რო გადააბიჯა. თუმცა ასეთი შეხედულიებისა მარტო ტოკი როდია. მას თითქმის ყველა მისი კლეგა პოეტი იზიარებს. ტოკი და მე რამდენჯერმე ვიყავით ზეკაცენის კლუბში. ამ კლუბში იკრიბებიან პოეტები, პროზაიკოსები, დრამატურგები, კრიტიკოსები, მხატვრები, კომპოზიტორები, მოქანდაკენი, ხელოვნების დილეტანტები და სხვები. ყველა ისინი ზეკაცები არიან. როცა უნდა მივსულიყავით, ყოველთვის ელექტრობით გაკაშკაშებულ ჰოლში ისხდნენ და გაცხოველებით ბაასობდნენ. დროდადრო სიამაყით უჩვენებდნენ ერთმანეთს თავის ზეკაცურ ნიჭსა და უნარს. ასე, მაგალითად, ერთ მოქანდაკეს ახალგაზრდა კაპა გამოეჭირა ეშმაკის გვიმრის უზარმაზარ ქოთნებს შია და ყველას თვალწინ გულმოდგინედ ეწეოდა სოდომის ცოდვას. ხოლო ძუ-მწერალმა, მაგიდაზე რომ შესკუპებულიყო, ზედიზედ სამოცი ბოთლი აბსენტი გამოცალა. მესამოცის დაცლის შემდეგ მაგიდიდან ჩამოვარდა და იქვე განუტევა სული.
ერთ მშვენიერ მთვარიან ღამეს მე და ტოკი ხელკავით ვბრუნდებოდით ზეკაცთა კლუბიდან. ტოკი უჩვეულოდ დუმდა და ნაღვლიანი იყო. როცა განათებულ პატარა ფანჯარას ჩავუარეთ, ტოკი უცებ შეჩერდა. ფანჯარაში მოჩანდა მაგიდის გარშემო შემომსხდარი ხნიერი ხვადი და ძუ, როგორც ჩანს, ცოლ-ქმარი, და მათი სამი ნაშიერი. ტოკმა ღრმად ამოიოხრა და თქვა:
– შენც იცი, სიყვარულზე ზეკაცური შეხედულების მომხრე ვარ, მაგრამ როცა ასეთ სურათს ვუცქერი, შურით ვისები.
– როგორ გგონია, შენს თავს ხომ არ ეწინააღმდეგები?
ტოკი ერთხანს ჩუმად იდგა მთვარის შუქში, მკერდზე ხელები გადაეჯვარედინებია და კაპების ხუტეულის მშვიდ ტრაპეზს უმზერდა. შემდეგ მიპასუხა:
– რა თქმა უნდა, ცოტაოდენ კი. რაც უნდა თქვა, აი, ის ერბო-კვერცხი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ყოველგვარი სიყვარული.
6
საქმე ის არის, რომ კაპების სიყვარული ძლიერ განსხვავდება ადამიანთა სიყვარულისაგან. ძუ დაინახავს თუ არა შესაფერ ხვადს, მაშინვე ცდილობს მის დაუფლებას. იმავე დროს, არანაირ საშუალებას არ ერიდება. ყველაზე პატიოსანი და გულწრფელი ძუები, ყოველგვარი ზედმეტი სიტყვის გარეშე, გადაეკიდებიან ხოლმე ხვადებს. საკუთარი თვალით ვნახე, ერთი ძუ გიჟივით მისდევდა გაქცეულ შეყვარებულს. ეს კიდევ არაფერი, გაქცეულს ახალგაზრდა ძუსთან ერთად ხშირად მისი მშობლები და ძმებიც მისდევდნენ… საწყალი ხვადები! ბედმა რომ გაუღიმოთ და მდევართაგან თავის დაღწევაც შეძლონ, ასეთი დევნის შემდეგ ორი-სამი თვე მაინც მოუწევთ ლოგინში წოლა.
ერთხელ შინ ვიჯექი და ტოკის ლექსთა კრებულს ვკითხულობდი. მოულოდნელად ოტახში სტუდენტი რაპი შემოიჭრა, იატაკზე დაეცა და ქოშინით წარმოთქვა:
– რა საშინელებაა! მაინც დამიჭირეს!
წიგნი გადავაგდე და კარი გასაღებით დავკეტე. ემდეგ საკლიტურში გავიხედე. კარის წინ დაბალი ძუ დატანტალებდა. სახე მთლიანად გოგირდით მოეთხუპნა. რაპი რამდენიმე კვირას იწვა ჩემს საწოლში. ამას ისიც დაემატა, რომ მისკარტი მთლად დაულპა და მოსძვრა.
სხვათა შორის, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ხვადი კისრის ტეხით მისდევს ძუს, მაგრამ ამ ემთხვევაშიც ყველაფერი მაინც ძუს მოწყობილია. ისე იქცევა, რომ ხვადს არ შეუძლია არ გაეკიდოს. ერთხელ დავინახე, ხვადი გაგიჟებილივით მისდევდა ძუს. ძუ თავგამოდებით გაურბოდა, მაგრამ დროდადრო ჩერდებოდა, უკან იყურებოდა, მდევარს აღიზიანებდა და ოთხზე დგებოდა, მხოლოდ როცა შეამჩნია, მეტი გაგრძელება აღარ შეიძლებაო, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ძალა გამოელია და სიამოვნებით დააჭერინა თავი. ხვადმა შეიპყრო და მასთან ერთად გაგორდა მიწაზე. როცა რამდნიმე ხნის შემდეგ ადგა, გასაცოდავებულ სახეზე მონანიება თუ გულგატეხილობა აღბეჭდვოდა. მაგრამ ის კიდევ იოლად გადარჩა. სხვა სცენის ნახვაც მომიწია. პატარა ხვადი ძუს მისდევდა. ძუ, როგორც მას სჩვევია, გაურბოდა და თან ხვადს აცდუნებდა. ამასობაში ჩიხიდან ხმამაღალი ქშენით უზარმაზარი ხვადი გამოვიდა. ძმამ ერთი შეხედა, უცებ მივარდა და გამყინავი ხმით შეჰყვირა: “მიშველეთ! მიშველეთ! ეს საზიზღარი მომდევს და ჩემი მოკვლა უნდა!” უზარმაზარ ხვადს დიდხანს არ უფიქრია, მაშინვე შეიპყრო პატარა და ქვაფენილს დაანარცხა. იმ საოცოდავმა აპკიანი თითები ჰაერში გაასავსავა და იქვე განუტევა სული. ხოლო ძუ? ის უკვე კისერზე ეკიდა უზარმაზარ ხვადს, ღOნივრად ჩასჭIდებოდა და მიმზიდველად ირიჭEბოდა.
ყველა ხვად კაპას, ვისაც კი ვიცნობდი, ძუ სდევნიდა; ძუები დაცოლშვილებულ ბაგსაც ოსვენებას არ აძლევდნენ. რტამდენჯერმე დაეწვნენ კიდეც. მხოლოდ ერთი ფილოსოფოსი, სახელად მაგი (ის ტოკის მეზობლად ცხოვრობდა) არც ერთხელ არ ჩავარდნიათ ხელში. ალბათ იმიტომ, რომ მასზე უფრო შეუხედავი გარეგნობის ხვადის ნახვა სეუძლებელი იყო. მეორეს მხრივ, მაგი, სხვა ხვადებისაგან განსხვავებით, იშვიათად გამოდიოდა ქუჩაში. ზოგჯერ შინ ვეწვეოდი ხოლმე და ვსაუბრობდით. მაგი ყოველთვის მაღალ მაგიდას უჯდა და რაღაც დიდტანიან წიგნებს კითხულობდა. სხვადასხვა ფერის შუშიანი ფარანი ანათებდა ოთახს. ერთხელ სიყვარულზე ჩამოვუგდე სიტყვა:
– ტქვენი მტავრობა რატომ არ მიიღებს მკაცრ ზომებს ხვადების მადევარ ძუთა წინააღმდეგ? – ვკითხე მე.
უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, – მიპასუხა მაგმა, რომ მთავრობის აპარატში ძალზე ცოტა ძუა.. ცნობილია, რომ ძუები ხვადებზე გაცილებით უფრო ეჭვიანები არიან. მთავრობის ორგანოებში ძუთა რიცხვი რომ გავზარდოთ. ხვადები ალბათ უფრო თავისუფლად ამოისუნტქებდნენ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ასეთი ზომები არავითარ შედეგს არ მოგვცემდა: რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ ძუ-ჩინოვნიკები კოლეგა-ხვადებსაც დაუწყებდნენ დევნას.
– მაშინ, როგორც ჩანს, ყველაზე უკეთესია, ისეთ ცხოვრებას მისდიონ, როგორსაც თქვენ მისდევთ, მა.
მაგი ადგა, ჩემი ორივე ხელი ჩაბღუჯა და აომიოხრა:
– თქვენ კაპა არა ხართ და ამას ვერ გაიგებთ. ზოგჯერ ძალზე მინდა, რომ ეს საშინელი ძუები დამდევდნენ.
7
პოეტი ტოკი და მე ხშირად ვესწრებოდით კონცერტებს. განსაკუთრებით მესამე კონცერტი დამამხსოვრდა. კაპების ქვეყნის საკონცერტო დარბაზი თითქმის არაფრით გასნხვავდება იაპონიის საკონცერტო დარბაზებისაგან. სავარძლების რიგები ისევეა ამაღლებული, როგორც ჩვენტან. სავარძლებში სმენადქცეული სამი-ოთხი ასეული ხვადი და ძუ გატრუნულა და ხელში აუცილებლად პროგრამა უკავიათ. მესამე კონცერტზე ჩემსა, ტოკისა და მისი ძუს გარდა ფილოსოფოსი მაგიც გახლდათ. პირველ რიგში დავიკავეთ ადგილი. ვიოლონჩელოზე სოლო შეასრულეს. შემდეგ სცენზე ავიდა არაჩვეულებრივად წვრილთაველბიანი კაპა, დაუდევრად აქნევდა ნოტებს. პროგრამაში ეწერა, რომ ეს ცნობილი კმპოზიტორი კრაბაკი გახლდათ. თუმც მე არა მჭირდებოდა პროგრამაში შეხედვა. ტოკის ზეკაცთა კლუბს კრაბაკიც ეკუთვნოდა და მას სახით ვიცნობდი.
“Lიედ Gრაბაცჰ” (ამ ქვეყანაში პროგრამებსაც კი ძირითადად გერმანულ ენაზე ბეჭდავდნენ).
კრაბაკმა მქუხარე ოვაციების პასუხად ოდნავ დახარა თავი, მერე მშვიდად გაემართა როიალისაკენ და ასევე დაუდევრად შეასრულა საკუთარი სიმღერა. ტოკის სიტყვით, კრაბაკისთანა გენიალური მუსიკოსი არცა ჰყოლია ამ ქვეყანას და არც ეყოლება. კრაბაკი ძალზე მაინტერესებდა – მისი მუსიკა და ლირიკული ლექსები მაქვს მხედველობაში – და ყურადღებით ვუსმენდი როიალის ბგერებს. ტოკი და მაგი ალბათ ჩემზე ძალიან იყვნენ მუსიკით აღტაცებულნი. მხოლოდ ერთი მშვენიერი (ასე მიაჩნიათ, ყოველ სემთხვევაში, კაპებს) ძუ მოუთმენლად ჭმუჭნიდა ხელში პროგრამას და დროდადრო ზიზღით ჰქოფდა ენას. მაგმა მიამბო, ათIოდე წლის წინ ეგ კრაბაკს დასდევდა, მისი გამოჭEრა ვერ შეძლო და ამის მერე გენიალური კომპოზიტორი შეიძულაო.
კრაბაკი დაკვრას განაგრძობდა, უფრო და უფრო გატაცებიღ, თითქოს როიალს ებრძვისო. უცებ დარბაზში მეხივით იჭექა:
– კონცერტს ვკრძალავ!
შევკრთი და შეშინებული შემოვბრუნდი. უეჭველია, ეს ხმა უკანასკნელ რიგში მდგომ დიდებულ და წარმოსადეგ პოლიციელს ეკუთვნოდა. სწორედ მაშინ, როცა შემვბრუნდი, მან მშვიდად, ისე, რომ ადგილიდან არც დაძრულა, ისევ იქუხა:
– კონცერტს ვკრძალავ!
ხოლო შემდეგ…
შემდეგ საშინელი ხმაური ატყდა. საზოგადოება აღრიალდა: “პოლიცია თვითნებობს!” “დაუკარ, კრბაკ! დაუკარ!” “იდიოტები!” “მამაძაღლები!” “გაეთღიეთ!” “არ დანებდე!”… სავარძლები ძირს ენარცხებოდა, პროგრამები ფრენდა. ვიღაცები სიტროს ცარიელ ბოთლებს, ქვებსა და კიტრის ნარჩენებს ისროდნენ… ძალზე შEვძრწუნდი და ტოკისაგან შევეცადე გამეგო, რა ხდებოდა, მაგრამ აღგზნებულ ტოკსაც თავგზა დაჰკარგოდა, სავარძელზე შემდგარიყო და დაუსრულებლად გაჰყვიროდა: “დაუკარ, კრაბაკ! დაუკარ!” იმ ლამაზ ძუსაც გაჰქრობოდა კრაბაკის სიძულვილი და ისე გასწიოდა: “პოლიციის თვითნებობაა!!!” – ტოკის ხმასაც ფარავდა. მაშინ მაგს მივმართე:
– რა მოხდა?
– ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდება. იცით, აზრი, რომელსაც გამოხატავს სურათი ან ლიტერატურული ნაწარმოები… – მაგი ლაპარაკობდა, როგორც ყოველთვის, ხმადაბლა და მშვიდად, მხოლოდ ოდნავ ჩაერგო თავი მხრებში, რომ ახლოს გასროლილი საგნები აეცდინა, – აზრი, რომელსაც გამოხატავს, ვთქვათ, სურათი ან ლიტერატურული ნაწარმოები, ჩვეულებრივად ერთი შეხედვითვე ყველასათვის გასაგებია, ამიტომ წიგნების გამქვეყნებას და გამოფენას ჩვენს სახელმწიფოში არ კრძალავენ. სამაგიეროდ ჩვენთან შეიძლება აიკრძალოს მუსიკალური ნაწარმოების შესრლება. როგორი მავნეც უნდა იყოს ზნე-ჩვეულებისათვის, მუსიკალური ნაწარმოებისა კაპებს სულ ერთია არა გაეგებათ რა, მათ ხომ მუსიკალური სმენა არა აქვთ.
– მაშასადამე, ამ პოლიციელს მუსიკალური სმენა აქვს?
– ოო… მეეჭვება. უფრო სავარაუდოა, რომ ამ მუსიკამ მას მოაგონა, როგორ უცემს გული, როცა ცოლთან წვება ლოგინში.
ამასობაში აურზაური უფრო გამძაფრდა. კრაბაკი ძველებურად როიალს უჯდა და მედიდურად დაგვყურებდა, თუმცა ეს მედიდურობა ძლიერ უშლიდა ხელს ზოგჯერ მისთვის დამიზნებული ჭურვები აეცდინა, ეს კია, მაინც შეძლო დიდი მუსიკოსის ღIრსება სეენარჩუნებინა. მხოლოდ წვრილი თვალები უბრწყინავდა გააფთრებით. მე კი… მე რა თქმა უნდა, ყოველნაირად ვცდილობდი საშშროება ამეცდინა და ტოკის ზურგს ვეფარებოდი. თან ცნობისმოყვარეობა მძლევდა და მაგს ვეკითხებოდი:
– ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ასეთი ცენზურა ბარბაროსობაა?
– სრულიადაც არა, პირიქით, ჩვენი ცენზურა გაცილებით უფრო პროგრესულია, ვიდრე რომელიმე სხვა სახელმწიფოს ცენზურა. აიღეთ თუნდაც იაპონია. სულ ერთი თვის წინ იქ… მაგრამ სწორედ იმ წამს მაგს ზედ კოსროში მოხვდა ცარიელი ბოთლი, “გუცკ” (ეს, უბრალოდ, შორისდებულია) წამოიყვირა და გონებადაკარგული დაეცა.
8
რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მე მომწონდა შუშის ფორმის დირექტორი გერი. იგი კაპიტალისტთა კაპიტალისტია. რა ტქმა უნდა, ეჭვი მეპარება, რომ არც ერთ კაპას ამ ქვეყანაში არა აქვს გერისთანა დიდი ღიპი. მიუხედავად ამისა, როცა ის ღრმა, რბილ სავარძელში ზის ლოკოკინას მსგავსი ცოლისა და ჩაკიტრებული შვილების გვერდით, მაშინ ნამდვილი სრული ბედნიერების განსახიერებაა. ზოგჯერ მოსამართლე ბეპისა დაექიმი ჩაკის თანხლებით გერის ბინაში ბანკეტებს ვესწრებოდი. გერის სარეკომენდაციო ბარათით ვათვალიერებდი აგრეთვე სხვადასხვა საწარმოებს, თვით გერის ან მისი მეგობრების ნაცნობებეს რომ ეკუთვნოდა. ამ სხვადასხვა საწარმოთა შორის განსაკუთრებით წიგნის გამომცემლობის კომპანიის ინჟინერ კაპასთან ერთად აღმოვჩნდი ფაბრიკაში და ჰიდროელექტროენერგიით მომუშავე გიგანტური მანქანები ვნახე, კვლავ განმაცვიფრა და აღმაფრთოვანა ამ ქვეყნის მაღალმა ტექნიკურმა დონემ. როგორც გამოირკვა, ფაბრიკა შვიდ მილიონამდე წიგნს ბეჭდავდა წელიწადში, მაგრამ მე წიგნების რაოდენობამ როდი გამაოცა. გამაოცა იმან, რომ წიგნის გამოშვება შრომის უმცირეს დანახარჯსაც კი არ თხოულობს. წიგნის შესაქმნელად ამ ქვეყანაში თურმე საჭიროა მხოლოდ ქაღალდი, მელანი და რაღაც ნაცრისფერი ფხვნილი ჩადოთ მანქანაში საგანგებო ძაბრისებური მიმღებით. ხუთი წუთიც არ გაივლის და მანქანიდაბ უსასრულო ნაკადად გამოვა მზამზარეული წიგნები განსხვავებული ფორმატისა – ერთი მერვედი, ერთი მეთორმეტედი, ერთი მეოთხედი ნაბეჭდი თაბახისა. წიგნების ნაკადს რომ ვუცქერდი, ინჟინერს ვკითხე, რას წარმადგენს ნაცრისფერი ფხვნილი, ძაბრისებურ მიმღებს რომ მიეწოდება-მეთქი. ინჟინერი გაუნძრევლად იდგა შავად მბზინავ მექანიზმებთან და უგულისყუროდა მიპასუხა:
– ნაცრისებური ფხვნილი? ეს ვირის ტვინია. მას აშრობენ, შემდეგ ფხვნიან და სულ ეს არის, ახლა ტონა ორი-სამი სენი ღირს.
ასეთი ტექნიკური სასწაული, რა თქმა უნდა, მარტო წიგნის გამომცემელ კომპანიებში არ გვხვდება. დაახლოებით ასეთივე ხერხებით სარგებლობენ სურათებისა და მუსიკის მწარმოებელი კომპანიები. გერი ამბობდა, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვიურად შვიდასიდან რვაასამდე ახალ მექანიზმს იგონებენ და მასობრივ წარმოებაში მუსახელის ჩარევა უკვე საჭირო აღარააო. ამის შედეგად მთელ საწარმოებში ყოველთვიურად ანთავისუფლებენ ორმოც-ორმოცდაათ ათასამდე მუშას. აქვე უნდა ითქვას, რომ გაზეთებს ყოველ დილით გულდასმით ვათვალიერებდი და არც ერთხელ არ სემხვედრია სიტყვა “უმუშევრობა”. ეს გარემოება გამოკვირდა და ერთხელ, როდესაც გერმა ბეპი, ჩაკი და მე მიგვიწვია მორიგ ბანკეტზე, ამის ახსნა ვთხოვე.
– სამუშაოდან დათხოვნილებს ჩვენში ჭამენ – გულგრილად მიპასუხა გერმა და თან სადილის შემდგომ სიგარა გააბოლა.
ვერ გავიგე, რა ჰქონდა მხედველობაში. მაშინ ჩაკმა, ნისკარტზე ყოველთვის პენსნე რომ ჰქონდა დაკოსებული, გადაწყვიტა ცემთვის განემარტა:
– ყველა ამ დათხოვნილ მუშას ხოცავენ, მათ ხორცს კი საკვებად იყენებენ. აი, დახეთ გაზეთს! ამ თვეში დაითხოვეს სამოცდაორი ათას შვიდას სამოცდაცხრა მუსა და ზუსტად ამის შესაბამისად ხორცის ფასმაც დაიკლო.
– განა ისინი მორცIლად ეგებებიან სიკვდილს?
– მეტი რა გზა აქვთ? სწორედ ამას უთვალისწინებს მუშების დაკვლის კანონი.
უკანასკნელი სიტყვები ბეპს ეკუთვნოდა, სახეჩამომტირალი რომ იჯდა ატმის ქოთნის უკან. სრულიად ამებნა თავგზა. მაგრამ არც ბატონ გერს, არც ბეპს არც ჩაკს ეს არაბუნებრივად სულაც არ მიაჩნიათ. პაუზის შემდეგ ჩაკმა ღიმილით, დამცინავად რომ მომეჩვენა, კვლავ განაგრძო:
– ამ გზით სახელმწიფო ამცირებს თვითმკვლელობათა და შიმშილისაგან დახოცილთა რაოდენობას. გარდა ამისა, ისინი სულაც არ იტანჯებიან – მცირეოდენ მომწამვლელ გაზს შეასუნთქებენ მხოლოდ.
– მაგრამ მათი ხორცის ჭამა მაინც…
– ოჰ, გეყოფათ, გეთაყვა. ახლა ფილოსოფოსი მაგი რომ გისმენდეთ სიცილით გაიფხრიწებოდა. მაპატიეთ, მაგრამ განა თქვენს ქვეყანაში პლებეები საკუთარ ქალიშვილებს საროსკიპოებში არ ჰყიდიან? უცნაური გულჩვილობაა იმის გამო აღშფოთდე, მუშების ხორცს საკვებად რად იყენებენო.
გერი ჩვენს საუბარს უსმენდა, მერე გვერდით, პატარა მაგიდიდან ბუტერბროდებიანი თეფში მომიცურა და წყნარად წარმოთქვა:
– სხვანაირად როგორ შეიძლება? იქნებ გასინჯოთ? ესეც ხომ მუშების ხორცია…
მთლად დავიბენი. ცუდად გავხდი. გერის სასტუმრო ოთახიდან გამოვვარდი. მესმოდა ბეპისა და ჩაკის ხარხარი. ქარიშხლიანი ღამე იდგა. ცაზე არც ერთი ვარსკვლავი არ კიაფობდა. შინ ვბრუნდებოდი და განუწყვეტლივ მაღებინებდა. ჩემი ნარწყევი თეთრად ჩანდა საზარელ ღამის წყვდიადში.
9
შუშის ფირმის დირექტორი გერი, უეჭველია, მაინც ყველაზე სიმპათიური კაპა იყო. გერთან ერთად ხშირად წავსულვარ კლუბში, რომლის წევრადაც ის ითვლებოდა. აქ დროს გატარება სასიამოვნო იყო. დიახ, ეს კლუბი გაცილებით მყუდრო იყო ზეკაცთა კლუბზე, სადაც ტოკი დაიარებოდა. გარდა ამისა, გერთან საუბარი – მართალია, არც ისე ღრმა შინაარსიანი, როგორც ფილოსოფოს მაგთან – სრულიად ახალ, უსასრულოდ დიდ სამყაროს მიშლიდა წინ. გერი სიამოვნებით და კმაყოფილებით ლაპარაკობდა სხვადასხვა თემაზე და ბაჯაღლო ოროს კოვზით ყავის ფინჯანს ურევდა.
ერთხელ, რმელიღაც ნისლიან საღამოს, ზამთრის გარდების ლარნაკებს შუა ვიჯექი და გერს ვუსმენდი. მახსოვს, უახლესი სტილით გაწყობილ და მოპირკეთებულ ოთახში ვსაუბრობდით. ოთახის თეთრ კედლებს, ჭერსა და ავეჯს წვრილი ოქროს ხაზები კვეთდა. გერი ჩვეულებრივზე უფრო თვითკმაყოფილი იღIმებოდა და “კუორაკსის” პარტიის მინისტრთა კაბინეტზე მიყვებოდა. ეს პარტია ახლახან ცასდგომოდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობას სათავეში. სიტყვა “კუორაკსი” შორისდებულია, რომელსაც არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს და თუ არა “ოჰო”-თი, სხვანაირად არც იტარგმნება. თუმცა, როგორც უნდა იყოს, პარტიის ლოზუნგია: “ყველა კაპის ინტერესებისათვის”.
– “კუორაკსის” პარტიას მართავს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე როპე. ბისმარკმა ოდესღაც თქვა, პატიოსნება საუკეთესო დიპლომატიააო. ხოლო როპემ პატიოსნება საშინაო პოლიტიკის პრინციპად გამოაცხადა…
– მაგრამ როპეს გამოსვლები ხომ…
– ნუ მაწყვეტინებთ, ჯერ მომისმინეთ. დიახ, უველა მისი გამოსვლა მთლიანად სიცრუეა, მაგრამ ვინაიდან ყველამ იცის, რომ მისი გამოსვლები სუცრუეა, მაშინ საბოლოო ჯამში ეს იგივეა, თითქოსდა სრული სიმართლე ელაპარაკოს. მხოლოდ ისეთ წინასწარ წინააღმდეგ განწყობილ არსებებს, როგორიც თქვენ, ადამიანები ხართ, შეუძლიათ მას მატყუარა უწოდონ.ჩვენ, კაპები, ასე სულაც არ… თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ჩვენ როპეზე ვსაუბრობთ. მაშ ასე, როპე მართავს “კუორაკსის” პარტიას. მაგრამ როპესაც ჰყავს უფროსი. ეს კუიკუია, გაზეთ “პუ-ფუს” (“პუ-ფუც” შორისდებულია, რომელიც შეიძლება “აჰ”-ად ითქრგმნოს) პატრონი, მაგრამ ტავის მხრივ, კუიკუსაც ჰყავს უფროსი და ეს უფროსი ის მავანი ბატონი გერია, ახლა თქვენ წინ რომ ზის.
– მაგრამ, მაპატიეთ, შეიძლება სწორედ ვერ გავიგე… გაზეთი “პუ-ფუ” ხომ, რამდენადაც ჩემთVის ცნობილია, მუშების ინტერესებს იცავს და თუ გაზეთის პატრონი, როგორც ამტკიცებთ, თქვენ გემორჩილებათ…
– რაც შეეხება გაზეთ “პუ-ფუს” თანამშრომლებს, ისინი ნამდვილად მუშების ინტერესებს იცავენ. მაგრამ კუიკუის გარდა განკარგულებას მათ არავინ აძლევს. კუიკუის კი ნაბიჯის გადადგმა არ სეუძლია თქვენი მონა-მორჩილი მსახურ გერის დაუხმარებლად.
გერი ძველებურად იღIმებოდა და ოქროს კოვზს ათამაშებდა. ვუყურებდი მას და მის მიმართ იმდენ სიძულვილს არ ვგრძნობდი, რამდენადაც თანავუგრძნობდი “პუ-ფუს” უბედურ თანამშრომლებს. ეტყობა, გერი ფირქბეს მიმიხვდა, უზარმაზარი ღიპი ამობურცა და დააყოლა:
– არა, ჩემო ბატონო, “პუ-ფუს” ყველა თანამშრომელი როდის იცავს მუშათა ინტერესებს. თითოეული კაპა ხომ პირველ რიგში თავის საკუთარ ინტერესებს იცავს, ასე ვართ ჩვენ მოწყობილნი. გარდა ამისა, მდგომარეობა კიდევ ერთი გარემოებით რთულდება. საქმე ის არის, რომ არც მე შემიძლია თავისუფლად ვიმოქმედო. თქვენი აზრით, ვინ მმართავს მე? ჩემი მეუღლე, მშვენიერი ქალბატონი გერი.
გერმა გადაიხარხარა.
– ქალბატონ გერის ბრძანებათა აღსრულება დიდი ბედნიერებაა, – ტავაზიანად ვუპასუხე.
– ყოველ სემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ. მაგრამ ყველაფერ ამაზე გულახდილი საუბარი შემიძლია მხოლოდ თქვენთან, რამდენადაც ტქვენ კაპა არა ხართ.
– მაშ, საბოლოო ჯამში ქალბატონი გერი მართავს “კუორაკსის” კაბინეტს?
– ჰმ… მართალი გითხრათ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ასე ითქვას… თუმცა ამ შვიდიოდე წლის წინათ დიახაც ძუს გამო ვომობდით.
– ომობდით? მაშასადამე, თქვენთანაცაა ომები?
– რა თქმა უნდა, და კიდევ რამდენჯერ ვიომებთ! ხომ იცით, ვიდრე მეზობელი სახელმწიფოები არსებობენ…
პირველად მაშინ გავიგე, რომ კაპების ქვეყანა ამ სამყაროში ერთადერთი თავისებური სახელმწიფო არაა. გერმა თქვა, უძველესი ხანიდან კაპების პოტენციურ მტრად წავები ითვლებიანო, წვების შეიარაღება და აღწურვილობა არაფრით ჩამოუვარდება კაპების შეიარაღებასა და აღჭურვილობასო. კაპებისა და წავებს შორის ომებზე საუბარმა დიდი ცნობისწადილი აღმიძრა. ის ამბავი, რომ წავების სახით კაპებს ძლიერი მოწინაღმდეგე ჰყავთ, ჭეშმარიტად უცნობია “სუიკუკორიაკუს” ავტორისათვის და, მით უმეტეს უცნობია “იამასიმას ხალხური ლეგენდების კრებულის ავტორ კუნიო იანაგიდასთვის.
– თავისთავად იგულისხმება, – განაგრძობდა გერი, – რომ ომის წინ ორივე მხარე განუწყვეტლივ ზვერავდა ერთმანეთს. ჩვენ ხომ პანიკურად გვეშინოდა წავებისა, ზუსტად ისევე, როგორც წავებს ეშინიათ ჩვენი. და აი, ამ დროს ვიღაც ჩვენს სახელმწიფოში მცხოვრები წავი ეწვია ერთ კაპა ცოლ-ქმარს, როცა ამ ოჯახის ძუს განზრახული ჰქონდა ქმარი მოეკლა. ის კაცი დიდი გარყვნილი ვინმე იყო და გარდა ამისა, საკუთარი სიცოცხლე დაზღვეული ჰქონდა, რამაც ალბათ არანაკლებ აცდუნა ძუ.
– თქვენ იცნობდით მათ?
– დიახ… თუმცა არა, მე ვიცნობდი მხოლოდ ხვადს, ქმარს. ჩემს მეუღლეს იგი მტარვალად მიაჩნია, მაგრამ, ჩემი აზრით, იმდენად მტარვალი არაა, რამდენადაც ის უბედური ჭკუაზე შეშალა სექსზე ფიქრმა, სულ ეჩვენებოდა, ძუები მომსდევენო… ჰოდა, აი, ცოლმა კაკაოში კალიუმციანი ჩაუყარა. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ საწამლავიანი ფინჯანი სტუმარ წავს დაუდგეს. მან დალია და, რა თქმა უნდა, მოკვდა. და აი, მაშინ…
– ომი დაიწყო?
– დიახ. საუბედუროდ, ის წავი ორდენოსანი გახდათ.
– ვინ გაიმარჯვა?
– რა თქმა უნდა, ჩვენ. ამ გამარჯვებას მამაცურად შესწირა თავი სამას სამოცდაცხრა ათას ხუთასმა კაპამ! მაგრამ ეს დანაკარგი მოწინააღმდეგის დანაკარგზე შედარებით უმნიშვნელოა. წავის ბეწვეულის გარდა ჩვენში სხვა ბეწვეულს ვერც ნახავ. მე თვითონ ომის დროს შუშის ნაწარმის გარდა ფრონტს ქვანახშირის წიდასაც ვუგზავნიდი.
– რისთვის სჭირდება ფრონტს ქვანახშირის წიდა?!
– ეს ხომ საკვებია. ჩვენ, კაპებს, თუკი კუჭმა შეგვაწუხა, ყველაფრით შეგვიძლია გამოკვება.
– იცით რა… ნუ გეწყინებათ, გეთაყვა, მაგრამ ბრძოლის ველზე მყოფი კაპებისათვის… ჩვენთან, იაპონიაში ასეთი მოღვაწეობისთვის სამარცხვინო ბოძზე გააკრავდნენ.
– ეჭვი ნუ შეგეპარებათ, ჩვენთანაც გააკრავდნენ სამარცხვინო ბოძზე, მაგრამ ვინაიდან მე თვითონ ვაღიარებ ამას, სხვა ვეღარ შემარცხვენს. იცით, რას ამბობს ფილოსოფოსი მაგი? “შენ მიერ ჩადენილი ბოროტება თუ აღიარე, ბოროტება თავისთავად გაქრება”… ამასთან ისიც მიიღეთ მხედველობაში, რომ მარტო მოგების სურვილი კი არ მამოძრავებდა, არამედ პატრიოტიზმის კეთილშობილური გრძნობაც!
იმწუთს კლუბის ლაქია მოგვიახლოვდა, გერს თავი დაკრა და, თითქოს სცენაზეა, ისე მიმართა:
– თქვენს მეზობელ სახლში ხანძარია!
– ხაა… ხანძარი!
გერი შეშინებული წამოხტა. რა თქმა უნდა, მეც ავდექი. ლაქიამ ცივად დაუმატა:
– მაგრამ ხანძარი უკვე ჩააქრეს.
გერმა ისეთი გამომეტყველებით გააცილა ლაქია, თითქოს თან ტირის და ტან იცინისო. და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შუშის ქარხნის დირექტრი დიდი ხანია მეზიზღებოდა. ჩემ წინ ყველაზე დიდი კაპიტალისტი კი არა, ჩვეულებრივი რიგითი პაკა იდგა. ლარნაკიდან ზამთრის ვარდების თაიგული ამოვიღე, გერს გავუწოდე და ვუთხარი:
– ხანძარი ჩაუქრიათ, მაგრამ თქვენი მეუღლე ალბათ ძალზე აღელვებულია. ინებეთ ეს ყვავილები და შინისაკენ გასწიეთ.
– გმადლობთ…
გერმა ხელი ჩამომართვა. შემდეგ კმაყოფილებით ჩაიქირქილა და ჩურჩულით წარმოთქვა:
– ეს მეზობელი სახლიც მე მეკუთვნის. ახლა დაზღვევის პრემიას მივიღებ.
დღესაც მახსოვს მისი ქირქილი… არ შემეძლო გერი ამ წუთს არ მძულებოდა.
10
– დღეს რა მოგივიდა? – ვკითხე სტუდენტ რაპს, – ასე რამ დაგაღონა?
ხანძრის მეორე დღეს ჩემს სასტუმრო ოთახში ვისხედით. სიგარეტს ვაბოლებდი, რაპს კი შეწუხებული სახე ჰქონდა. ფეხი ფეხზე გადაედო და ისე ტავჩაქინდრული ჩაშტერებოდა იატაკს, დამპალი ნიკატი არც კი უჩანდა.
– მაინც რა მოგივიდა, რაპ?
როგორც იყო, თავი ასწია.
– ისეთი არაფერი, – დუდღუნა ხმით ნაღვლიანად გამომეპასუხა, – დღეს ფანჯარასთან ვიდექი და სხვათა შორის, ჩემთვის ჩავილაპარაკე, ოჰო, აი, უკვე ცვარიანა-ბუზიჭერიებიც აყვავდა-მეთქი… და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი და უცებ გააფრთდა და მომვარდა: “შენ რა, მე ბუზიჭერია გგონივარ?” ჰოდა, შარი ამიტეხა. დედაჩემიც მაშინვე აჰყვა. ის ყოველთვის ჩემს დას ემხრობა ხოლმე.
– კი, მაგრამ აყვავებულ ბუზიჭერიას რა კავშირი აქვს შენს დასთან?
– ალბათ იფიქრა, მე გადამიკრაო, რაკი ნიადაგ ხვადებს დასდევს. ამ ალიაქოთში დეიდაჩემიც ჩაერია – მას და დედას ყოველთვის უთანხმოება აქვთ, საშინელი აურზაური ატყდა. ჩვენი აყალმაყალი მუდამ მთვრალმა მამაჩემმაც გაიგო და ყველას განურჩევლად ცემა-ტყეპა დაგვიწყო. ბოლოს ჩემმა უმცროსმა ძმამ ამ ალიაქოთით ისარგებლა, დედაჩემს ფულით სავსე ქისა მოპარა და მოცოცხა… არ ვიცი, კინოში თუ სადღაც სხვაგან. ხოლო მე… მე უკვე…
რაპმა ხელები აიფარა სახეზე და უხმოდ აქვითინდა. რა თქმა უნდა, შემეცოდა, რა თქმა უნდა, ისიც მაშინვე გამახსენდა, როგორ ეზიზღებოდა ოჯახურ ურთიერთობათა სისტემა პოეტ ტოკს. რაპს მხარზე დავკარი ხელი და, როგორც შემეძლო ისე ვანუგეშე.
– ეს ყველა ოჯახში ხდება, – ვუთხარი, – ასე არ უნდა აიშალო ნერვები.
– ნისკარტი, ნისკარტი მაინც მქონდეს მთელი…
– აბა, მაგას ვერაფრით გაამართლებ. მომისმინე, ტოკთან ხომ არ გაგვევლო, ჰა?
– ბატონ ტოკს ვეზიზღებოდი. მე ხომ არ შემიძლია მასავით სამუდამოდ მივატოვო ოჯახი.
– მაშინ კრაბაკს ვეწვიოთ.
იმ კონცერტის მერე, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, კრაბაკს დავუმეგობრდი და შემეძლო რაპიც წამეყვანა დიდი მუსიკოსის სახლში. კრაბაკი უფრო ფუფუნებით ცხოვრობდა, ვიდრე თუნდაც ტოკი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც კაპიტალისტი გერი. მისი ოთახი წითელი თიხის ქანდაკებებით, სპარსული კერამიკით და ყოველნაირი სუვენირებით იყო გამოტენილი. იქ თურქულ დივანზე იდგა. თვითონ კრაბაკი ჩვეულებრივად თურქულ დივანზე იჯდა საკუთარი სურათის ქვეშ და შვილებს ეთამაშებოდა. როცა მივედით, რატომღაც მარტო იყო. შუბლშეკრული იჯდა და მკერდზე ხელები გადაეჯვარედინებინა. პოეტ ტოკთან ერთად რაპი ალბათ ხშირად ხვდებოდა კრაბაკს. მაგრამ ახლა, როგორც კი დაინახა, კრაბაკი ცუდ გუნებაზეაო, მაშინვე შეშინდა, გაუბედავად დაუკრა თავი და ჩუმად მიჯდა კუთხეში.
– რა მოხდა, კრაბაკ? – ვკითხე მისალმებისთანავე.
– კიდევ მეკითხები? – გამომეპასუხა დიდი მუსიკოსი, – როგორ მოგწონს ეს კრეტინი კრიტიკოსი? გამოაცხადა, თითქოს ჩემი ლირიკა არაფრად არ ვარგა ტოკის ლირიკასთან შედარებით.
– მაგრამ შენ ხომ მუსიკოსი ხარ…
– დამაცა, ამის მოთმენა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ეს არამზადა იმასაც ამტკიცებს, რომ როკთან შედარებით არარაობა ვარ და მუსიკოსი არც შეიძლება მიწოდონ!
როკი ის მუსიკოსია, რომელსაც მუდამ ადარებენ კრაბაკს. სამწუხაროდ, ის ზეკაცთა კლუბს არ ეკუთვნოდა და მასთან არასოდეს მისაუბრია. მაგრამ გაზეთებში გამოქვეყნებული ფოტოსურათებიდან კარგად ვიცოდი მისი სიფათი, მისი დამახასიათებლად აპრეხილი ნისკარტი.
– როკიც, რა თქმა უდა, გენიოსია, – ვთქვი მე, – მაგრამ მის ნაწარმოებებს აკლია თანამედროვე ვნება, რაც შენი მუსიკიდან ჭარბად იღვრება.
– ნამდვილად ასე ფიქრობ?
– ჰო, სწორედ მასე ვფიქრობ.
კრაბაკი უცებ წამოხტა, ერთ-ერთ ტანაგრულ ქანდაკს ხელი დასტაცა და იატაკზე დაანარცხა. შეშინებულმა პარმა შეშინებულმა რაომა შეჰკივლა და გაქცევა დააპირა, მაგრამ კრაბაკმა მბრძანებლურად გვანიშნა, დამშვიდდითო, და შემდეგ ცივად დაუმატა:
– ასე იმიტომ ფიქრობ, რომ, როგორც ყველა მომაკვდავს, სმენა არ გაგაჩნია, მე კი როკისა მეშინია.
– შენ? თუ შეიძლება თავმდაბლობას მოეშვი!
– მე და თავმდაბალი? რატომ უნდა ვიყო თავმდაბალი? მე თქვენთან უფრო დავმდაბლურად არ მომაქვს თავი, ვიდრე კრიტიკოსებთან. მე, კრაბი, გენიოსი ვარ. ამ გაგებით, როკისა არ მეშინია.
– მაშ, რიღასი გეშინია?
– რაღაც გაურკვეველის… შეიძლება იმ ვარსკვლავისა, რომელზეც როკი დაიბადა.
– რაღაც არ მესმის შენი.
– ვეცდები სხვანაირად აგიხსნა, გასაგები რომ იყოს: როკი ჩემს გავლენას არ განიცდის. მე კი ჩემდა შეუმჩნევლად როკის გავლენას განვიცდი.
– შენი აღქმა…
– გეყოფა ერთი, გეთაყვა! რა შუაშია აქ აღქმა? როკი მუშაობს მშვიდად და დარწმუნებით. ის მხოლოდ იმას აკეთებს, რისი დაძლევაც შეუძლია. ეს კი ასეთი არა ვარ. ყოველთვის გაღიზიანებული და დაბნეული ვარ. შეიძლება როკი ფიქრობს, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯიც არ გვაშორებს ერთმანეთს. მე კი მგონია, ჩვენ ათობით მილი გვყოფს.
– კი მაგრამ, მაესტრო, თქვენი “გმირული სიმფონია”!.. – მორიდებულად ჩაილაპარაკა რაპმა.
– გაჩუმდი! – კრაბაკს ისედაც წვრილი თვალები უფრო დაუწვრილდა და ზიზღით გადახედა სტუდენტებს, – შენ რა გესმის? შენ და შენს მსგავსებს! მე როკს უკეთ ვიცნობ ვიდრე ყველა ის ძაღლი, ფეხებს რომ ულოკავენ.
– კარგი, კარგი. დამშვიდდი.
– დამშვიდება რომ შემეძლოს… მე ხომ მხოლოდ ამაზე ვიცნებობ… ვიღაცა უჩინარმა დაცინვა მომინდომა და ჩემს გზაზე როკი წამოიჭიმა. ფილოსოფოს მაგს ეს კარგად ესმის, დიახ-დიახ, ესმის, თუმცა თავისი შვიდფერა ფარნის ქვეშ დაძენძილ ფოლიანტებს ფურცლავს მხოლოდ…
– ეს რას ნიშნავს?
– აბა მისი უკანასკნელი წიგნი “იდიოტის სიტყვა” წაიკითხე.
კრაბაკმა წიგნი მომაწოდა, უფრო სწორედ, გადმომიგდო. შემდეგ კვლავ გადაიჯვარედინა მკერდზე ხელები და უხეშად გვითხრა:
– მშვიდობით.
მე და საბოლოოდ დაძმარებული რაპი კვლავ ქუჩაში აღმოვჩნდით. როგორც ყოველთვის, ქუჩა ახლაც ხალხით იყო სავსე. წიფლის ხეივნის ჩრდილში ათასნაირი დუქანი და მაღაზია ჩამწკრივებულიყო. რამდენიმე ხანს ჩუმად მივდიოდით. მოულოდნელად გრძელთმიანი პოეტი ტოკი შემოგხვდა. დაგვინახა თუ არა, გაჩერდა, მუცლის ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და შუბლზე ოფლის მოწმენდა დაიწყო.
– დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, – თქვა მან, – ახლა კრაბაკთან მივდივარ, რა ხანია არც მასთან შემივლია…
არ მინდოდა ხელოვნების ამ ორ მოღვაწეს ჩხუბი მოსვლოდა და გადაკვრით ვაგრძნობინე ტოკს, კრაბაკი თავს რაღაც კარგად ვერა გრძნობს-მეთქი.
– მაშ ასეა? – თქვა ტოკმა, – რა ვქნა, ვიზიტს გადავდებ. თუმცა კრაბაკი ხომ ნევრასთენიკია… სიტყვამ მოიტანა და მეც ბოლო დროს უძილობა დამჩემდა.
– იქნებ ჩვენთან ერთად გამოგესეირნა?
– არა, სჯობია არა… უჰ!
ტოკი აცახცახებული ჩაეჭიდა ჩემს ხელს. თავიდან ფეხებამდე ცივმა ოფლმა დაასხა.
– რა დაგემართა?
– მომეჩვენა, თითქოს იმ მანქანის ფანჯრიდან მწვანე მაიმუნმა გაოჰყო თავი.
შევშფოთდი და ტოკს ვურჩიე, ყოველ შემთხვევაში ექიმ ჩაკს ეჩვენე-მეთქი. დაჟინებით ვთხოვდი, მაგრამ მოსმენაც არ სურდა. უმიზეზოდ დაეჭვებულმა დაგვიწყო ცქერა და ბოლოს გამოგვიცხადა:
– ანარქისტი არასოდეს ვყოფილვარ. დაიხსომეთ ეს და არასოდეს დაივიწყოთ… ახლა კი მშვიდობით. მაპატიეთ, გეთაყვა, მაგრამ თქვენი ექიმი ჩაკი არ მჭირდება.
დაბნეულები ვიდექით, მიმავალ ტოკს მივჩერებოდით… თუმცა არა, ორივე კი არა, მარტო მე. სტუდენტი რაპი შუა ქუჩაში იდგა. მოხრილი ხელები მიწაზე დაებჯინა, განზე გაწეული ფეხებიდან თავი გამოეყო და ავტომობილებისა და გამვლელთა უწყვეტ ნაკადს ათვალიერებდა. ვიფიქრე, ესეც გაგიჟდა-მეთქი, და მისი წელში გამართვა დავაპირე.
– ეს რა ოინებია? რას აკეთებ?
რაპმა თვალები მოიწმინდა და ჩემდა მოულოდნელად მშვიდად მიპასუხა:
– დიდი არაფერი. უბრალოდ, ისე შემზიზღდა ყველაფერი, გადავწყვიტე ქვეყანა ამობრუნებული დამენახა. აღმოჩნდა, თურმე იგივეა.
11
აი, ზოგიერთი გამონათქვამი ფილოსოფოს მაგის წიგნიდან “იდიოტის სიტყვა”.
იდიოტი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან.
ჩვენი სიყვარული ბუნებისადმი, სხვათა შორის, იმითაც აიხსნება, რომ ბუნებას არც ვეზიზღებით და არც ვძულვართ.
ცხოვრების ყველაზე ბრძნული წესია, რომ გინდაც გეზიზღებოდეს შენი დროის ზნე-ჩვეულებანი, ერთხელაც არ გადაუხვიო ამ ზნე-ჩვეულებებს.
კერპების დამხობის წინაღმდეგ არავინ გამოდის. ამავე დროს არავინაა წინააღმდეგი იმისა, რომ თვითონვე გახდეს კერპი. მაგრამ კვარცხლბეკზე მშვიდად დგომა მხოლოდ ღმერთების განსაკუთრებული წყალობით დაჯილდოებულთ შეუძლიათ – იდიოტებს, ბოროტმოქმედებს, გმირებს (ეს ადგილი კრაბაკს ბრჭყალებით გაეხაზა).
ჩვენი ცხოვრებისათვის აუცილებელი ყველა იდეა ალბათ ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ უთქვამთ. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ცეცხლი ხელახლა მივუმატოთ.
ჩვენი თავისებურება ის არის, რომ მუდმივად შეგვიძლია საკუთარი შეგნების გადალახვა.
თუ ბედნიერება ტკივილის გარეშე შეუძლებელია, ხოლო სამყარო იმედის გაცრუების გარეშე, მაშინ?..
საკუთარი თავის დაცვა უფრო ძნელია, ვიდრე სხვისი. ვისაც ეს ეეჭვება, ვექილს მიმართოს.
მედიდურობა, ავხორცობა, ეჭვი – აი, სამი მიზეზი უკანასკნელი სამი ათასწლეულის გამოცდილების მიხედვით ცნობილი ყველა მანკიერებისა.
ფიზიკურ მოთხოვნილებათა ალაგმვა მშიდობას სრულებითაც არ ამყარებს. მშვიდობის მოპოვებისათვის ჩვენვე უნდა მოვთოკოთ ჩვენი სულიერი მოთხოვნილებანიც (კრაბაკს აქაც დაეტოვებინა თავისი ბრჭყალის ნაკვალევი).
ადამიანები კაპებზე უფრო ბედნიერნი არიან. ადამიანები ისე განვითარებულნი არ არიან, როგორც კაპები (ამას რომ ვკითხულობდი, ღიმილის შეკავება ვერ შევძელი).
შესრულება – შეძლებას ნიშნავს, ხოლო შეძლება – შესრულებას. საბოლოო ჯამში ჩვენ არ ძალგვიძს ამ ჯადოსნურ წრეს თავი დავაღწიოთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ამაში არავითარი ლოგიკა არაა.
ბოდლერი ჭკუაზე რომ შეირყა, თავისი მსოფლმხედველობა მხოლოდ ერთი სიტყვით გამოხატა და სიტყვა იგი იყო “ქალი”. მაგრამ თვითგამოხატვისათვის არ უნდა ეთქვა ასე. მას გადაჭარბებული იმედი ჰქონდა საკუთარი გენიისა, პოეტის გენიისა, რომელიც განაპირობებდა მის არსებობას. ამიტომ სხვა სიტყვა დაავიწყდა – სიტყვა “კუჭი” (კრაბაკის ბრჭყალის ნაკვალევი აქაც ემჩნეოდა).
გონებას ყოველთვის რომ მივსდიოთ, აუცილებლად მივალთ საკუთარი არსებობის უარყოფამდე. ის გარემოება, რომ გონების გამაღმერთებელი ვოტერი თავის სიცოცხლეში ბედნიერი იყო, კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს ადამიანთა ჩამორჩენილობას კაპებთან შედარებით.
12
ერთ დღეს საკმაოდ გრილოდა. “იდიოტის სიტყვის” კითხვა მომწყინდა და ფილოსოფოს მაგთან გავეშურე. რომელიღაც უკაცრიელი ჩიხის კუთხეში მოულოდნელად მოვკარი თვალი კოღოსავით გამხდარ კაპას. კედელს უნდილად მიყრდნობოდა. უმალ ვიცანი, ის იყო, ავტოკალამი რომ მომპარა. “ჩავავლე!” – გავიფიქრე და უმალვე გამვლელ უზარმაზარ პოლიციელს მოვუხმე.
– დააკავეთ, გეთაყვა, აი, ეს კაპა, – მივმართე მე, – დაახლოებით ერთი თვის წინ ავტომატური კალამი მომპარა.
პოლიციელმა ხელკეტი აღმართა (იმ ქვეყანაში პოლიციელები ხმლის მაგიერ ურთხმელის ხელკეტს ატარებენ) და ქურდს დაუყვირა: “ეი შენ, აქ მოდი!” მეგონა, ქურდი გაიქცეოდა. თქვენც არ მომიკვდეთ, ძალიან მშვიდად, უფრო მეტიც, გულზე ხელდაკრეფილი როგორღაც ქედმაღლურად, გვიმზერდა. ასეთ საქციელზე, სხვათა შორის, პოლიციელი სულაც არ გაბრაზებულა. მან მუცლის ჩანთიდან წიგნაკი ამოიღო და დაკითხვას შეუდგა:
– სახელი?
– გრუკი.
– რას საქმიანობ?
– ბოლო დრომდე ფოსტალიონად ვმუშაობდი.
– ძალიან კარგი. აი, ეს კაცი ამტკიცებს, ავტომატური კალამი მომპარაო.
– დიახ, ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა.
– რად მოპარე?
– ჩემს ბავშვს მივუტანე სათამაშოდ.
პოლიციელი გრუკს ჩააშტერდა.
– მერე ეს ბავშვი?
– ერთი კვირის წინ მოკვდა.
– ცნობა გარდაცვალების შესახებ თან გაქვს?
გამხდარმა კაპამ მუცლის ჩანთიდან ქაღალდი ამოაცურა და პოლიციელს გაუწოდა. უკანასკნელმა თვალი გადაავლო, გაიღიმა და გრუკს მხარზე მოუთათუნა ხელი:
– ყველაფერი წესრიგშია. მაპატიე, რომ შეგაწუხე.
ძალზე გავვოცდი და პოლიციელს შევხედე. გამხდარმა კაპამ რაღაც ჩაიბურტყუნა თავისთვის და წავიდა. ბოლოს გონს მოვედი და პოლიციელს ვკითხე:
– რატომ გაუშვით?
– არ არის დამნაშავე, – მიპასუხა პოლიციელმა.
– მან ხომ კალამი მომპარა.
– ქურდობა ბავშვის გამო ჩაიდინა, ბავშვი კი მოჰკვდომია. თუ თქვენ გეეჭვებათ რამე, სისხლის სამართლის კოდექსის ათას ორას ოთხმოცდამეხუთე მუხლი წაიკითხეთ.
პოლიციელი შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გამცილდა. რა უნდა მეღონა? მაგისკენ გავეშურე. თან გუნებაში ვიმეორებდი: “სისხლის სამართლის ათას ორას ოთხმოცდამეხუთე მუხლი”.
ფილოსოფოს მაგს სტუმრები უყვარდა. ამ დღეს ნახევრად ბნელ ოთახში შეკრებილიყვნენ მოსამართლე ბეპი, ექიმი ჩაკი და შუშის ფირმის დირექტორი გერი… ყველა სიგარას ეწეოდა, სიგარის ბოლი შვიდფერა ფარანთან იხვეოდა. ჩემთვის პირდაპირ მისწრება იყო მოსამართლე ბეპის იქ ყოფნა. დავჯექი თუ არა, მაშინვე მივმართე, მაგრამ ათას ორას ოთხმოცდამეხუთე მუხლზე კი არა, სხვა რამეზე შევეკითხე:
– დიდი ბოდიში, ბატონო ბეპ, მიბრძანეთ, თქვენს ქვეყანაში სჯიან თუ არა დამნაშავეებს?
ბეპმა მშვიდად გამოუშვა ოქროსზოლიანი სიგარის კვამლი და მოწყენილად მიპასუხა:
– რა თქმა უნდა, სიკვდილით დასჯის შემთხვევებიც არის.
– საქმე ის არის, რომ ერთი თვის წინ…
ავტოკალმის ქურდობის ამბავი დაწვრილებით მოვუყევი და შემდეგ სისხლის სამართლის ათას ორას ოთხმოცდამეხუთე მუხლის შინაარსი გამოვიძიე.
– ოჰო, – თქვა ბეპმა. – მუხლი ასე ამბობს: “როგორიც უნდა იყოს დანაშაული, დანაშაულის ჩამდენი პიროვნება სასჯელს არ იმსახურებს, თუკი მიზეზი ან გამეორება, რომელმაც გამოიწვია ეს დანაშაული, გამქრალია”. ავიღოთ თქვენი შემთხვევა. ჩადენილია ქურდობა, ქურდი მამა იყო, მაგრამ ახლა მამა აღარ არის და ამიტომ მისი დანაშაულიც თავისთავად მოისპო.
– რა უაზრობაა!
– რას ამბობთ, უაზრობა იქნებოდა, კაპა, რომელიც მამა იყო, გაგვეთანაბრებინა კაპასთავის, რომელიც მამაა… სხვათა შორის, მაპატიეთ, მაგრამ იაპონიის კანონები ხომ ამ განსხვავებას არ ითვალისწინებენ. მაგრამ ჩვენ, მაპატიეთ და, ეს სასაცილოდ მიგვაჩნია, ჰა-ჰა-ჰა…
ბეპმა სიგარა გადაადგო და გამყინავად გადაიხარხარა. მაშინ საუბარში ექიმი ჩაკი ცაერია. პირი, რომელსაც იურისპრუდენციასთან საერთო არაფერი ჰქონდა; პენსნე შეისწორა და შემეკითხა:
– იაპონიაშიც სჯიან სიკვდილით?
– რა თქმა უნდა, სჯიან. სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობაა.
ბეპის გულგრილობამ გამაბრაზა და საჩქაროდ გაღიზიანებულმა დავუმატე:
– მაგრამ თქვენს ქვეყანაში, უეჭველია, უფრო სრულყოფილი ხერხებით სჯიან, განა ასე არაა?
– დიახ, ჩვენთან უფრო სრულყოფილად სჯიან. – ისევ ისე აუღელვებლად დაადასტურა ბეპმა, – ჩვენს ქვეყანაში ჩამოხრჩობა მიღებული არაა. საამისოდ ზოგჯერ ელექტრონს იყენებენ. საერთოდ კი ჩვენთან ელექტრობაც არ გამოიყენება. როგორც წესი, ჩვენთან უბრალოდ დამნაშავეს დანაშაულის სახელწოდებას გამოუცხადებენ.
– და დამნაშავე ამის გამო კვდება?
– დიახ. კვდება. არ გადავიწყდეთ, რომ კაპებს ნერვული სისტემა უფრო ნაზი გვაქვს, ვიდრე თქვენ, ადამიანებს.
– ასეთი ხერხი მარტო სივდილით დასჯისას კი არ გამოიყენება, არამედ კაცის მოკვლის დროსაც, – თქვა შუშის ფირმის დირექტორმა გერმა. დაცემული შუქი იასამნისფერს ჰფენდა და გულარხეინად მიღიმოდა და კინაღამ გული გამისკდა.
– ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. ახლახან ერთი ჩემი ნაცნობი ვექილი ასე მოკვდა.
ახლა ფილოსოფოსი მაგი ჩაერთოO საუბარში, მე მისკენ მივბრუნდი. მაგი არავის უყურებდა, მისთვის ჩვეული ირონიული ქირქილით განაგრძობდა:
– ვიღაცამ მას ბაყაყი უწოდა. თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ ჩვენში მავანისთვის გნებავთ ბაყაყი გიწოდებიათ და გნებავთ არამზადაზე არამზადა… ჰოდა, ისიც ჩაფიქრდა. დღედაღამ ფიქრობდა, ბაყაყია თუ არა და ბოლოს და ბოლოს სულიც განუტევა.
– ეს მართლაც თვითმკვლელობაა, – ვთქვი მე.
– და მაინც ბაყაყი უწოდეს მოკვლის მიზნით. თქვენ ადამიანებმა, ეს ამბავი შეიძლება თვითმკვლელობად მიიჩნიოთ…
სწორედ იმ წამში, კედლის მიღმა, სადაც პოეტ ტოკის ბინა იყო, დამბაჩამ იჭექა.
13
დაუყოვნებლივ გავიქეცით იქით. ტოკი იატაკზე გაშხლართულიყო, მაღალი მთის მცენარეთა ქოთნებს შორის. მარჯვება ხელში დამბაჩა ჩაებღუჯა, თავის ლამბაქიდან სისხლი გადმოჩქეფდა. მის გვერდით ძუ დამხობილიყო, სახით მკერდზე მიხუტებოდა და ღრიალებდა. მხრებზე ხელები მოვხვიე და წამოვაყენე (ჩვეულებრივად ვცდილობ კაპას სრიალა კანს არ შევეხო). მე მას ვკითხე:
– როგორ მოხდა?
– არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. იჯდა, რაღაცას წერდა და უცებ თავში დაიხალა… ახლა რა მეშველება? Qურ-რ-რ… Qუ-რ-რ… (კაპები ასე ტირიან).
შუშის ფირმის დირექტორმა გერმა ნაღვლიანად გააქნია თავი და მოსამართლე ბეპს უთხრა:
– აი, სადამდე მივყავართ ჭირვეულობას.
ბეპმა არაფერი უპასუხა და ოქროსზოლიანი სიგარა გააბოლა. ექიმი ჩაკი ჩაცუცქდა, ჭრილობა შეათვალიერა, მერე წამოდგა და ყველას პროფესიულ კილოზე მოგვმართა:
– ყველაფერი დასრულდა. ტოკს კუჭის დაავადება აწუხებდა, მარტო ესეც საკმარისი იყო, სრულებით გამოსულიყო მწყობრიდან.
– უყურეთ, – ისე ჩაილაპარაკა ფილოსოფოსმა მაგმა, თითქოს თვითმკვლელს ამართლებსო, – აი, აქ რაღაც ჩანაწერია.
მაგიდიდან ქაღალდის ფურცელი აიღო. ყველა (ჩემ გარდა) მაგის უკან შეგროვდა, კისრები წაიგრძელეს და მის განიერ ბეჭებიდან ჩანაწერს ჩააშტერდნენ:
წადი ველობში,
ჩვენს მსოფლიოს რომელიც საზღვრავს,
იქ წმინდა მთები და ანკარა წყაროებია
და დგას სურნელი ყვავილების და მწვანე კვამლის.
მაგი მოგვიბრუნდა და მწარედ ჩაიცინა:
– ეს პლაგიატობაა. გოეთეს “მინიონია”. როგორცა ჩანს, ტოკმა თავის მოკვლა კიდევ იმიტომ გადაწყვიტა, რომ, როგორც პოეტი, ამოიწურა.
სწორედ იმ დროს ტოკის სახლთან ავტომობილი გაჩერდა. კრაბაკი მოვიდა. ცოტა ხანს მდუმარედ იდგა კარებში და ტოკის გვამს უმზერდა. შემდეგ ჩვენთან მოვიდა და მაგს დაუღრიალა:
– ეს მისი ანდერძია?
– არა. უკანასკნელი ლექსია.
– ლექსია?
კრაბაკს თმა ყალყზე დაუდგა. მუდამ აუღელვებელმა მაგმა მშვიდად გაუწოდა ფურცელი. კრაბაკს სხვებისათვის არც შეუხედავს, ისე ჩააცქერდა ლექსის სტრიქონებს. კითხულობდა და კითხულობდა ხელახლა, მაგის შეკითხვებს ყურადღებას აღარ აქცევდა.
– რას ფიქრობთ თვითმკვლელობაზე?
– ადექი… მეც როდისმე მოვკვდები… ველობში, ჩვენს მსოფლიოს რომელიც საზღვრავს.
– თქვენ ხომ, მგონია, ტოკის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ბრძანდებით?
– მეგობარი? ტოკს არასოდეს ჰყოლია მეგობარი. ველობში, ჩვენს მსოფლიოს რომელიც საზღვრავს… სამწუხაროდ, ტოკი… იქ წმინდა მთებია…
– სამწუხაროდ?..
– კამკამა წყლები… ბედნიერი უნდა იყოთ… იქ წმინდა მთებია…
ტოკის ძუ კიდევ ტიროდა, შემეცოდა, მხრებზე ხელი მოვხვიე და ოთახის კუთხეში მდგარი ტახტისკენ წავიყვანე. მისი ორი-სამი წლის ნაშიერი იქ იჯდა და იცინოდა. როგორც ჩანს, არაფერი გაეგებოდა. ძუ დავსვი, ნაშიერი ავიყვანე და ცოტა გავანანავე. ვიგრძენი, თვალები ცრემლით ამევსო. ეს პირველი და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა კაპების ქვეყანაში ვტიროდი.
– ცოდოა ამ უსაქმურის ოჯახი, – შენიშნა გერმა.
– ჰო, ასეთები სულაც არ ფიქრობენ, რა მოჰყვება მათ სიკვდილს, – უპასუხა მოსამართლე ბეპმა, თან ჩვეულებრივ სიგარა გააბოლა.
ყველა შეგვაძრწუნა კრაბაკის ხმამაღალმა შეძახებამ. ლექსიან ფურცელს აქნევდა, უმისამართოდ გაჰყვიროდა:
– შესანიშნავია? ეს შესანიშნავი სამგლოვიარო მარში იქნება!
ვიწრო თვალები გაუბრწყინდა, მაგს საჩქაროდ ჩამოართვა ხელი და გასასვლელისკენ გავარდა. ამასობაში ტოკის მეზობლების გარდა მოზრდილი ბრბო შეკრებილიყო კართან, ისინი ცნობისმოყვარედ იცქირებოდნენ ოთახში. კრაბაკმა უხეშად და მოურიდებლად გასწი-გამოსწია ისინი და მანქანაში ჩასკუპდა. იმავე წუთს ავტომანქანა აგუგუნდა, ადგილიდან მოწყდა და მოსახვევში გაუჩინარდა.
– აბა, აბარ, დაიშალეთ, ნეტავ, რას უყურებთ! – ცნობისმოყვარეებს გადასძახა ბეპმა.
ბეპმა პოლიციელის ვალდებულებანი იკისრა, ბრბო გაჰყარა და კარი გასაღებით დაკეტა. ალბათ ამიტომაც ოთახში მოულოდნელად სიჩუმე გამეფდა. ამ სიჩუმეში და მაღალი მთის მცენარეთა ყვავილებისა და ტოკის სისხლის სუნით დახუთულ ჰაერში ჩვენ განვიხილეთ საკითხი დაკრძალვის თაობაზე. მხოლოდ ფილოსოფოსი მაგი დუმდა, დაბნეულად დაჰყურებდა გვამს და რაღაცაზე ფიქრობდა, მხარზე ხელი დავარტყი და ვკითხე:
– რაზე ფიქრობთ?
– კაპების ცხოვრებაზე.
– მერე?
– ცხოვრებამ რომ დაგვაკმაყოფილოს, ამისათვის ჩვენ, კაპებმა, რა უნდა იყოს… – მაგმა რატომღაც მორცხვად დაუწია ხმას, – რაც უნდა იყოს, უნდა ვირწმუნოთ მათი ძლიერება, ვინც კაპა არაა.
14
მაგის სიტყვებმა რელიგია გამახსენა. მატერიალისტი ვიყავი და თავისთავად იგულისხმება, სერიოზულად რელიგიას არასოდეს ვუწევდი ანგარიშს. ახლა კი, ტოკის სიკვდილით შეძრწუნებული, უცაბედად დავფიქრდი: ნეტა როგორია კაპების ქვეყნის რელიგია? – ამ კითYხვით დაუყოვნებლივ მივმართე სტუდენტ რაპს.
– ჩვენ ქრისტიანებიცა გვყავს და ბუდისტებიც, მაჰმადიანებიცა და ცეცხლთაყვანისმცემლებიც, – მიპასუხა მან, – მაგრამ ყველაზე დიდი გავლენით ეგრეთ წოდებული “თანამედროვე რელიგიის” მიმდევარნი სარგებლობენ. მას კიდევ “ცხოვრების რელიგიას” უწოდებენ.
(შესაძლოა “ცხოვრების რელიგია” მთლად ზუსტი თარგმანი ვერ იყოს. კაპების ენაზე ეს სიტყვა “კუემუჩად” გამოითქმის. დაბოლოება “ჩა” ინგლისურ “იზმს” ეთანადება. სიტყვა “კუემალის” ფესვი “კუემუ” მარტო ცხოვრებას, არსებობას კი არა, აგრეთვე “საჭმელით გაძღომას, ღვინის ხმას და სქესობრივ შეერთებასაც” ნიშნავს).
– მაშ, თქვენს სახელმწიფოშიცაა თემები და ტაძრები?
– აქ არაფერია სასაცილო. თანამედროვე რელიგიის დიდი ტაძარი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ნაგებობაა. ნახვა არ გინდათ?
და აი, ერთ დახუთულ, ნისლიან დღეს რაპმა ამაყად წამიყვანა ტაძრის დასათვალიერებლად. ეს ტაძარი მართლაც უზარმაზარი შენობაა და ტოკიოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარზე ათჯერ დიდი. ეს კიდევ არაფერი. ამ შენობაში სულ სხვადასხვანაირი არქიტექტურული სტილია შერწყმული. ტაძრის წინ ვიდექი. მის მაღალ ქონგურებს და მრგვალ გუმბათებს რომ შევცქეროდი, რაღაც საშინელმა გრძნობამ შემიპყრო. ქონგურები და გუმბათები ურიცხვი თათებივით აღმართულიყვნენ ზეცისაკენ. ჩვენ სადარბაზო კართან ვიდექით და (ჰოი, რა საოცრად პაწაწკინტელები მოვჩანდით!) თავაწეულნი დიდხანს შევცქეროდით უცნაურ ნაგებობას, ურჩხულს რომ უფრო ჩამოჰგავდა.
ტაძრის დარბაზებიც ძალზე ვრცელი იყო. კორინთელ სვეტებს შორის მრავალი მლოცველი დაბორიალობდა. თითოეული მათგანი, ჩემი და რაპისა არ იყოს, აქ ნამდვილად იოტისოდენა მოჩანდა. მალე წელში მოკაკულ ხნიერ კაპას შევხვდით. რაპმა თავი დახარა და პატივისცემით გამოელაპარაკა:
– ძალზე მოხარული ვარ, ასე ჯანმრთელს რომ გიყურებთ, პატივცემულო წინამძღვარო.
ბერმა თავი დაგვიკრა და ასევე ზრდილობიანად უპასუხა:
– თუ არ ვცდები, ბატონი რაპი ბრძანდებით? იმედი მაქვს, რომ თქვენც… – ამ დროს, როგორც ჩანს, შეამჩნია რაპის დამპალი ნისკარტი და ენა დაება, – ე… ე… ჰო. ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ, ძალიან არ უნდა გაწუხებდეთ, რით გემსახუროთ?
– ეს ბატონი მოვიყვანე ტაძარში, – თქვა რაპმა, – როგორც ალბათ თქვენთვის ცნობილია, ეს ბატონი…
რაპი დაწვრილებით მოჰყვა ჩემს თავგადასავალს. გეგონებოდა, თავისი ახსნა-განმარტებით ცდილობდა მოხუცს ისიც გაეგო, რომ ბოლო დროს ტაძარში სასიარულოდ მრავალი მნიშვნელოვანი გარემოება უშლიდა ხელს.
– გთხოვთ, ამ ბატონს ტაძარი დაათვალიერებინოთ. წინამძღვარმა მოწყალედ გამიღიმა, მომესალმა და შემდეგ ხმის ამოუღებლად გავემართეთ დარბაზის წინა ნაწილში მოთავსებულ საკურთხევლისკენ.
– სიამოვნებით გიჩვენებთ ყველაფერს, – წარმოთქვა მან, – მაგრამ ვშიშობ, დიდად ვერ გამოგადგებით. ჩვენ, მორწმუნენი, თაყვანს ვცემთ “ძელს ცხოვრებისას, რომელიც აქვეა საკურთხეველში. როგორც ხედავთ, “ძელს ცხოვრებისას ოქროსფერი და მწავენ ნაყოფი ასხია. ოქროსფერ ნაყოფს “სიკეთის ნაყოფი ჰქვია, მწვანეს კი “ბოროტებისა”…
ვუსმენდი და აუტანელ მოწყენილობას ვგრძნობდი. წინამძღვრის თავაზიანი ახსნა-განმარტებანი რომ დაასრულა, წელში მოხრილმა წინამძღვარმა მე და რაპი მარჯვნივ პირველ ნიშთან მიგვიყვანა, ბიუსტზე გვანიშნა და გვითხრა:
– აი, ერთი ჩვენი წმინდანთაგანი – სტრინდბერგი, ყველას წინააღმდეგ რომ ამხედრდა. ბევრის აზრით, ეს წმინდანი დიდხანს იტანჯა, შEმდეგ კი შვება პოვა სვედენბორგის ფილოსოფიაში – სინამდვილეში კი ვერც ამან უშველა. როგორც ჩვენ ყველა, ისიც “ცხოვრების რელიგიას” აღიარებდა. უფრო სწორად, მას ამ რელიგიის აღიარება მოუწია. აიღეთ თUნდაც “ლეგენდები”, რომლებიც ამ წმინდანმა დაგვიტოვა. “ლეგენდებში” ის აღიარებს, რომ თავის მოკვლა სცადა.
დავნაღვლიანდი და მომდევნო ნიშზე გადავიტანე მზერა. იქ ხშირულვაშა გერმანელის ბიუსტი იდგა.
– ეს კი ნიცშეა, ზარატრუსტას ბარდი. ამ წმინდანმა მერე თავის დახსნა სცადა ზეკაცისაგან, რომელიც თვითვე შექმნა. თუმცა ხსნა ვერ სეძლო და გაგიჟდა. რომ არ გაგიჟებულიყო, ალბათ წმინდანტა შორისაც არ მოხვდებოდა…
წინამზღვარი ცოტა ხანს გაჩუმდა და მესამე ნისთან მიგვიყვანა.
– ჩვენი მესაამე წმინდანი ტოლსტოია. ამ წმინდანმა ყველაზე მეტად გაიტანჯა თავი, ვინაიდან წარმოშობით არისტოკრატი იყო და ცნობისმოყვარე ბრბოს წინაშე საკუთარი ტანჯვა-წამების გამხელას ვერ იტანდა. ეს წმინდანი ცდილობდა, ქრისტე ეწამა, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ის ხომ ზოგჯერ საჯაროდაც აცხადებდა, მწამსო. და აი, სიცოცხლის ბოლოს ვეღარ შეძლო ეს ტრაგიკული მატყუარობა. ცნობილია, რომ ამ წმინდანს კაბინეტის ჭერზე გადებული კოჭიც აშინებდა ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ტავი მაინც არ მოუკლავს – ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ის წმინდანად აღიარეს.
მეოთხე ნიშში იაპონელის ბიუსტი იდგა. ამ იაპონელის სახე კარგად გავარჩიე, ვიცანი და, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაღველი შემომაწვა.
– ეს კუნიკიდა – დოპოა, – თქვა წინამძღვარმა, – პოეტი, რომელმაც ბოლომდე შეიცნო მუშის სული და მატარებლის ბორბლებს ქვეშ მოჰყვა. ვფიქრობ, სხვაც კიდევ რომ მოგიყვეთ მის შესახებ, აზრი არ აქვს. მეხუთე ნიშს შეხედეთ…
– ეს, ვგონებ, ვაგნერია?
– დიახ. რევოლუციონერი და მეფის მეგობარი. წმინდა ვაგნერი სიცოცხლის მიწურულს სუფრის ლოცვანსაც კიტხულობდა. და მიუხედავად ამისა, ის უფრო “ცხოვრების რელიგიის” მიმდევარი იყო, ვიდრე ქრისტეს მოძღვრებისა. ვაგნერის წერილებიდან შევიტყვეთ, რომ ამ სოფლის ტანჯვა-წამებანი თურე ხშირად აღუძრავდა ამ წმინდანს თვითმკვლელობაზე ფიქრს.
წინამძღვარი ისევ ვაგნერზე ლაპარაკობდა, როცა მეექვსე ნიშთან შევჩერდით.
– ეს კი წმინდა სტრინდბერგის მეგობარი ფრანგი მხატვარია. მან თავისი მრავალშვილიანი ცოლი მიატოვა და თოთხმეტი წლის ტაიტელი გოგონა შეირთო… მის დაბერილ ძარღვებში მეზღვაურის სისხლი ჩქეფდა. ერთი მის ტუჩებს შეხედეთ, ისინი თითქოს დარიშხანს თუ რაღაც მის მსგავს ნივთიერებას დაუჭამია. რაც შეეხება მეშვიდე ნიშს… მაგრამ თქვენ, გეტყობათ, უკვე დაიღალეთ. გთხოვთ, აქეთ მობრძანდეთ.
მე მართლა დავიღალე, წინამზღვარს უკან მივყევით, საკმევლის სუნით გაჟღენთIლი ტალანი გავიარეთ და რომეიღაც ოტახში აღმოვჩნდით. მომცრო ოთახის კუთხეში ვენერას შავი ქანდაკება აღმართულიყო. ქანდაკების ფეხებთან ყურძნის მტევანი იდო. მეგონა, სადად მოწყობილ მონაზვნის სენაკს ვნახავდი ყოველგვარი მორთულობის გარეშე და თავი ცოტა გაწბილებულად ვიგრძენი. ეტყობა, ჩემი გაკვირვება წინამძღვარმაც შეამჩნია. სანამ დასხდომას შემოგვთავაზებდა, თანაგრძნობით მითხრა:
– არ დაგავიწყდეთ, გეთაყვა, რომ ჩვენი რელიგია “ცხოვრების რელიგიაა”. ჩვენი ღმერთი ხომ… ჩვენი “ძელი ცხოვრებისა” გვასწავლის: “იცხოვრეთ, როგორც გსურთ”. ჰო, ბატონო რაპ, თქვენ უკვე უჩვენეთ ამ ბატონს ჩვენი წმინდა წიგნი?
– არა, – უპასუხა რაპმა, კეფაზე ლამბაქი მოიფხანა და გულწრფელად აღიარა: – მართალი გითხრათ, ეგ წიგნი არც მე წამიკითხავს საფუძვლიანად.
წინამძღვარი ძველებურად მშვიდად იღიმებოდა და განაგრძობდა:
– მაშინ თქვენთვისაც ბევრი რამ გაუგებარი იქნება. ჩვენმა ღმერთმა სამყარო ერთ დღეში შექმნა (“ძელი ცხოვრებისა”, მართალია, ხეა, მაგრამ მისთვის შეუძლებელი არაფერია). უფრო მეტიც, მან ძუც შექმნა. ზუს მოეწონა და ხვადს დაუწყო ძებნა. ღმერთმა მისი წუხილი შეისმინა, ტვინი ამოაცალა და ამ ტვინისგან ხვადი შექმნა. და ჩვენმა ღმერთმა კაპების ამ პირველ კაპა ქალსა სა კაცს უბრძანა: “თქვლიფეთ, შეერთდით, იცხოვრეთ, როგორც გინდათ”.
წინამძღვარს ვუსმენდი და პოეტი ტოკი მახსენდებოდა. თავისდა საუბედუროდ, პოეტი ტოკი ჩემსავით ათეისტი იყო. მე კაპა არა ვარ და წარმოდგენა არა მაქვს, რა არის “ცხოვრების რელიგია”. მაგრამ ტოკს, რომელიც კაპების ქვეყანაში დაიბადა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა, არ შეიძლება არ სცოდნოდა, რა არის “ძელი ცხოვრებისა”. შემეცოდა ტოკი, ასეთი მოძვრება რომ არ უწამებია. წინამძღვარს შევაწყვეტინე და ვკითხე, ამ პოეტზე რას ფიქრობთ-მეთქი.
– ოო, ეს პოეტი ყოველგვარი შეწყნარების ღირსია, – თქვა წინამძღვარმა და ღრმად ამოიოხრა. – რა განსაზღვრავს ჩვენს ბედს? რწმენა, გარემოებანი, შემთხვევა. თქვენ ალბათ მიუმატებდით კიდევ მემკვიდრეობას. სამწუხაროდ, ბატონი ტოკი მორწმუნე კაცი არ იყო.
– ალბათ ტოკს შურდა თქვენი. აი, მეცა მშურს თქვენი. ახალგაზრდობაც, როგორც, მაგალითად, რაპი…
– ნისკარტი მთელი რომ მქონოდა, შეიძლება მეც ოპტიმისტი გავმხდარიყავი.
წინამძღვარმა ისევ ღრმად ამოიოხრა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და გაუნძრევლად შეჰყურებდა შავ ვენერას.
– მართალი რომ ვთქვა, – გამოსცრა მან. – მხოლოდ ამას ნურავის ეტყვით, ჩემი საიდუმლოა… მართალი რომ ვთქვა, მეც არ შემიძლია ჩვენი ღმერთი ვიწამო, როცა იქნება ჩემი ლოცვანი…
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, სწორედ იმ წუთს კარი გაიღო, ოთახში უზარმაზარი ძუ შემოვარდა და მოძღვარს ეცა. ჩვენ ძუს გაკავება ვცადეთ, მაგრამ მან თვალის დახამხამებაში წინამძღვარი იატაკზე დაანარცხა.
– უჰ, შე ბინძურო ბებრუხანავ! – გაჰკიოდა ის. – ჩემი ქისიდან დღესაც მოიპარე ფული დასალევად?
წინამძღვარი და მისი ცოლი მივატოვეთ და ათი წუთის შემდეგ თითქმის სირბილით ჩავათავეთ ტაძრის კიბე. რამდენიმე ხანს ჩუმად ვიდექით, შემდეგ რაპმა თქვა:
– ახლა გასაგებია, ჩვენს წინამძღვარს რატომ არ სწამს “ძელი ცხოვრებისა”.
ამ მიპასუხნია. უნებურად ტაძარს ავხედე. ტაძარს ძველებურად ნისლიანი ცისკენ აღემართა ურიცხვი თატებივით მაღალი კოშკები და მრგვალი გუმბათები. და ისეთივე გრძნობა გეუფლებოდა, როგორც უდაბნოში, მირაჟების ცქერისას…
15
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ექიმმა ჩაკმა მოულოდნელად უჩვეულო ამბავი შემატყობინა. განსვენებული ტოკის სახლს თურმე მოჩვენება შემოეჩვია. იმ დროისათვის ჩვენი უბედური მეგობრის საყვარელი სადღაც გადაკარგულა და სახლში ფოტოსტუდია გაუხსნიათ. ჩაკის გადმოცემით, სტუდიაში გადაღებულ ყველა სურათზე, კლიენტის გამოსახულების მიღმა, აუცილებლად ტოკის ბუნდოვანი სილუეტი იღბეჭდებოდა. თუმცა ჩაკი ჩამოყალიბებული მატერიალისტი იყო და იმქვეყნიური ცხოვრება არ სწამდა, მოყოლა რომ დაასრულა, მწარედ ჩაიცინა და ასე დაასკვნა: “უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მოჩვენება ისევე მატერიალურია, როგორც მე და თქვენ”. მეც არა მჯეროდა მოჩვენებისა და ჩაკისაგან ამ საკითხში არ განვსხვავდებოდი. მაგრამ ტოკი ზალზე მიყვარდა და ამიტომ დაუყოვნებლივ გავარდი წიგნის ფარდულში, ყველა გაზეთი ვიყიდე, სადაც კი ტოკის აჩრდილზე სტატიები და ფოტოსურათები იყო გამოქვეყნებული. ფოტოსურათებზე მოხუცი და ახალგაზრდა კაპების ზურგს უკან ბუნდოვან ლანდად მოცანდა ვიღაც, კაპას რომ ჩამოჰგავდა. ამ ფოტოსურათებზე უფრო ძალიუან ტოკის აჩღდილის შესახებ გამოქვეყნებულმა სტატიებმა გამაოცა – განსაკუთრებით კი სპირიტული საზოგადოების ერთმა ანგარიშმა. მე ჩემთვის გადმოვთარგმნე ეს სტატია თითქმის სიტყვასიტყვით და, როგორც დამამახსოვრდა, ისე მომყავს აქ.
“ამგარიში პოეტ ტოკის ჩრდილთან საუბრისა (სპირიტული საზოგადოების ჟურნალი № 8274).
ჩვენი საზოგადოების კომისიის საგანგებო სხდომა ჩატარდა თვითმკვლელ პოეტ ტოკის ყოფილ რეზიდენციაში, ბატონ მავანის ახლანდელ ფოტოსტუდიაში, ნნ ქუჩა, სახლი №251. სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები (გვარებს აღარ ჩამოვთვლი).
ჩვენ, საზოგადოების ჩვიდმეტი წევრი, საზოგადოების ტავმჯდომარის ბატონ პეკის მეთაურობით, 27 სექტემბერს, დილის ათ საათსა და ოცდაათ წუთზე ზემოთ ნახსენები ფოტოსტუდიის ერთ-ერთ ოთახში შევიკრიბეთ. მედიუმის პირობაზე თან გვახლდა ქალბატონი ჰოპი, რომელიც ჩვენი უსაზღვრო ნდობით სარგებლობს. აღმოვჩნდით თუ არა ხსენებულ სტუდიაში, ქალბატონმა ჰოპმა მაშინვე იგრძნო სულის მოახლოება. მას კრუნჩხვები დაეწყო და რამდენჯერმე წააღებინა. მისი სიტყვებით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბატონი ტოკი სიცოცხლეში გამოირჩეოდა თამბაქოს მეტისმეტი სიყვარულით და ახლა მისი სული ნიკოტინით იყო გაჟღენთილი.
კომისიის წევრებმა და ქალბატონმაჰოპმა მრგვალი მაგიდის გარშემო მდუმარედ დაიკავეს ადგილები. სამი წუთისა და ოცდახუთი წამის შემდეგ ქალბატონი ჰოპი ღრმა ტრანსის მდგოარეობაში ცავარდა და პოეტ ტოკის სულს ეზიარა. ჩვენ, კომისიის წევრებმა, ასაკის მიხედვით უფროს-უმცროსობის დაცვით, ბატონ ტოკის სულს, ჩასახლებულს ქალბატონ ჰოპის სხეულში, შემდეგი კითხვებით მივმართეთ და შემდეგი პასუხები მივიღეთ:
კითხვა: რატომ მოევლინე კვლავ ამ ქვეყანას?
პასუხი: რათა შევიცნო სიკვდილის შემდგომი დიდება.
კითხვა: შენ და დანარჩენ ბატონ სულებს განა დიდება სიკვდილის შემდგომაც გწყურიათ?
პასუხი: ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიძლია არ მწყუროდეს, მაგრამ ერთ იაპონელ პოეტს, რომელსაც როგორღაც შემთხვევით შევხვდი, სიკვდილის შემდგომი დიდება ეზიზღება.
კითხვა: იმ პოეტის სახელი იცი?
პასუხი: სამწუხაროდ, დამავიწყდა. მახსოვს მხოლოდ მისი საყვარელი ლექსი.
კითხვა: რა ლექსია ეს?
პასუხი: ძველი საგუბარი.
წყალში ბაყაყი ჩახტა.
ჩქაფუნა ისმა სიჩUმეში.
კითხვა: ეს ლექსი დიდ ნაწარმოებად მიგაჩნია?
პასუხი: რა თქმა უნდა, ცუდი არა მგონია. მხოლოდ სიტყვა “ბაყაყს” “კაპათი” შევცვლიდი, ხოლო სიტყვა “ჩახტას” მაგიერ ვიხმარდი “დიდებულად აფრინდა”.
კითხვა: რატომ?
პასუხი: ჩვენ, კაპებს, გვახასიათებს, ხელოვნების ყოველ ნაწარმოებში კაპა ვეძიოთ.
აქ საზოგადოების თავმჯდომარე ბატონმა პეკმა საუბარი გაწყვიტა და კომისიის წევრებს მოაგონა, რომ ისინი სპირიტულ სეანსს ატარებდნენ და არა ლიტერატრულ დისკუსიას.
კითხვა: როგორია ბატონი სულების ცხოვრების წესი?
პასუხი: თქვენი ცხოვრებისაგან არაფრით განირჩევა.
კითხვა: ხომ არ ნანობ ამის გამო თავის მოკვლას?
პასუხი: რა თქმა უნდა, არა. აჩდილის ცხოვრება თუ მომწყინდა. მაშინ კვლავ ავიღებ დამბაჩას და თვითაღდგომით დავასრულებ.
კითხვა: ადვილია თვითაღდგომით დასრულება?
ამ კითხვას ტოკის აჩრდილმა კითხვავე შეაგება. ტოკის ეს ჩვევა ყველასათვის ცნობილი გახლდათ, ვინც კი მას სიცოცხლეში იცნობდა.
პასუხი: განა ადვილია თავის მოკვლა?
კითხვა: სულები მარად ცოცხლობენ?
პასუხი:ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მრავალი თეორიაა, მაგრამ არც ერთი მათგანი სანდო არ არის. არ გვმართებს იმის დავიწყება, რომ ჩვენ შორისაც არსებობენ სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი – ქრისტიანები, ბუდისტები, მაჰმადიანები, ცეცხლთაყვანისმცემლები.
კითხვა: შენ რომელ რელიგიას აღიარებ?
პახუხი: ყოველთვის სკეპტიკოსი ვიყავი.
კითხვა: მაგრამ სულტა არსებობაში, ეტყობა, ეჭვი არ გეპარება?
პასუხი: სულთა არსებობა ტქვენზე ნაკლებად მჯერა.
კითხვა: მაშGშენს სამყაროში მრავალი მეგობარი გყავს?
პასუხი: ყველა დროებასა და ყველა ხალხში სამას მეგობარზე ნაკლები არა მყოლია.
კითხვა: ყველა შენი მეგობარი თავისმკვლელია?
პასუხი: სულაც არა. თუმცაღა, მაგალითად, მონტენი, რომელიც თვითმკვლელობას ამართლებს, ჩემი ყველაზე პატივსაცემი მეგობარია. ხოლო აი, ამ ტიპის, ამ პესიმისტი შოპენჰაუერის, რომელმაც მაინც არ მოიკლა თავი, სახელის გაგონებაც კი არ მინდა.
კითხვა: როგორ ბრძანდება შოპენჰაუერი?
პასუხი: თანამედროვე პირობებში ის თავის ახალ მოძღვრებას ანვითარებს სულთა პესიმიზმის შესახებ და არკვევს, კარგია თუ ცუდი თვითაღდგომით დასრულება. თუმცა, რომ გაიგო, ქოლერაც გადამდები დაავადებააო, მგონი, ცოტათი დამშვიდდა.
შემდეგ ჩვენ, კომისიის წევრები, შევეკითხეთ ნაპოლეონის, კონფუცუს, დოსტოევსკის, დარვინის, კლეოპატრას, საკია მუნის, დემოსთენეს, დანტეს და სხვა გამოჩენილ ადამიანთა სულებზე. მაგრამ მათ შესა ხებ ტოკს რაიმე საინტერესო არა შეუტყობინებია და თავის მხრივ ჩვენ მოგვცა რამდენიმე შეკითხვა საკუთარ თავზე.
კითხვა: ჩემზე რას ამბობე სიკვდილის შემდგომ?
პასუხი: რომელიღაც კრიტიკოსმა “ერთი საშუალო პოეტთაგანი” გიწოდა.
კითხვა: ეგ ერთი იმ განაწყებულტაგანია, ვისაც ჩემი ლექსების კრებული არ ვაჩუქე. გამოიცა თუ არა ჩემი თზულებათა სრული კრებული?
პასუხი: გამოიცა, მაგრამ ამბობენ, თითქოს არ იყიდებაო.
კითხვა: სამასი წლის შემდგომ, როცა გაქრება ცნება “საავტორო უფლება”, ჩემს თხზულებებს მილიონობით ადამიანი შეიძენს, რა მოუვიდა ჩემს ძუსა და მეგობარს?
პასუხი: ის წიგნების დუქნის მეპატრონე ბატონ რაკს გაჰყვა ცოლად.
კითხვა: საწყალი, ალბათ არ იცის, რომ რაკს ცალი თვალი ჩასმული აქვს, ცემი შვილები?
პასუხი: ისინი, ვგონებ ობლების სახელმწიფო თავშესაფარში არიან.
ტოკი ერთხანს ჩუმად იყო, შემდეგ სხვა კითხვა მოგვცა.
კითხვა: ცემი საწერი მაგიდა სადღაა?
პასუხი: არ ვიცით.
კითხვა: მაგიდის უჯრაში საიდუმლოდ ვინახავდი ზოგიერთ წერილს… მაგრამ თქვენ, ბატონო, როგორც საქმიან ადამიანებს, საბედნიეროდ, ეს არ გეხებათ. ახლა კი ჩვენს სამყაროში ბინდი დგება და იძულებული ვარ დაგცილდეთ. მშვიდობით ბატონებო, მშვიდობით, მშვიდობით, ჩემო კეთილო ბატონებო.
ამ უკანასკნელი სიტყვების წარმოთქმისას ქალბატონი ჰოპი მოულოდნელად ტრანსულ მდგომარეობიდან გამოერკვა. ჩვენ ყველა, კომისიის ჩვიდმეტივე წევრი, მაღალი ღმერთის წინაშე ფიცით ვადასტურებთ გადმოცემული საუბრის ჭეშმარიტებას (შენიშვნა: ჩვენი ნდობის ღირსმა ქალბატონმა ჰოპმა ანაზღაურებით მიითო ის ტანხა, რასაც იგი თავის მსახიობობის ჟამს ერთ დღეში იღებდა)”.
16
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თანდათან ისეთმა დარდმა დამრია ხელი, რომ იმ ქვეყანაში აღარ მინდოდა და ჩვენს სამყაროში, ადამიანთა სამყაროში დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი. ბევრი ვეძებე, მაგრამ იმ ორმოს, საიდანაც ამ ქვეყანაში ოდესღაც ჩამოვვარდი, ვეღარ მივაგენი. ამასობაში მეთევზე ბაგმა ერთხელ მიამბო, რომ სადღაც, კაპების სახელმწიფოს განაპირას, სიმყუდროვესა და სიმშვიდეში ცხოვრობს ერთი მოხუცი, რომელიც მთელ დღეებს წიგნების კითხვასა და ფლეიტის დაკვრაში ატარებს.
“რა იქნება, იმ კაპას რომ მივმართო? – გავიფიქრე გუნებაში, – შესაძლოა მან იჩვენოს ამქვეყნიდან გასასვლელი გზა”. მაშინვე ქალაქის გარეუბანში გავეშურე. მაგრამ იქ, პატარა ქოხში, მოხუცი კი არა, ყრმა კაპა დამხვდა, თორმეტ-ცამეტი წლისა, თავზე ჯერ კიდევ რბილი ლამბაქი ჰქონდა. ის ტავისთვის უკრავდა ფლეიტაზე. რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, სახლი შემეშალა-მეთქი. შესამოწმებლად იმ კაპას სახელით მივმართე, რომელიც ბაგმა მითხრა. დიახ, ეს კაპა სწორედ ის მოხუცი აღმოჩნდა.
– კი მაგრამ, მთლად ბავშვი ჩანხართ… – ჩავიბუტბუტე.
– შენ რა, არ იცი? ბედის განგებით დედის საშოO ჭაღარა მოხუცმა დავტოვე, შემდეგ კი თანდათან გავახალგაზრდავდი და გავახალგაზრდავდი. ახლა მთლად ბიჭუნად გადავიქეცი. სინამდვილეში, როდესაც დავიბადე, სამოცისა მაინც ვიყავი. ისე რომ, ახლა ას ორმოცდაათის ან ას სამოცდაათისა ვარ.
ოთახი მოვათვალიერე. რა ვიცი, რა განწყობაზე ვიყავი, ეს კია, მომეჩვენა, აქ, სკამებსა და პატარა მაგიდებს შორის, რაღაც ნათელი ბედნიერება გამეფებულიყო.
– ჩანს, თქვენ უფრო ბედნიერად ცხოვრბთ, ვიდრე ყველა სხვა კაპა?
– იქნებ ეგრეც იყოს. სიჭაბუკეში მოხუცი ვიყავი, მოხუცებულობაში ჭაბუკი გავხდი. დაუკმაუოფილებელ სურვილებს არ გამოვუფიტივარ, როგორც ეს სხვა მოხუცებს სჩვევიათ, არც ახალგაზრდებივით ხორციელ ვნებებს მივდევ, ყოველ შემთხვევაში, ბედნიერი თუ არა, მშვიდი მაინცაა ჩემი ცხოვრება.
– ჰო, ასეთ ვითარებაში თქვენი ცხოვრება მშვიდი იქნებოდა.
– ეჰ, სიმშვიდისათვის მხოლოდ ეს არაა საკმარისი. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დიდებული ჯანი და საკმაო ქონებაც მქონდა, რომ თავი გამომეკვება, მაგრამ, რა ტქმა უნდა, ყველაზე ბედნიერი გარემოება ჩემს ცხოვრებაში ის იყო, მოხუცად რომ დავიბადე.
ერთხანს ვისაუბრეთ. შავისმკვლელი ტოკი გავიხსენეთ. გერზეც ვილაპარაკეთ, ყოველდღე ექიმს რომ იძახებს ბინაში. მაგრამ რატომღაც მოხუც კაპას გამომეტყველებაზე ემჩნეოდა, რომ სულაც არ აინტერესებდა ეს საუბარი. ბოლოს ვკითხე:
– თქვენ ალბათ ისე არა ხართ ცხოვრებაზე მიჯაჭვული, როგორც სხვა კაპები?
მოხუცმა კაპამ ჯიქურ შემომხედა და წყნარად წარმოთქვა:
– სხვა კაპების მსგავსად, არც მე მიმიტოვებია დედის საშო იმაზე ადრე, ვინემ მამაჩემმა არ მითხრა, გინდა თუ არა ამ ქვეყანას მოევლინეო.
– აი, მე კი სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი თქვენს სამყაროში, – ვუთხარი მე, – მაშ კეთილინებეთ და მასწავლეთ, აქაურობას როგორ უნდა დავაღწიო თავი.
– აქედან მხოლოდ ერთი გზა მიდის.
– რომელი?
– გზა, რომლითაც თქვენ აქ მოხვედით.
ეს რომ გავიგონე, თმა ყალყზე დამიდგა.
– მე ვერ ვიპოვი ამ გზას, – ჩავიბურტყუნე.
მოხუცმა კაპამ წყაროს წყალივით ანკარა თვალებით დაკვირვებით შემომხედა. შემდეგ ადგა, ოთახის კუთხეში მივიდა და ჭერიდან ჩამოშვერილი თოკი ჩამოსწია. იმწამსვე ჭერში მრგვალი საძრომი გამოჩნდა, რომელიც ადრე არ შემიმჩნევია. ამ საძრომში, კვიპაროსებისა და ფიჭვების ტოტებს ზემოთ ლურჯი ცა დავინახე. ცაში კი გყიგანტური ისრის წვერივით იარიგატაკეს პიკი აღმართულიყო. სიხარულისაგან ისე შევხტი, ვითარცა ბავშვი თვითმფრინავის დანახვაზე.
– აი, ახლა, – მითხრა მოხუცმა კაპამ, – შეგიძლია წახვიდე. – ამ სიტყვებით თოკზე მიმითითა. პირველად თოკად მომეჩვენა, მაგრამ თოკის კიბე იყო.
17
კაპების ქვეყნიდან დაბრუნებული დიდხანს ვერა და ვერ შევეგუე ადამიანთა კანის სუნს. კაპები ხომ ჩვენზე გაცილებით სუფთები არიან. უფრო მეტიც, თურმე ისე მივეჩვიე კაპებში ყოფნას, ადამიანები, უბრალოდ, მახინჯები მეჩვენებოდნენ. თქვენ ალბათ ამას ვერ გაიგებთ. თვალები და ტუჩ-პირი კიდევ ასატანი იყო, ცხვირები კი რაღაც უცნაურ ძრწოლას აღმიძრავდა. ბუნებრივია, ვცდილობდი პირველ ხანებში არავის შევხვედროდი. შემდეგ თანდათან შევეგუე ადამიანებს და ნახევარი წლის შემდეგ უკვე შემეძლო ნებისმიერ ადამიანთან უოფნა. უსიამოვნებას მხოლოდ ის იწვევდა, რომ საუბარში ზოგჯერ კაპების სიტყვებს გავურევდი ხოლმე. დაახლოებით ასე ხდებოდა:
– ხვალ შინ იქნები?
– Qუა.
– რა თქვი?
– კი-კი, ვიქნები.
ერთი წლის შემდეგ გავკოტრდი რაღაც სეკულაციის გამო და ამიტომ… (აქ ექიმმა ს-მა შენიშნა: “არა ღირს ამის მოყოლა”. მან მაცნობა, ავადმყოფი ამის გახსენებაზე მაშინვე ისეთ შფოთსა სტეხს ხოლმე, რამდენიმე დარაჯიც ვერ აკავებსო).
კარგი, ამაზე არ ვიპალარაკებ. ერთი სიტყვით რაღაც სპეკულაციის გამო გავღარიბდი და კვლავაც მომინდა კაპების ქვეყანაში დაბრუნება. დიახ, სწორედ დაბრუნება. გამგზავრება და წასვლა კი არა, არამედ დაბრუნება. იმიტომ, რომ იმ დროისათვის კაპების ქვეყანას უკვე სამშობლოდ აღვიქვამდი.
ჩუმად გავიპარე შინიდან და ცენტრალუირი ხაზის მატარებელში შEვეცადე ცავმჯდარიყავი. სამწუხაროდ, პოლიციამ შემიპყრო და ამ საავადმყოფოში მომათავსეს. მაგრამ აქაც რაღაცა დროის განმავლობაში კაპების ქვეყანაზე ვდარდობდი. რას აკეთებს ახლა ექიმი ჩაკი? ან ფილოსოფოსი მაგი? ის ალბათ, თავის შვიდფერა ფარნის შუქით განათებული, რაღაცაზე ფიქრობს. რასა, იქმს ცემი კეთილი მეგობარი, დამპალნისკარტიანი რაპი?
– ერთხელ ისეთIვე ნისლიან დღეს, როგორც ახლაა, ჩვეულებისამებრ ჩემს მეგობარზე ფიქრმა შემიპყრო და უცებ გაკვირვებულმა კინათამ შევყვირე – მეთევზე ბაგი დავინახე. არ ვიცი, როდის შემოაღწია ჩემთან, მაგრამ ჩემ წინ კი ცაცუვქულიყო და მისალმების ნიშნად თავს მიკრავდა. როცა ოდნავ დავმშვიდდი… არ მახსოვს, ვიცონოდი თუ ვტიროდი, მახსოვს მხოლოდ, ამდენი ხნის შემდეგ რა სიხარულით დავიპალარაკე კაპების ენაზე.
– მომისმინე, ბაგ, რისთვის მოხვედი?
– თქვენი ნახვა მონდოდა. ამბობენ, ავადააო.
– ვისგან გაიგე?
ბაგმა ჩაიცინა. ის კმაყოფილი იყო.
– რადიოში გამოაცხადეს.
– აქ როგორ მოხვდი?
– ეს სულაც არ არის ძნელი საქმე. ტოკიოს მდინარეები და ღელეები ჩვენთვის, კაპებისათვის, იგივეა, რაც თქვენთვის ქუჩები.
და მე გამახსენდა. თითქოს მხოლოდ ახლა შევიტყვე, რომ კაპები ბაყაყებივით წყალხმელეთა ცხოველებს განეკუთვნებიან.
– მაგრამ აქ ახლოს მდინარე არსადაა.
– არა, აქ წყალსადენის მილებით შემოვძვერი. შენობაში კი სახანძრო ონკანი გავაღე…
– სახანძრო ონკანი გააღე?
– განა დაგავიწყდათ ბატონო, რომ კაპებს მექანიკოსებიც ჰყავთ.
კაპები ყოველ ორ-სამ დღეში მნახულობენ. ექიმ ს-ს მიაჩნია, რომ მე ავად ვარ დემენტია პრაეცოხ (ნაადრევი ჭკუასუსტობა)-ით. მაგრამ ექიმი ჩაკი (მაპატიეთ გულახდილობა) ამტკიცებს, არავითარი დემენტია პრაეცოხ არა გჭირსო, თქვენ თვითონ, ადამიანები, დაწყებული ექიმ ს-ით, დაავადებულნი ხართ დემენტია პრაეცოით. ცხადია, რაკი ექიმი ჩაკი მოდის ჩემთან, სტუდენტი რაპი და ფილოსოფოსი მაგიც მოდიან ხოლმე. თუმცა მეთევზე ბაგის გარდა დღისით არც ერთი მათგანი არ მდის. ისინი ხან ორნი, ხან სამნი მოდიან და თანაც მუდამ ღამღამობით… როცა მთვარიანი რამეა. აი, გუშინაც, ვსაუბროვდი მუშის ფირმის დირექტორ გერსა და ფილოსოფოს მაგთან, ხოლო კომპოზიტორი კრაბაკი ჩემთვის ვიოლონოს უკრავდა. ხედავთ მაგიდაზე შავი შროშანების თაიგულს? ეს გუშინ კრაბაკმა მომართვა…
(მოვტრიალდი, რა თქმა უნდა, მაგიდაზე არავითარი შროშანები არ ეწყო).
ეს წიგნი ფილოსოფოსმა მაგმა მომიტანა, წაიკითხეთ პირველი ლექსი, თუმცა არა, თქვენ ხომ მაგი ენა არ იცით, მე წავიკითხავ. ეს ტოკის თხზულებათა სრული კრებულის ერთ-ერთი ტომია, რომელიც ახლახან დაიბეჭდა.
მან ტელეფონების ძველი წიგნი გადაშალა და ხმამაღლა წაიკითხა შემდეგი ლექსი:
ქოქოსის ყვავილებში, ტანაშოლტილ ბამბუკებს შორის,
დიდი ხანია ბუდა რომ განისვენებს,
გამხმარ, ბებერ ლეღვის ხის ძირას ქანცგაწყვეტილმა
განისვენა ქრისტემ.
ჩვენც ხომ დროა გავუგოთ გემო მოსვენებას,
თუნდაც აქ, ამ თეატრალურ სცენაზე?
(დეკორაციების მიღმა თუ გავიხედავთ, იქ ხომ მხოლოდ დაკემსილ ტილოებს დავინახავთ!).
მაგრამ ამ პოეტივით პესიმისტი როდი ვარ, და სანამ ჩემთან კაპები დადიან… მართლა, სულ დამავიწყდა, ტქვენ ალბათ გახსოვთ ჩემი მეგობარი მოსამართლე ბეპი. აი, ამ კაპამ სამუშაო დაკარგა და ნამდვილად ჭკუაზე შეცდა. ამბობენ, ახლა ის კაპების ქვეყანაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიაო. ექიმმა ს-მა ნება რომ დამრთოს, აუცილებლად ვინახულებდი მას.
თებერვალი, 1927წ.