Hi-Techავტომობილიახალი ამბები

Hyundai-ს სურს იყიდოს რობო-ძაღლი Spot და „ფეხით მოსიარულე“ ავტომობილი დაამზადოს

კომპანია Boston Dynamics, რომელიც ცნობილია თავისი ფანტასტიკური რობოტებით, კიდევ ერთხელ იცვლის მფლობელს. Bloomberg იუწყება, რომ კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი Softbank-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სამხრეთკორეულ ავტომობილების მწარმოებელ Hyundai-სთან. გარიგების ოდენობამ შეიძლება 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს, ამასთან კორეელებს რობოტები კი არა, მათი უნიკალური ფეხები სჭირდებათ. 

ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს, მაგრამ მედიამ უკვე ააგო თანმიმდევრული თეორია იმის შესახებ, თუ რა ხდება. ერთი წლის წინ, ლას-ვეგასში Consumer Electronics Show-ზე Hyundai-ს წარმომადგენლებმა მსოფლიოს აჩვენეს Elevate – კონცეპტუალური მანქანა, რომელსაც არამარტო მართვა, არამედ „ფეხებით სიარულიც“ შეუძლია. საკვანძო სიტყვაა “კონცეფცია”, რადგან კორეელებს ამჟამად არ აქვთ საავტომობილო „კიდურების“ ტექნოლოგია. Boston Dynamics-ის ინჟინრებმა კი ეს დიდი ხნის წინ და ძალიან მაღალ დონეზე გამოიყენეს თავიანთ რობოტებში. 

რა თქმა უნდა, პატარა რობოტ ძაღლ Spot-ის ფეხების მიმაგრება მარტივად შეუძლებელია თუნდაც ერთადგილიან ავტომობილზე. ამავე დროს Hyundai-ს ვიცე-პრეზინდეტმა ჯონ სუმ რეკლამა გაუკეთა არა ექსპერიმენტალურ მორბენალ ტრანსპორტს, არამედ უკიდურესად სასარგებლო უნივერსალურ მანქანას, რომელიც მეტად გამოსადეგი იქნება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიწისძვრის, ცუნამის ან სხვა სახის კატასტროფის შემდეგ მაშველებს მოუწევთ გადაადგილდნენ ნამსხვრევებით მოფენილ ადგილებში. Elevate-მა უნდა გადააბიჯოს ორმოებს და ავიდეს 1.5 მეტრიან კედლებზე – სწორედ ასეთ დროს გამოდგება Hyundai და Boston Dynamics თავიანთი ტექნოლოგიებით. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button