ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – შუა ცხენი

საღამო ფუნდუკში. ხის ტახტებზე მწოლნი საშინელ ამბებს ჰყვებიან:

— …და შევიდნენ ისინი ამ ტყეში. ღამე შემოერტყა გარს მათ, ბნელი. და შავი ტყე… მიაღწიეს გაბარჯღულ მუხამდე, და ხედავენ: მის ძირში ფასკუნჯის ბუმბული დევს, ცეცხლში ელვარებს…

— ეჰ, ეს რა არის — ბუმბულზეა! — იძახის მეორე. — აი, ცხოვრობდა ერთ დროს მჭედელი მიყრუებულ გზაჯვარედინთან და ერთხელაც, ღამით, გაჩერდა მასთან სამცხენა ეტლი…

სამივე ცხენი გაქაფული იყო, ლომებივით ხვიხვინებდნენ, თვალები მძვინვარედ უკვესავდათ, ნესტოები გავარვარებოდათ, ერთიანად ანათებდნენ გამჭოლად… გადმოხტა ჭაბუკი მეეტლე — „დააჭედე შუათანა სასწრაფოდ, უკანა ნალები გასძვრა!“ გაბერა მჭედელმა საბერველი, გააჩაღა ქურა, ხელი ჩაავლო შუათანა ცხენს ფეხში, — ფეხი კი ადამიანისაა, თეთრი, უბალნო!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button