ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – ზაფხულის დღე

გარეუბანი. უბოლოო ზაფხულის დღე.

მთელი დღეა ზის ქამარშეხსნილი, ფეხშველა მეწაღეს თავისი ძველი მიწურის მახლობლად, ჩამპალ დუქანში. მზისთვის შეუშვერია უქუდო ჯაგარა თავი. ზის და ერთობა ჟღალი ხვადი ძაღლით.

— მომე თათი!

ძაღლი ვერ ხვდება, არ უწვდის.

— შენ გეუბნებიან, მომე თათი! აბა!

ძაღლი არ უწვდის. და მეწაღე დინგში სცემს მას. ზიზღჩამდგარ თვალებს ახამხამებს ძაღლი, იქით ბრუნდება, კბილების ტკბილ-მწარე კრეჭით გაუბედავად სწევს თათს და მყის კვლავ უშვებს. და ისევ მუჯლუგუნები, და ისევ:

— მომე, მამაძაღლო, თათი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button